საფრანგეთი
2011-04-17, 5:08 PM

საფრანგეთი, ოფიციალურად საფრანგეთის რესპუბლიკა (ფრანგ. République française), ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, მოიცავს ევროპის ამ ნაწილის, რამდენიმე კუნძულისა და ზღვისიქითა ტერიტორიების ნაწილს. მას ესაზღვრება (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მიმართულებით) ევროპის შემდეგი ქვეყნები: ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, შვეიცარია, იტალია, მონაკო, ესპანეთი და ანდორა. ზღვისგადაღმა ტერიტორიებს ესაზღვრება ბრაზილია და სურინამი (საფრანგეთის გვიანას), ნიდერლანდის ანტილები (სენ-მარტენს). საფრანეგთი დაკავშირებულია გაერთიანებულ სამეფოს ევროტუნელით, რომელიც გადის ინგლისის არხის ქვეშ.

საფრანგეთი არის განვითარებული ქვეყანა და მეხუთე ადგილზეა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მსოფლიოში. იგი ყველაზე მეტად მონახულებული ქვეყანა, რომელიც ყოველწლიურად 82 მილიონ ტურისტს იღებს. იგი არის ასევე გაეროს ერთ-ერთი დამმარსებელი და წევრი შემდეგი ორგანიზაციებისა: ფრანკოფონია, დიდი რვიანი, ევროკავშირი, დიდი ოცეული, ნატო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და ლათინური გაერთიანება. იგი არის გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთი.


სახელწოდება 

  • ოფიციალური: ქართულად - საფრანგეთის რესპუბლიკა; ფრანგულად - France; République française.
  • ეტიმოლოგია - სახელი მომდინარეობს ფრანკების ტომებისაგან. თვით სიტყვა "ფრანკი” თავისუფალ ადამიანს ნიშნავს. ამ ტერიტორიას რომაელები გალიას უწოდებდნენ გალების კელტური ტომის მიხედვით. საფრანგეთის სახელები სხვა ენებზე: Gallia (ბერძნული), Francogallia (ლათინური), Fagguo (ჩინური), Ranska (ფინური), Tsarf (ებრაული), Valland (ძველნორვეგიული), Bro-C'hall (ბრეტონული), Perancis (ინდონეზიური).
  • ქვეყნის კოდი - FR.

გეოგრაფია და ბუნება 

 საფრანგეთის გეოგრაფია.



საფრანგეთი კოსმოსიდან

საფრანგეთი, რომლის ტერიტორიასაც ექვსკუთხედის მსგავსი კონფიგურაცია აქვს, ფართობით ევროკავშირის უდიდესი ქვეყანაა. ქვეყანა დასავლეთ ევროპაში მდებარეობს. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, შვეიცარია, იტალია, მონაკო, ანდორა და ესპანეთი, რომელთაგანაც 3 ევროკავშირის წევრი არ არის. მის შემადგენლობაშია კუნძული კორსიკა ხმელთაშუა ზღვაში. საფრანგეთი შედგება 26 რეგიონისგან. მათ შორის 22 თავად საფრანგეთის ტერიტორიაზე, ასევე 4 ზღვის გადაღმა დეპარტამენტები: გვადელუპა, მარტინიკა, გვიანა და რეიუნიონი. ზღვის გადაღმა ტერიტორიები - ახალი კალედონია, საფრანგეთის პოლინეზია, საფრანგეთის ანტარქტიკული ტერიტორია და ორი ტერიტორიული ერთეული განსაკუთრებული სტატუსის - მაიოტა, სენპერი და მიკელონი.

ქვეყნის რელიეფში ჭარბობს ვაკეები და დაბლობები, უმაღლესი მწვერვალია მონბლანი, რომელიც მთელ დასავლეთ ევროპაში უმაღლესია. იგი იტალიასთან სასაზღვრო რაიონში მდებარეობს. საფრანგეთი ენერგეტიკული რესურსებით მდიდადი არ არის (თუ არ ჩავთვლით ევროპული მასშტაბების ურანის მადანს). მოიპოვებენ ბოქსიტებს, რკინის მადანს, მარილებს, საშენ მასალას. ქვეყანა მდიდარია მდინარეებით, მაგრამ ღარიბია ტბებით. დიდი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას.

საფრანგეთში წარმოდგენილია ლანდშაფტების მდიდარი ნაირსახეობა. ატლანტის ოკეანის კლდოვანი სანაპირო, მდინარეათა ფართო ველები, მაღალი დათოვლილი მთები, ხმელთაშუაზღვისპირა ქვიშიანი სანაპიროები. ჩრდილოეთ საფრანგეთის დიდი ნაწილი უჭირავს ისეთი ფართო მდინარეების დაბლობებს, როგორიცაა სენა და მარნა, ამ მოსავლიან მიწებს დასავლეთით ესაზღვრება ნორმანდიული კლდნოვანი მთები, აღმოსავლეთით კი, ბელგიის საზღვარზე იჭიმება ტყეები, რომლები სამხრეთით ქვეყნის შვეიცარიასთან საზღვარზე გადადის მთის მასივში.




ტბა როსლენი



კამარგი



მონ-ბლანი

სამხრეთ საფრანგეთის ნაწილი უჭირავს საფრანგეთის სცენტრალურ მასივს, ეს სარის ჩამქრალი ვულკანების მხარე. ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, საფრანგეთის ცენტრალური მასივის მიდამოებში, სევენის მთებში სათავეს იღებს ქვეყნის უგრძესი მდინარე ლუარა. სამხრეთ – დასავლეთ რაიონი, მდინარე გარონის აუზი, ესაა წიწვოვანი ტყის მხარე. ცნობილია როგორც ლანდა. პირინეის მთების წარმოადგენს საზღვარს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. საფრანგეთის ცენტრალური მასივის აღმოსავლეთით გაშლილია მდინარეების სონასა და რონას უხვმოსავლიანი დაბლობები. საფრანგეთისა და იტალიის საზღვართან იჭიმება ალპები, ევროპის ყველაზე მაღალი მთათა სისტემა

  • ფართობი - 551.000 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 3,010 კმ; სახმელეთო - 2,250 კმ.
  • ბუნება: გეოგრაფიული რაიონები - აკვიტანიის აუზი, არმორიკის მასივი (ბრეტანი), კოტანტინის ნახევარკუნძული (ნორმანდია), პარიზის აუზი, ხმელთაშუაზღვის დაბლობი, ცენტრალური მასივი, რონა-საონის ველი, პირენეები, ალპები და ჟურა, ელზასი და ლოტარინგია. მთიანი რეგიონები - ალპები, პირენეები, ჟურა, არდენები, ვოგეზები. უმაღლესი მწვერვალი - მონბლანი 4.807 მ; მდინარეები (კმ) - გარონა 650, ლუარა 1.020, მარნა, რაინი, რონა 548 (სულ 812), საონი, სენა 776; ტბები (კვ.კმ) - ჟენევის 234 (სულ 581), ეტან-დე-ბერი 155, ანესი; კუნძულები (კვ.კმ) - კორსიკა 8.680, ილ-დ-ოლერონი 174; კლიმატი - კონტინენტური, ოკეანური.
  • ბუნებრივი რესურსები - ქვანახშირი, რკინის მადანი, ბოქსიტები, თუთია, საშენი ხე-ტყე, თევზი.

ჰავა და ჰიდროგრაფია 

სევენის მთები საფრანგეთს ყოფს ორ კლიმატურ რაიონად: ხმელთაშუაზღვური და ატლანტის, ასევე ოთხ კლიმატურ ზონად: ოკეანური, მშრალი კონტინენტური, ხმელთაშუაზღვური და მთის. საფრანგეთის ჩრდილოეთი რაიონების კლიმატი რბილი და ნესტიანია. გაზაფხულზე ამინდი ცვალებადია, სითბო და მზე იცვლება წვიმებითა და ქარებით. ზაფხული შედარებით თბილია, შემოდგომაზე დილას და საღაომოობით გრილა, არ იცის მკაცრი ზამთარი. საშუალო ტემპერატურა მერყეობს იანვარში 0 გრადუსსა და აგვისტოში +25 გრადუსს შორის, პარიზის საშუალო ტემპერაურა მერყეობს ზამთარში 0 (+10) გრადუსებს შორის, ხოლო ზაფხულში +20 (+30) გრადუსებს შორის. ქვეყნის სამხრეთით კლიმატი რბილი და თბილია, ზამთრობით მთებში ხშირად არის დიდთოვლობა, ტემპერატურის მერყეობა ზამთარსა და ზაფხულში უმნიშვნელოა. ალპები სამხრეთ –აღმოსავლეთით ხელს უშლის ხმელთაშუაზღვური კლიმატის გავრცელებას ქვეყნის სიღრმეებში, ასე რომ აღნიშნული კლიმტი ვრცელდება რონისა და ლიონის დაბლობებში მდინარეები და ტბები.

რბილი და ნესტიანი კლიმატი საფრანგეთში ხელ უწყობს ხშირი სამდინარო ქსელის განვითარებას, წყალუხვობასა და გაუყინვადობას. წყლის სიუხვის რეჟიმისა და დინების ხასიათის მიხედვით საფრანგეთში გამოიყოფა მდინარეთა ოთხი ტიპი:

  • პრეატლანტური ტიპი: მოიცავს ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტს. ახასიათებს მდინარის კვება წვიმის წყლით და მდინარის დონის მცირე ცვალებადობა. მდინარეები სავსეა წლის ნებისსმიერ დროს. ამ სახეობის მდინარეებს მიეკუთვნება სენა მარნის შენაკადებით, მარჯვენა შენაკადი უაზა, მარცხენა შენაკადი იონა, ქვედა ლუარა, შარანტა, სონა.
  • ერცოგული ტიპი: აერთიანებს მდინარეებს, რომლებიც მოედინებიან მაღალი მთებიდან. ზემო ლუარა მარჯვენა შენაკადებით: ალე, შერი, ენდრი, ვენა, გარონა მარჯვენა შენაკადებით: ტარნი, ლო, დორდონი. რონა მარჯვენა შენაკადებით: დუ, არდეში. მდინარეთა კვება დაომოკიდებულია წვიმებსა და თოვლზე.
  • ალპების ტიპი: ამ ტიპს მიეკუთვნება ალპებისა და პირინეის მდინარეები: რონა თავისი მარცხენა შენაკადებით: (იზერი, დურანსი,) ზემო გარონა ასევე თავისი შენაკადებით. მდინარეები იკვებებიან თოვლითა და გაყინული წყლებიით, ამაზეა დამოკიდებული ზამთარ - ზაფხულობით მდინარეთა წყალუხვობა.
  • ხმელთაშუაზღვური ტიპი: დამახასიათებელია ქვეყნის სამხრეთში მდებარე მდინარეებისათვის. (ოდი, ორბი, ერო), მდინარეები იკვებებიან წვიმის წყლით. გაზაფხულსა და შემოდგომაზე კოკისპირულმა წვიმებმა შეიძლება გამოიწვიოს წყალდიდობები.

საფრანგეათის დიდი მდინარეებია: ლუარა – 1010კმ, რონა – 522კმ, სენა – 780კმ, გარონა – 650კმ. ევროპის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი საწყლოსნო არტერიაა მდინარე რაინი, რომელიც 190 კოლომეტრის სიგრძეზე მიუყვება საფრანგეთ – გერმანიის საზღვარს. ქვეყნის უმსხვილესი მდინარეები გამოიყენება სანაოსნოდ, ლუარასა და გარონას აქვს შემოვლითი არხები. საფრანგეთი ღარიბია ტბებით, ალპებში საფრანგეთს ეკუთვნის ჟენევის ტბის სამხრეთი სანაპირო. სავის ალპები მოიცავს საკმაოდ დიდ ყინულოვან ტბებს: ანესი და ბურჟე. საფრანგეთის ცენტრალურ მასივში ვხვდებით ვულკაური წარმოშობის ტბებს, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებსა და ბისკაის ყურეში მნიშვნელოვნად გავრცელებულია ლაგუნისებური ტბები.

ფლორა და ფაუნა




ცხვრის საძოვრები მდინარე სენის ნაპირებზე.
საფრანგეთის ფლორა და საფრანგეთის ფაუნა.

საფრანგეთის ტერიტორიის დაახლოებით მესამედი უკავია ტყეს. საკმაოდ დიდი ტყის მასივები განთავსბულია აკვიტანიაში, ალპებში, პირინეებში, ვოგეზებში. აკვიტანიის აღმოსავლეთით მუხნარი ტყეები გადადის წაბლნარში, აქ ასევე წარმოდგენილია სუბტროპიკული მცენარეთა ელემენტები. ქვეყნის ჩრდილოეთში განთვასებულია მუხნარი და წიფელის ტყეები. ქვეყნის ჩრდილო დასავლეთით მიდამოები გამოყენებულია საძოვრებად. ხმელთაშუაზღვურ სამხრეთში დამახასიათებელია ბუჩქნარებით შეთხელებული ტყეები. ალპებში მუხნარი და წაბლის ტყეები 700 - 800 მეტრზე იცვლება წიფლნარი, ნაძვნარი და ფოთლოანი ტყეებით, რომლებიც 1600 – 1900 მეტრზე მდებარეობს. პირინეებში ტყეთა ზემო საზღვარი აღწევს 1800 – 2100მ. უფო ზემოთ (სუბალპურ ზონაში) ვხვდებით ბუჩქნარსა და მაღალბალახოვან მინდვერბს. საფრანგეთის ტყეებში, განსაკუთრებით მთებში ადვილად ვხვდებით გარეულ კატას, მელას, ირემს, შველს, კურდღელს, ტახს, ციყვს. მაღალ მთებში ვხვდებით მთის თხას... განსხვავებულ ფრინველებს: კაკაბი, ქორი, ყვავი, სამხრეთში ვხვდებიათ ფლამინგოს.

სახელმწიფო 

საფრანგეთი რესპუბლიკური მმართველობის ქვეყანაა. მოქმედებს მეხუთე რესპუბლიკის კონსტიტუცია 1958 წლიდან. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, პარლამენტი, ორ პალატიანია. ეროვნულ კრებას 5 წლით, ხოლო სენატს 6 წლით ირჩევენ. სახელმწიფოს მეთაურს 5 წლით ირჩევენ (ერთი და იმავე პიროვნების არჩევა შესაძლებელია მხოლოდ 2 ჯერ).

  • პოლიტიკური სისტემა - რესპუბლიკა. საფრანგეთი პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც დაამხო მონარქიული მმართველობა და გამოაცხადა რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი (Nicolas Sarkozy, 2007-დან). საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკის პრეზიდენტები იყვნენ აგრეთვე:შარლ დე გოლი (1959-69), ჟორჟ პომპიდუ (1969-74), ვალერი ჟისკარ დ'ესტენი (1974-81), ფრანსუა მიტერანი (1981-95), ჟაკ შირაკი (1995-2007).
  • მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი François Fillon (2007).
  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, შედგება ეროვნულ კრებისა (577 წევრი) და სენატისაგან (321 წევრი).
  • პარტიები – სოციალისტური პარტია (ხელმ. ფ.ოლანდი), გაერთიანება რესპუბლიკის მხარდასაჭერად (ფ.სეგენი), დემოკრატიის კავშირი (ფ.ლეოტარი).
  • სიმბოლოები: ჰიმნი - მარსელიეზა, მიღებულ იქნა 1792 წელს (ავტორი კ. რუჟე დე ლილი); დევიზი - "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა" (Liberté, Égalité, Fraternité); ეროვნული ემბლემა - შროშანი (Fleur-de-lis); დროშა - ტრიკოლორი სამი ვერტიკალური ზოლით (ლურჯი, თეთრი, წითელი).

დემოგრაფია




მოსახლეობის სიმჭიდროვე
 საფრანგეთის დემოგრაფია.

მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორე ქვეყანაა ევროკავშირში გერმანიის შემდეგ. ქვეყნის განაპირა რაიონებში ცხოვრობენ ის ხალხები, რომლებიც ენით და კულტურით განსხვავდებიან ფრანგებისაგან. აქ ცხოვრობს ასევე 5 მლნ-ზე მეტი უცხოელი. საფრანგეთი მაღალი ურბანიზაციითა და საშუალო სიმჭიდრობით გამოირჩევა.

2010 წლის იანვრის მონაცემებით, საფრანგეთის სავარაუდო მოსახლეობა 65.4 მილიონი კაცია[1]. საფრანგეთი არის მეოცე ყველაზე დასახლებული ქვეყანა მსოფლიოში. საფრანგეთის უდიდესი ქალაქებია პარიზი, მარსელი, ლიონი, ლილი, ტულუზა, ნიცა და ნანსი.

2003 წელს, საფრანგეთში ბუნებრივი მოასხლეობის ზრდა იყო ერთ-ერთი მაღალი ევროკავშირში. 2004 წელს, მოსახლეობის ზრდა შეადგენდა 0.68%-ს, ხოლო 2005 წელს, დაბადებისა და ნაყოფიერების ზრდა კვლავ გრძელდებოდა. 2006 წელს, დაბადების რაოდენობა სიკვდილთან შედარებით 299,800-ით მეტი იყო. 2008 წელს, საერთო ნაყოფიერების შეფასება გაიზარდა 2.02-მდე, როდესაც 2002 წელს იყო 1.88[4].

2004 წელს, საერთო ჯამში 140,033 ადამიანი გადავიდა საცხოვრებლად საფრანგეთში. აქედან, 90,250 იყო აფრიკიდან, ხოლო 13,710 ევროპიდან[5]. 2005 წელს, იმიგრაციის დონე სულ ოდნავ დაეცა 135,890-მდე[6] .

საფრანგეთში ეთნიკურ და რასულ ჯგუფებზე ინფორმაციის შეგროვე უკანონია. ეს კანონი მიღებული იქნა 1790 წლის რევოლუციისას, ხოლო ხელახლა დადასტურდა 1958 წლის კონსტიტუციაში[7]. საფრანგეთი არის ეთნიკურად განსხავებული ერი დაახლოებით ექვსი მილიონი ჩრდილოეთ აფრიკელითა და სავარაუდოდ 2.5 მილიონი შავკანიანით[8][9]. ამჟამად შეფასებულია, რომ საფრანგეთის მოსახლეობის 40% წარმოშობილია სხვადასხვა მიგრაციის ტალყებისაგან[10]. სტატისტიკისა და ეკონომიკის სწავლების საფრანგეთის ეროვნული ინსტიტუტზე დაყრდნობით, საფრანგეთში 4.9 მილიონი საზღვარგარეთ დაბადებული იმიგრანტია, საიდანაც 2 მილიონს აქვს საფრანგეთის მოქალაქეობა[11].

  • მოსახლეობა - 65,073 მლნ (2009), მათ შორის 90,4% ფრანგები, 2,5% ელზასელები, 2,0% იტალიელები, 1,9% ბრეტონელები.
  • ენები - ფრანგული (ოფიციალური ენა), პროვანსული, ბრეტონული, ელზასური, კორსიკული, კატალანური, ბასკური, ფლამანდული.
  • რელიგია - კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი (1 მლნ), ისლამი (4 მლნ).
  • ქალაქები (ათ.) - პარიზი (2.110, აგლომ. - 11.330), ლიონი (444, აგლომ. - 1.671), მარსელი (820, აგლომ. - 1.538), ტულუზა (412, აგლომ. - 978), ნიცა (332, აგლომ. - 946), ნანტი (282, აგლომ. - 721), სტრასბურგი (272).

ადმინისტრაციული დაყოფა




22 რეგიონი და 96 დეპარტამენტები
 საფრანგეთის ადმინისტრაციული დაყოფა, საფრანგეთის რეგიონები და საფრანგეთის დეპარტამენტები.

საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორია იყოფა 100 დეპარტამენტად (departament), რომლებიც 22 ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში არიან გაერთიანებული, მათ შორის კორსიკას განსაკუთრებული სტატუსი აქვს მინიჭებული. საფრანგეთის რეგიონებია: აკვიტანია, ბრეტანი, ბურგუნდია, ელზასი, ზემო ნორმანდია, კორსიკა, ლანგედოკი-რუსილონი, ლიმუზენი, ლორენი, ლუარის რეგიონი, ნორდ-პა-დე-კალე, ოვერნი, ილ დე ფრანსი, პიკარდია, პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირი, პუატუ-შარანტი, რონა-ალპები, სამხრეთი პირენეები, ფრანშ-კონტე, ქვემო ნორმანდია, შამპან-არდენი, ცენტრი.

საფრანგეთის რეგიონებს შორის ფართობით ყველაზე დიდია სამხრეთი პირენეები 45,6 ათასი კვ.კმ, ხოლო ზღვისგადაღმა რეგიონებს შორის ყველაზე დიდია საფრანგეთის გვიანა 83,534 კმ²-ით.

საფრანეგთის ყველა დეპარტამენტს აქვს იდენტური იურიდიული სტატუსი, როგორც საფრანგეთის განუყრელ ნაწილებს. დეპარტამენტები დაყოფილნი არიან 342 ოკრუგად, რომლებიც შემდგომ კანტონებად იყოფა. თოთუელი კანტონი შეიცავს მცერე რაოდენობით კომუნებს.

  • სამფლობელოები. საფრანგეთის მფლობელობაშია 4 ზღვისიქითა დეპარტამენტი (departament d’outre mer), 4 ზღვისიქითა ტერიტორია (territoire d’outre mer) და 2 სპეციალური ტერიტორიული ერთეული. საფრანგეთის სამფლობელოები: ახალი კალედონია; ბასას და ინდია, კ.; გვადელუპა; გლორიოზო, კ.; ევროპა, კ.; ვალისი და ფუტუნა; კლიპერტონი, კ.; მაიოტა; მარტინიკა; ჟუან დე ლა ნოვა, კ.; რეიუნიონი; საფრანგეთის სამხრეთ პოლარული ტერიტორია; საფრანგეთის გვიანა; საფრანგეთის პოლინეზია; სენ-პიერი და მიკელონი; ტრომელინი.

რეგიონები და დეპარტამენტები 

რეგიონი დეპარტამენტი
Flag of Alsace.svg ელზასი ქვემო რეინი, ზემო რეინი
Aquitaine flag.svg აკვიტანია დორდონი, ჟირონდა, ლანდი, ლო და გარონა, ატლანტიკური პირინეი
Auvergne flag.svg ოვერნი ალე, კანტალი, ზემო ლუარა, პუი-დე-დომი
Normandy-flag.gif ქვემო ნორმანდია კალვადოსი, მანში, ორნი
Bourgogne flag.svg ბურგუნდია კოტ-დ’ორი, ნიევრი, სონა და ლუარა, იონა
Flag of Brittany.svg ბრეტანი კოტ-დ’არმორი, ფინისტერი, ილი და ვილენი, მორბიანი
Centre flag.svg ცენტრი შერი, ერი და ლუარი, ენდრი, ენდრი და ლუარა, ლუარე, ლუარი და შერი
Champagne-Ardenne flag.svg შამპან-არდენი არდენი, ობი, ზემო მარნა, მარნა
Flag of Corsica.svg კორსიკა სამხრეთი კორსიკა, ჩრდილოეთი კორსიკა
Franche-Comté.svg ფრანშ-კონტე დუ, ზემო სონა, იურა, ბელფორის ტერიტორია
Haute-Normandie flag.svg ზემო ნორმანდია ერი, ზღვისპირა სენა
Île-de-France flag.svg ილ-დე-ფრანსი ესონა, ო-დე-სენი, პარიზი, სენა და მარნა, სენა-სენ-დენი, ვალ-დე-მარნი, ვალ-დ'უაზი, იველინი
Flag of Languedoc-Roussillon2.svg ლანგედოკი-რუსილონი ოდი, გარი, ერო, ლოზერი, აღმოსავლეთი პირინეი
Limousin flag.svg ლიმუზენი კორეზი, კრიოზი, ზემო ვიენა
Lorraine.svg ლოთარინგია მიორტი და მოზელი, მიოზი, მოზელი, ვოგეზი
Flag of Midi-Pyrénées.svg სამხრეთი პირენეები არეჟი, ავერონი, ჟერი, ზემო გარონა, ზემო პირინეი, ლო, ტარნი, ტარნი და გარონა
Nord-Pas-de-Calais flag.svg ნორდ-პა-დე-კალე ნორი, პა-დე-კალე
Pays-de-la-Loire flag.svg ლუარა ატლანტიის ლუარა, მენი და ლუარა, მაიენი, სარტა, ვანდეია
Picardie.jpg პიკარდია ენა, უაზა, სომა
Poitou-Charentes flag.svg პუატუ-შარანტი შარანტა, ზღვისპირა შარანტა, დიო-სევრი, ვიენა
Provence-Alpes-Côte-d'Azur flag.svg პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირი ზემო პროვანსის ალპები, ზღვისპირა ალპები, ბუშ-დიუ-რონი, ზემო ალპები, ვარი, ვოკლიუზი
Blason rhonalpe.png რონა-ალპები ენი, არდეში, დრომი, ზემო სავოია, იზერი, ლუარა, რონა, სავოია

ეკონომიკა 




ლა დეფანსი, პარიზი - საფრანგეთის ეკონომიკის გული
 საფრანგეთის ეკონომიკა.

საფრანგეთი მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით 1.542 მლრდ $) მას მსოფლიოში მე-4 ადგილი უკავია აშშ-ს, იაპონიის და გერმანიის შემდეგ.

საფრანგეთი საერთო ეკონომიკური სიძლიერით ევროკავშირში ჩამორჩება მხოლოდ გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოს. ქვეყანაში ძირითადად განვითარებულია ატომური ენერგეტიკული (ელექტროენერგიის 80%-ს აწარმოებს ატომური ელექტროსადგურები). მრეწველობის წამყვანი დარგია მანქანათმშენებლობა, ქიმიური და მსუბუქი მრეწველობა. საქვეყნოდაა ცნობილი ფრანგული ცანსაცმელი, საიუველირო ნაწარმი და პარფიუმერია, ფრანგული ღვინო და კონიაკი. აწარმოებენ 400-ზე მეტი სახეობის ყველს. სოფლის მეურნეობა უმსხვილესია ევროკავშირში. მეცხოველეობაში წამყვანია სახორცე მიმართულების მესაქონლეობა, მიწათმოქმედებაში პირველობს მარცვლეული კულტურები - ძირითადად ხორბალი. განსაკუთრებულია მევენახეობისა და მეციტრუსეობის როლი.

  • ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 2, მრეწველობა 28, მომსახურება 69;
  • ე.ე.პ. (1 სულზე) - 26.300 $.
  • ექსპორტი - ღვინო, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მანქანათმშენებლობის ნაწარმო, ქიმიკატები. საფრანგეთი რჩება უდიდეს ტურისტულ სახელმწიფოდ.
  • ბიუჯეტი - 286,000 მლნ $.
  • ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ფრანგული ფრანკი.
  • უდიდესი კომპანიები – ალკატელი, ფრანს-ტელეკომი, კრისტიან დიორი, დანონი, მიშლენი, აქსა, რენო, სიტროენი, ერ-ფრანსი, პეჟო, შნაიდერი.
  • უდიდესი ბანკები - კრედი აგრიკოლ, ბანკ ნასიონალ დე პარი, სოსიეტე ჟენერალი, კომპანი ფინანსიე პარიბა, კრედი ლიონე.

ტრანსპორტი 

 ტრანსპორტი საფრანგეთში.

საფრანგეთი ფლობს ევროპის უდიდეს სარკინიგზო ქსელს, რომელიც გადაჭიმულია 40,000 კილომეტრზე, 50 ქალაქზე მეტი ერთმანეთთან დაკავშირებულია მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მაგისტრალებით. გზის მთლიანი სიგრძე შეადგენს 1,3 მლნ. კილომეტერს, მათ შორის ავტოსტრადა – 7ათ. კილომეტრი. ტვირთმზიდი საზღვაო პორტების 90%-ზე მეტი მოდის მარსელზე, გავრზე, დიუნკერკზე, ნანტზე, ბორდოსა და რუანზე. ფრანგული ავიაკომპანიების საჰაერო გზის სიგრძე 630 ათ.კმ. საავიაციო გადზიდვები ხორციელდება სამი უმსხვილესი ავიაკომპანიის მიერ: ეარფრანსი, იუტა, ეარინტერი. საქალაქო ტრანსპორტთა შორის მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეტრო. პარიზში სულ 366 მეტროსადგურია, აქედან 75 გადასასვლელი პუნქტი, ის მუშაობას იწყებს დილის ექვსის ნახევარზე და ასრულებს ორის ნახევარზე, პიკი საათების დროს მატარებლების გასვლებს შორის ინტერვალი წუთნახევარია, ჩვეულებრივ კი 5 - 7 წუთი. პარიზის შემოგარენი პარიზის ცენტრს უკავშირდება შიდა მატარებლებით. სამოქალაქო ტრანსპორტი ძალიან ძვირია, ამიტომ უმჯობესია 10 ბილეთის ერთდროულად ან ტურისტული ბილეთის აღება ერთი დღით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ქალაქში მგზავრობა "Paris visite”. ტაქსებში გადახდა დამოკიდებულია გავლილ მანძილსა და დროზე.

ტურიზმი




ვერსალის სასახლე



ეიფელის კოშკი



შამბორის სასახლე
 ტურიზმი საფრანგეთში.

საფრანგეთი განვითარებული ტურისტული ინდუსტრიის ქვეყანაა, მას წელიწადში დაახლოებით 60 მლნ. ადამიანი სტუმრობს. ძვირადღირებული კურორტებიისა და სასტუმროების (კანი, ნიცა, სენ -ტროპე) გვერდით ვხვდებით შედარებით დაბალფასიან ტურისტულ ზონებს. გარდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონისა, ტურიზმი განვითარებულია ატლანტის ოკეანის და ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, პროვანსში. საფრანგეთის ალპები მთელი წლის განმავლობაში იღებს ტურისტებს. სასტუმროს სერვისები უმაღლეს დონეზეა და ქვეყნისათვის დიდი მოგება მოაქვს.

პარიზი არის საფრანგეთის ადმინისტრაციული, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. მიუხედავად ორი მსოფლიო ომისა, ქალაქის ცენტრი შესანიშნავი ბულვარებითა და ინფრასტრუქტურით ნაპოლეონის დროს მოგვაგონებს. ლუვრი, ვერსალი, ტრიუმფალური თაღი, ვანდომის მოედანი, ტუილრის ბაღი, ეიფელის კოშკი, დ’ორსეს სადგური, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ეს ის ნაგებობებია, რომლებიც იზიდავს ათასობით ტურისტს. ისტორიული ადგილები, მდიდრული კაფეები და მეფეთა სასახლეები, არისტოკრატული რეზიდენციები და ულტრათანამედროვე მაღალსართულიანი სახლები აქ ერთადაა თავმოყრილი. პარიზი მსოფლიოს ერთ – ერთი სიცოცხლით სავსე ქალაქია. აქ მდებარეობს 2000–მდე მონუმენტი, 200 მუზეუმი, მთავარი ღირშესანიშნაობები მდინარე სენის სანაპიროზე, ქალაქის ცენტრშია თავმოყრილი. "პარიზის გულიდან” ოდნავ მოშორებით, კუნძულ სიტეზე, განთავსებულია ლუვრი, მსოფლიოს ერთ – ერთი ღირშესანიშნავი მუზეუმი. ლუვრიდან ელისეს მინდვრების მიმართულებით ტუილრის ბარში მდებარობს იმპრესიონისტებისა და ორანჟერის მუზეუმი. თანხმობის მოედნიდან, ელისეის მინდვრების მარცხნივ მდებარეობს ორი მსგავსი შენობა: გრან – პალე და პტი - პალე. პირველში იმართება სეზონური გამოფენები, მეორეში განთავსებულია ქალაქის მუზეუმი, სადაც ხელოვნების ნიმუშები ინახება. ლუვრიდან მარჯვნივ მდებარეობს პომპადუს ცენტრი, სადაც XXს. – ის ნახატები და სკულპტურები ინახება, მისგან ოდნავ მოშორებით მდებარეობს პარიზის ისტორიის მუზეუმი –კარნავალე. ყველაზე დიდი მუზეუმები მდებარეობს მდინარე სენას მარცხენა სანაპიროზე: იმპრესიონისტთა მუზეუმი, გარ დ’ორსე, შუასაუკუნეების ხელოვნების მუზეუმი, როდენის მუზეუმი. გარდა ამისა პარიზში თავმოყრილია დიდი რაოდენობის კოლექციები, საგამოფენო დარბაზები, ძალიან საინტერესო ექსპონატები. მთელი ქალაქი, მთელი თავისი უძვირფასესი სასახლეებით, უნიკალური არქიტექტურული ანსამბლებით და სკულპტურებით ტურისტების წინაშე იშლება, როგორც უძვირფასესი მუზეუმი. არქიტექტურულ - ისტორიულ ღირშესანიშნაობებს შორის აუცილებლად გამოყოფენ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, რომელიც ადრინდელი გოთიკის ნაგებობაა (1163 - 1345), აღფრთოვანებას იწვევს ტაძრის სამი პორტალი: გალერეა ქიმებით, კოშკები, უნიკალური ვიტრაჟები. პარიზში იმართება უმაღლესი დონის სამოდელო ჩვენებები, აქ მაღალი მოდა უკავშირდება ისეთი მოდელიორებისა და დიზაინერების სახელებს, როგორიცაა ივ სენ ლორანი, კოკო შანელი, კრისტიან დიორი, პიერ კარდენი და სხვები. მათი ატელიეები დღეს მსოფლიო სამოდელო სახლებადაა ქცეული. პარფიუმერია, გალანტერეა და სხვადასხვა ხელოსნის საიუველირო ნაკეთობები სამოდელო სახლებთან ერთად შეადგენს დიდი "ლუქსის ინდუსტრიას”. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ყოველდღიურად იმართება გამოფენები, რომლებიც სეზონებთანაა დაკავშირებული, გამოიფინება ასევე მზა ტანსაცმელი " პრეტ - ა - პორტეს ხაზები”.

ტურისტული ფორმალობები და სასაზღვრო შეზღუდვები 




ტრიუმფალური თაღი შამს-ელისეზე

საფრანგეთში გასამგზავრებლად და ვიზის ასაღებად სავალდებულო დოკუმენტაციაა: საზღვარგარეთის პასპორტი, ორი ფოტოსურათი, პირადობის ქსეროასლი, ბავშვებისათვის დაბადების მოწმობის ქსეროასლები. ანკეტის შევსება და ასევე ბავშვის გამგზავრების შემთხვევაში ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მშობლების ნებართვა. ვიზა ფორმდება 20 დღის განმავლობაში.

ქვეყანაში აკრძალულია იარაღის, ნარკოტიკის, ფეთქებადი და აკრძალული ნივთების შეტანა. სასაზღვრო კონტროლს ექვემდებარება ანტიკვარიატი, იარაღი, ოქროს გარკვეული რაოდენობა. შესაძლებელია ფულისა და მასთან ერთად სამგზავრო ჩეკების გამოყენება. ქვეყნის ვალუტაა ევრო €

საფრანგეთის ტურისტული ინდუსტრია უმსხვილესია მსოფლიოში. უნიკალური ლანდშაფტი, უმდიდრესი ისტორიულ-არქიტექტურული მემკვიდრეობა, ხმელთაშუაზღვისპირეთი და ულტრათანამედროვე საკომუნიკაციო საშალებები საფრანგეთს ნამდვილ ტურისტულ სამოთხედ აქცევს. ყოველწლიურად აქ 70 მლნ-ზე მეტი ტურისტი ჩამოდის მსოფლიოს მრავალი კუთხიდან (უმეტესად ევროკავშირის ქვეყნებიდან). უმსხვილესი ტურისტული რეგიონებია პარიზი, მდ. ლუარის ხეობა, ლაჟვარდოვანი სანაპირო, ალპები და ა.შ.

მემკვიდრეობა

მონ-სენ მიშელი და მისი ყურე, ვერსალის სასახლე და პარკი, ფონტენბლოს სასახლე და პარკი, ამიენის და შარტრის საკათედრო ტაძრები, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ეიფელის კოშკი, სენის სანაპიროები, ავინიონის და ლიონის ისტორიული ცენტრები; ფორტიფიცირებული ქალაქი კარკასონი; ლუარის ველები; ფრანგული ეპოსი - სიმღერა როლანდზე (XI ს.).

ისტორია

 საფრანგეთის ისტორია.

მე-19 საუკუნის განმავლობაში საფრანგეთმა უზარმაზარი ტერიტორიები დაიპყრო აფრიკასა და აზიაში, მაგრამ საუკუნეთა მიჯნაზე გერმანიასთან წარმოებულმა ომებმა ძლიერ დაასუსტა მისი კოლონიური იმპერია. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში გენერალმა შარლ დე გოლმა შესძლო მეორე მსოფლიო ომის შედეგად დანგრეული ქვეყნის აღდგენა. დღეს სწორედ საფრანგეთ-გერმანიის აქტიური თანამშრომლობა განაპირობებს ევროპაში ინტეგრაციული პროცესების წარმართვას.


République française
საფრანგეთის რესპუბლიკა
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: მარსელიოზა

დევიზი: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა
(Liberté, Égalité, Fraternité)
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი პარიზი
48°52′N 2°19.59′E
უდიდესი ქალაქი პარიზი
ოფიც. ენები ფრანგული
მთავრობა ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი
  -პრ.-მინისტრი ფრანსუა ფიიონი




ფართობი
 - საერთო
 
551,695 კმ²(47-ე)
მოსახლეობა
 - 2010 სავ.
 - სიმჭიდროვე
 
65,447,374[1] (მე-20)
115 ად./კმ² (89-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2009მიახლ.
$2.130 ტრილიონი[2] (მე-8)

$34,205[2] (23-ე)
აგი (2007) Green Arrow Up Darker.svg 0.961[3] (ძალიან მაღალი) (მე-9)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)
  -ზაფხულის დრო CET (UTC +2სთ.)
ქვეყნის კოდი FRA
ccTLD .fr
სატელეფონო კოდი +33
კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 2345 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]