მარტინ ლუთერ კინგი
2011-03-18, 7:30 PM

მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლებს ვუსმენ აბ ბოლო დროს ხშირად. რაღაც განსაკუთრებული იყო ამ კაცის სიტყვებში, ინტონაციაში, გამოხედვაში, ჟესტებში. ერთი წამითაც ვერ ვწყვიტავ თვალს და რომ დაამთავრებს სიტყვას, თავიდან ვუსმენ, როგორც კარგ სიმღერას. ყველაზე ცნობილი მისი სიტყვა არის ’მე მაქვს ოცნება’, რომელიც მან ვაშინგტონში აბრაჰამ ლინკოლნის მემორიალის წინ შეკრებილი ასობით ათასი ადამიანის წინაშე თქვა. ამ სიტყვას ხშირად ვუსმენ და ერთი მომენტი მიტრიალებს თავში და არ მასვენებს. სადღაც შუაში კინგი სხვადასხვა შტატებიდან ჩასულ ხალხს მიმართავს: ’დაბრუნდით თქვენ-თქვენ სახლებში და გჯეროდეთ, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება და ჩვენ თავისუფალნი ვიქნებით’. მე, როგორც საქართველოში მცხოვრებ ადამიანს და ქართული პოლიტიკის მსხვერპლს ამ დროს მრავალმა აზრმა გამიელვა თავში. მათ შორის ისიც ვიფიქრე, რომ მარტინ ლუთერ კინგი ამერიკის მთავრობის კაცი იყო, მოსყიდული იყო, მოქრთამული. ’აბა რა ლოგიკით უშვებდა სახლში ასი ათასობით ადამიანს, როცა ჰქონდა შანსი, რომ გაძღოლოდა მათ თეთრი სახლისკენ და უფრო რადიკალური სომებისთვის მიემართა’, ვფიქრობდი და ბოლოს მივხვდი რომ უბრალოდ არსებობს ჭკვიანი და იდეის ერთგული ხალხი. მართლა არსებობს. მარტინ ლუთერ კინგმა იცოდა რომ პრეზიდენტის გადადგომა ან სხვა მსგავსი ქმედება არ უშველიდა იმ პრობლემას, რომელიც ამერიკის წინაშე იდგა. ხალხის აზროვნება უნდა შეცვლილიყო. უბრალო, სადღაც ოკლაჰომაში ან არკანზასში მცხოვრები ამერიკილი უნდა მიმხვდარიყო, რომ ადამიანი - ადამიანია, მიუხედადად მისი კანის ფერისა და რელიგიური მრწამსისა. მარტინ ლუთერ კინგმა ეს შეძლო. მან ადამიანებს აზროვნება შეუცვალა. იმ დღეს ის ელაპარაკა მთელ ამერიკას. არა მხოლოდ იქ შეკრებილ ხალხს და არა მხოლოდ ცოცხალ ადამიანებს, არამედ ჯერ არდაბადებულ თაობას (ეს ვიღაცის სიტყვებია, არ მახსოვს. ნუ ჩემი ნაღდად არ არის). მართინ ლუთერ კინგისნაირი ადამიანები იშვიათად იბადებიან, ძალიან იშვიათად, მაგრამ ტოვებენ კვალს, რომლის მიხედვით თაობები ცხოვრებას სწავლობენ. ”მე რასაც ვამბობ, ძალიან მარტივია: ცხოვრება ერთია, ჩვენ გაბმულნი ვართ ერთ ბადეში და ერთი ბედი გვაქვს. ნებისმიერი რამ, რაც ერთ ადამიანზე ახდენს პირდაპირ ზეგავლენას, სხვა ადამიანებსაც ეხებათ ირიბად. რაღაც უცნაური მიზეზის გამოა რომ მე ვერ ვიქნები ის ვინც უნდა ვიყო, სანამ თქვენ არ იქნებით ის ვინც უნდა იყოთ და თქვენ ვერ იქნებით ის ვინც უნდა იყოთ, სანამ მე არ ვიქნები ის, ვინც უნდა ვიყო”.
კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 906 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]