საფრანგეთის რევოლუცია
2011-02-20, 10:54 PM




1789 წელს საფრანგეთის აბსოლუტური მონარქია შეარყია რევოლუციამ, რომელსაც უდიდესი გამოძახილი მოჰყვა მთელ ევროპაში. რევოლუცია მოამწიფა იმდროინდელ საფრანგეთში გაბატონებულმა წოდებრიობის პრინციპმა, რომლის გამოც საზოგადოების ფენები არათანაბარ მდგომარებაში იმყოფებოდნენ. ფეოდალური არისტოკრატია და სამღვდელოება დიდი უფლებრივი უპირატესობით სარგებლობდნენ დაბალ ფენებთან შედარებით. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სწორედ ეს დაბალი ფენები შეადგენდნენ. ესენი იყვნენ სოფლის გლეხები და ქალაქის მცხოვრებნი, ე.წ. მესამე წოდება-მეწარმეები, ვაჭარ-ხელოსნები, სხვადასხვა ქალაქური პროფესიის წარმომადგენლები, საუნივესიტეტო წრეები, სწავლულები. ამ უკანასკნელთა ზეგავლენით მესამე წოდებაში უფრო და უფრო ვრცელდებოდა შეხედულებები "ბუნებით კანენის და სამართლის” შესახებ, რაც ნიშნავდა ყველა ადამიანის თანასწორებას კანონის წინაშე. XVIII საუკუნის მიწურულს საზოგადოების უკვე დიდ ნაწილში იყო მომწიფებული აზრი, რომ უსამართლო წყობა აუცილებლად უნდა შეცვლილიყო სამართლიანით, რომელსაც ყველა ადამიანი "ბუნებითი სამართლით” იმსახურებდა.

ეს შეხედულებები ასაზრდოებდა საფრანგეთის დიდ რევოლუციას,რომელსაც მართავდა მესამე წოდების წარმომადგენლებისგან შემდგარი დამფუძნებელი კრება. ლუი XVI-მ სცადა კრების დაშლა, რასაც მოჰყვა პარიზის ქუჩებში პირველი შეტაკება ჯარსა და ხალხს შორის. 14 ივლისს აჯანყებულმა ხალხმა ბასტილია აიღო. დედაქალაქის საბრძოლო განწუობილება რამდენიმე დღეში მთელ ქვეყანას მოედო. აჯანყებული ქალაქების მართვა ხალხმა გადასცა არჩეულ პირებს, ე.წ. მუნიციპალებს; აჯანყდა სოფელიც- გლეხებმა დაიწყეს არისტოკრატთა სასახლეების გადაწვა და მათი მიწების დასაკუთრება.ამავე დროს რევოლუციის დასაცავად საოცარი სისწრაფით ყალიბდებოდა ეროვნული გვარდია.

1789 წლის 26 აგვისტოს კრებამ გამოაქვეყნა პირველი დემოკრატიული დოკუმენტი- "ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია”. ამავე კრებამ შეცვალა არსებული ადმინისტრირების წესი, გააუქმა წოდებრივი პრივილეგიები, შექმნა ყველასთვის საერთო სასამართლო სისტემა, გამოაცხადა ეკონომიკური თავისუფლება, ჩაატარა საეკლესიო რეფორმა-ახალ ადმინისტრაციულ ერთეულებში ეპისკოპოსების დანიშვნა დაეკისრა საფრანგეთის მთავრობას რომის პაპის გვერდის ავლით.

რევოლუციის პირველივე დღეებიდან დაიწყო ახალი არმიის ფორმირება. სამხედრო სამსახურში სწრაფად წინაურდებოდნენ ნიჭიერი და გაბედული ადამიანები, განურჩევლად მათი სოციალური წარმომავლობისა.
ევროპის სახელმწიფოთა მთავრობები შეშფოთებით ადევნებდნენ თვალყურს საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს. მომდევნო 20 წლის განმავლობაში ავსტრია,პრუსია,რუსეთი,ინგლისი და სხვა ქვეყნები ჩაბმული იყვნენ საფრანგეთის წინააღმდეგ ომში. ისინი განუწყვეტლივ ქმნიდნენ სამხედრო კოალიციებს, ხარჯავდნენ უამრავ ფულს, მსხვერპლად წირავდნენ ჯარისკაცებს, რათა საფრანგეთში მონარქიული წყობა აღედგინათ. მაგრამ რევოლუციური საფრანგეთი თითქმის ყოველ შემოტევას იგერიებდა.


რევოლუციის ტალღაზე საფრანგეთის არმიას მრავალი ბრწყინვალე ახალგაზრდა გენერალი შეემატა. მათ შორის იყო ნაპოლეონ ბონაპარტე, რომელმაც სამართლიანად დაიმკვიდრა "უძლეველის” სახელი. მას მასების აღფრთოვანების არაჩვეულებრივი უნარი ჰქონდა. ნაპოლეონის მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დაამჩნია არა მარტო საფრანგეთს, არამედ მთელი ევროპის ისტორიას.

1793 წელს საფრანგეთის საზღვაო ქალაქი ტულონი ინგლისელებმა დაიკავეს. ტულონის დაცვა იმ დროს პარიზელთათვის უცნობ კორსიკელს. 24 წლის ოფიცერს, ნაპოლეონ ბონაპარტეს მიანდეს. ნაპოლეონმა ბრწყინვალედ ჩაატარა სამხედრო ოპერაცია და ტულონი აიღო. ამ დამსახურებისთვის მას ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება მიანიჭეს. 1795 წელს ნაპოლეონმა პარიზში მონარქისტების აჯანყება ჩაახშო. ამის შემდეგ 1796-1797 წლებში, დირექტორიამ, ახალგაზრდა გენერალს იტალიური არმიის სარდლობა დაავალა. იმ დროს ჩრდილოეთ იტალიაში ავსტრიელები ბატონობდნენ. ხალხს ისინი სძულდა, ხოლო ფრანგებს განმათავისუფლებლებად აღიქვამდა. იტალიაში ფრანგი ჯარისკაცები ავსტრიის რეგულარულ არმიას შეებნენ. აქ მთელი ძალით გამოვლინდა ნაპოლეონის სამხედრო ტალანტი. მოულოდნელობა, სისწრაფე, ბრძოლოს ველზე მოქნილი მანევრირების უნარი, სარდლობის პირადი სიმამაცე – აი, ფრანგული ჯარის ღირსებები, რომელთა წყალობითაც ავსტრიელებმა ზედიზედ ყველა პოზიცია დაკარგეს.

ნაპოლეონმა ჩრდილო იტალიაში საფრანგეთის მოკავშირე ციზალპიის რესპუბლიკა დაარსა.

იდალიაში გამარჯვების შემდეგ ნაპოლეონის სახელი უკვე მთელ ევროპაში ქუხდა. დირექტორიამ გადაწყვიტა ნაპოლეონის გამოყენება საფრამგეთის მთავარი მეტოქის, ინგლისის წინააღმდეგ. ეს სახელმწიფო ხმელთაშუა ზღვაზე ბატონობდა და მთლიანად ხელთ ეპყრა აზიასთან და ჩრდილო აფრიკასთან ვაჭრობა. 1798-1799 წლებში ფრანგული არმია ნაპოლეონის მეთაურობით ეგვიპტეში იყო. აქ მან წარუმატებლობა იწვნია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია საფრანგეთსში ნაპოლეონის ავტორიტეტის ზრდისთვის.

სანამ ნაპოლეონი ეგვიპტეში ლაშქრობდა, დირექტორიამ მთელ საფრანგეთში, სახელი გაითქვა უნიათობითა და კორუფციით, რის გამოც მისდამი ნდობა ძლიერ შეირყა. ხაზინა ცარიელი იყო, ქვეყანაში თვითნებობა მეფობდა, გზებზე ყაჩაღთა ჯგუფები თარეშობდნენ. ხალხს მტკიცე წესრიგი მოენატრა. ამავე პერიოდში ავსტრიამ რუსეთის სამხედრო დახმარებით იტალიის დაბუნება მოახერხა. ეს თავზარდამცემი ამბები ნაპოლეონმა ეგვიპტეში შეიტყო. მან დატოვა ეგვიპტის არმია და მოულოდნელად საფრანგეთში დაბრუნდა.
პირველი კონსული დაუყოვნებლივ შეუდგა საფრანგეთის წინაშე იმჟამად მდგარი უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას: შემოირიგა მონარქიის მომხრეები და ამით ფაქტობრივად დაასრულა სამოქალაქო ომი; აღკვეთა ბანდიტური რაზმების თარეში; კათოლიკურ ეკლესიას დაუბრუნა რევოლუციის მიერ ჩამორთმეული უფლებები; უმკაცრესი ფინანსური კონტროლის დამყარებით შეავსო სახელმწიფო ხაზინა.
1802 წელს, როდესაც კვლავ ჩატარდა პლებისციტი, ხალხმა ბონაპარტე სამუდამო კონსულად აირჩია.


კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1394 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]