ლუის ევოლა “ძალაუფლება და იმპერია, როგორც ახალი ევროპული წესრიგის ელემენტი”
2011-04-05, 9:29 PM
თარგმნა: გიორგი მცხვეთაძემ

ვისაც იმ შესაძლო მნიშვნელოვანი შედეგების დადგენა სურს, რომლებსაც თანამედროვე ომები, როგორც რევოლუციური მოვლენები იწვევს, და რომლებიც, თითქოს გარკვეულ პირთა მიერ გარემოებათა და მოვლენათა იმამენტური მართვით, რომელიმე კონკრეტული, წინასწარ გამიზნული გადაწყვეტილებებით იქნა გამოწვეული, ალბათ, დაეთანხმება ქვემოთ ჩამოთვლილ შემდეგ პუნქტებს:

1. მიმდინარე პერიოდში პოლიტიკური სუვერენიტეტის არსი კრიზისს განიცდის და საფუძვლიან გადახედვას მოითხოვს. დედამიწის ზედაპირის დანაწილება სტაბილურ სახელმწიფო ტერიტორიებად შეუსაბამობაში მოდის მის კულტურულ სფეროებად დაყოფასთან. ამის მიზეზს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის პოლიტიკური არაერთსულოვნება, ინდივიდუალური ინტერესები და კულტურა წარმოადგენს.

2. ამასთან დაკავშირებით, დასავლური საერთაშორისო სამართლის შესახებ ადრინდელი, კერძოდ, ფორმალური და პოზიტიური პოზიცია საკმაოდ სუსტად გამოიყურება. აბსტრაქტული პრინციპების ნაცვლად, რომლებიც სხვადასხვა შესაძლებლობებისა და განსხვავებული ძალაუფლების მქონე ხალხებს სრულიად თანაბარ პირობებში გარკვეულ მოთხოვნებს თანაბრად უყენებს, ქვეყნები, რომლებსაც ერთნაირი შესაძლებლობები აქვთ, იღებენ დიფერენცირებულ საერთაშორისო სამართლის იდეას. ამასთან, სიტყვა `საერთაშორისო~ უნდა გავიგოთ როგორც ორგანული და არა როგორც განუსაზღვრელი, უნივერსალური მცნება, ე.ი. ვიწრო ურთიერთობებში ყოველ წევრს განსაზღვრული პოზიცია უნდა ჰქონდეს, რომელიც ეთანხმება საერთო პოზიციას, და ამა თუ იმ კონკრეტული პოლიტიკური სფეროს საფუძველს წარმოადგენს.

3. ასეთ `საერთაშორისო~ ფორმაციასთან მიმართებით მცნება `გავლენის სფერო~, რომელიც არც ისე ხშირად გვხვდება, რადგან ძირითადი აქცენტი უპირატესად საკითხის მატერიალურ მხარეზე კეთდება, სულ უფრო ფართოდ გამოიყენება. გარკვეული მოსაზრებით, თანამედროვე ომები ამ მიზნისგან საკმაოდ შორსაა, თუ არ ჩავთვლით იმ პოლიტიკურ ცვლილებებს, რომლებიც ევროპული `იმპერიალიზმის~ იდეით თუ მატერიალური თვალსაზრისით ბატონობის გამო ხდება. ამ ომების რევოლუციური ორიენტაცია, ხალხისგან, რომელიც თითქოს ამისკენ მიისწრაფვის, ასეთ შემთხვევაში მაინცდამაინც არ იგრძნობა.

4. პოლიტკური მოვლენები, რომლებიც დღემდე ევროპაში ხდება, ამ ეტაპზე პერმანენტულად მიმდინარე `იმპერიალისტური სტრუქტურის~ ჩამოყალიბების პროცესების კონსტატაციისა და მათი ხალხისათვის თავზე მოსახვევადაა გამიზნული. ახალი წესრიგის მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ასეთი `იმპერიალისტური სტრუქტურიდან~ შესაბამისად `იმპერიალისტურ ერთიანობაზე~ გადასვლის მსურველი ორგანიზაციები და შესაბამისად გზები საკმარისზე მეტია.

5. ასეთი პრობლემებთან დაკავშირებით სამი მომენტი უნდა იქნას გათვალისწინებული: I სახელმწიფოების ეკონიომიკური სიმბიოზი, ანუ ურთიერთშევსების მომენტი – რითაც ისინი არსებობისათვის საჭირო სივრცის პრობლემას გარკვეულწილად წყვეტენ; II ნაციონალური და რასობრივი მომენტი; დაბოლოს, III კულტურული ფაქტორი.

6. ამ უკანასკნელის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ აბსურდია ლაპარაკი რაიმე სოციალურ ერთიანობაზე, თუ არ არსებობს სრული ერთსულოვნება. ეს ერთსულოვნება არ უნდა გამომდინარეობდეს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, ან რაიმე ფორმალური საკანონმდებლო სისტემიდან და არც თავს მოხვეული რაიმე იდეოლოგიიდან. ასეთ ღონისძიებებს თითოეული ერი განსაზღვრულ სეპარატისტულ აფექტამდე მიჰყავს. მხოლოდ ბუნებრივ კულტურულ ერთიანობაში უნდა ვეძებოთ ის რეაქტივი, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევქმნათ ერთიანი სოციალური და პოლიტიკური სივრცე, რომელსაცа`ახალ ევროპულ წესრიგში~ სტაბილურობის გარკვეული შანსი ექნებოდა.

თუ ახალ წესრიგზე და კულტურაზე ვლაპარაკობთ, ჯერ საფუძვლიანად უნდა გადავხედით კულტურის იმ მცნებას, რომელიც ამ ბოლო დროს, გნსაკუთრებით კი საფრანგეთის რევოლუციის შემგედ ჩამოყალიბდა. არსებობს კულტურა, რომელიც ერთი მხრივ `ჰუმანისტურ~ ხელოვნებასა და გარკვეულ მეცნიერულ მოსაზრებათა პროფანაციას ეყრდნობა, ხოლო მეორე მხრივ რაციონალურობა და მექანიკურობა მისი მუდმივი მახასიათებლებია, ხოლო ტექნიკური თუ სიციალური მიღწევები მის უდავო უპირატესობას განაპირობებს. ასეთ კულტურას არავითარი სახე არ გააჩნია; ინტერნაციონალურ საფუძველზე, ის არასისტემატიზირებული, უწესრიგო და არაორგანიზებულია. მას არ შეუძლია რაიმე წინასწარგანსაზღვრული, თითოეული ერისთვის ინდივიდუალურად მორგებული კულტურული ატმოსფეოს შექმნა.
კულტურის ასეთ მცნებას უპირისპირდება არისტოკრატიული, ტრადიციონალისტური და ალბათ, `საკრალური~ გზა, რომელსაც ნაციონალისტური სახელმწიფოს მშენებლობისას უნდა დავეყრდნოთ. ამ მხრივ დღევანდელი მდგომარეობა არახელსაყრელია ინტერნაციონალისტური, `ჰუმანისტური~ და მექანიკური კულტურის ზემოაღნიშნული გზით გასავრცელებლად, რადგან ასეთ შემთხვევაში იგი იფანტება და სუსტდება, მათი უკან შეკრება კი ბევრად უფრო რთულია.

გაზეთი `ჟურნალისტური ვერსია~ #2, 2001 წ.
კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 861 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]