მთავარი » ფაილები » შემეცნებით

Lacoste – ს ჩანთაზე ამოქარგული ნიანგის ისტორია 
2011-02-22, 3:55 PM

რენე ლაკოსტა (Rene Lacoste) – ცნობილი ჩოგბურთელი, French Open, Roland Garros, US Open და Wimbledon-ის გამარჯვებული. „ალიგატორი" (Crocodile) ასე უწოდეს რენე ლაკოსტას  ამერიკელმა ჟურნალისტებმა დევისის თასის 1923 წლის გათამაშებისას. ტურნირის პირობების მიხედვით, მოგების შემთხვევაში, კაპიტანს რენესთვის ნიანგის ტყავის ჩანთა უნდა ეჩუქებინა. სწორედ ამ დროს რობერტ ჯორჯმა, რენეს მეგობარმა, ჩოგბურთელის ფორმაზე ამოქარგული პატარა ნიანგი მოიგონა. ასე დაიწყო Lacoste-ს რეკლამირება ჯერ კიდევ ბრენდის შექმნამდე დიდი ხნით ადრე.

1952 წელს ლაკოსტამ ფერადი მაისურების გამოშვება დაიწყო. 1963წ. ბრენდის ასორტიმენტს მოკლე  შარვლები, სათვალეები, საათები, ფეხსაცმელი და ტყავის სხვადასხვა ნაწარმი დაემატა. საუკეთესო რეკლამა კი ლაკოსტების ოჯახის სპორტული მიღწევები იყო.

რენე ლაკოსტას ეკუთვნის ასევე ლითონის ჩოგნის გამოგონება, რომელმაც თანამედროვე მოდელებს დაუდო საფუძველი.


კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 258 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]