მიქელანჯელო ბუონაროტი
2011-02-22, 8:03 PM


  ღმერთთან მოსაუბრე ტიტანი

"...ღმერთთან ბრძოლას ჰგავს პაექრობა ქვის და საჭრეთლის"


აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი და გენია - უპირველესი მოქანდაკე კაცობრიობის ისტორიაში, გენიალური ფერმწერი და არქიტექტორი, შესანიშნავი პოეტი და მოაზროვნე მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონი, ცნობილი როგორც მიქელანჯელო, დაიბადა 1475 წლის 6 მარტს ფლორენციის მახლობლად, პატარა ქალაქ კაპრეზეში.

დედა 6 წლისას გარდაეცვალა, მამამისი ადგილობრივი თვითმმართველობის თავი იყო. მამას სურდა შვილიც ჩინოვნიკი გამოსულიყო და ლათინურ სკოლაში უპირებდა მიბარებას, მაგრამ პატარა მიქელანჯელომ ეკლესიებში სიარული და ნახატების ასლების ხატვა არჩია. 13 წლისა საუკეთესო ფერმწერ დომენიკო გირლანდაიოს მიებარა. ცნობილი მხატვრების ნამუშევრების დახატვას ისე დაეუფლა, რომ ხშირად ორიგინალისაგან გარჩევა შეუძლებელი იყო.

მალე ასეთი დღეც დადგა: გირლანდაიო სანტა მარია ნოველას კაპელაში მუშაობდა, ცოტა ხნით შენობიდან გავიდა, ხატვა კი მოწაფეებმა განაგრძეს. როცა უკან დაბრუნებულმა მიქელანჯელოს ნამუშევარი იხილა, აღმოხდა: "მან ჩემზე მეტი იცის!" ამის შემდეგ გირლანდაიოს რეკომენდაციით სწავლობდა და მუშაობდა მიქელანჯელო ფლორენციის იმდროინდელი მმართველის,  ლორენცო მედიჩის ვილაში.

აქ ეზიარა ის პირველად ქანდაკების საიდუმლოს თვით დიდი დონატელოს მოწაფესთან - ბერტოლდო დო ჯოვანისთან. ცნობილი მეცნიერების მარსილიო ფიჩინოსა და პიკო დელა მირანდოლოს წყალობით აქ ეზიარა პლატონის აკადემიის იდეებს და გაიტაცა ნეოპლატონიკოსთა "ხელოვნების მთავარმა იდეამ" - სრულყოფილი ფორმის ძიებამ. მის განკარგულებაში იყო ხელოვნების მოყვარული ლორენცო მედიჩის ბრწყინვალე კოლექცია.

მედიჩების ფლორენციიდან განდევნის შემდეგ მიქელანჯელო ჯერ ვენეციაში, შემდეგ რომში ხვდება, სადაც განაგრძობს მუშაობასა და ანტიკურობის შესწავლას. ამ პერიოდში (1497-98) ქმნის პირველ გენიალურ ქმნილებას "პიეტას" ("ქრისტეს დატირება").

KvirisPalitra.Ge
უკვე რესპუბლიკად ქცეულ ფლორენციაში მიქელანჯელო სახელოვან ოსტატად ბრუნდება და "დავითის" შექმნას იწყებს. ამოცანა რთული იყო - მარმარილოს ლოდი, რომელიც მისცეს, წინა საუკუნეში მოქანდაკის მიერ უკვე იყო დამუშავებულ-დაზიანებული. თუმცა პრობლემას გენიოსი შესანიშნავად წყვეტს... ფლორენციელები დავითის ქანდაკებას შექმნის დღიდანვე მიიჩნევდნენ რესპუბლიკის სიმბოლოდ. ქანდაკების დადგმა 1504 წელს სრულიად ფლორენციის ზეიმად იქცა.

ფლორენციაში მიქელანჯელო სხვა სამუშაოსაც ასრულებს: ის და დიდი ლეონარდო და ვინჩი ერთდროულად იღებენ შეკვეთას - პალაცო ვეკიოში ფრესკაზე უნდა ასახონ ფლორენციელთა გმირული ბრძოლა, ხოლო როცა მუყაოზე შესრულებული ესკიზები მიქელანჯელომ - "კაშინის ბრძოლა" და ლეონარდომ - "ანგიარის ბრძოლა" ერთდროულად წარადგინეს, ორივე იმდენად გენიალური იყო, რომ არჩევანის გაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა!

1505 წლიდან რომის პაპი იულიუს II მას ჯერ გრანდიოზული აკლდამის შექმნას ავალებს, შემდეგ კი სიქსტეს კაპელის ჭერის მოხატვას. მიქელანჯელომ მარტომ მოხატა 600 კვმ ფართობი. მის ფერწერაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ადამიანის შიშველი სხეული, რომელსაც მრავალნაირი პოზითა და სწორუპოვარი პლასტიკით თავისი იდეებისა და გრძნობების გამოსახატავად იყენებს. "განკითხვის დღეში" გამოსახული მისი სიბილები და წინასწარმეტყველები მსოფლიო ხელოვნების კლასიკად იქცა, თუმცა მის ამ ნახატში მოქანდაკეც გამოსჭვივის.

14 წელიწადში (1520-34 წწ.) მიქელანჯელო ასრულებს მედიჩების საგვარეულო საძვალესა და კაპელას.
1534 წლიდან მიქელანჯელო  რომში სახლდება. ბევრს მუშაობს, რაღაცებს კი დაუმთავრებელსაც ტოვებს - მაგალითად, "მონების" 4 ქანდაკებას.
1536-1541 წლებში დაასრულა ყველაზე მთავარი ფერწერული ნამუშევარი "განკითხვის დღე", სიქსტეს კაპელის საკურთხევლის კედელზე, რომელზეც მთელი კაცობრიობის დრამაა ასახული.

KvirisPalitra.Geსიცოცხლის ბოლოს ტიტანი უფრო დიდ დროს არქიტექტურას და პოეზიას უთმობს. მისი არქიტექტურული შედევრებია ლაურენციანოს ბიბლიოთეკა, წმინდა პეტრეს ტაძრის გუმბათი და დასავლეთის ფასადი.

უდრეკი ხასიათის გენიოსი მრავალი წელი მუშაობდა რომის პაპების შეკვეთებზე და მათთან კინკლაობაც ბევრჯერ მოსვლია, მაგრამ პაპებმა იცოდნენ, რომ ამ ტიტანს ღმერთთან სასაუბროდ, ალბათ, არ სჭირდებოდა შუამავლად ქრისტეს თანამოსაყდრენი.

მიქელანჯელო მიიცვალა 1564 წლის 18 თებერვალს რომში, 89 წლისა. სიკვდილის წინ უკარნახა ანდერძი: "სულს ვაბარებ ღმერთს, სხეულს - მიწას, ქონებას ვუტოვებ ნათესავებს".


კარავაჯოს მოწაფეობის წლები მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო დაიბადა 1573
წლის 28 სექტემბერს ლომბარდის პატარა სოფელ კარავაჯოში. მისი მამა, ფერმო
მერიზი, იყო ეკონომისტი და არქიტექტორი მარკიზ დე კარავაჯოსი, რომლის
მამულშიც შესაძლებელია დაიბადა მიქელანჯელო. დაბადების ადგილმა განსაზღვრა
მისი ფსევდონიმი, რომელმაც გვარის ადგილი დაიკავა, როგორც ხშირად ხდებოდა
იმ დროს. ადრე დაობლებული კარავაჯო უფროსმა ძმამ სასწავლებლად მიაბარა
მილანში მომუშავე მხატვარს, სიმონე პეტერცანოს. 1584 წლის აპრილში დაიდო
ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ბიჭს ოთხი წლის განმავლობაში უნდა ეცხოვრა
და ესწავლა ოსტატთან. მილანში გატარებულ სწავლების ამ ოთხ წელს დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა. აქ, მე-16 საუკუნეში ფართო განვითარება ჰპოვა
მანერიზმმა. მანერიზმი - ამ ტერმინით, რომელმაც დასაბამი მიიღო სიტყვიდან
"მანერა”, აღინიშნება სტილისტური მიმართულება. მანერიზმი ჩაისახა იტალიაში
1520-იან წლებში. მანერისტების ნაწარმოებები გამოირჩევა წინასწარ
განსაზღვრული, გართულებული მხატვრული მანერებით. მათთვის დამახასიათებელია
წაგრძელებული ფიგურები, არამდგრადი რთული პოზები, ხასგასმულად
გამომხატველი ზიგზაგური კონტურული ხაზებით. თვით სიმონე პეტერცანო იყო
მანერისტი, თუმცა ის ამაყად ამბობდა, რომ იყო ტიციანის მოწაფე. მასთან
კარავაჯოს შეეძლო მიეღო საჭირო პროფესული სიახლეები, მაგრამ ამავე დროს
გაეთავისა მანერისებული მხატვრული ხერხები. უკანასკნელი ნამდვილად იხატება
ერთადერთ შენარჩუნებულ სურათში, რომელიც მიეკუთვნება მკვლევარების აზრით
კარავაჯოს მოწაფეობის ხანას. ეს - "პავლე მოციქულის მიმართვა” ბალბის
კრებულისადმი. მისწრაფება გადმოსცეს საოცრად ზებუნებრივი მოვლენის
ხასიათი, ფიგურების ნერვიული და უზომო მოძრაობა, არეული და
კომპოზიციაგადატვირთული დეტალებით – ყველაფერი ეს მოწმობს მანერიზმის
გავლენას. საჭიროა ხაზი გავუსვათ, რომ კარავაჯო მილანში გაეცნო რენესანსის
ოსტატთა შემოქმედებას, რომლებიც მიეკუთვნებიან ლეონარდო და ვინჩის სკოლას
და შეეძლო აეთვისებინა ბევრი მიღწევა, რომლებითაც ლეონარდომ გაამდიდრა
მხატვრობა, ადამიანის სხეულის ცოდნა, მისი აგებულება და მისი მოძრაობა,
სურათის სიზუსტე და გააზრებულობა, კანონზომიერი უბრალოება კომპოზიციურ
გადაწყვეტაში, ფორმათა ანალიზის შეჯამებაში და მისწრაფება ხაზგასმულ
გამოვლენაში მისი მოცულობისა და სინათლე-ჩრდილების მოდელირების
დახმარებით. ყველაფერი ეს კარავაჯოს შეეძლო გადაეღო უდიდესი ფლორენციელის
მოწაფეებისაგან. ბუნების ფორმათა წარმოქმნის მთავარი საშუალებანი
ლეონარდოსი და მისი მიმდევრებისათვის იყო სურათი და სინათლე-ჩრდილები.
დასაფიქრებელია, რომ შემთხვევითი არ არის კარავაჯოს მხატვრული მანერა
ასევე განისაზღვრებოდეს უპირველესად სურათისა და სინათლე-ჩრდილების
გამოყენებით. ვენეციელი ოსტატებიდან ის იყო ყველაზე ახლოს ჯორჯონესა და
მისი თანამიმდევართა მანერასთან, ვიდრე ტიციანსა და ტინტორეტოს
მხატვრობასთან; დაქვემდებარებული სურათი მხატვრობასთან, წაშლილ ხაზებთან,
გამოძერწილი ფორმები არა მხოლოდ სინათლე-ჩრდილებით არამედ ფერით, რომელიც
ტილოზე საღებავებით ესმეოდა. ასეთი იყო ცხოვრებისეული შთაბეჭდილება და
ზემოქმედება ხელოვნებისა, რომელიც განსაზღვრავდა იდეურ მიმართულებას და
მხატვრულ მანერას კარავაჯოს მხატვრობაში. სწრაფად გათავისუფლებულმა
მანერიზმის გავლენისაგან ალბათ თავიდანვე გზები მოძებნა დემოკრატიული და
რეალისტული ხელოვნებისაკენ, ხალხისათვის გასაგები შინაგანი და გარეგანი
სიმართლეებით. სამწუხაროდ, მოწაფეობის წლებიდან, სხვა არაფერი არ არის
ცნობილი მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. კარავაჯოს შემოქმედება.
1590 წლებში კარავაჯო მიდის რომში. მას აღმოუჩენდნენ ხოლმე გარკვეულ
მფარველობას, მაგრამ უდავოა, რომ აძლევდა გროშებს მისი შემოქმედების
საფასურად. ცნობილია, რომ ჩეზარე დ'არპინო იყო კარავაჯოს ნამუშევრების
მსგავსი სურათების მფლობელი. გაურკვეველია რომელ წლებში დაავადდა იგი, რის
შესახებაც წერდნენ მისი ადრეული ბიოგრაფები. შესაძლებელია, ის მანამდე
დაავადდა, სანამ დაიწყებდა დარპინოსთან მუშაობას., მაგრამ უფრო
სავარაუდოა, რომ ეს მოხდა უკვე მაშინ, როდესაც ცხოვრობდა მის სახელოსნოში.
ბოლო შემთხვევით გასაგები გახდა კარავაჯოს დაპირისპირება დ'არპინოსთან.
მათი უთანხმოება პირად მტრობაში გადაიზარდა და ალბათ ამიტომ ოსტატმა
არანაირი დახმარება და მზრუნველობა არ გაუწია თავის მოსწავლეს. კარავაჯო
მოწყალების გზით მიღებული იქნა დელა კონსოლაციონეს ჰოსპიტალში ერთ-ერთ იმ
საქველმოქმედო დაწესებულებაში, რომელიც დაარსებული იყო ეკლესიის მიერ და
ემსახურებოდნენ მონაზნები. მანჩინი, რომელიც სპეციალობით ექიმი იყო და
ურთიერთობა ჰქონდა
აღნიშნულ ჰოსპიტალთან იხსენებს, რომ როდესაც გამოჯანმრთელდა ხანგრძლივი
ავადმყოფობის შემდეგ, კარავაჯომ დახატა რიგი სურათებისა, რომელიც
მადლიერების გრძნობის გამოსახატავად აჩუქა დამფუძნებელ მანჩინის. ამ
უკანასკნელმა ისინი წაიღო თავის სამშობლოში – სიცილიაში და მათი ბედი
დღემდე უცნობია. ამგვარად, მანერისტის სახელოსნოსი მუშაობა იმ პერიოდში,
როდესაც მანერისტული ხელოვნების მიმდინარეობა ზეიმობს რომში კარავაჯო
თამამ ნაბიჯებს დგამს რეალიზმის გზაზე, სადაც ის მარტო აღმოჩნდება და
რომელიც მას მცირე ცხოვრებისეულ წარმატებასა და მოგებას ჰპირდება. ის
მიმართავს რეალური ნატურის უშუალო ანარეკლის შესწავლას. უკვე მისი პირველი
ნაწარმოებები გამსჭვალულია მისადმი პატივისცემით. სავარაუდოა, რომ
კარავაჯოს ერთი ყველაზე ადრეულ ნახატს წარმოადგენს: "ბიჭი ხილის კალათით”.
ყველაფერი გადმოცემულია საღებავების ერთნაირ სწორ, თანაბარ, სქელ ფერებსი,
ცალკეული გასმები, რომლებიც შეუძლებელია განასხვავო. ასეთ მხატვრულ
მანერაში შესრულებულია მისი სხვა ადრეული ნახატებიც, რომლებიც
შინაარსობრივათაც და ხასიათითაც ახლოსაა მის "ბიჭი ხილის კალათით”
ნახატთან. სურათში "ვაკხ” მითოლოგიური ღვინის ღნერთი არებულია ცოცხალი
კონკრეტული მოდელიდან. ლამაზი ახალგაზრდა, დახატული წელამდე ტიპიურ რომაელ
წარმოადგენს. იგი დაუდევრადა დაყრდნობილი ერთ იდაყვზე, ხოლო მეორე ხელიტ
აწვდის ღვინით სავსე სასმისს მის მაყურებელს, თითქოს უშუალო კონტაქტს
ამყარებს მასთან და შლის საზღვარს რეალურ სივრცესა და იმ სივრცეს შორის,
რომელიც გამოსახულია ტილოზე. სურათში "ავადმყოფი ბიჭი” ისევ ყმაწვილის
ნახევრადფიგურული გამოსახულებაა გადმოცემული. არსებობს მოსაზრება თითქოს
ეს არის კარავაჯოს ავტოპორტრეტი მის მიერ შესრულებული ავადმყოფობის დროს.
კარავაჯო არ სცილდება იმ უბრალო, მჭიდროდ დაკავშირებულ ადამიანის
ცხოვრებისა და მისი სულიერი მდგომარეობის ჩარჩოებს, რომელსაც ოსტატურად
აფიქსირებს თავის ადრეულ შემოქმედებაში, სადაც ის მიისწრაფის უფრო
დრამატული მომენტებისაკენ. ამ მიმარტულებიტ დამახასიათებელია მისი
არაჩვეულებრივი ნახატი "ბიჭი ხვლიკის ნაკბენით”. იმავე პერიოდის მთელ რიგ
ნახატებში ჩვენ ვხვდებით ქალთა სახეებსაც, რომლებშიც ასევე გამოყენებულია
კონკრეტული ცოცხალი მოდელები. ნახატზე "მარია მაგდალინა” წინა პლანზე ჩანს
ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ზის ხის დაბალ სკამზე. სცენისა და ხასიატის
რეალურობას მთლიანობაში აძლიერებს ის, რომ მაგდალინა ჩაცმულია იმ დროის
მდაბიო ქალის სადღესასწაულო კაბაში. ჩვეულებრივ, კარავაჯო თითქმის არ
აჩვენებს ადამიანის მდგომარეობას. გოგონას ფიგურა სავსეა შუქით, მასზე
ცოტა ჩრდილია, ხოლო მოცულობა კი – ოდნავაა გამოკვეთილი. სწორედ ეს
გვაფიქრებინებს, რომ მაგდალინა ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნამუშევარია. მის
მიერ ცოტა მოგვიანებით შესრულებულ ნახატში "წმინდა ეკატერინე” - სახეში
ბევრი მსგავსებაა მაგდალინასთან. ხოლო წმინდა ეკატერინეს მოწამებრივი
ცხოვრება ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩვენს წინაშეა რელიგიური სიუჟეტი. სწრაფვა
გაძლიერებული გამომსახველობისკენ და ეფექტების მოსახდენად კარავაჯო
მიმარტავს "მედუზის თავის” გამოსახულებას. თუ " ნაკბენ ბიჭში” იგრძნობოდა
მხატვრის მხრიდან მსუბუქი, მაგრამ მაინც დრამატულ სიუჟეტთან შეჭიდება,
სამაგიეროდ აქ ეს ვლინდება უფრო მკვეთრად მითოლოგიური ურჩხულის მედუზა
გორგობას სახით. იმავდროულად კარავაჯო ხატავს ნატურმორტს, სადაც
გამოყოფილია დამოუკიდებელი ჟანრი. ერთადერთ უტყუარ ნიმუშად ამ ჟანრის
სურათებისა წარმოადგენს "ილის კალათა”. კარავაჯოს არც ერთ სურათში არ არის
აღბეჭდილი ასეთი მრავალსახეობა მატერიალისტული სამყაროს საგნებისა,
აგრეთვე გარდამავლობა ფერთა შუქჩრდილებისა, რომელიც შესრულებილია უდაოდ
მაღალი ოსტატობით. მსოფლიო ფერწერაში არ მოიპოვება არც ერტი ნატურმორტი,
რომელიც ახლოს იქნებოდა ამ არაჩვეულებრივ, უცნაურ, თავისებურ და
განუმეორებელ ნახატთან. ეს შედევრი ნათლად მიგვანიშნებს იმაზე, რომ
მხატვარმა მიაღწია შემოქმედებით სიმწიფეს. კარავაჯო არა მხოლოდ რელიგიურ
სცენებს, არამედ ჟანრულ ჯგუფებსა და ნატურმორტებსაც დიდი ფორმატის
ტილოებზე ასრულებს, როგორც მონუმენტურ-დეკორატიულ სურათებს. კარავაჯოს
ნახატების მყიდველები იმთავითვე აღმოჩნდნენ მდიდარი მეცენატები, რომლებიც
საკუთარი სასხლის უზარმაზარ მდიდრულ დარბაზებში აწყობდნენ გამოფენებს.
მისი ნახატების მონუმენტურ - დეკორატიული ხასიათი შესაბამისობაში მოდიოდა
სასახლეების ბრწყინვალებასა და დიდებულებასთან. შუქჩრდილთა და ფერთა
გადასვლა თანმიმდევრულია, თუმცა უნდა ითქვას, რომ კარავაჯოს შემოქმედებას
დღემდე არ მიუპყრია თავისკენ დიდი ყურადღება რომაელ მხატვართა ოფიციალურ
წრეებისა. მისი შემოქმედების მნიშვნელობა ჯერ კიდევ არ იყო გასაგები და
ამიტომ სერიოზული კრიტიკის საგნატ არ მიიჩნევდნენ. შემოქმედებითი
ნაყოფიერება კორდინანტ დელ-ნონტეს მფარველობამ მეცენატმა დიდმა ინტერესმა
კარავადჯოს შემოქმედებისადმი გამოიწვია ის მდგომარეობა, რომ მან ბოლოს და
ბოლოს მიიღო დიდი და სერიოზული სამუშაო. კარდინალ კოსტარელის
ანდერძითხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც მან შეიძინა სან-ლუიჯში, უნდა
გაელამაზებინათ კაპელა, სადაც იგი დაკრძალეს გარდაცვალების სემდეგ. ჯერ
კიდევ კარდინალის სიცოცხლეში ფრესკები კაპელაში შეკვეთილი იყო
ჯუზეპე-ჩეზარი დ'არტინოს მიერ. მან მოხატა ჭერი წმინდა”მოციქულ ” მათეს
მიერ ეფიოპიის მეფის ეგიფუსის ბავშვის მკვდრეთით აღდგომა და წინასწარ
მეტყველთა გამოსახულებით. კედლებიც მას უნდა მოეხატა ფრესკებიტ, მაგრამ ეს
ვერ შეასრულა, რადგანაც დატვირთული იყო ღირებული შეკვეთებით პაპისაგან.
რამდენიმე წლის განმავლობაში კაპელაში შეწყდა სამუშაოები.

1595წლის დასაწყისში კარავაჯომ მიიღო შეკვეთა სამ უდიდეს სურათზე, რომელიც გამიზნული უნდა ყოპილიყო საკურთხევლის გასამშვენიერებლად და კაპების გვერდითი კედლების მოსახატად ნაცვლად ფრესკული ნახატებისა. ამ რიგად, კარავაჯომ პირველმა შექმნა მონუმენტალურ-დეკორატიული ნახატები, რომლებიც გამოიფინა საზოგადოებრივ ნაგებობაში ფართო მასებისათვის, ეკლესიის მრევლისატვის. პირველ რიგში კარავაჯომ დახატა გამოსახულება-მათე მახარობლისა ანგელოზთან-საკურთხევლისათვის. ნათლად გამოხატა სახე, ხელები, წიგნი, ანგელოზის ფრთები და მათეს ფეხები, შიშველი ფეხები დიდი უხეში ფეხებით. მახარობლის შიშველი ფეხების კურთხევა გამოსაკულია წინა პლანზე. ამ ნახატით თითქოს დასცინის არისტოკრატებს. ამით მან დაარღვია იდეალიზირებული ხელოვნების კანონრბი, უხეშად დასცინა მათ და გამოაცხადა, რომ თვით ცხოვრება და ჩვეულებრივი სოფლის მშრეომლები არიან ღირსნი ხელოვნების ნიმუშად ქცევისა. კარავაჯოს გამოწვევაშეფასდა ღირსეულად; ნახატმო გამოიწვია დამკვეთის განრისხება და ჩამოიხსნი საკურთხევლიდან იმიტომ, რომ როგორც ბელორი ამბობს: " მოციქულ მათეს ფიგურა არ ქონდა არც კეთილშობელური გამოხატულება, არც წმინდანის გამოსახულობა. იგი დახატული იყო მჯდომარე, ფეხი ფეხზე გადადებული უხეში ფეხის ქუსლებით”. კარავაჯო მძიმე, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა, საიდანიც ის გამოიყვანა ერთ-ერთმა ხელოვნებიმ მოყვარულმა მარკის იუსტინიანმა.მან იყიდა ეს სურათი დაშეუკვეთა იმავე სურათის კიდევ ერთი სურათი. ამავე დროს კარაგაჯო პარარელურათ მუშაობს მეორე სურათზე – მათე მოციქულის მოწოდება-შემდეგი სურათი იუო- "მათე მოციქულის წამება”. კარაგაჯოს მხარს უჭერენ ახალგაზრდა მხატვრები, რომლებიც მისი გზის გაგრძელებას ისწრაფიან. მას აგრეთვე მფარველობს რამდენიმე მსხვილი მეცენატი. მის წინააღმდეგ იზრდება ტალღა განრისხებისა დაბოროტი ენებისა. მისთვის შეუპოვარმა და დაუმორჩილებელმა ტემპერამენტმა კარაგაჯოს მისცა საშუალება ებრძოლა თავის მოწნააღმდეგებთან არა მხოლოდ ფუნჯით, არამედ დაცინვითა და შეურაწყოპილი იარაღებით. "კარავაჯო”-წერს ბელორი-”არ ტოვებდა თავის მხატრობას, იმუშავებდა-რა რამდენიმე საათის განმავლობაში შემდეგ, გაემარტებოდა ქალაქში სახეტიალოდ, მხარზე განუყრელი დაშნიტ. ამ დაშნას ის იყენებდა საკმაოდ ოსტატურად კამათისა და განრისხების დროსაც. ცნობილია, რომ 1600 წლის 19 ნოემბერს მან იჩხუბა ვაღაც ჯირაგამ სპაშნასთან დადაჭრა იგი. 1601 წელს 7 თებერვალს შედგა შერიგება კარავაჯოსა და ფლავიო კაკონიკოსთან, რომელიც მან დაჭრა დაშნით. მხატვარ ჯოვანი-ბალონეს შეურაცყოფილიკამო კარავაჯო დააპატიმრეს. 1603 წლის 23 სექტემბერს კარავაჯო გაათავისუპლეს ფრანგი ელჩის შუამდგომლობის შემდეგ-სახლიდან გაუსვლელობის პიღობით. კარავაჯოს მიერ რომში გატარებული ბოლო წლები 1605 წელს კარავაჯოსთვის როგორც დიდება, ისე უხეში მოპყრობა უმაღლეს ზღვარს აღწევს. მისთვის ბრძოლა ყოველთვის კარგავდა წონასწორობას. ის ბევრს მუშაობს, ღებულობს შეკვეთებს, თანაც სჯერა, რომ ცხოვრება ისე არ არის მოწყობილი, როგორც საჭიროა, იგი განიცდის მატერიალურ გაჭირვებას. მას მგზნებარე ნაპერწკალი უბიძგებს ბრძოლისკენ, რომლის ქალღმერთისადმი და იწყებს ახალ გარჩევებს. 1605 წლის 28 მაისს იგი ხანჯლის ტარებისთვის აღმოჩნდა ციხეში. მის მეგობრებს კი სჯეროდათ მისი, როდესაც ის საწამებლად მიჰყვადათ ციხეში, იმისთვის რომ ვიღაცას შეურაწყოფა მიაყენა. იმავე წლის სექტემბერში იგი ისევ ღებულობს მონაწილეობას ჩხუბში და მოწინააღმდეგეს ფანჯარას უმსხვრევს. მისთვის იარაღის ტარება არ იყო შემთხვევითი, ეს იყო მისი ხასიათისთვის დამახასიათებელი. ეს არ იყო ხელოვნების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ბრძოლა გაბატონებული საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ. იგი მუშაობდა სურათზე "მადონა დილარეტო” 1605 წელს. მან დუელში გაიწვია ყოფილი ნოტარიუსი, მარიანო პასკაველი, რომელმაც მას შეურაწყოფა მიაყენა. მიზეზი იყო მხატვრის მოდელი გოგონა. მადონაზე მუშაობის დროს მხატვარი აშუქებდა სრულყოფილ დეტალებს, შემონახულია გოგონას სახელი - ლენა. დუელის დროს პასკაველო დაიჭრა. კარავაჯო გენუაში გაიქცა, მას ეგონა რომ მოწინააღმდეგე მოკლა. ერთი თვის შემდეგ, როდესაც კარავაჯომ გაიგო, რომ მისი მოწინააღმდეგე ცოცხალია, იგი დაბრუნდა რომში და 26 აგვისტოს პასკაველოსგან მიიღო შეწყალება. ამის შემდეგ კარავაჯო იწყებს თავისი ნახატების ხატვას. სურათები "მადონა გველთან” და "მარიას სიკვდილი” - მისი შემოქმედების უმაღლესი მწვერვალებია. სურათი "მარიას სიკვდილი” ღირსეულად იდგა რემბრანტის სურათების გვერდით. ეს არის მის შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო ხელოვნების ნიმუში. იგი ითვლება მე-18 საუკუნის იტალიის რეალისტური ხელოვნების მწვერვალად. 1606 წლის 20 მაისს მოხდა განსაკუთრებული შემთხვევა, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა მხატვრის ცხოვრება: ბურთის თამაშის დროს, მოხდა ჩხუბი, რომლის შედეგად დაიღუპნენ მისი მოწინააღმდეგეები ანტონიო ბამონი და მხატვარი რაკუჩო თამაზაკა. კარავაჯოს სურათები შეღებილი იყო მათი სისხლით. ჩხუბის დროს მძიმედ დაიჭრა თავში თვით კარავაჯო. თავდაპირველად იგი იმალებოდა. ამ დროს მან დაწერა "მარია მაგდანელი”, "ტრანეზუ ემლაური”, მაგრამ ეს სურათები არ არის შემორჩენილი. კარავაჯოს ეგონა, რომ შეიწყალებდნენ, რადგან მკვლელობა შემთხვევით მოხდა და თვითონაც დაზარალდა. მეგობრებიც ცდილობდნენ მის დახმარებას, მაგრამ უშედეგოდ. მისი ჩამოსვლა პაპის ოლქში იყო სარისკო და 1607 წლის აგვისტოში ის ნეაპოლში წავიდა: ამით დასრულდა მისი ბოლო წლები რომში. პაპის შეწყალებას მისი მეგობრები ელოდნენ და ამავე დროს ცდილობდნენ გროსმეისტერ ჯინახურისგან კურთხევას. ამასთან დაკავშირებით მან დაწერა და გააგაზავანა მალტაზე სურათი სალენეგოს გამოსახულებით. ყველა ცდილობდა მხატვრის მხარდაჭერას, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელ იგი ბავერნის კართან დაიჭრა. კარი შეიარაღებული ხალხით იყო გარშემორტყმული. მხატვარი ისე დაიჭრა სახეში, რომ მისი ცნობა ყოვლად შეუძლებელი იყო. ჭრილობის მოშუშების შემდეგ მან გადაწყვიტა რომში დაბრუნებულიყო ზღვის გავლით. პორტში ესპანეთის მცველებმა შეცდომით დააკავეს კარავაჯო. იგი ციხეში ჩასვეს და გაძარცვეს. როდესაც ყველაფერი გაირკვა, ციხიდან გამოუშვეს, მაგრამ იგი სახსრების გარეშე დარჩა, ფული აღარ ქონდა. ორგანიზმი დაუსუსტდა და ავადმყოფობას წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა. 18 ივნის 1610 წელს იგი გარდაიცვალა მალარიით (ციებ-ცხელებით). ასე ტრაგიკულად დამთავრდა დევნილი და მოხეტიალე იტალიელი რეალისტი მხატვრის მგზნებარე და სევდიანი ცხოვრება, რომელმაც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი დაიკავა მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში.
კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 2348 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]