დიოგენე სინოპელი
2011-02-22, 6:38 PM


დიოგენე დადიოდა ქალაქში სანთლით და ამბობდა - „ვეძებ ადამიანს".

დიოგენე სინოპედან (ძვ.-ბერძნ. Διογένης ὁ Σινωπεύς; დ. ძვ. წ. 412, სინოპი — 10 ივლისი ძვ. წ. 323, კორინთო) - ბერძენი ფილოსოფოსი, ცინიკოსი. აცხადებდა, რომ არაფერი ესაჭიროებოდა, მთელ საბერძნეთში მოგზაურობდა ყველაფრისაგან თავისი განდგომის თვალნათლივ საჩვენებლად; ცხოვრობდა ღვინის ცარიელ კასრში და აბუჩად იგდებდა ბერძნულ ცივილიზაციას. ამის გამო მას "შეშლილი სოკრატე" უწოდეს. დიოგენე "მსოფლიოს მოქალაქედ" თვლიდა თავს.დიოგენეს ძირითადი მოთხოვნილებები აუცილებელ მინიმუმამდე იყო დაყვანილი: მოსასხამს სამოსელად და საწოლად იყენებდა, საკვებისთვის ერთი ჯამი ჰქონდა, სასმელისთვის კი თასი. ერთ დღეს პატარა ბიჭი ნახა, რომელსაც ოსპის მარცვლები პირდაპირ პურზე ედო და თავისი ჯამი გადააგდო, ხოლო როცა დაინახა, იგივე ბიჭი როგორ სვამდა წყალს ხელიგულიდან, თასიც გადააგდო. 90 წლის ასაკში დიოგენემ სუნთქვა შეაჩერა და ამგვარად მოიკლა თავი. თავისი ცხედრის შესახებ ასეთი რამ დაიბარა: "დაუმარხავად გადააგდეთ ის ცხოველთა საჯიჯგნად, ანდა ორმოში ჩააგდეთ და ცოტა მტვერი".

Gerome - Diogenes.jpg

Waterhouse-Diogenes.jpg

Diogenes at sculoa di atene.jpg
კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1050 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]