მთავარი » ფაილები » შემეცნებით

პიანინოს ისტორია
2011-02-22, 7:30 PM

Image Hosted by ImageShack.us
მუსიკალური ინსტრუმენტის მეფეს _ პიანინოს 300 წელი შეუსრულდა. 1700 წელს ბარტოლომეო კრისტოფორიმ (იგი ფლორენციაში, ჰერცოგ მედიჩის სასახლეში მუშაობდა) გადაწყვიტა გაეუმჯობესებინა კლავესინის ჟღერადობა, რომელიც მისი აზრით, საკმაოდ მონოტონური იყო. ორი წლის მცდელობის შემდეგ 1702 წელს ინსტრუმენტი ჩაქუჩების რთული კომბინაციით აღჭურვა, რომლის მეშვეობითაც მისი აჟღერება შეიძლებოდა როგორც ხმამაღლა, ასევე ხმადაბლა, რაც დამოკიდებული იყო კლავიშებზე თითების დაჭერის სიძლიერეზე. თავის „შვილობილს¨ ოსტატმა „ფორტე დე პიანო¨ უწოდა.
ჩვენამდე მოაღწია კრისტოფორის მიერ შექმნილმა მხოლოდ ორმა ფორტეპიანომ ერთ-ერთი მათგანი ინახება ლაიფციგში, ხოლო მეორე დიდხანს იდგა რომის მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმში. მაგრამ ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში, სმიტსონის მუზეუმში გადაიტანეს. პიანინოს ოკეანისგაღმა გატანამ აღაშფოთა იტალიური საზოგადოება და მათი საგანგებო მცდელობით სამუზეუმო, ექსპონატი შესაძლოა მალე დაუბრუნდეს სამშობლოს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ იტალიელები ამერიკელებს ამ ისტორიული ინსტრუმენტის ასლს დაუმზადებენ.
… პირველი პიანინოს გამოჩენისას ვინ იფიქრებდა, რომ მუსიკის სამყაროში მოხდა ნამდვილი რევოლუცია. კრისტოფორის გამოგონების შესახებ ალაპარაკდნენ მხოლოდ 26 წლის შემდეგ. როცა გერმანიის სამეფო კარის მუსიკოსი ვოლფგანგ ზილბერმანი იტალიაში მოგზაურობისას შემთხვევით წააწყდა ამ უცნაურ საკრავს. მან სათანადოდ შეაფასა ახალი ინსტრუმენტი და მეფე ფრიდრიხ II-ს ურჩია 7 ცალი შეეძინა,
თუმცა ეს სიახლე ყველა მუსიკოსს არ მოსწონებია. მაგალითად გენიალური იოჰან სებასტიან ბახი მას უაზრო გამოგონებად მიიჩნევდა და ამბობდა _ ეს ნივთი გამოუსადეგარია ჩემი ნაწარმოებების შესასრულებლადო, მაგრამ მიუხედავად ათვალწუნებისა, მან მაინც შეიძინა პიანინო და თავისი სახლის დიდ დარბაზში დადგა.
ახალი ინსტრუმენტი მისმა ვაჟმა ქრისტიანმაც იყიდა და თავის მეგობარს, ვოლფგანგ ამადეუ მოცატრსაც შეაძენინა _ მოცარტს ანდამატივით იზიდავდა ყველაფერი, რაც კი მუსიკალურ ხმას გამოსცემდა.
XVIII საუკუნის ბოლოს პიანინო კიდევ უფრო დახვეწა მეორე იტალიელმა ოსტატმა _ მუციო კლემენტიმ. იმ დროისათვის ბევრმა მუსიკოსმა შეაფასა პიანინოს შესაძლებლობა. პირველი იყო ლუდვიგ ვან ბეთხოვენი, თუმცა ნამდვილ „ჰიტად¨ ფორტეპიანო იქცა XX საუკუნის 20-იან წლებში, როცა მის კლავიატურას ფრედერიკ შოპენი მიუჯდა.


კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 156 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]