Manchester United
2011-02-22, 7:24 PM


Manchester United
სრული სახელი    Manchester United Football Club
მეტსახელი    The Red Devils (წითელი ეშმაკები)
დაარსდა    1878
სტადიონი    ოლდ ტრაფორდი
მანჩესტერი, ინგლისი
(ტევადობა: 76.212 მაყურებელი)
პრეზიდენტი     ჯოელ გლეიზერი
 აბრაამ გლეიზერი
მწვრთნელი     სერ ალექს ფერგიუსონი
ლიგა    პრემიერ-ლიგა
2009-10    მეორე ადგილი


მანჩესტერ იუნაიტედი (ინგ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი "ცხოვრობს” ინგლისის ერთ–ერთ უდიდეს ქალაქ მანჩესტერის (საგრაფო დიდი მანჩესტერი) რაიონ ტრაფორდში.

„იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული გუნდია, მას მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონ გულშემატკივარზე მეტი ჰყავს. (ამას უნდა ციტატა)

1964–65 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.

იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. 1986–87 წლების სეზონის როდესაც გუნდში ახლანდელი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი მოვიდა შემდეგ გუნდმა 20 დიდი ტიტული მოიგო. პრემიერლიგის დაარსების 1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 10 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 17–ჯერ გამხდარა, 1968 წელს კი გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ მანჩესტერმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 2007–2008 წლების სეზონში.

მანჩესტერს აგრეთვე 11–ჯერ აქვს მოგებული საფეხბურთო ასოციაციის თასი , რაც რეკორდული მაჩვენებელია. 1990–იანი წლების შემდეგ მანჩესტერი მსოფლიოს ერთ–ერთი უმდიდრესი კლუბია და ბოლო რამდენიმე წერლია ლიდერობს საფეხბურთო კლუბებს შორის შემოსავლების მხრივ. 2007 წელს საფეხბურთო სამყაროში მანჩესტერი მეოთხე ადგილზე იყო მოგება–წაგების ბალანსის მხრივ, თუმცა ლიდერობდა იმ შემოსავლების მაჩვენებლებში, რომლებიც დამყარებული იყო ოპერაციულ შემოსავალზე.

მანჩესტერი არის აგრეთვე მსოფლიოს უმდიდრესი კლუბი და G14–ის დამფუძნებელი.

გუნდის მენეჯერია სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც გუნდში 1986 წლის 6 ნოემბერს მივიდა. გუნდის კაპიტანია გარი ნევილი , რომელმაც ამ საპატიო თანამდებობაზე როი კინი შეცვალა 2005 წელს.სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
1.1 ადრეული წლები
1.2 ბასბის წლები
2 ტიტულები
3 შემადგენლობა
4 რესურსები ინტერნეტში

ისტორია [რედაქტირება]
ადრეული წლები [რედაქტირება]

კლუბი დაარსდა 1878 წელს, როგორც Newton Heath L&YR F.C. რაც ნიშნავს: „ლანკაშირისა და იორკშირის რკინიგზის საფეხბურთო კლუბი". ის შექმნეს ხსენებული რკინიგზის ხაზზე მომუშავე მუშებმა ნიუტონ ჰითის დეპოში. გუნდის ფერები იყო მწვანე მაისურები და ოქროსფერი სახელოები. თავიდან ისინი თამაშობდნენ არც თუ ისე მოწესრიგებულ მინდორზე, რომელიც ნორთ როუდზე (North Road) მდებარეობდა . ამ მოედანზე გუნდი 15 წლის განმავლობაში თამაშობდა, შემდეგ კი ბენკ სტრიტზე გადავიდა კლეიტონთან ახლოს 1893 წელს.

1892 წელს გუნდი გახდა საფეხბურთო ლიგის წევრი და თანდათან დაშორდა რკინიგზას, გადაიქცა რა დამოუკიდებელ კომპანიად, დანიშნა კლუბის მდივანი, სახელიდან მოიშორა L&YR და უბრალოდ საფეხბურთო კლუბი ნიუტონ ჰითი გახდა Newton Heath F.C.

ცოტა ხნის შემდეგ, 1902 წელს კლუბი გაკოტრების პირას იდგა, რადგანაც 2 500 გირვანქა სტერლინგი ვალი დაუგროვდა. რამდენიმე ხნის განმავლობაში ბენკ სტრიტზე მდებარე მოედანი დახურეს კიდეც.

ზედ დაშლისა და გაუქმების წინ კლუბში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ჯ.ჰ. დევისმა , რომელიც იყო მანჩესტერის ლუდსახარშების მმართველი დირეტორი. არსებობს ლეგენდა, რომ გუნდის კაპიტანი ჰარი სტაფორდი, ასეირნებდა თავის სენბერნარის ჯიშის, მრავალი ჯილდოს მომგებ ძაღლს. ის ქუჩაში შემთხვევით შეხვდა დევისს, რომელსაც ძაღლი ძალიან მოეწონა და სტაფორდს შესთავაზე მიეყიდა მისთვის. გუნდის კაპიტანმა ძაღლი არ გაყიდა, თუმცა შეძლო დევისის დარწმუნება კლუბში ინვესტიცია ჩაედო და გამხდარიყო კლუბის თავმჯდომარე.

ახალი მფლობელის ხელში გადასვლის შემდეგ ადრეულ სტადიაზე, კლუბის მმართველების ერთ-ერთ პირველ შეხვედრაზევე გადაწყდა გუნდს შეცვლოდა სახელი, რაც გახდებოდა გუნდისათვის ახალი ცხოვრების დასაწყისი. მანჩესტერ სენტრალი და მანჩესტერ სელტიკი იყო სავარაუდო სახელწოდებები, მაგრამ ლუის როკამ, ახალგაზრდა იტალიელმა ემიგრანტმა თქვა: „რატომ არ ვუწოდებთ საკუთარ თავს „მანჩესტერ იუნაიტედს"?". შემოთავაზებული სახელწოდება ერთხმად აიტაცეს და კლუბს ოფიციალურად დაერქვა 1902 წლის 26 აპრილი. დევისმა აგრეთვე მიზანშეწონილად მიიჩნია კლუბის ფერების შეცვლა და მწვანესა და ოქროსფერის ნაცვლად, კლუბის ფერებად აარჩიეს წითელი და თეთრი.

1902 წლის 28 სექტემბერს ჯეიმს უესტი გადადგა კლუბის მენეჯერის პოსტიდან. გუნდის მდივნად დანიშნეს ერნესტ მანგნალი . მანგნალმა მიზნად დაისახა გუნდი აღეზევებინა პირველ დივიზიონში და პირველივე ცდაზე სულ ცოტა დააკლდა მიზნამდე: გუნდი მეორე დივიზიონში მეხუთე ადგილზე გავიდა. მანგნალმა ჩათვალა, რომ საჭირო იყო გუნდის ახალი სისხლით შევსება და გუნდში მოიყვანა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მეკარე ჰარი მოგერი, ნახევარმცველი დიკ დაკუორთი და თავდამსხმელი ჯეკ პიკენი. მაგრამ გუნდისთვის ყველაზე კარგი შენაძენი გამოდგა ნახევარმცველი ჩარლი რობერტსი. ის გუნდს, მაშინდელი დროისათვის სარეკორდო თანხა, 750 გირვანქა დაუჯდა და 1904 წლის აპრილში გადმოიყვანეს გრიმსბი ტაუნიდან. ჩარლი რობერტსის დამხარებით გუნდმა 1903-1904 წლების სეზონში მეორე დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა და სულ 1 ქულით ჩამორჩა მეორე, პირველ დივიზიონში გადამსვლელ ადგილზე გასულ გუნდს.

შორს არ იყო ის დრო, როდესაც ახალი სახელის დარქმევის შემდეგ, გუნდი საბოლოოდ მაინც უნდა გადასულიყო პირველ დივიზიონში და ეს მათ 1905-1906 წლების სეზონში მოახერხეს, როდესაც მეორე დივიზიონში მეორე ადგილი დაიკავეს. მომდევნო სეზონი გუნდი პირველ დივიზიონს უღებდა ალღოს და მხოლოდ მერვე ადგილზე გავიდა, 1908 წელს კი თავისი პირველი ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

პირველი ტიტულის მოგებამდე რამდენიმე ხნით ადრე თანაქალაქელი გუნდი მანჩესტერ სიტი სკანდალში გაეხვა და სამართალდამცავი ორგანოების დაინტერესების საგანი გახდა. ძიება ეხებოდა იმას, რომ გუნდი უხდიდა ფეხბურთელებს იმაზე მეტს, ვიდრე საფეხბურთო ასოციაციის კანონებით იყო დაშვებული. საბოლოოდ სიტი 250 გირვანქით დაჯარიმდა და 8 ფეხბურთელს სამუდამოდ აუკრძალეს სიტის მაისურით თამაში. იუნაიტედი სწრაფად გაერკვა სიტუაციაში და ბილი მერედიტი, მეტსახელად უელსელი ჯადოქარი და სენდი ტურნბული გადმოიბირა სხვა რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად. ახალ ფეხბურთელებს 1907 წლის 1 იანვრამდე არ შეეძლოთ თამაში დისკვალიფიკაციის გამო და მხოლოდ 1907-08 წლების სეზონის ბოლოსკენ შეძლეს გუნდისათვის თავიანთი ხელის დატყობა. როდესაც ახალი ფეხბურთელები საქმეში ჩაერთნენ, პირველი მატჩი იუნაიტედმა 2-1 მოუგო შეფილდ იუნაიტედს და სულ ზედიზედ 10 მატჩი დაასრულეს გამარჯვებით. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასკვნითი ნაწილი იუნაიტედს ჩაუვარდა, საბოლოო ჯამში მეორეადგილოსან ასტონ ვილას მაინც 9 ქულით გაასწრეს.

მომდევნო სეზონის დასაწყისშივე იუნაიტედმა კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა - საკუთარ ისტორიაში პირველი ჩერითი შილდი; სიტყვასიტყვით ნიშნავს „ქველმოქმედების" ფარს. ინგლისის სუპერთასი, რომელშიც ერთმანეთს ინგლისის ჩემპიონი და ასოციაციის თასის მომგები ხვდებიან ერთმანეთს სეზონის დასაწყისში. სეზონის ბოლოს კი იუნაიტედმა კიდევ ერთი, მისთვის ახალი ტიტული - ასოციაციის თასი მოიგო. ტურნბული და მერედიტი, ისევე როგორც თავიანთ სადებიუტო სეზონებში, ახლაც საკვანძო ფიგურები იყვნენ. ტურნბულმა ასოციაციის თასის ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ გუნდი 2 წელი უტიტულოდ ასპარეზობდა, მაგრამ 1910-11 წლების სეზონში მეორედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული. სწორედ ამ სეზონში გადაბარგდა გუნდი ახალ სტადიონ ოლდ ტრაფორდზე. მათ პირველი მატჩი ახალ მოედანზე 1910 წლის 19 თებერვალს გამართეს ლივერპულთან, და მიუხედავად 3-0 დაწინაურებისა, 3-4 წააგეს. . .

1911-12 წლების სეზონი გუნდმა უტიტულოდ დაასრულა, აგრეთვე ის სეზონი გახდა პირველი იმ 41 სეზონს შორის, რომლის განმავლობაშიც გუნდს ინგლისის ჩემპიონის ტიტული არ მოუგია. ეს იყო გუნდის ისტორიაში ყველაზე გრძელი პერიოდი ჩემპიონობის გარეშე.

ხსენებული სეზონიდან 10 წლის განმავლობაში კლუბის საქმეები ნელ-ნელა უკან-უკან მიდიოდა და 1922 წელს გუნდი მეორე დივიზიონში დაქვეითდა, 1925 წელს კი დაბრუნდა პირველში, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში ცხრილის შუა ნაწილში იყო გაჩხერილი, სანამ 1931 წელს ისევ არ გავარდა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე გუნდმა ღრმა კრიზისი გადაიტანა და ე.წ. „იო-იო კლუბის" იხმარება ისეთ გუნდთან მიმართებაში, რომელიც ერთი სეზონი ვარდება, მეორე სეზონში ისევ იბრუნებს ადგილს, მერე ისევ ვარდება და ა.შ. სახელი დაიმკვიდრა, როდესაც 1934 წელს II დივიზიონის ბოლო, XX ადგილზე გავიდა. მაგრამ მეორე მსოფლიო ომამდე ბოლო სეზონამდე გუნდმა პირველი დივიზიონიდან ერთხელ გავარდნა და დაბრუნება მოასწრო, მეორე მსოფლიო ომამდე ბოლო სეზონში 1938-39 კი პირველ დივიზიონში მეთხუტმეტე ადგილი დაიკავა და გაინაღდა ადგილი ომის შემდგომ პირველ დივიზიონში 1939-45. წლებში კი, როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთში ინგლისის ჩემპიონატები არ ჩატარებულა.
ბასბის წლები [რედაქტირება]

ბასბიმ პირველი ვინც გუნდში მიიყვანა იყო არა ფერბურთელი, არამედ ასისტენტი ჯიმი მერფი (Jimmy Murphy). კლუბის რისკი გამართლდა, რადგანაც 1947, 1948 და 1949 წლების სეზონებში „მანჩესტერმა" ჩემპიონატებში II ადგილი დაიკავა, 1948 წელს კი ასოციაციის თასიც მოიგო. ეს წარმატება დამყარებული იყო 3 ადგილობრივ ყმაწვილზე: სტენ პირსონზე (Stan Pearson), ჯეკ როულისა (Jack Rowley) და ჩარლი მიტენზე (Charlie Mitten). როულიმ და პირსონმა 1948 წლის ასოციაციის თასის ფინალში გოლები გაიტანეს. აგრეთვე გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთში დაბადებული ალენბი ჩილტონი (Allenby Chilton).

მოგვიანებით ჩარლი მიტენი კოლუმბიაში წავიდა, რადგანაც იმ დროისათვის კოლუმბიურ ფეხბურთში დიდი ფული ტრიალებდა (ნარკობარონები უხვად აფინანსებდნენ გუნდებს. . .) და ფეხბურთელებს კარგად უხდიდნენ. მიუხედავად ამისა გუნდმა მოახერხა და ინგლისის ჩემპიონობა დაიბრუნა 1952 წელს. აღსანიშნავია, რომ გუნდი საკმაოდ გამოცდილი, შესაბამისად კი ასაკოვანი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ბასბიმ იცოდა, რომ გუნდს გამოცდილების გარდა ახალი სისხლი სჭირდებოდა და ახალგაზრდული აკადემიიდან ყოველთვის ცდილობდა პატარა ბიჭების ამოწევას. ახალგაზრდებით, როჯერ ბირნით (Roger Byrne), ბილ ფოულკსით (Bill Foulkes), მარკ ჯოუნსითა (Mark Jones) და დენის ვაიოლეტით (Dennis Viollet) გუნდმა პირველ დივიზიონში მხოლოდ VIII ადგილი დაიკავა, მაგრამ 1956 წელს კიდევ ერთხელ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული: გუნდის საშუალო ასაკი 22 წელი იყო და გუნდმა ჩემპიონატის მანძილზე 103 გოლი გაიტანა. ბასმის მიერ დანერგილი ახალგაზრდული პოლიტიკა იყო საფუძველი კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდებისა (1950-იანების ბოლო, 1960-იანების ბოლო, 1990-იანები).

ბასბის მიერ აღმოჩენილ ახალგაზრდებს "ბასბის ჩვილებს” (Busby Babes) უწოდებდნენ. ეს იყო კრებული ბრწყინვალე ფეხბურთელებისა და გვირგვინის ნამდვილი ბრილიანტი იყო ნახევარმცველი დანკან ედვარდსი (Duncan Edwards). ეს ბიჭი წარმოშობით დადლიდან (Dudley), უესტ მიდლენდიდან (West Midland) იყო და „იუნაიტედში" დებიუტი 1953 წელს ჰქონდა 16 წლის ასაკში. ამბობენ, რომ ედვარდსს ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო თამაში, მისი თამაშის მნახველები კი ამბობდნენ, რომ ის იყო ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. მომდევნო 1956-57 წლების სეზონში "ბასბის ჩვილებმა" კიდევ ერთხელ მოიგეს ინგლისის ჩემპიონატი და ასოციაციის თასის ფინალშიც გავიდნენ, სადაც "ასტონ ვილასთან" დამარცხდნენ.

აგრეთვე "იუნაიტედი" გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. საფეხბურთო ასოციაციის თანხმობით "იუნაიტედმა" ჩემპიონთა თასის გათამაშებაში და ნახევარფინალს უწია, სადაც მადრიდის "რეალთან" (Real Madrid) დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო ასოციაციამ წინა სეზონში "ჩელსის" (Chelsea) არ მისცა ხსენებულ ევროტურნირში ასპარეზობის უფლება.

როგორც აღვნიშნეთ, გუნდმა ნახევარფინალში გააღწია, ნახევარფინალამდე კი მათ ბელგიური "ანდერლეხტი" (Anderlecht) დაამარცხეს 10-0 "სიტის" სტადიონ "მეინ როუდზე" (Maine Road). და ეს ანგარიში დღემდე არის ყველაზე დიდი, რომლითაც კი "იუნაიტედს" მოუგია, ყველა ტურნირის გათვალისწინებით.
ტიტულები [რედაქტირება]
ინგლისის ჩემპიონი: 18
1907-08, 1910-11, 1951-52, 1955-56, 1956-57, 1964-65, 1966-67, 1992-93, 1993-94, 1995-96, 1996-97, 1998-99, 1999-2000, 2000-01, 2002-03, 2006-07, 2007-08 2008-09
ინგლისის თასი: 11
1909, 1948, 1963, 1977, 1983, 1985, 1990, 1994, 1996, 1999, 2004
ინგლისის ლიგის თასი: 3
1992, 2006,2009
ინგლისის სუპერ თასი: 17
1908, 1911, 1952, 1956, 1957, 1965, 1967, 1977, 1983, 1990, 1993, 1994, 1996, 1997, 2003, 2007,2010
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 3
1968, 1999, 2008
თასების თასი: 1
1991
უეფას სუპერ თასი: 1
1991
საკონტინენტთაშორისო თასი: 1
1999
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი: 1
2008
შემადგენლობა [რედაქტირება]
ედვინ ვან დერ სარი
გარი ნევილი
პატრის ევრა
ოუენ ჰარგრივსი
რიო ფერდინანდი
ვესლი ბრაუნი
მაიკლ ოუვენი
ოლივეირა ანდერსონი
დიმიტარ ბერბატოვი
უეინ რუნი
რაიან გიგზი
კრის სმოლინგი
ჯი–სუნგ პარკი
ჰავიერ ერნანდესი
ნემანია ვიდიჩი
მაიკლ ქერიქი
ლუის ნანი
პოლ სქოულზი
დანი უელბეკი
ფაბიო და სილვა
რაფაელ და სილვა
ჯონ ოში
ჯონი ევანსი
დარენ ფლეტჩერი
ანტონიო ვალენსია
გაბრიელ ობერტანი
ფედერიკო მაკედა
დარენ გიბსონი
ტომას კუსჩაკი
რიჩი დე ლაეტი
კორი ევანსი
მამე ბირამ დიუფი

33 ბებე 35 ტომ ქლევერლი 37 კრეიტ კაზკარტი 40 ბენ ამოსი
კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 844 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]