პიკასო პაბლო
2011-02-22, 7:42 PM

 პაბლო რუის ი პიკასო (Pablo Ruiz y Picasso) (* 25 ოქტომბერი, 1881, მალაგა, ესპანეთი ― 8 აპრილი, 1973, მუჟენი, საფრანგეთი), ესპანელი მხატვარი და სკულპტორი. მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ჟორჟ ბრაკთან ერთად კუბიზმის დამფუძნებელი.

პიკასოს შრომებს ხშირად პერიოდების მიხედვით აჯგუფებენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბოლო პერიოდების სახელებზე ურთიერთშეთანხმება მიღწეული არ არის, მისი ყველაზე ერთხმად მიღებული პერიოდები იყო:
ცისფერი პერიოდი (1901–1904), სევდიანი, ცისფერი შეფერილობის ნახატები, რომელზეც გავლენა მისმა ესპანეთში მოგზაურობამ და ახლო მეგობრის გარდაცვალებამ იქონია; ხშირად აღწერს აკრობატებს, არლეკინებს, მეძავებს, მათხოვრებსა და ღარიბ მხატვრებს.
ვარდისფერი პერიოდი (1905–1907), უფრო ხალისით სავსე სტილი ნარინჯისა და ვარდისფერი საღებავებით; აქაც მრავალი არლეკინი ფიგურირებს. ამ პერიოდში პარიზში ის ხვდება ფერნანდა ოლივიეს, რომელიც მხატვრებისა და სკულპტორებისთვის მოდელირებდა, და მრავალი ნახატი გამსჭვალულია ოსტატის მოდელისადმი თბილი დამოკიდებულებით, ფრანგულ მხატვრობასთან ახლო გაცნობასთან ერთად.
აფრიკული პერიოდი (1908–1909), აფრიკული ხელოსნური ნაკეთობების ზეგავლენით; მნიშვნელოვანი ნიმუშია ”Les Demoiselles d'Avignon” (ავინიონის დიაცები).
ანალიტიკური კუბიზმი (1909-1912), ხატვის სტილი, რომელიც მან ბრაკთან ერთად განავითარა მონოქრომული მოყავსფრო ფერების გამოყენებით, სადაც მათ ობიექტები დაშალეს და ”ანალიზი” ჩაუტარეს ფორმებს. პიკასოსა და ბრაქის ამ პერიოდის ნამუშევრები ერთმანეთს ზედმიწევნით ემსგავსება.
სინთეტიური კუბიზმი (1912-1919), სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაჭრების გამოყენებით; ეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი შემთხვევა.

ბიოგრაფია

პიკასო, Pikasso ნამდვილი გვარი რუისი-პიკასო, Ruiz y Pikasso, პაბლო დაიბადა 25 ოქტომბერს 1881 წელს, ესპანეთში, ქალაქ მალაგაში. გარდაიცვალ ქალაქ მუჟენში, საფრანგეთში.

ფრანგი მხატვარი, ეროვნებით ესპანელი. საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი 1944-იდან. სწავლობდა მამასთან, ხ. რუისთან, ლა-კორუნიეს (1894-95), ბარსელონის (1895-იდან) და მადრიდის (1897-98) ნატიფი ხელოვნების სკოლებში. 1904-იდან თითქმის მუდმივად პარიზში ცხოვრობდა. 1900-იან წლებში უკვე შეიქმნა თავისი პირველი მნიშვნელოვანი ე.წ. "ცისფერი პერიოდისა”, 1901-04, და "ვარდისფერი პერიოდის”, 1905-06 ნამუშევრები. მათში დიდი ოსტატობით არის გადმოცემული ღატაკთა და მიუსაფართა (ბრმები, მათხოვრები, მაწანწალები) ტრაგიკული მარტოობის განწყობილება. მომდევნო წლებში კომედიანტთა სახეებში მხატვარმა გვიჩვენა ადამინსა და სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ტრაგიზმი, მოგვცა სახეთა სოციალურ-ფსიქოლოგიური დახასიათება "მოხუცი მათხოვარი ბიჭათნ ერთად” 1903; "გოგონა ბურთზე” 1905, ორივე – ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმშია მოსკოვში. 1907-იდიდან პაბლომ კავშირი გაწყვიტა მსოფლიო ფერწერის რეალისტურ ტრადიციებთან, თუმცა ამის შემდეგაც იგი ბევრჯერ დაუბრუნდა რეალიზმის და კლასიკურად შეუხამა იგი ავანგარდიზმის ყველაზე უკიდურეს ექსპერიმენტებს. პაბლომ ძალზედ მტკივნეულად განიცადა ბურჟუაზიული საზოგადოების კრიზისი; კაპიტალიზმის პირობებში მხატვარი ვერ ხედავდა ძალას, რომელიც წინ აღუდგებოდა ამ საშიშ სინამდვილეს. ამ პერიოდში პაბლომ ჟ. ბრაკთან ერთად შექმნა ახალი მიმდინარეობა – კუბიზმი. დანაწევრებული სიბრტყის კომბინაციებით მხატვარი უარყოფს რეალურ სინამდვილეს. იგი არღვევს საგნების გრძნობად-მხედველობით სახეებს, თუმცა კუბიზმის პერიოდის ზოგიერთი ნამუშევარი მოკლებული არ არის დახვეწილ დეკორატიულობას და ემოციურ ჟღერადობას "ქალი მარაოთი” 1909 ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი მოსკოვი.

10-იანი წწ. შუა ხანაში პაბლოს შემოქმედებას ახასიათებდა ძიება ფაქტურისა სფეროში "აპერატივის ბოთლი”, კოლაჟი, 1913 და დეკორატიულობის "სამი მუსიკოსი”, 1921, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი. კუბიზმის დამამთავრებელ პერიოდში პაბლოს შემოქმედებაში შეიჭრა ნეოკლასიცისტური ტენდეციები ე. წ. ნეოენგრიზმი, რომლითაც გამოხატულება პოვეს ისეთ ნამუშევრებში, როგორიცაა "სამი ქალი წყაროსთან”, 1922, სამხატვრო მუზეუმი, ბალტიმორი და სხვა. ამ პერიოდის ნამუშევრებს ახასიათებს ზღაპრულ-იდილიური განწყობილება. 10-იანი წწ. დასასრულს მხატვარმა შექმნა თანამედროვე ადამიანთა რეალური სახეები, ნახატები "მეთევზე”, ფანქარი, 1919, "გლეხები დასვენების დროს”, კალამი, 1919. 20-30-იანი წწ. ნამუშევრები მკვეთრად განსხვავდება ამ ნაწარმოებისგან, ისინი სურეალიზმს უახლოვდებიან "ცეკცა”, 1925, კერძო კუთვნილება; "ქალი [ლაჟზე”, 1930, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი.

30-იანი წწ. II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედებაში თანდათან უფრო ჩანს ანამედროვე მოვლენათა გამოძახილი. მხატვრის რეაქციამ ძალმომრეობაზე, ხალხის ტკივილმა და ტანჯვამ მის სურათებში გროტესკის სახე მიიღო "მტირალი ქალი”, 1937, პენროუზის კორექცია, ლომდონი; "კატა და ჩიტი”, 1939, კერძო კუთვნილება. ამ დროიდან მკაფიოდ გამოიკვეთა მხატვრის საზოგადოებრივი პოზიცია, იგი სახალხო ფრონტის გამოჩენილი მოღვაწე გახდა საფრანგეთში, აქტიურად ებრძოდა ფაშიზმს ესპანეთში 1936-39. ამ პერიოდში შექმნილ სურათებში ჯერ კიდევ იგრძნობა სუბიექტივიზმი; ამ სუბიექტივიზმის დაძლევის გზით მხატვარმა შექმნა პროგრსული ნაწარმოებები: "გენერალ ფრანკოს ოცნება და სიყალბე” აკვანტიტა, 1937. ფაშიზმის წინააღმდეგ მძაფრი პროტესტითაა გაჟღენთილი პანო "გერნიკა” 1937, პრადო, მადრიდი, სადაც ექსპრესია უმაღლეს მწვერვალზეა აყვანილი.

II მსოფლიო ომის წლებში 1939-45 პაბლო დარჩა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. ომის შემდეგ მხატვარი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლთა მოწინავე რიგებში ჩადგა. მისი ჰუმანისტური მსოფლმხედველობა კარგად გამოჩნდა ნამუშევრებში: "მშვიდობის მტრედი” ტუში, 1947, რომელიც მშვიდობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა; "ომი და მშვიდობა” 1952, "მშვიდობის ტაძრის” კაპელა ვალორისში. 40-იანი წწ. II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედება განსაკუთრებით მრავალმხრივია: მუშაობდა როგორც მოქანდაკე "კაცი კრავთ”, ბრინჯაო, 1944, სტატუა ვალორისში, კერამიკოსი დაახლოებით 2000 ნაკეთობა, გრაფიკოსი ნახატები, ოფორტები, ლინოგრავიურები, ლითოგრაფიები და სხვა; შეიქმნა სერიები ნახატებისა და ლითოგრაფიების ციკლი "ადამიანური კომედია”, 1953-54 და სხვა. ისევ მიმართა საყვარელ თემებს ცირკი, კორიდა, ანტიკური მითოლოგია. დიდი ადგილი უჭირავს მხატვრის შემოქმედებაში ქალის პორტრეტს.

პაბლოს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ხელოვნებაზე. მხატვრის მოღვაწეობა აღსავსეა წინააღმდეგობებით; მოწინავე საზოგადოებრივი მისწრაფებები და თანამედროვე ბურჟუაზიული ხელოვნება კრიზისი ერთდროულად აისახა მის შემოქმედებაში. მხატვარმა რთული გზა გაიარა. იგი მდამ გრძნობდა ეპოქის მტკივნეულ პრობლემებს, იბრძოდა პროგრესული იდეალებისათვის.

1950 პაბლოს აირჩიეს მშვიდობის მსოფლიო საბჭოში, არის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის 1950 და "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის” საერთაშორისო ლენინური 1962 პრემიის ლაურეატი.

ლიტერატურა: Дмитриев Н. А., Пикассоб М., 1971. Зернов Б. А., Zervos Ch., Pablo Pikasso. Catalogue general des oevres de 1895 a 1963, v. 1-23, P., 1932-71.

 

http://www.musee-picasso.fr 

 პიკასოს მუზეუმი (პარიზი)

მუზეუმის ხედი ბაღიდან

პიკასოს მუზეუმი (Musée Picasso) მდებარეობს სასტუმრო სალში (Hotel Sale) თორინის ქუჩაზე, მარეს უბანში, პარიზი. შენობა, რომელშიც მუზემის კოლექციაა მოთავსებული აშენებულია 1656-59 წლებში გრაფ პიერ ობერ დე ფონტენესათვის რომელიც ე.წ. მარილის გადასახადით გამდიდრებულა (შენობის სახელი "მარილიანს” ნიშნავს). მისი არქიტექტორი ყოფილა ჟან ბულიე, ასევე ცნობილი, როგორც ჟან დე ბურგესი, და მარეს უბანში ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ ისტორიულ შენობად ითვლება.სექციების სია.

შენობა

შენობამ მფლობელი გაყიდვითა და მემკვიდრეობით რამდენჯერმე შეიცვალა. მფლობელთა შორის იყვნენ: ვენეციის რესპუბლიკის საელჩო (1671); მარშალი დე ვილრუა; რევოლუციის დროს ექსპროპრირებულ იქნა; 1851 წელს გადაკეთდა სკოლად რომელშიც ბალზაკი სწავლობდა; ასევე მასში სახლობდა მუნიციპალური ხელოვნების მეცნიერებათა სკოლა. 1964 წელს პარიზის ქალაქის მმართველობამ შეიძინა, ხოლო 1968-ში ისტორიული მონუმენტის სტატუსი მიენიჭა. შენობას აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 1974-80 წლებში.

სასტუმრო სალი პიკასოს მუზეუმისთვის შეირჩა დიდი საზოგადოებრივი დებატების შედეგად. ინტერიერის დიზაინისთვის კონკურსი ჩატარდა, რის შედეგადაც როლან სიმონეს პროექტის მიხედვით შენობის ინტერიერი მის პირვანდელ სახეს იბრუნებს.

კოლექცია

1968 წელს საფრანგეთში მიღებულ იქნა კანონი, რომელიც მემკვიდრეებს საშუალებას აძლევს მემკვიდრეობის გადასახადის ფულის ნაცვლად ხელოვნების ნიმუშებით დაფარვას. ხელოვნების ნიმუში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს, როგორც საფრანგეთის კულტურული დანატოვარი. კანონი ცნობილია, როგორც "დაცია” და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში დაიშვება. ეროვნული მუზეუმების კურატორმა დომინიკ ბოზომ შეარჩია იმ ნამუშევართა სია, რომელიც დაცია შეიძლება გამხდარიყო. ეს სია რატიფიცირებულ იქნა 1979 წელს. ის შეიცავდა ყველა ტექნიკისა და პერიოდის ნამუშევრებს, და განსაკუთრებით იშვიათია სკულპტურათა ბრწყინვალე კოლექციით. ჟაკლინ პიკასოს გარდაცვალების შემდეგ (1986), მისმა ქალიშვილმა ახალი დაცია შემოიტანა. ამ კოლექციას შემდგომში კიდევ რამდენიმე ნამუშევარი დაემატა შესყიდვებისა და საჩექრების სახით.

პიკასოს უთქვამს - "მე ვარ პიკასოს უდიდესი კოლექციონერი მსოფლიოში”. გარდაცვალებამდე (1973) მან საკუთარი ნამუშევრების (მონახაზებიდან დასრულებული ნახატების ჩათვლით) უდიდესი კოლექცია მოაგროვა. მასში ასევე შედიოდა სხვა ავტორთა მისეული კოლექცია, რომელშიც იყვნენ სეზანი, დეგა, რუსო, სიურატი და მატისი. ასევე იბერიული ბრინჯაო და პრიმიტიული ხელოვნების კარგი კოლექცია. მუზეუმის თვალსაჩინო ნაწილია პიკასოს ნამუშევრები, რომელიც მან მისი 70-ე წლისთავის შემდეგ შეასრულა.

მუზეუმმა დიდი შრომა გასწია მასში არსებულ ნამუშევრებზე დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად. აქვე იხილავთ პიკასოს თანამედროვე კარიკატურისტის ნამუშევრებს, რომელიც პიკასოს მუშაობის პროცესს აღწერდა 1950-იან წლებში. რამდენიმე ოთახი თემატურ პრეზენტაციებს ეთმობა, თუმცა ძირითადად მუზეუმში ნამუშევრები ქრონოლოგიურად არის მოწყობილი. ფეწერული ნამუშევრების, მონახაზების, სკულპტურებისა და ანაბეჭდების გარდა აქ არის ფოტოები, მანუსკრიპტები, საგაზეთო ამონაჭრები დამატებითი კონტექსტუალური ინფორმაციისთვის.

მეორე სართული სპეციალურ გამოფენებს ეთმობა ხოლმე. მესამე სართულზე ბიბლიოთეკა, დოკუმენტაცია, კურატორის ოფისი და კვლევისთვის განკუთვნილი საარქივო განყოფილებაა.

 

 

http://www.picasso.fr/francais/Pablo/genealogie/pablo.htm

http://www.musee-picasso.fr/homes/home_id23986_u1l2.htm

www.videomuseum.fr
www.fundacionpicasso.es
www.graphikmuseum-picasso-muenster.de
www.picasso.fr
www.museupicasso.bcn.es/index.htm
www.matisse-picasso.com
www.antibes-juanlespins.com/fr/art_culture/musees/picasso.html
www.paris.org/Musees/Picasso
www.museopicassomalaga.org

www.culture.fr/documentation/doclvr/pres.htm

 სურეალიზმი

სურეალიზმი მიმართულებაა ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში, რომელიც დამკვიდრდა ფრანგი პოეტისა და კრიტიკოსის ანდრე ბრეტონის მიერ. მან 1924 წელს პარიზში გამოაქვეყნა სურეალისტური მანიფესტი, რომელმაც შემდგომში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამ მიმდინარეობაზე. სურეალიზმი უშუალოდ წარმოიშვა ე. წ. დადაიზმისაგან, რომელიც იყო მიმართულება ხელოვნებასა და ლიტერატურაში და გამოხატავდა ნიჰილისტურ პროტესტს დასავლური კულტურის ყველა ასპექტის საწინააღმდეგოდ. დადაიზმის მსგავსად სურეალიზმი ხაზს უსვამდა ქვეცნობიერების როლს შემოქმედებაში, თუმცა იგი ქვეცნობიერის ფსიქიკას იყენებს უფრო დალაგებულად და უფრო სერიოზული მანერით.

სურეალიზმი ხელოვნებაში

სურეალიზმი მხატვრობასა და მოქანდაკეობაში მე-20 საუკუნის ერთ-ერთი წამყვანი მიმდინარეობაა. ამ მიმდინარეობის წინამორბედებად ითვლებიან გრაფიკაში იტალიელი პაოლო უსელო, ბრიტანელი პოეტი და მხატვარი უილიამ ბლეიკი, ასევე ფრანგი ოდილონ რედონი. მე-20 საუკუნეში სურელიზმი გამოვლინდა იტალიელი ჯორჯიო დე ჩირიკოს, რუსი მარკ ჩაგალის, შვედი პოლ კლიის, ფრანგი მხატვრების მარსელ დიუჩამპის და ფრანსის პიკაბიას, და ესპანელი პაბლო პიკასოს ნამუშევრებში, რომელთაგან არც ერთი არ ყოფილა სურელისტური ჯგუფის წევრი. 1924 წლიდან სურეალისტთა ჯგუფის წევრები იყვნენ გერმანელი მაქს ერნესტი, ფრანგი ჯინ არპი, და ამერიკელი მხატვარი და ფოტოგრაფი მენ რეი. დაახლოებით 1925 წელს მათ ხანმოკლე დროით შეუერთდა ფრანგი ანდრე მასონი და ესპანელი ჯოან მირო, რომლებიც ერთ ხანს წევრებად რჩებოდნენ. ისინი მკაცრი წინამძღოლის ანდრე ბრეტონის დაქვემდებარებაში ახერხებდნენ ყოფილიყვნენ საკმაოდ ინდივიდუალისტები, როგორც მხატვრები. მოგვიანებით ჯგუფში გაერთიენდნენ ფრანგ-ამერიკელი აივეს ტანგაი, ბელგიელი რენე მაგრიტე, და შვედი ალბერტო გაიაკომეტი. კატალონიელი სალვადორ დალი სურეალისტურ მოძრაობას შეუერთდა 1930 წელს, მაგრამ მოგვიანებით დასმენილი იქნა სურელისტთა უმრავლესობის მიერ იმის გამო, რომ იგი უფრო მეტად დაინტერესებული იყო თავისი ხელოვნების კომერციალიზაციით, ვიდრე სურეალისტური იდეებით. თუმცაღა დროთა განმავლობაში მას აღიქვამდნენ, როგორც ჯგუფის წევრს და მისი ნამუშევრები ფასდებოდა თავისებურად და ნაწილიბრივად ტიპიური სურელიზმის ნიმუშებად.სურეალისტური მხატვრობა ასახავს შინაარსისა და ტექნიკის მრავალფეროვნებას. ეს მაგალითად, დალის შემთხვევაში წარმოდგენილია ფანტაზიის მეტ-ნაკლებად უშუალო და ფოტოგრაფიული ტრანსკრიპციით, რომლის სულის ჩამდგმელია ჩირიკოს ადრეული ფანტასტიკური ნახატები. არპის ქანდაკებები გამოირჩევა სიდიდით, სიგლუვით, აბსტრაქტული ფორმებით; მირო კი, რომელიც ხანმოკლე დროით ჯგუფის ფორმალური წევრი იყო, წესისამებრ დაკავებული იყო ფანტასტიკური ფორმებით. ეს ფორმები გამოხატავდა ბავშვთა ხელოვნების განზრახ ადაპტაციას და ამავე დროს კერამიკის გაფორმების (დეკორაციის) თვალსაზრისით, რაღაც საერთოც ჰქონდა კატალონიელი მხატვრების მიერ გამოყენებულ დიზაინთან. რუს-ამერიკელმა მხატვარმა პაველ ტჩელიჩევმა სურეალისტური გამოსახულებები შექმნა სურეალისტთა წევრობამდე თავის ნახატებში, ასევე თავის მრავალ საბალეტო ესკიზში. სურეალისტური მიმდინარეობის ამერიკულ მიმართულებას წარმოადგენს მხატვართა ჯგუფი, რომლებსაც იცნობენ როგორც მაგიურ რეალისტებს მხატვარ პოლ კადმიუსის წინამძღოლობით. ჯგუფში გაერთიანებულნი არიან ასევე ჯორჯ ტუკერი, ივან ლე ლორენ ოლბრაიტი, ფილიპ ევერგუდი, პიტერ ბლუმი, და <;/span>ლუის გუგლიელმი. მოქანდაკე ჟოსეფ კორნელმა თავდაპირველი შემოქმედებითი ნაბიჯები გადადგა როგორც სურეალისტმა, თუმცა მოგვიანებით მიაღწია მაღალ ინდივიდუალურ ხელოვნებას. თავისუფალი ქმნილებების მიმართ სურეალისტთა დამოკიდებულებამ დიდი გავლენა იქონია აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის დასაწყისზე ნიუორკში. სურეალისტთა გრაფიკული ნამუშევრების წარმომადგენლობითი კოლექცია განთავსებულია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ხოლო მაგიური რეალისტების ნამუშევრები კი - ამერიკული ხელოვნების ვითნის მუზეუმში. ორივე მუზეუმი მდებარეობს ნიუ ორკში.

   კუბიზმი

კუბიზმიმნიშვნელოვანი და გავლენიანი ავანგარდული ხელოვნების მიმდინარეობა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ევროპულ მხატვრობასა და სკულპტურაში მე-20 საუკუნის დასაწყისში.

 

კუბისტური ნამუშევრებში, ობიექტები დაშლილია, ანალიზირებული და ხელახლა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაშიობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლად ხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად, რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკვეთა იმდენად ჩახლართულია, რომ ის რაიმე შინაარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი და თავად ობიექტის ან ფიგურის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა, რაც არამკაფიო გამჭვირვალე სივრცეს ჰქმნის, დამახასიათებელს კუბიზმისთვის. ეს იყო სრულყოფილი და მკაფიოდ განსაზღვრული აესთეტიური მიმდინარეობა.

 

ისტორია

ჟორჟ ბრაკი და პაბლო პიკასო, რომლებიც იმჟამად პარიზის მონმარტრის უბანში ცხოვრობდნენ, მიმდინარეობის მთავარი სულისჩამდგმელები იყვნენ. ისინი ერთმანეთს 1907 წელს ხვდებიან და კუბიზმის განვითარებაზე მუშაობა 1908 წელს დაიწყეს. ერთობლივად მუშაობდნენ 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე.

 

ფრანგმა ხელოვნებათმცოდნემ ლუი ვუქსელმა ტერმინიკუბიზმიან "bizarre cubiques" (უცნაური კუბები) პირველად 1908 წელს გამოიყენა. ეს მოხდა ბრაკის ნახატის ნახვის შემდეგ, რომელიცსავსე იყო პატარა კუბებით”. ტერმინი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა, თუმცა კუბიზმის ორ შემქმნელს იგი კარგა ხანი არ გამოუყენებიათ.

 

კუბისტური მოძრაობა სწრაფად გაფართოვდა მონპარნასზე მხატვართა თავყრილობებზე, რომელსაც ელიტარულ წრეებში რეკლამას უწევდა სამხატვრო დილერი ჰენრი კანვეილერი. მიმდინარეობა იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1910 წელს კრიტიკოსები მას მოიხსენიებდნენ როგორც ბრაკისა და პიკასოს გავლენის ქვეშ მყოფ ხელოვანთაკუბისტურ სკოლას” .

 კუბიზმმა ძლიერი გავლენა იქონია მე-20 საუკუნის პირველი დეკადების მხატვრებზე, რამაც შემდგომში დასაბამი მისცა ისეთი ახალი მიმდინარეობების განვითარებას, როგორიცაა ფუტურიზმი, კონსტრუქტივიზმი, ვოტიციზმი და ექსპრესიონიზმი.


კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 2840 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 28 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]