მთავარი » ფაილები » შემეცნებით

ქემალ ათათურქი
2012-01-04, 3:04 PM

ქემალ ათათურქი
ქემალ ათათურქი
თურქეთის 1-ლი პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 ოქტომბერი 1923 – 10 ნოემბერი 1938
მემკვიდრე ისმეთ ინენიუ

დაბადებული 1881
სალონიკი საბერძნეთი

გარდაცვლილი 10 ნოემბერი 1938
სტამბოლი თურქეთი
ეროვნება თურქი
პოლიტიკური პარტია სრპ
მეუღლე ლატიფე უშაკლიგილი
რელიგია მუსულმანი
ხელმოწერა Signature of Mustafa Kemal Atatürk.svg

მუსტაფა ქემალ ათათურქი 1934 წლამდე მუსტაფა ქემალი (დ. 1881, სალონიკი - გ. 10 ნოემბერი, 1938, სტამბოლი) — თურქეთის არმიის ოფიცერი და რევოლუციონერი სახელმწიფო მოღვაწე, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი. მუსტაფა ქემალმა მყისვე დაიმკვიდრა თავი როგორც წარმატებულმა სამხედრო მეთაურმა გალიპოლის ბრძოლაში დივიზიონის მეთაურად მსახურობის განმავლობაში. ოსმანთა იმპერიის მოკავშირეთა მიერ დამარცხების შემდეგ, რასაც თურქეთის დანაწილების გეგმა მოჰყვა თან, ქემალი წინ გაუძღვა თურქების ნაციონალურ მოძრაობას, რასაც შემდგომში თურქების ომი დამოუკიდებლობისთვის დაერქვა. მის წარმატებულ კამპანიას შედეგად ქვეყნის განთავისუფლება და თურქეთის რესპუბლიკის დამყარება მოჰყვა შედეგად. როგორც რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა, მუსტაფა ქემალმა შემოღო მთელი რიგი შორს გამიზნულ რეფორმათა სერია, რომელთა მიზანი თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება იყო. საოჯახო გვართა კანონის თანახმად თურქეთის უზენაესმა ასამბლეამ მუსტაფა ქემალს 1934 წლის 24 ნოემბერს „ათათურქის" (თურქთა მამა) გვარი მიანიჭა.

სამხედრო კარიერა 

თურეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1923-1938 წლებში. თურქეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი რევოლუციის ლიდერი, სამხედრო მოღვაწე. მუსტაფა ქემალ ფაშა ოსმალეთის იმპერიის პერიოდში იყო სამხედრო ელიტის ერთ-ერთი ლიბერალი წარმომადგენელი, წარმატებით იბრძოლა პირველ მსოფლიო ომში. მისი დიდი დამსახურებაა ინგლისელთა მარცხი გალიპოლის ოპერაციაში (1915 წ.). 1916 წელს მას ებოძა ბრიგადის გენერლის ჩინი და ფაშას ტიტული. 1918 წელს ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ ქვეყანა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ევროპის სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს მისი დანაწილება. 1919 წელს მუსტაფა ქემალმა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა თურქეთის ეროვნული კონგრესი, სადაც თურქეთის პატრიოტული ძალები გაერთიანდნენ. ამ ძალამ ვერ იხსნა ოსმალეთის იმპერია, მაგრამ გადაარჩინა თურქეთი. 1919-1922 წლებში მუსტაფა ქემალმა ინტერვენტებისგან გაწმინდა ანატოლია, დაამარცხა ბერძნები და სომხები. 1922 წელსვე მან დაამხო სტამბოლის მარიონეტული ხელისუფლება და მთელი თურქეთი მას დაემორჩილა. იგი იყო პირველი ვინც სცნო რუსეთის საბჭოთა მთავრობა, სამაგიეროდ კი დიდი დახმარება მიიღო ლენინისგან. 1922 წლის 1 ნოემბერს მან გააუქმა ოსმალეთის იმპერია, ტახტიდან გადააგდო უკანასკნელი სულთანი და თურქეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. 1923 წელს მუსტაფა ქემალი თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა. ამ პოსტზე ყოფნისას მან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა (ლათინურ ანბანზე გადასვლა, სამოქალაქო კანონმდებლობა, ევროპული ტანსაცმლის და ცხოვრების წესის შემოღება და სხვ.) და თურქეთი ევროპული განვითარების გზაზე დააყენა. 1934 წელს მას სამშობლოს წინაშე დიდი დამსახურებებისთვის მიენიჭა ტიტული „ათათურქი" — თურქების მამა.

კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 224 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]