მთავარი » ფაილები » შემეცნებით

ალექსანდრე დიუმა თბილისში იყო
2011-02-22, 6:23 PM

Image Hosted by ImageShack.us
გრაფი სერგეი ვიტი (1892-1903 წლებში) გახლდათ რუსეთის იმპერიის ფინანსთა მინისტრი და მისი დაჟინებით სახელმწიფოში შემოიღეს ოქროს მანეთი. სხვათა შორის ევროპასა და ამერიკაში მას თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწედ მიიჩნევენ, მისი შრომები დასავლეთში დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
სერგეი ვიტი თავის მოგონებებში წერს „ცხრა წლისა ვიყავი, როცა თბილისს ეწვია ალექსანდრე დიუმა-მამა, ჩამოსვლისთანავე გამოეწყო ჩოხაში და ასე დადიოდა ყველგან…¨
ალ. დიუმა დიდ ინტერესს იჩენდა საქართველოსადმი, ეცნობოდა ქართველ ინტელიგენციას, სწავლობდა ქართველთა ზნე-ჩვეულებებს, დიდი გულისყურით ათვალიერებდა თბილისის ისტორიულ ძეგლებს.
თბილისის საზოგადოებას ალექსანდრეს საპატივცემულოდ წვეულება გაუმართავს, სადაც დიუმას საკმაოდ ბევრი ღვინო შეუსვამს, რის დასტურადაც მისთვის წერილობითი მოწმობა მოუციათ.
დიუმამ მოიარა წინანდალი, საქართველოს სამხედრო გზა, რომლის მშვენებას აღტაცებაში მოუყვანია, თბილისიდან მწერალი ქუთაისის გავლით ჩავიდა სოფელ მარანში, საიდანაც ფოთისკენ გაემართა.
სამშობლოში დაბრუნებულმა კავკასიაში მოგზაურობა გამოსცა ცალკე წიგნად. მას ძალიან მოსწონდა ქართული ჩოხა და ქამარ-ხანჯალი. ეს ამბავი გაუგია ერთ-ერთ ქართველ თავადს და მწერლისათვის საჩუქრად მიურთმევია. მაგრამ არ არის ცნობილი ვინ იყო ის თავადი.


კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 154 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]