მარტინ ლუთერ კინგი “მე მაქვს ოცნება”
2011-03-18, 7:18 PM


(1928-1968)

გამოჩენილი ამერიკელი ორატორი, აფრო–ამერიკული წარმოშობის ბაბტისტი მღვდელი, რომელმაც პირველმა დაიწყო აქტიური მოძრაობა რასიზმის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ, მოქალაქეების უფლებების დასაცავად და აშშ–ს კოლონიალური აგრესიის წინააღმდეგ ვიეტნამში.




"მშვიდობა უბრალოდ შორეული მიზანი არაა, რომლისკენაც მივისწრაფით, არამედ თვით მშვიდობაა ამ მიზნის მისაღწევი საშუალება.”



"სიცოცხლის მუდმივი და გადაუდებელი შეკითხვა არის: „რას აკეთებ სხვებისთვის?"


"ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის აჩრდილი იმასთან შედარებით, რასაც ვერ ვხედავთ.”


"ყველა ადამიანმა უნდა აირჩიოს, იაროს შემოქმედებითი ალტრუიზმის სინათლეში თუ დამანგრეველი ეგოიზმის სიბნელეში.”



"ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ისეთივე მორალური ვალდებულებაა, როგორიც სიკეთისთვის ხელშეწყობა.”



"საბოლოოდ, ჩვენი მტრების სიტყვები კი არა, ჩვენი მეგობრების დუმილი გაგვახსენდება.”


ბავშვობის წლები: მარტინ ლუთერ კინგი დაიბადა 1929 წ. 15 იანვარს, ატლანტაში, ჯორჯია, ბაპტისტური ეკლესიის მღვდლის ოჯახში.

განათლება: 13 წლის ჩაირიცხა ატლანტის უნივერსიტეტის ლიცეუმში; 1944 წ. ჩააბარა მორჰაუზის კოლეჯში. კოლეჯში მიიღო ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში და ჩააბარა ჩესტერის, კროუზერის თეოლოგიურ სემინარიაში, პენსილვანიის შტატი; 1951 წ. მიიღო ბაკალავრის ხარისხი ღვთისმეტყველებაში. 1955 წ. ბოსტონის უნივერსიტეტის დოქტორი.

კარიერული წინსვლა: კოლეჯში სწავლის პერიოდში, ის გაწევრიანდა ფერადკანიანი მოსახლეობის პროგრესის ეროვნულ ასოციაციაში. 1947 წ. ეხმარებოდა მამას ეკლესიაში. 25 წლის ასაკში, 1954 წ. გახდა ბაპტისტური ეკლესიის პასტორი მონტგომერიში, ალაბამა.

1957 წ. დააფუძნა აფრო–ამერიკელების უფლებების დამცველი ორგანიზაცია „სამხრეთელ ქრისტიანთა ხელძღვანელობის კონფერენცია", რომლის პრეზიდენტადაც აირჩიეს.

1960 წ. იმოგზაურა ინდოეთში, სადაც შეისწავლა მაჰათმა განდის მოღვაწეობა.

ადამიანთა უფლებებისთვის მებრძოლი: მოაწყო არაერთი საპროტესტო მსვლელობა შავკანიანთა უფლებების დასაცავად, არჩევნებში მონაწილეობის და ხმის უფლებისთვის, მუშათა უფლებების დასაცავად. უმეტესი მათგანი წარმატებულად დასრულდა: მიღებულ იქნა შესაბამისი კანონები.

1955 –56 წწ. მონტგომერიში მან მოაწყო შავკანიანთა დიდი საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში რასისტული სეგრეგაციის წინააღმდეგ: მონტგომერის ავტობუსების ბოიკოტი. აქცია 380 დღის შემდეგ წარმატებით დასრულდა: აშშ–ს უზენაესმა სასამართლომ სეგრეგაციის კანონი ალაბამაში არაკონსტიტუტიურად აღიარა.
თავის გამოსვლებში ის მოუწოდებდა თანასწორობისკენ. მის მოწოდებაზე იწყებოდა საპროტესტო მსვლელობები, ეკონომიკური ბოიკოტები და ა.შ. რომელთა შედეგადაც, კონგრესმა მიიღო აქტი უფლებების შესახებ.

1968 წ. 28 მარტს, კინგმა მოაწყო 6 ათასიანი საპროტესტო მსვლელობა მემფისის საქმიან ნაწილში (ცენტრში), რომლის მიზანი გაფიცულ მუშათა მხარდაჭრა იყო. 3 აპრილს, გარდაცვალების წინა დღეს, მან გამოსვლაში თქვა: „ჩვენ წინ გველის ძნელი დღეები. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. იმიტომ, რომ მე ვიყავი მთის წვერზე… გავიხედე წინ და დავინახე აღთქმული მიწა. მე, შეიძლება, აღარ ვიყო თქვენთან, მაგრამ მინდა, რომ თქვენ ახლა იცოდეთ – ჩვენ ყველა, მთელი ერი, დავინახავთ აღთქმულ მიწას".

ორატორი: 15 წლისამ გაიმარჯვა ორატორების კონკურსში, რომელსაც ატარებდა ჯორჯიის აფრო–ამერიკული ორგანიზაცია. აშშ–ს ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი ორატორი.

თავის გამოსვლებში, (რომელთაგან ზოგიერთი ამჟამად ოროტარული ხელოვნების კლასიკად მიიჩნევა) ის მოუწოდებდა თანასწორობის მიღწევას მშვიდობიანი გზით. მისი გამოსვლები სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობებს ენერგიას მატებდა – იწყებოდა მსვლელობები, ეკონომიკური ბოიკოტები, მასიური გამოსვლები.
ის, იცავდა რა მოქალაქეთა უფლებებს, აგრძელებდა ღვთის მსახურებას, იყენებდა რელიგიურ ფრაზეოლოგიას და სჯეროდა ქრისტიანული სიყვარულისა.

მარტინ ლუთერ კინგის ყველაზე ცნობილი გამოსვლაა "მე მაქვს ოცნება” (”I have a dream”), წარმოთქმული მშვიდობიანი მარშისას, ვაშინგტონში, 1963 წელს, ლინკოლნის მონუმენტის კვარცხლბეკთან 300 ათასი ამერიკელის წინ.

ლუთერი და სახელმწიფო: 1963 წ.–დან მას გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) უთვალთვალებდა. ფიქრობდნენ, რომ ის კომუნისტურ პარტიასთან იყო დაკავშირებული.

პირადი ცხოვრება: მას და მის ცოლს, კორეტა სკოტ კინგი, ჯვარი დაწერა კინგის მამამ კორეტას დედის სახლში 1953 წ. 18 ივნისს. მათ ყავდათ 4 შვილი.

მკვლელობა: 39 წლის ასაკში, 1968 წ 4 აპრილს, მემფისში, ტენესი, როდესაც კინგი იდგა მემფისის სასტუმრო „ლორეინის" აივანზე, ის სასიკვდილოდ დაჭრა სნაიპერმა.

ამან მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. დაიწყო მასობრივი გამოსვლები, შეიქმნა ორგანიზაციები. მთელს ქვეყანაში 46 კაცი იყო მოკლული და 2,5 ათასი დაჭრილი. მთავრობამ, არეულობის ჩასახშობად გამოიყვანა 70 ათასი ჯარისკაცი.

მკვლელს, ჯეიმს ერლ რეი, მიუსაჯეს 99 წლით პატიმრობა. ოფიციალურად განაცხადეს, რომ მკვლელი მარტო მოქმედებდა, თუმცა ფიქრობენ, რომ კინგი შეთქმულების მსხვერპლი გახდა.

ის აღიარეს: ამერიკული საზოგადოების დემოკრატიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაწეული ღვაწლისთვის, 1964 წ., 35 წლის მარტინ ლუთერს გადაეცა ნობელის მშვიდობის პრემია.

გარადაცვალების შემდეგ მიიღო თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი (1977 წ.); 2004 წ. მას გადაეცა აშშ–ს უმაღლესი ჯილდო: კონგრესის ოქროს მედალი.

აშშ–ს 730 ქალაქს აქვს კინგის სახელობის ქუჩა.

მასზე გადაიღეს ფილმი „კინგი" (King, 1978).

ეპისკოპალურმა ეკლესიამ ის წამებულად შერაცხა. მისი ქანდაკება განათავსეს ვესტმინისტრის სააბატოში, ინგლისი, მე–20 საუკუნის წამებულების გვერდით.

1986 წ.–დან., იანვრის მესამე ორშაბათი არის მარტინ ლუთერ კინგის დღე ამერიკაში და ითვლება ეროვნულ დღესასწაულად.

ტრივია: ბიოგრაფი ტეილორ ბრანჩი წერს, რომ სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ 39 წლის ლუთერ კინგს ჰქონდა 60 წლის ასაკის ადამიანის გული. როგორც ჩანს, 13 წლიანმა მუდმივმა სტრესმა, როცა ის იყო მოქალაქეთა უფლებების აქტიური დამცველი, თავისი კვალი დატოვა მის გულზე.

ვიდეო: "მე მაქვს ოცნება” ~ მარტინ ლუთერ კინგი
კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 2415 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]