მთავარი » ფაილები » შემეცნებით

ფრიდრიხ ნიცშე – (1844 – 1900)
2011-07-13, 3:37 PM

ფრიდრიხ ნიცშე - Friedrich Nietzsche


გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე (გერმ. Friedrich Wilhelm Nietzsche) დაიბადა 1844 წლის 15 ოქტომბერს ლუცენის ახლოს, სოფელ რიუკენში, საქსონიის პრუსიულ მხარეში. სახელი მას პრუსიის მეფის – ფრიდრიხ უილიამ IV-ის საპატივსაცემლოდ დაარქვეს, რომელიც ამ დღეს 49 წლის ხდებოდა. მამა კარლ ლუდვიგ ნიცშე (1813-1849) იყო ლუთერანი მღვდელი და ყოფილი მასწავლებელი, ხოლო დედას – ფრანცისკა ოელერს (1826-1897) ყავდა კიდევ ორი შვილი: გოგონა – ელისაბედი და ბიჭი – ლუდვიგი. ნიცშეს მამა გარდაიცვალა ტვინის დაავადებით 1849 წელს, ხოლო ხოლო ერთი წლის შემდეგ – 1850 წელს გარდაიცვალა მისი ძმა. ოჯახი გადასახლდა ნაუმბურგში, სადაც ცხოვრობდა ბებიასთან და მამის ორ გაუთხოვარ დასთან ერთად. ბებიის სიკვდილის შემდეგ 1856 წელს, ოჯახი დაუბრუნდა სახლს.

ნიცშე შევიდა ვაჟთა სკოლაში, შემდეგ კი გადავიდა კერძო სკოლაში სადაც დაუმეგობრდა გუსტავ კრუგს და უილჰემ ფინდერს – პატივსაცემი ოჯახების შვილებს. მას შემდეგ რაც მან გამოავლინა სპეციფიური ტალანტი მუსიკასა და ენაში, მსოფლიოში აღიარებულმა საეკლესიო სკოლამ მიიღო ის მოსწავლედ. იქ ის დამეგობრდა პოლ დოუსენთან და კარლ ფონ გერსდორფთან. აქ მან აღმოაჩინა, რომ დრო მოქმედებდა ლექსებზე და მუსიკაზე. საეკლესიო სკოლაში ის გაეცნო ძველ რომაულ და ბერძნულ ლიტერატურას და ცხოვრებაში პირველად იგრძნო თავის დაშორება თავის ოჯახთან და პროვინციალურ გლეხურ გარემოცვასთან…

1864 წელს ნიცშემ დაიწყო თეოლოგიისა და კლასიკური ფილოლოგიის შესწავლა ბონის უნივერსიტეტში. ცოტა ხნის შემდეგ ნიცშე და დოუსენი გახდნენ სტუდენტური გაერთიანების წევრები. ერთი სემესტრის შემდეგ (დედის განრისხებით) მან მიატოვა თავისი თეოლოგიური გამოკვლევა და დაკარგა მისდამი რწმენა. მის გადაწყვეტილებაზე შეიძლება იმანაც იმოქმედა, რომ ამ დროს ის კითხულობდა დევიდ შტრაუსის "ქრისტეს ცხოვრებას”, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა ნიცშეზე, მაგრამ უკვე 1862 წელს "ბედი და ისტორია”-ში წერდა, რომ ისტორიული გამოკვლევები დისკრედიტაციას უწევდა ქრისტიანობის ძირითად სწავლებას.

ნიცშე კონცენტრირდა ფილოლოგიის შესწავლზე, რომელსაც მას უკითხავდა პროფესორი ფრიდრიხ უილჰემ რითშელი, ხოლო შემდეგ წელს ის გადაყვა პროფესორს ლაიპციგის უნივერსიტეტში. იქ ნიცშე გახდა თანაკურსელი ერვინ როდეს ახლო მეგობარი. მალევე გამოჩნდა ნიცშეს პირველი ფილოლოგიური პუბლიკაციები.

1865 წლისთვის ნიცშეს უკვე ბოლომდე ჰქონდა შესწავლილი არტურ შოპენჰაუერის ნაშრომები. 1866 წელს წაიკითხა ფრიდრიხ ალბერტ ლანგეს "მატერიალიზმის ისტორია”. ორივე ავტორმა იქონია გავლენა მასზე. შოპენჰაუერმა განსაკუთრებით იმოქმედა მის შემდგომ აზროვნებაზე. ხოლო ლანგეს აღწერამ კანტის არამატერიალისტური ფილოსოფიის, ევროპული მატერიალიზმის აღმასვლამ, ევროპის დაინტერესებამ მეცნიერებაში, დარვინის თეორიამ და საერთო პროტესტმა ტრადიციებისადმი ძალიან დააინტრიგა ნიცშე. ხოლო მისი კულტურული გარემოცვა კარნახობდა მას გაეფართოებინაფილოლოგიის ცოდნა და ფილოსოფიური გამოკვლევა გაეგრძელებინა.

1867 წელს ის ერთი წლით ჩაეწერა მოხალისედ პრუსიის არტილერიაში, ნაუმბურგში. მაგრამ უბედურმა შემთხვევამ 1868 წლის მარტში, ის გამოუდეგარი გახადა ჯარში სამსახუროდ. ამის შემდეგ ნიცშე ისევ მიუბრუნდა თავის გამოკვლევებს, დაასრულა ისინი და იმავე წელს პირველად შეხვდა კომპოზიტორ რიხარდ ვაგნერს.

რითშელის ხელშეწყობით ნიცშემ მიიღო შესანიშნავი შემოთავაზება, გამხდარიყო კლასიკური ფილოლოგიის პროფესორი ბაზელის უნივერსიტეტში. ამ დროს ის მხოლოდ 24 წლის იყო და მას არ ჰქონდა დამთვარებული დოქტორანტურა და არც სერთიფიკატი ჰქონდა. ის დათანხმდა. ბაზელში გადასვლამდე ნიცშემ უარი თქვა პრუსიის მოქალაქეობაზე და დარჩენილი წლები ოფიციალურად ის არ იყო არცერთი ქვეყნის მოქალაქე.

მაგრამ 1870-1871 წლებში, პრუსია-საფრანგეთის ომის დროს, ის მსახურობდა პრუსიის მხარეს, როგორც სანიტარი. ამ ცოტა ხნის განმავლობაში მან გამოცადა ბევრი და ომის მწვავე შედეგების მოწმე გახდა. მას ასევე შეეყარა დიფტერია და დიზენტერია. ვოლტერ კაუფმანი ფიქრობს, რომ ამ დროს სიფილისითაც იყო დაავადებული და ზოგიერთი ბიოგრაფი თვლის რომ სიფილისმა გამოიწვია მისი სავარაუდო სიგიჟე, მაგრამ ეს მაინც საკამათოა. 1870 წელს დაბრუნდა ბაზელში, სადაც სკეპტიკურად უყურებდა გერმანიის იმპერიის დაარსებას და ოტო ფონ ბისმარკის ერას. უნივერსიტეტში მან თავისი პირველი ლექცია წაიკითხა "ჰომეროსი და კლასიკური ფილოლოგია”. ასევე ის შეხვდა თეოლოგიის პროფესორს, ფრანც ოვერბექს, რომელთანაც მეგობრობდა მთელი ცხოვრება. აფრიკამ სპირი, ნაკლებად ცნობილი რუსი ფილოსოფოსი, ავტორი ნაწარმოების "ფიქრი და რეალობა” (1873) და მისი კოლეგა, ისტორიკოსი ჯაკობ ბურქჰარდთი – ნიცშე ხშირად აკვირდებოდა მათ ლექციებს, და ეს ლექციები ახდენდა მასზე გავლენას.

ნიცშე იცნობდა რიჩარდ ვაგნერს და ცოტა ხნის შემდეგ გაიცნო მისი ცოლიც-ქოსიმა. ნიცშე ორივეს დიდ პატივს ცემდა და ხშირად სტუმრობდა მათ სახლს. ვაგნერმა ის ყველაზე ახლო წრეში მიიღო. ქოსიმა ვაგნერს, 1870 წლის დაბადების დღეზე ნიცშემ აჩუქა ხელნაწერი "ტრაგიკული იდეის წარმომავლობა”. 1872 წელს ნიცშემ გამოსცა პირველი წიგნი "ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან”. მისმა კოლეგებმა კლასიკური ფილოლოგიის დარგში, რითშელის ჩათვლით, ენთუზიაზმი გამოხატეს ამ ნაშრომზე. პოლემიკაში "მომავალის ფილოლოგია” ულრიხ ფონ ვილამოვიტც-მოელენდორფმა გააკრიტიკა წიგნი და ამით მოიუტანა პოპულარობა. როდემ და ვაგნერმა დაიცვეს ნიცშე. ნიცშე შეეცადა თავის დამკვიდრებას ფილოსოფიაში, ბაზელის უნივერსიტეტში, თუმცა უშედეგოდ.

ნიცშეს ფილოსოფია ყველა ღირებულების გადაფასების ცდაა. აზროვნების ეს კონცეფცია გამოხატავს არა მხოლოდ მეამბოხე მოაზროვნის სულისკვეთებას, არამედ აფუძნებს შემეცნების გარკვეულ წესს, რაც გულისხმობს, რომ შეუძლებელია ბოლომდე გაიაზრო ამა თუ იმ კულტურული ფენომენის ნამდვილი საზრისი, თუ არ მოხდა მისი ღირებულების გადაფასება და საფუძვლებთან მისვლა. ამ აზრით ნიცშეს ფილოსოფია არის გენეალოგია. გენეალოგიის პირველი პროექტია მისი წიგნი _ "ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან”. მასში აშკარად ჩანს შოპენჰაუერის გავლენა და ეძღვნება რიჰარდ ვაგნერს.

ევროპული ცივილიზაციის ხასიათი რაციონალიზმმა განსაზღვრა. ნიცშე კითხულობს, ხომ არ იყო რაციონალიზმის საფუძველი შიში და საკუთარი თავის მოტყუების ცდა. ხომ არ დაავიწყა რაციონალიზმმა ევროპას, რომლისთვისაც სოკრატე-პლატონის ფილოსოფია მხოლოდ დეკადენსს წარმოადგენდა, ჭეშმარიტი საფუძველი _ ბერძნული კულტურა. ბერძნულ კულტურასთან მიახლოება რაციონალიზმისა და ორალიზმის პოზიციიდან შეუძლებელია, რადგან მას სხვა საფუძველი აქვს _ შემოქმედებითი სული.

ნიცშესთვის საინტერესოა, როგორ არის შესაძლებელი შემოქმედება და, შესაბამისად, ბერძნული კულტურის წარმოშობა. ნიცშეს აზრით, როგორც სიცოცხლეს განსაზღვრავს საპირისპირო სქესთა ერთობა, ისე შემოქმედებას განსაზღვრავს ორი დაპირისპირებული საწყისის არსებობა. ერთი მხრივ, ეს არის დიონისური საწყისი _ ერთობა ადამიანსა და ბუნებას შორის _ განუსაზღვრელ ძალთა კავშირი, რომლის გამოხატულებად შეიძლება ჩავთვალოთ თრობა და რომელიც წარმოშობს მუსიკის არაპლასტიკურ ხელოვნებას; მეორე მხრივ, ეს არის აპოლონური საწყისი _ ადამიანის წარმოსახვის უნარი, მისი ზმანება, რომელიც განუსაზღვრელობას გარდაქმნის მრავალფეროვან სახეებად და, შესაბამისად, წარმოშობს სახვით ხელოვნებას. ბერძენი არ იყო გულუბრყვილო ბავშვი, იგი აცნობიერებდა ადამიანური ყოფის ამაოებას. დიონისური საწყისი სწორედ შიშზე დაფუძნებული ადრეული ბერძნული ცნობიერებაა, აპოლონური საწყისი კი არის შემოქმედებითი ძალა, რომელიც ადამიანური ყოფის სიმძიმეს მშვენიერების სამყაროდ გარდაქმნის.

ნიცშესთვის უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს სიცოცხლე, მისი ძალა. უმაღლეს ძალაუფლებას ფლობს შემოქმედი, რადგან იგი კი არ თრგუნავს ან ამარცხებს, არამედ გარდაქმნის სიცოცხლეს. სხვაა თეორეტიკოსი, მორალისტი _ იგი სიცოცხლეს აუფასურებს. შესაბამისად, იუდაისტურ-ქრისტიანული კულტურა დეკადენსის კულტურას წარმოადგენს.

ფრიდრიხ ნიცშეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეფცია ღმერთის სიკვდილის კონსტატაციაში მდგომარეობს. ეს არის იმის გაცნობიერება, რომ ქრისტიანულმა ღირებულებებმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ ღირებულებების სრულფასოვანი გაცნობიერება მხოლოდ მათი დაკარგვის შემდეგ არის შესაძლებელი, აუცილებელია არა უკან დაბრუნება, არამედ ახალი ღირებულებების შექმნა. ადამიანმა უნდა დაძლიოს საკუთარი თავი.

XX საუკუნის უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსი, მარტინ ჰაიდეგერი ამბობს, რომ ნიცშე უკანასკნელი გერმანელი ფილოსოფოსია, რომელიც ღმერთს ეძებდა.

ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიამ უდიდესი გავლენა იქონია ზოგადად XX საუკუნის აზროვნებაზე. მან საფუძველი ჩაუყარა ისეთ მნიშვნელოვან ფილოსოფიურ მიმდინარეობებს, როგორებიცაა სიცოცხლის ფილოსოფია, ეგზისტენციალიზმი, ფენომენოლოგია და სხვ.

ფრიდრიხ ნიცშეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: "ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან” (1872 წელი), "ადამიანური, ერთობ ადამიანური” (1878 წელი), "ასე იტყოდა ზარატუსტრა” (1883 წელი), "სიკეთისა და ბოროტების მიღმა” (1886 წელი), "მორალის გენეალოგიისათვის” (1887 წელი) და სხვ.


კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 526 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]