მანჩესტერ იუნაიტედი "მოსკოვის ევროტრიუმფი"
2011-02-22, 7:28 PM

”2007 წლის გაზაფხულზე სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა ინგლისის პრემიერლიგა სამწლიანი შესვენების შემდეგ მოიგო: ორი დედაქალაქური კლუბის, "მეთოფეების " და "არისტოკრატების " წინააღმდეგობა დაძლია და კვლავ ავიდა დიდების მწვერვალზე. ჩემპიონთა თასის გათამაშებაში "მანჩესტერ იუნაიტედი" პირდაპირ ჯგუფური ტურნირიდან ჩაერთო: ინგლისის უძლიერესი გუნდი ფ ჯგუფში მოხვდა კიევის "დინამოსთან", იტალიის "რომასთან" და ლისაბონის "სპორტინგთან" ერთად. მანჩესტერელებმა ჯგუფური ეტაპი ექსცების გარეშე პოზიტიურად განვლეს და დიდი უპირატესობით იმარჯვეს: უკრაინელებს ორჯერ სძლიეს საერთო ანგარიშით 8:2, ასევე ორჯერ დაამარცხეს ლისაბონის "სპორტინგი" - 2:1 მანჩესტერში და 1:0 ლისაბონში და მხოლოდ ანტიკური ხანიდან მომდინარე მარადიულ ქალაქს გაუყვეს ქულები "რომას" - 1:1. "ოლდ ტრაფორდზე" გამართული პაექრობა კი ინგლისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა... 2007 წლის 21 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულმა წილისყრამ 1/8 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის" მეტოქედ საფრანგეთის "ლიონი" დაასახელა, კლუბი რომელმაც ,,ე’’ ჯგუფში "ბარსელონას" შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელმა "იუნაიტედმა" საფრანგეთის ზედიზედ 6 ჩემპიონატის მომგები "ლიონი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა: სტუმრად 1:1, "ოლდ ტრაფორდზე" კი 1:0. მეოთხედფინალში ინგლისელები კვლავ მარადიულ ქალაქს სტუმრობდენ , ამჯერად "რომას" ორივე შეხვედრა მოუგეო - იტალიაში 2:0, შინ კი 1:0. "ალისფერ ეშმაკუნებს" ყველაზე დიდი გამოცდა ნახევარფინალში ელოდათ "ბარსელონას" სახით. ფრანკ რაიკაარდის კლუბმა 1/8 ფინალში გლაზგოს "სელტიკს", ხოლო 1/4 ფინალში გელზენკირხენის "შალკე 04"-ს ორივე თამაში მოუგო. აუცილებელია იმის თქმა, რომ ბარსელონელთა თინეიჯერი თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი, რომელმაც პირველ შეხვედრაში "შალკე 04"-ს ერთადერთი გოლი გაუტანა, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 1990 წელს შემდეგ დაბადებული პირველი მეგოლე შეიქმნა... პირველი შეხვედრა "კამპ ნოუზე" შედგა თამაში ძალიან დაძაბული და საინტერესო იყო ყურების თვალსაზრისით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მატჩის მსველობისას ბარსელონას კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტ მეტრიანი იყო, რომელიც, კრიშტიანუ რონალდუმ არაზუსტად შეასრულა . - მიუხედავად იმისა, რომ ცდა არცერთი გუნდის ფეხბურთლებს დაუკლიათ, მეტოქეებმა გოლის გატანა მაინც ვერ შეძლეს. "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედმა" იმარჯვა: ძალიან დაძაბულ თამაშში ინგლისელთა ვეტერანმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა ულამაზესი გოლი გაიტანა და ცხრაწლიანი შესვენების შემდეგ, სერ ალექს ფერგიუსონის კლუბს ლიგის ფინალში გაუძღვა. ცნობისათვის: "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მე-12 საშინაო მატჩი მოიგო და ტურინის "იუვენტუსის" მიერ 1995-96 - 1997-98 წლებში დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. ჩემპიონთა თასის ისტორიაში პირველად შედგა წმინდა ინგლისური ფინალი: მეორე ნახევარფინალში ლონდონის "ჩელსიმ" ინგლისისავე "ლივერპულს" ძალიან დაძაბულ ბრძოლაში აჯობა და პირველად გავიდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასის გათამაშების ფინალში. საფინალო მატჩს რუსეთის დედაქალაქმა მოსკოვმა პირველად უმასპინძლა: 21 მაისს, "ლუჟნიკის" სტადიონი ორად გაიყო - მანჩესტერელები ლონდონელების წინააღმდეგ. გადამწყვეტი შეხვედრა , რომელიც ჩემპიონთა ლიგის საუკეთსო გუნდს გამოავლენდა ალისფერი ეშმაკების უპირატესობით წარიმართა, რასაც 2007-08 წლების ჩემპიონთა ლიგის და ზოგადად, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს 26-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიშის გახსნა მოყვა - ეს პორტუგალიელის მერვე გოლი იყო ლიგაში. შესვენებამდე წამებით ადრე ავრაამ გრანტის "ჩელსიმ" ანგარიში გაათანაბრა: ედვინ ვან დერ სარის და მცველების შეუთანხმებელი თამაშით ლონდონელთა ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ფრენკ ლამპარდმა ჩინებულად ისარგებლა და ანგარიში 1:1. გახადა. მეორე ნახევარში ყველაზე მნიშვნელოვანი ის მოხდა, რომ მანჩესტერელთა შემადგენლობაში შეცვლაზე გამოჩნდა ვეტერანი უელსელი გარემარბი რაიან გიგზი: ოლდტრაფორდული კლუბის მაისური გიგზმა 759-ედ მოირგო და სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი გააუმჯობესა. 2005 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად დაინიშნა დამატებითი დრო, პენალტებამდე კი "ჩელსი" 10 ფეხბურთელით დარჩა . მიზეზი - ნემანია ვიდიჩთან უხეშობა გახლდათ, რასაც მსაჯის წითლი ბარათი და დროგბას თამაშის ნაადრევი დატოვება მოყვა . პენალტების სერია მანჩესტერელებმა დაიწყეს: კარლოს ტევესმა და მაიკლ ქერიქმა თავიანთი შანსები გამოიყენეს, აი კრიშტიანუ რონალდუმ კი, კიდევ ერთხელ ვერ გამიყენა თერთმეტ მეტრიანი, ამჯერად რონალდუმ ჩეხს ვერ აჯობა , რითაც მანჩესტერის გულშემატკივართა აღშფოთება გამოიწვია თუმცა, კრიშტიანუ რონალდუმ, მთელი სეზონის მანძილზე ჩინებულად ითამაშა. მდგომარეობა მეტად მძიმე იყო მანჩესტერელთათვის, ლონდონელთა კაპიტან ჯონ ტერის ნანატრ გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა აშორებდა, თუმცა, ძლიერმა წვიმამ და ალისფერების ეშმაკობამ ტერიზე უარყოფითად იმოქმედა და მას ფეხი დაუცურდა პენალის დარტყმისა და ბურთი მძელს მოხვდა. მერე იყო ანდერსონის, კალუს და გიგზის ზუსტი დარტყმები, აი, ნიკოლა ანელკას კი ვან დერ სარმა აჯობა, რაც მანჩესტერელებისათვის საბოლოო გამარჯვების მომტანი გამოდგა და "მანჩესტერ იუნაიტედმა" მესამედ მოიგო ჩემპიონთა თასი. ცნობისათვის: ისევე, როგორც 1998-99 წლების სეზონში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ამჯერადაც დაუმარცხებლად მოიგო ლიგა. უეინ რუნი კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა.

ცნობები : ფინალი. 21 მაისი, 2008. რუსეთი, მოსკოვი, "ლუჟნიკი". 67.000 "მანჩესტერ იუნაიტედი" 1:1 (პენ 6:5) "ჩელსი" (ლონდონი, ინგლისი) გოლები: 1:0 კ.რონალდუ (26), 1:1 ფ.ლამპარდი (45) პენალტების სერია: კარლოს ტევესი - 1:0, მიხაელ ბალაკი - 1:1, მაიკლ ქერიქი - 2:1, ჟულიანო ბელეტი - 2:2, კრიშტიანუ რონალდუ - 2:2 (მეკარე), ფრენკ ლამპარდი - 2:3, ოუენ ჰარგრივზი - 3:3, ეშლი კოული - 3:4, ნანი - 4:4, ჯონ ტერი - 4:4 (ააცილა), ანდერსონი - 5:4, სალომონ კალუ - 5:5, რაიან გიგზი - 6:5, ნიკოლა ანელკა - 6:5 (მეკარე) "მანჩესტერ იუნაიტედი": ედვინ ვან დერ სარი, უესლი ბრაუნი, ნემანია ვიდიჩი, რიო ფერდინანდი (კაპ), პატრის ევრა (ანდერსონი 120), ოუენ ჰარგრივზი, მაიკლ ქერიქი, პოლ სქოულზი (რაიან გიგზი 87), კრიშტიანუ რონალდუ, უეინ რუნი (ნანი 101), კარლოს ტევესი მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი "ჩელსი": პეტრ ჩეხი, მიქაელ ესიენი, რიკარდო კარვალიუ, ჯონ ტერი (კაპ), ეშლი კოული, მიქაელ ბალაკი, კლოდ მაკელელე (ჟულიანო ბელეტი 120), ფრენკ ლამპარდი, ჯო კოული (ნიკოლა ანელკა 99), დიდიე დროგბა, ფლორენ მალუდა (სალომონ კალუ 92) მწვრთნელი: ავრაამ გრანტი გაფრთხილება: კ.მაკელელე, პ.სქოულზი, რ.ფერდინანდი, რ.კარვალიუ, ნ.ვიდიჩი, მ.ბალაკი, კ.ტევესი, მ.ესიენი გაძევება: დ.დროგბა (116) მსაჯი: ლუბოშ მიხელი (სლოვაკეთი)
კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 778 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]