სვასტიკა
2011-02-20, 11:19 PM

თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში იგი ასოცირდება ეშმაკთან, დემონთან, სიმბოლო რომელსაც ანტიკური დასაწყისი აქვს.

სიმბოლო სვასტიკის გამოყენება სათავეს იღებს რამოდენიმე ათასი წლის წინ როგორც ნიშანი წარმატების, დაცვის ავი თვალისაგან, ასევე იგი ასოცირდებოდა წელიწადის 4 დროსთან. 
თვითონ სიტყვა SWASTIKA ( स्वस्तिक ) სვასტიკა –წარმოგვიდგება სანკრისტული ენიდან (უძველესი ინდური ენა) რაც ნიშნავს ბედნიერად ყოფნას, წარმატებას, კარგ იღბალს. სიტყვა შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: sv-ს მნიშვნელობა: კარგი, კარგად, asti, – ყოფნა, ანუ svasti ნიშნავს კარგად ყოფნას, ხოლო სუფიქსი ka-ს მნიშნვნელობა აძლიერებს სიტყვის წინა ორი შემადგენელი ნაწილის ( su – asti) ძალას და საბოლოოდ სვასტიკა პირდაპირი მნიშვნელობით ითარგმნება ასე: ” ის, რაც კავშირშია/ასოცირდება კარგად ყოფნასთან”, ” კარგი ბედი” ანდა ” კეთილი თვისებებით გამორჩეული მოვლენები”. პირველად ეს სიტყვა გვხვდება სანკრიტულ კლასიკურ ლიტერატურაში გამოყენებული მწერლების რამაიანასა და მაჰაბრატას მიერ.

სვასტიკა ასევე აღნიშნავს მუდმივ, წრიულ მოძრაობას, ნიშანს ხელახლა დაბადებისა და ასოცირდება რეინკარნაციასთან. ნიშანი გამოყენებული არის 3 სხვადასხვა რელიგიის მიერ: ჰინდუიზმი, ბუდიზმი და ჯაიანიზმი. იგი ასევე ასოცირდება მზესთან. როგორც ხედავთ ეს სიმბოლო ითვლებოდა სრულიად უწყინარ სიმბოლოდ მეოცე სუკუნის დასაწყისამდე.

1800 წლის შუა პერიოდიდან, როდესაც გერმანია გაერთიანდა და მიეცა იმპერიის სახე, ახალგაზრდობაში იგრძნობოდა სისუსტე, ეროვნული სიამაყის ნაკლებობა . სწორედ ამ დროს გერმანელმა ნაციონალისტებმა დაიწყეს სვასტიკის გამოყენება როგორც სიმბოლოსი, სვასტიკისა რომელსაც ჰქონდა არიანული/ინდური წარმომავლობა. ამით გერმანელებს უნდოდათ წარმოედგინათ და წინა პლანზე წამოეწიათ ისტორია გერმანულ/არიანული წარმომავლობისა და შესაბამისად ერის განსაკუთრებული დანიშნულება. მე-20 საუკუნის დასაწყისში სვასტიკა უკვე აქტიურად გამოიყენება გერმანელი ნაციონალისტების მიერ. მას შეხვდებოდით ახალგაზრდული ორგანიზაციის სიმბოლოდ, ანტისემიტური ჟურნალის "ოსტარა”-ს გვერდზე, სხვდასხვა გაერთიანებებისა თუ საზოგადოებების შეკრებებისას.

1920 წელს , ადოლფ ჰიტლერმა გამოთქვა მოსაზრება პარტიისთვის საკუთარი დროშისა და ემბლემის ქონის შესახებ. როგორც ჰიტლერი ამბობდა, ახალი დროშა უნდა ყოფილიყო: "სიმბოლო ჩვენი ბრძოლისა” ისევე როგორც "ძლიერად ეფექტური გამოფენისთვის”. (მაინ კამფი, გვ. 495).

1920 წლის 7 აგვისტოს, ზალცგურგის კონგრესზე, დროშა გახდა ოფიციალურ სიმბოლოდ ნაცისტური პარტიისა. პარტიის სრული სახელი კი ასე გამოიყურება: ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია. ( Nationalsozialistische Deutsche  Free Image Hosting at www.ImageShack.us

ჰიტლერი თავის წიგნში "მაინ კამფი” (ჩემი ბრძოლა) ასე აღწერს დროშის დანიშნულებას: ” წითელ ფერში ჩვენ ვხედავთ ჩვენი მოძრაობის სოციალურ იდეას, თეთრ ფერში ნაციონალისტურ იდეას, სვასტიკაში ჩვენს ბრძოლის მისიას და აზრს არიანული ადამიანის გამარჯვებისთვის, ამავე დროს გამარჯვებას ჩვენი მოწინავე საქმეებისა, რაც ყოველთვის იყო და იქნება ანტი-სემიტური” (მაინ კამფი, გვ. 496- 497)

გამომდინარე ნაცისტური დროშიდან, სულ მალე სვასტიკა გადაიქცა სიმბოლოდ სიძულვილისა, ანტისემიტიზმისა, ძალადობისა და სიკვდილისა .

სამწუხაროდ, ნაცისტებმა ისეთი "ეფექტურობით” გამოიყენეს ეს სიმბოლო თავის საქმიანობაში რომ, ბევრმა დღესაც კი არ იცის სვასტიკის სხვა დანიშნულება და მნიშვნელობა. შესაძლებელია ორი სრულიად საწინააღმდეგო მნიშვნელობა ჰქონდეს ერთი და იგივე სიმბოლოს? როგორც სჩანს კი!!!!

მალკოლმ ქინზე დაყრდნობით რომელიც ავტორია წიგნისა ” სვასტიკა – აღწერილობა სომბოლოსი ", შემიძლია განვაცხადო რომ , თვითონ უდიდესი გერმანელი ჰუმანისტი გოეთეც კი იყო მოხიბლული აღნიშნული სიმბოლოთი. მაგრამ, 1880 გერმანელმა იდეოლოგისტმა მაქს მიულერმა საყოველთაო გაფრთხილება გააკეთა სიმბოლოდ გამოყენების დაუშვებლობის შესახებ ინდოეთის ფარგლებს გარეთ, როგორც მან თქვა სიმბოლო იყო ” საჭირბოროტო განტოლება/რებუსი”. ამავე დროს მადამ ბლავატკსიმ აღნიშნა რომ სხვა რამოდენიმე სიმბოლო უფრო მეტ ოკულტურ მნიშვნელობას შეიცავდნენ ვიდრე სვასტიკა. ცოტა უფრო მოგვიანებით ჯადოქრობის მიმდევარმა ალიესტერ ქროულმა ღრმად შეტოპა როდესაც განაცხადა ” ჰიტლერი ამდენის მიღწევას ვერ შეძლებდა რომ არა ამ სიმბოლოს ძალა”.
ზოგიერთ კულტურაში თუ საათის ისრის მიმართულებით გამოსახული SWASTIKA სვასტიკა
გამოხატავდა კარგ იღბალს, ბედნიერებას,

საათის საწინააღმდეგოდ გამოსახული ნიშანი სუასტიკა (sauvastika)
გამოხატავდა უბედურებას, ცუდ ბედს.

დღეს დღეობით დასავლეთში სვასტიკა რჩება სიმბოლო ნონ გრატად (non grata ), აკრძალულ სიმბოლოდ, თუმცა აზიაში საქმე ცოტა სხვაგვარად არის.

არ იფიქროთ რომ, ქვემოთ მოცემული სურათი გადაღებულია რამოდენიმე საუკუნის წინ, არამედ სულ რაღაც სამიოდე წლის უკან, ქალაქ ჰაიდარაბადში, ინდოეთი, პირადად ჩემს მიერ. როდესაც ვსეირნობდი ქალაქის ქუჩებში შემთხვევით წავაწყდი აღნიშნულ ადგილს, სადაც სტაციონარული ინდური ტაძარი იყო გაშლილი. აზიის ზოგიერთ ქვეყანაში დღესაც ხშირად იყენებენ სვასტიკას და მას კეთილი დანიშნულება აქვს როგორც ამ მაგალითიდან ვხედავთ.თანამედროვე დასავლელ ავტორებს ძალზედ დიდი ეჭვი აქვთ რომ, როდესმე სვასტიკა რეაბილიტირებული იქნება. ჰელერის მტკიცებით, შიშის ძალაუფლებამ რაც ასოცირდება ამ სიმბოლოსთან გადააჭარბა მის საწყის, კეთილ მნიშვნელობას. დღემდე ნაცისტები და ნეო-ნაცისტები ხშირად იყენებენ აღნიშნულ სომბოლოს და შესაბამისად , აგრძელებს ჰელერი , იგი უნდა იქნეს დაწუნებული, უარყოფილი ფართო საზოგადოების მიერ.

სიდ ბაუმელი რომელიც შვილია ჰოლოკოსტის მიერ დაზარელებული მშობლებისა, დასძენს: ” კაცობრიობას კიდევ დრო სჭირდება რომ, დაივიწყოს სვასტიკა, მისი გამოყენების ისტორია კაცობრიობის საზიანოდ: განსაკუთრებით ხალხს რომელებიც ჰოლოკოსტმა დააზარალა , უჭირთ აღმოფხვრან შემაძრწუნებელი ფიქრები და შფოთი როდესაც თუნდაც შემთხვევით მოჰკრავენ სვასტიკას თვალს”


კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 955 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]