მთავარი » ფაილები » შემეცნებით

რემბრანდტი
2011-02-22, 7:50 PM

 

ბიოგრაფია

" საკმარისია, მხოლოდ წარმოვთქვათ სიტყვა "რემბრანდტი” და ეს უკვე ნიშნავს, რომ თითქოს სიტყვა "ხელოვნება” იყო წარმოთქმული  და თითქოს მეტიც...”- ეს ფრაზა, დაწერილი 130 წელზე მეტი ხნის წინ,  არ მოძველებულა, ისევე, როგორც სხვა ფრაზა, ერთი შეხედვით თითქოს ამ პირველი ფრაზის საწინააღდეგო აზრს რომ გამოხატავს: "ძალიან დიდი უმრავლესობისთვის რემბრანდტი, მისი ცხოვრება და მისი პიროვნება შემოსილია იმ მითიური სამოსელით, რომლითაც მათ დიდი ხანია მეტისმეტი მონდომებით მოსავდნენ ისტორიკოსები და ესთეტები” .ამაზე მეტყველებს  1954 წ. ედუარდ კოლოფის მიერ დაწერილი თხზულება  რემბრანდტის შესახებ , სადაც სწორედ კრიტიკული თვალით დანახული სინამდვილის ასახვისკენ მიისწრაფვის ავტორი: ”... მხატვრის ცხოვრებაში საოცარი სწორედ მისი (ნაწარმოებების) ქმნილებების ისტორიაა" და ეს ისტორია დღეს , მხატვრის გარდაცვალებიდან 300-ზე მეტ წლის შემდეგ, ჩვენს თვალწინ გადაიშლება გაცილებით უფრო ნათელი კუთხით, ვიდრე ეს ხდებოდა წინა თაობებისთვის . რომანტიზაციის და მითად გადაქცევის ტენდენციიდან გადავინაცვლეთ მის ნაშრომებთან და მის ცხოვრებასთან შეხების ახალი ასპექტებისკენ, რათა უფრო (თავდაჯერებულად), თამამად ჩავწვდეთ მის შემოქმედებას."რემბრანდტი” შეიძლებოდა დაბადებულიყო ნებისმიერ ადგილას , ნებისმიერ დროს და მისი  შემოქმედება იქნებოდა იგივე ", -ასეთი მცდარი აზრი ჰქონდა პოეტ ვერხარნს, რომელსაც ხშირად იმეორებდნენ სხვებიც. პირიქით , რემბრანდტის თავისებურად ერთადერთი და განუმეორებელი პიროვნება წარმოუდგენელია იმ დროის, ერისა და საზოგადოების გარეშე, რომელმაც ის შექმნა, და ეს ყოველივე აყალიბებს ადამიანს და მის შესაძლებლობებს, ეს გარდაუალია,  მაგრამ, რა თქმა უნდა, არც დრო და არც საზოგადოება არ წვეტს, რომ ვიღაც რემბრანდტ ვან რეინი  გახდეს სწორედ ეს რემბრანდტი, ანდა ფრანც მერინგის სიტყვებით რომ ვთქვათ "ნიდერლანდების რევოლუციის  უდიდეს მხატვარი"  და, ბოლოს და ბოლოს ის მხატვარი, " რომელიც ახალი დროის პირველი რევოლუციიდან უყრის  საფუძველს თავის უკვდავებას " . ხალხი თავად ქმნის თავის ისტორიასო, -ამბობდნენ მარქსი და ენგელსი, მაგრამ მხოლოდ "მოცემულ განსაზღვრულ გარემოცვაში . მოცემული ფაქტობრივი ურთიერთობების საფუძველზე” .ზემოთ თქმული საკმაოდ ურთიერთსაწინააღმდეგოდ ჟღერს. რემბრანდტის ცხოვრებისეული ქმედების, ცხოვრებისეული სიმწიფის განმაპირობებელი გარემო ხომ თვითონაც იქმნებოდა და გარდაიქმნებოდა ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესების შედეგად.  რემბრანდტი, რომელიც ესპანეთ-ნიდერლანდებისა და ამსტერდამის ზავის დადებამდე სამი წლით ადრე დაიბადა, იყო კალვინიზმისკენ გადახრილი წისქვილის მეპატრონის ჰარმენ ჰერიტზონ ფონ ალტენ რეინ ცუ ლეიდენის (ვან რეინი არის მისი მდაბიური მეტსახელი) და მისი ცოლის ნეელტიე ვილემსდოხტერ ვან სუიდტბრიოკის მერვე შვილი (ცხრიდან, ორი ბავშვობაშივე დაიღუპა), რომლის უფროსი ძმები გახდნენ მეწისქვილე, მეწაღე და ხაბაზი.რემბრანდტი იყო საშუალო ფენის აქტიური, დაბალი საფეხურის ტიპური მემკვიდრე, თუმცა დედამისი, ლეიდენელი ხაბაზის ასული, წამოშობით იყო პატივცემული პატრიციანული კოთოლიკური ოჯახიდან. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ უმცროსი, სხვებისგან გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვი ხელობის სასწავლებლად კი არ გაეშვათ, არამედ შვილი წლის ასაკში ლათინურ სკოლაში მიებარებინათ. აქ, გარდა ლათინურისა და კლასიკური ლიტერატურისა უნერგავდნენ კალვინიზმს, "ჭეშმარიტ რელიგიას”. შვიდი წლის შემდეგ, რაც აღმავლობის ეპოქაში ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა, ის მოხვდება ევროპაში აღიარებულ, განთქმულ უნივერსიტეტში. . ეს უნივერსიტეტი მის მშობლიურ ქალაქში მდებარეობდა, რომელიც ამავდროულად ევროპის ტექსტილური მრეწველობის ცენტრი იყო.უნივერსიტეტში ერთი წელი რომ დაჰყო, რემბრანდტი საკუთარი სურვილით გახდა ლეიდენელი ფერმწერის იაკობ ვან სვანეხბაურხის მოწაფე, რომელიც ქმნიდა ჯოჯოხეთის ფანტასტიკურ სცენებს ბოსხის და პიტერ ბრეიგელ უმცროსის სტილში. სამი წლის შემდეგ გადადის ცნობილ ამსტერდამელ ფერმწერთან პიტერ ლასტმანთან, ნახევარი წლის შემდეგ ხსნის ლეიდენში თავის საკუთარ სახელოსნოს, თან მჭიდრო თანამშრომულ კავშირში იყო იან ლეივენთან (ხანმოკლედ მოწაფეობა იან პინასთან საეჭვოა, მაგრამ აბსოლიტურად გამორიცხული არ არის). უკვე 1628 წელს ის ამეცადინებს თავის პირველ მოწაფეს; იმ დროიდანაც ჩანაწერებში მას მოიხსენიებენ, როგორც "უაღრესად სახელგანთქმულ, მაგრამ გარკვეულწილად ნაადრევად სახელგანთქმულ მასწავლებლად”. 1631 წლის ბოლოს რემბრანდტი საცხოვრებლად გადადის ამსტერდამში, რომელიც ჰოლანდიის დინამიურად სამეურნეო და კულტურულ ცენტრში იყო და მის დედაქალაქს წარმოადგენდა ფარულად. საოცრად სწრაფად და იოლად ახერხებს, გახდეს საზოგადოების მაღალი ფენების პოპულარული მხატვარი. საქმიანი საკითხების მოგვარებაში მას ეხმარება ხელოვნების ნაწარმოებებით მოვაჭრე ხენდიკვან ელენბურხი, რომლის ძმის შვილსაც ის ირთავს ცოლად 1634 წელს. სავარაუდოა, რომ მას პროტექციას უწევდა კონსტანტინ ჰიუიგენსი, რომელიც იყო პრინც ფრედერიკ ორანელის შტატვალტერის მდივანი. რემბრანდტის მეუღლე სასკია ვან ელინბურხი იყო ლეევერდენელი ბურგომისტრის ფრილანდიის საბჭოს წევრის უმცროსი ქალიშვილი, რომელიც იყო დედ-მამით ობოლი. მისი ორი ძმა იურისტი იყო, ხოლო მის ნათესავებს შორის იყო ბევრი სწავლული და სახელმწოფო ჩინოვნიკი.რემბრანდტი გახდა მრავალი შეგირდის მასწავლებელი (თითოეული მათგანი წელიწადში უხდიდა 100 გულდენს). არსებული ცნობების თანახმად ის გამოიმუშავებდა წელიწადში ორიდან 2,5 ათას გულდენს (რაც მეტისმეტად გაზვიადებული ჩანს), ამავდროულად დაკავებული იყო ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობით და მოაგროვა მდიდარი, მრავალფეროვანი კოლექცია, ბაძავდა არისტოკრატ "ვირტუოზებს” – მეცნიერებისა და ხელოვნების მდიდარ მფარველებს. მის კოლექციაში იტალიური რენესანსის მხატვრების ნაწარმოებების ადრეული ფლამანდიელებისა და თანამედროვე ჰოლანდიელების შედევრები, საუკეთესო ოსტატების ნახატები და ბეჭდური გრაფიკა, ძირეული აღმოსავლეთის გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, იარაღი და აბჯარი, ზღვის მცენარეების და ხმელეთის ცხოველების ნიმუშები,              ეროტიული ხელოვნების გამორჩეული შედევრები შედიოდა. ჯერ კიდევ 1638 წელს მას მოუწია სასამართლოს მეშვეობით თავი დაეცვა ახალი ნათესავების საჩივრებისგან. ბევრი მათგანი ახალგაზრდა წყვილში ხედავდა მხოლოდ მხატვარსა და მხატვრის ცოლს. ისინი მას ადანაშაულებდნენ, რომ "თავქარიანობითა და სიამაყით” გაფლანგა სასკიას მემკვიდრეობა, რემბრანდტი კი აცხადებდა, რომ ის "საკმარისად და უფრო მეტადაც” შეძლებული იყო. უკვე მომდევნო წელს ბრესტაატის ქუჩაზე, მდიდარ კვარტალში იყიდა ფეშენებელური სახლი, რომელშიც გადაიხადა 13 ათასი გულდენი. 1641 წელს მის მშობლიურ ქალაქში იბეჭდება ბურგომისტრ ვან ორლენტის მიერ შედგენილი "ქალაქ ლეიდენის აღწერა”, რომელშიც რემბრანდტი მოხსენიებულია, როგორც საუკუნის ერთ-ერთი "ყველაზე ცნობილი მხატვარი”.1642 წელს რემბრანდტი გაამყარებს თავის მდგომარეობას დიდი ჯგუფური პორტრეტით "ღამის შემოვლა” (ამ სურათს არ გამოუწვევია აღშფოთების ის შტურმი, რასაც ჯერ კიდევ ახლახან ამტკიცებდნენ გადმოცემით, არსებული მტკიცებულებები უფრო საპირისპირო აზრს გამოხატავს), სურათის თვრამეტმა შემკვეთმა მას გადაუხადა სულ მციდე 21 ათას ექვსასი გულდენი თუ მეტი არა. (უნივერსიტეტში მასწავლებლად ცნობილი მეცნიერის წლიური შემოსავალი უფასო ბინით 1632 წელს შეადგენდა 1500 გულდენს).მაგრამ იმავე 1642 წელს გარდაიცვალა სასკია. მან დაუტოვა რემბრანდტს ვაჟი ტიტუსი - ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი ბავშვი. 5 წლის შემდეგ შვილის მემკვიდრეობითი წილიდან გამომდინარე აბარებს სასკიას ნათესავებს რემრანდტი. თავის ქონებას აფასებდა 40 ათას 750 გულდენად. იმავე წლის ბოლოს სახლში მოჰყავს მესაყვირე გეერტიე დორკსის ახალგაზრდა ქვრივი, რომელიც მალე იოლად აიღებს თავის თავზე დიასახლისის მოვალეობას (მოგვიანებით ამავე როლშია მოხსენიებული რემბრანდტის ბიოგრაფთან გუბრაკენთან), 7 წლის შემდეგ ის ტოვებს სახლს და ადგილს უთავისუფლებს მასზე 10 წლით უმცროსს ჰენდინიკიე სტოფელს.1645 წელს მოგვიანებით გაჩაღდა კამათი გეერტიეს საჩივრის გამო მასზე დაქორწინების პირობის დარღვევის შესახებ და სასკიას მემკვიდრეობიდან სამკაულების გამო, რომელიც რემბრანდტმა თავიდან აჩუქა გეერტიეს, მაგრამ მან უკვე 1648 წელს შედგენილ ანდერძში მიაკუთვნა ტიტუსს. რემბრანდტი ძალიან სწრაფად წყვეტს ამ თამაშს: 1650 წელს გეერტიეს ძმის და ამსტერდამის ბურგომისტრის თანხმობით თავისი ხარჯებით 12 წლით მოათავსებს მას ქალაქ გასულის ციხეში, მაგრამ უკვე 1655 წლის მაისში ის უკვე ავადმყოფი, მისი მეგობრის მცდელობის წყალობით და რემბრანდტის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, იქნა გათავისუფლებული.            მისი ცხოვრების მე-3 თანამგზავრი, მისი სახლის დიასახლისი იყო, სერჟანტის ასული 25 წლის ჰენდრიკიე სტოფელს დოხტერ იუგერი. 1654 წლის ზაფხულში ამსტერდამის რეფორმაციული საეკლესიო საბჭო მას გარიცხავს საღამოს ზიარებიდან " მხატვარ რემბრანდტთან გარყვნილი თანაცხოვრების " გამო. იმავე წლის ოქტომბერში ჩნდება ქალიშვილი კორნელია. 1653 წელს რომელიც იყო კრიზისის მძიმე წელი პირველი ინგლის-ჰოლანდიის საზღვაო ომში 1652-1654 წ.წ. დამარცხების შემდეგ რემბრანდტს ეწყება ფინანსური პრობლემები: უფრო იშვიათი ხდება მდიდარი ბიურგერების შეკვეთები, მცირდება მოსწალვეების რიცხვი, სახლის ყიდვის ხარჯები თავის პროცენტთან ერთად ჯერ კიდევ 8470 გულდენს შეადგენს. მას მოუწია 3-ჯერ ესესხა ფული მეგობრებისგან მათ შორის 2 ჯერ 4000 გულდენის ოდენობით.ბოლოს 1656 წელს ივლისში რემბრანდტი "ხელობაში და ზღვაზე მიღებული დანაკარგების შედეგად " თავის თავს აცხადებს გადამხდელად უუნაროს და ითხოვს გადასცენ მისი ქონება კრედიტორებს.ამგვარად, ის თავიდან იცილებს სრულ ბანკროტობას და მევალეების ციხეს. აუქციონზე სახლის გაყიდვის შემდეგ იგი აგრძელებს ცხოვრებას და მუშაობას ბრესტრაატის ქუჩაზე მხოლოდ 1660  წლის ბოლოს გადადის ხელოსნების კვარტალში იორდაანში, რობენ გრახტის ქუჩაზე. ამავე წლის დეკემბერში ტიტუსი და ჰენდრიკიე დააარსებენ ხელოვნების ნაწარმოებების გაყიდვის კომპანიას, ისინი მიიღებენ რემბრანდტს სამუშაოდ მრჩეველის სტატუსით უფასო კვებით და საცხოვრებლით, რის საფასურადაც ითხოვდნენ მისი ახლად შექმნილი ნამუშევრების მათთვის გადაცემას. ასეთი ნაბიჯი თუმცა იურიდიულად საკმაოდ საკამათო იყო, იცავდა ამ კრედიტორების თავდასხმისაგან და 1658 წლის აგვისტოში წმინდა ლუკას გილდიის მიერ მიღებული დადგენილებისგან, რომელიც თითქოს მხატვრების ინტერესებს იცავდა, მაგრამ პირდაპირ იყო მიმართული რემბრანდტის საწინააღმდეგოდ. ამ დადგენილების თანახმად,  არც ერთ გაბანკროტებულ მხატვარს, ვისი ქონებაც აუქციონზე იქნა გაყიდული, არ ჰქონდა უფლება ემუშავა ქალაქში და მიეღო აქედან შემოსავალი. მომდევნო წლებში, თუმცა გემოვნება შეიცვალა, პირველ რიგში, არისტოკრატული პატრიციატის გარემოცვაში, მაგრამ რემბრანდტს მთლიანად არ ივიწყებდნენ მაინც. ის წერს ომში გამდიდრებული წამყვანი მეწარმის ტრიპის და მისი მეუღლის პორტრეტებს, ცვალებადი წარმატებით მუშაობს ამსტერდამის მაგისტრატისთვის და მაუდმწარმოებელთა ცეხის მმართველებისთვის, შეასრულებს ორ დიდებულ პორტრეტს სიცილიელი დონ ანტონი რუფოსთვის (ევროპაში მოგზაურობისას ტოსკანელი ჰერცოგი სახელგანთქმულ მხატვარს თავის სახელოსნოში ეწვევა), თანამედროვე პოეტები ვოხი და დე დეკარი დროდადრო ხოტბას ასხამდნენ მხატვარს. 1663 წლის ივნისში დაახლოებით ორმოცი წლის ასაკში კვდება მისი ცხოვდების ერთგული თანამგზავრი ჰენდრიკიე, 1668 წლის შემოდგომაზე კი მისი ვაჟი ტიტუსი, თავისი ექვსთვიანი ქორწინების შემდეგ. დარჩა რა მარტო თავის 15 წლის შვილ კორნელიასთან ერთად ცხოვრების ბოლო წლებში რემბრანდტი ხშირად შვილის დანაზოგით არსებობდა. 1669 წლის ოქტომბერში მისი სიკვდილი არანაირ ინტერესს აღარ იწვევს, ხოლო მის მემკვიდრეობაზე რომელშიც შედიოდა სამ ოთახში დაცული ხელოვნების ნიმუშები(რომლებიც ისედაც ეკუთვნოდა ტიტუსის და ჰენდრიკიეს მემკვიდრეებს) გაიმართა ხანგძლივი სასტიკი დავა.

 

გალერეა

 

                   

                  1654წ                                                               1654წ

მდინარეში მობანავე ჰენდრიკე                       იან სიქსის  პორტრეტი

                ზეთი, ტილო                                                          ზეთი, ტილო

                    

                  1631წ                                                           1641წ

     ფილოსოფოსის ფიქრი                                   ბას აგატას პორტრეტი

                ზეთი. ხე.                                                 ზეთი, ტილო 

 

                 

 

               1634წ                                                               1663წ

83 წლის მოხუცის პორტრეტი                       ფრიდრიხ რიხელი ცხენზე

               ზეთი, ხე                                                       ზეთი, ტილო 

 

                  

                  1663წ                                                                  1633წ 

                 ჰომერი                                                                 რემბრანტის და

               ზეთი, ხე                                                              ზეთი, ტილო

 

 

                  

          17-ის II ნახევარი                                 მე-17-ის II-ე ნახევარი

             მხატვრის მამა                                        ვენერა და ამური 

                ზეთი, ხე                                                     ზეთი, ტილო

 

                  

                   1626წ                                                        1630-35წ

ქრისტე ყრის მევახშეებს ტაძრიდან             თურ

              ზეთი, ხე                                                      ზეთი, ტილო

 

 

                 

კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 276 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 1
  • ketiSpam 2013-02-04

    magariaaaaaaaaaaaa dzalian didi inpormaciaa

  • კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]