მთავარი » ფაილები » შემეცნებით

იცოდით თუ არა რომ #7
2011-08-26, 2:44 PM
  • ინგლისში მეუღლეთა სექსი ადრე მხოლოდ მეფის ნებართვით იყო შესაძლებელი. მეფე ვნებააშლილ წყვილს აძლევდა აბრას, რომელზეც ეწერა: Fornication Under Consent of the King. (”მრუშობა მეფის ნებართვის ქვეშ”). სახლის კარზე ჩამოკიდული ეს აბრა კი კარს მიღმა მიმდინარე ქმედებების ლეგალურობაზე მეტყველებდა. აქედან მოდის ზმნა "FUCK”
  • ევოლტერის მსახურმა, რომელიც წერა-კითხვის უცოდინარი იყო, თავის პატრონს სოფელში ნათესავებთან გასაგზავნი წერილის დაწერა სთხოვა. როდესაც წერას მორჩა, ვოლტერმა მსახურს წერილი ხმამაღლა წაუკითხა და ჰკითხა, კიდევ რამის დამატებას ხომ არ ისურვებდა    "- მიაწერეთ რომ წერილის ავტორი თქვენ ბრძანდებით და რომ ამ სულელური სტილისთვის ბოდიში ვუხდიო” – უპასუხა მსახურმა.
  • ერთხელ მიქელანჯელო თავის ნაკლებად ნიჭიერ კოლეგას ესტუმრა. მასპინძელმა მას სახლი დაათვალიერებინა და უთხრა, რომ კედლების შეთეთრებას აპირებდა, რათა შემდგომში თავისი ხელით მოეხატა ისინი. "სჯობს ჯერ მოხატო და შემდეგ შეათეთრო” – "ურჩია” მიქელანჯელომ
  • "არ მკითხოთ, როგორ ვიშოვე პირველი მილიონი, დანარჩენი მილიონები კი სუფთად მაქვს ნაშოვნი” – ამბობდა როკფელერი
  • მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ჯარებმა, ივანე ბაგრამიანის მთავარსარდლობით, გერმანელთა ფრონტი გაარღვიეს და ბალტიის ზღვაზე გავიდნენ. გამარჯვებულმა სარდალმა ამ ზღვის წყლით ბოთლი აავსო და სტალინს გაუგზავნა. სანამ ამანათი მოსკოვში ჩავიდა, ფაშისტებმა ბაგრამიანს უკან დაახევინეს. შიკრიკმა, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცოდა, სტალინს გზავნილი გადასცა და უთხრა: "ამხანაგო სტალინ, გენერალმა ბაგრამიანმა ბალტიის ზღვის წყალი გამოგიგზავნათ” "ამანათი ბაგრამიანს დაუბრუნეთ და გადაეცით, რომ წყალი ზუსტად იქ გადაღვაროს, სადაც ეგ ბოთლი აავსო” – უპასუხა სტალინმა.
  • SOS სინამდვილეში SAVE OUR SOULS-ს სულაც არ ნიშნავს. უბრალოდ ასოთა ეს კომბინაცია თავის დროზე, მორზეს ანბანის საშუალებით (სამი წერტილი, სამი ტირე, სამი წერტილი) მარტივად გადაიცემოდა.
  • ჩინეთის პირველ იმპერატორსა და დიდი კედლის ამგებ ჩინ შიხუანდს ჰყავდა 12140 ცოლი და ჰქონდა 10 000 ოთახიანი სასახლე, რომელშიც 27 წელი ისე იცხოვრა, რომ ერთსა და იმავე ოთახში ორჯერ არასოდეს დაუძინია.
  • ერთხელ მარკიზმა დე შაროლემ გართობის მიზნით ადამიანი მოკლა. ამ ამბის გამო შემდგარ სასამართლოზე მეფე ლუდოვიკო XIV-მ მარკიზს უთხრა: "მე გპატიობთ თქვენ ამ მკვლელობას, მაგრამ შევიწყნარებ იმასაც, ვინც თქვენ მოგკლავთ"
  • "დღეს გიჟებს ყველგან შეხვდები, საგიჟეთშიც კი” – ამბობდა ბერნარდ შოუ
  • ინგლისის მეფე, ჰენრი VIII-მ თავის მინისტრ თომას მორს უბრძანა, გამგზავრებულიყო პარიზში და საფრანგეთის მეფისათვის ნოტა პირადად წარედგინა. "თქვენო
    უდიდებულესობავ” – მიუგო მორმა – "თქვენც ხომ იცით, როგორი ფიცხია საფრანგეთის მეფე, ის მაშინვე თავს გამაგდებინებს".
    "- ნუ გეშინია, თუკი ის ამას ჩაიდენს, მე წამიერად გავცემ ბრძანებას ინგლისში მცხოვრებ ყველა ფრანგს თავი მოკვეთონ.” – "დაამშვიდა” მეფემ.
    "- ძალიან გულმოწყალე ბრძანდებით, თქვენო უდიდებულესობავ, მაგრამ ვშიშობ, რომ არც ერთი ფრანგის თავი ჩემს მხრებს არ მოერგება ” – უპასუხა მორმა
  • სპარტაში უცოლობა დანაშაულად ითვლებოდა. სპარტელები ხანშიშესულ უცოლო მამაკაცებს უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ და თეატრში ადგილსაც კი არ უთმობდნენ სიტყვებით: "ჯერ შენ ის არ გაგიჩენია, ვინც მომავალში მე უნდა დამითმოს ადგილიო"
  • მაგიდის გადასაფარებლები თავდაპირველად იმისთვის იყო გამოგონილი, რომ სტუმრებს მასზე ხელები და პირი შეეწმინდათ
  • ჟურნალ "strand magazine”-ს რედაქცია ერთ დღეს 20 ათასამდე წერილით გაივსო. "თქვენ მკვლელი ხართ” – წერდნენ არტურ კონან დოილს მკითხველები. დედამ კი მოსანახულებლად მისული შვილი სახლში არ შეუშვა. კონან დოილი უბრალოდ იძულებული გახდა, შერლოკ ჰოლმსი "გაეცოცხლებინა”
  • "პიგმალიონის” პრემიერის შემდეგ აღფრთოვანებულმა დარბაზმა ტაშის ფონზე ავტორს მოუხმო. ბერნარდ შოუს გამოსვლის მომენტში მხურვალე ოვაციას ერთი სტვენა შეერია. შოუმ იარუსისკენ ხელი დაიქნია და მხიარულად შესძახა: "სავსებით გეთანხმებით, მეგობარო, მაგრამ მარტო მე და შენ აბა ამდენ ხალხთან რას გავხდებით?
  • ერთმა არისტოკრატმა ცნობილ ფრანგ მწერალს ალექსანდრე დიუმას, ირონიულად ჰკითხა: "თუ არ ვცდები, თქვენი შთამომავლობა სისხლის სიწმინდით არ გამოირჩევა. მამათქვენი გენერალი დიუმა, მულატი იყო არა?”
    "-სრული ჭეშმარიტებაა.”
    ” – პაპათქვენი?”
    ” -ზანგი გახლდათ. ”
    "-საერთოდ, თქვენი წინაპარი ვინ იყო?”
    "- მაიმუნი” – მიუგო დიუმამ და დასძინა – "ჩემი შთამომავლობა იმით დაიწყო, რითაც თქვენმა თავისი განვითარება დაასრულა”
  • პირველი მანქანის სახალხო ჩვენება ერთი საათით დაგვიანდა, რადგან საწარმოს კარი მანქანაზე უფრო ვიწრო აღმოჩნდა და ფორდი იძულებული გახდა კედელი საკუთარი ხელით ენგრია.
  • ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა ფოლკნერს: "ბევრი ამტკიცებს, რომ თქვენი ნაწარმოებები გაუგებარია ორჯერ და სამჯერ წაკითხვის შემდეგაც კი, რას ურჩევდით მათ?” ”- მეოთხედაც წაიკითხონ” – უპასუხა ფოლკნერმა.
  • წარმოიდგინეთ, როგორი სიჩუმე იქნებოდა გარშემო, თუკი ადამიანები ილაპარაკებდნენ მხოლოდ იმაზე, რაც იციან" – აღნიშნა ერთხელ კარლ ჩაპეკმა
კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 223 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]