მთავარი » ფაილები » შემეცნებით

ყველაფრის გვირგვინი დედამიწაზე და მარადისობაში
2011-02-22, 6:37 PM



სიყვარულია – როცა არც დასაწყისია და არც დასასრული…

სიყვარული – წყაროა: ფსკერს თვალს ვერასდროს მიაწვდენ, რადგან გამუდმებით ივსება.

სიყვარული – დაუსაბამო ნათელივითაა.

სიყვარულია – როცა შეუძლებელია იმის თქმა, მეტად გიყვარს თუ ნაკლებად.

სიყვარულია – როცა შეუძლებელია გათვალო, პირველია ის, მეორე, მესამე, თუ – უკანასკნელი.

სიყვარული – გალიაში არც ცოცხლობს და არც მრავლდება,

სიყვარული – პრივატიზების მცდელობებისთვის ხელშეუხებელია.

სიყვარული – ყველასია, მაგრამ არავის ეკუთვნის.

სიყვარულს – ვერც გააკეთებ და ვერც შექმნი, მაგრამ ყველამ ვიცით.

სიყვარული – ისაა, რას საკუთარ თავში უნდა ეძებო და არა გარესამყაროში.

სიყვარული – არ ემატება ჩვენს ბუნებას, რადგან ის ჩვენს ბუნებაშიa იმთავითვე!

სიყვარული – დაუმსახურებლად მიღებული ჯილდოა!..

გიყვარდეს – ე. ი. სხვებისთვის უხილავ სასწაულს ხედავდე.

სიყვარული – ორის მარტოობაა უკიდეგანო სამყაროში.

"სიყვარული – მზის ბრწყინვალებაა, წვიმას კვალში რომ მიუყვება…

სიყვარული ყოველთვის ახალია, როგორც კაშკაშა მარადიული ნათელი…”

ერთი სუნთქვაა ორისთვის,

მდუმარებაა, შეხებაა, დაპირებაა.

ორის საიდუმლოა,

და თან – საიდუმლოების არარსებობა.

სიყვარული – მიტევების ხელოვნებაა.

პირველი გრძნობა, რომელიც ადამიანთან მოდის – დედის სიყვარულია, უკანაკსკნელი კი – რომელიც თან მიაქვს – ამქვეყნიური სამყაროს სიყვარული.

სიყვარული თან გდევს მთელი ცხოვრება: პირველი კოცნით,

პირველი სიხარულით,

პირველი განშორებითა და მწუხარებით დაწყებული,

ღრმა სიბერემდე .

"მე შენ მიყვარხარ” – წამები სჭირდება ამ სიტყვების წარმოთქმას, იმის ჩვენებას კი, როგორ გიყვარს – მთელი ცხოვრება.

"იყვირებ და ყველა გაიგონებს, იჩურჩულებ და უახლოესი გაიგებს, მაგრამ მხოლოდ მე შევძლებ იმის გაგებას, რაზე დუმხარო” – ესეც სიყვარულია.

"თუ ის – პირველია, რაზეც ფიქრობ გაღვიძებისას; ერთადერთი ფიქრია – მღვიძარებისას, და უკანასკნელია, რასაც აზრი ჩაძინებმადე უტრიალებს - სიყვარულია”.

"გიყვარდეს – ე. ი. სხვის ბედნიერებაში საკუთარ ბედნიერებას პოულობდე”.

სიყვარული – ხელს ჩაგკიდებს და შენს გულს იგრძნობს.

სიყვარული საკუთარ ენაზე მეტყველებს – მზერის ენით,

ჟესტის ენით,

მდუმარე აღიარებით.

სიყვარული ყველასა და ყველაფერში მჟღავნდება.

არაფრისგან იბადება, მაგრამ ძალადობით, სიყალბითა და სიცრუით კვდება.

სიყვარული – თავისუფლებაა. თავისუფლება იყო ის, რაც ხარ, იმ ადამიანთან, რომელმაც ისეთი მიგიღო, როგორიც ხარ..

სიყვარული – ყველა დასაწყისის დასაწყისია,

ყველაფრის მშობელია სამყაროში,

ყველაფრის დამცველია,

ყველაფრის შემქმნელია,

ყველაფრის გვირგვინია დედამიწაზე და მარადისობაში!..


კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 290 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]