ადოლფ ჰიტლერი
2011-02-20, 10:48 PM

ადოლფ ჰიტლერი (გერმ.: Adolf Hitler (Schiklbuben)) (დ. 20 აპრილი 1889 – გ. 30 აპრილი 1945) - გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1921 წლის 29 ივლისიდან იყო «ნსდაპ»-ის პარტიული ხელმძღვანელი, 1933 წლის 31 იანვრიდან ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის რაიხსკანცლერი, 1934 წლის 2 აგვისტოდან გერმანიის ფიურერი (გერმ. Führer) და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.

ჰიტლერმა გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურა დაამყარა, აკრძალა ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა დაიწყო. ის იყო მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის მთავარი ინიციატორი.


ადრეული წლები

თავის წარმომავლობას ჰიტლერი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში საიდუმლოდ ინახავდა. „მათ (პოლიტიკურმა მოწინააღმდგეებმა) ეს არ უნდა იცოდნენ საიდან მოვდივარ მე და როგორი ოჯახის შვილი ვარ" - ამბობდა ის. დიოლერსჰაიმი და შტრონესი, თავისი მშობლების სოფლები ავსტრიის ვალდფირტელში, მან 1938 წლის ზაფხულში ავსტრიის ანშლუსის შემდეგ დააცლევინა, მიწასთან გაასწორა და ამ ადგილზე სამხედრო პოლიგონი გაამართვინა. კროკო, კერშაუ და ჰიტლერის სხვა ბიოგრაფები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი ჰიტლერი ბურუსით მოცული და ინცესტით დამძიმებული წარმომავლობაა. თვით ჰიტლერის ვარიანტი საკუტარი წარმომავლობის შესახებ, რომელიც მან «მაინ კამპფში» გადმოგვცა ნაკლებად სარწმუნო წყაროა.

ბავშვობა

ალოის ჰიტლერის სამსახურის გამო ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს ბრაუნაუდან პასაუში, ლამბახიდან ლეონდინგში და საბოლოოდ ლინცში დაემკვიდრა. საერო სკოლებში, რომლებშიც პატარა ადოლფი სწავლობდა, იგი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. მაგრამ ლინცის რეალურ სასწავლებელში იგი სიზარმაცის გამო 1900 წელს კლასში ჩატოვებულ იქნა.

მოგვიანებით ჰიტლერი თავის ამ სიზარმაცეს მამის მიმართ პროტესტით ამართლებდა, რომელსაც სურდა ადოლფსაც სახელმწიფო მოხელის სამსახური დაეწყო. ჰიტლერს თვითონ სურდა მხატვარი გამოსულიყო. რაც შეეხება „პროტესტს", ეს ვერსია ნაკლებად დასაჯერებელია, რადგან ჰიტლერის მამა 1903 წელს გარდაიცვალა, როცა ადოლფი ჯერ კიდევ 13 წლის იყო და მამის სიკვდილის შემდეგაც ადოლფს სკოლაში უკეთესად არ უსწავლია. 16 წლის ასაკში ჰიტლერმა სკოლა მიატოვა და ვენაში წავიდა სამხატვრო სასწავლებელში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად.

პირველ მსოფლიო ომში

პირველი მსოფლიო ომი ჰიტლერმა დასავლეთის ფრონტზე ბავარიის მე-16 სარეზერვო ინფანტერიის პოლკის ("ლისტის პოლკი”) შიკრიკის მოვალეობაში გაატარა. 1914 წლის 16 აგვისტოს იგი მოხალისედ ჩაეწერა არმიაში და იმავე წლის დეკემბერში მე-2 ხარისხის «რკინის ჯვრით» დააჯილდოეს. 1916 წლის ოქტომბერში ჩრ. საფრანგეთში ბრძოლისას ჰიტლერი ფეხში დაიჭრა და ლაზარეთიდან 1917 წლის მარტში დაუბრუნდა ფრონტს.. 1918 წელს იგი 1-ლი ხარისხის «რკინის ჯვრით» დააჯილდოეს.

ჰიტლერი არმიაში ერთ-ერთ დისციპლინირებულ მებრძოლად ითვლებოდა. მისი ბრმა მორჩილება ოფიცრების მიმართ უკმაყოფილებას იწვევდა თანამებრძოლებში. კონრად ჰაიდენი, ჰიტლერის თანამედროვე ბიოგრაფი წერდა: " ჩვენ ყველანი ვლანძღავდით მას და ჩვენს რიგებში თეთრი ყვავის ყოლა აუტანლად მიგვაჩნდა.”

1918 წლის 15 ოქტომბერს, ომის დასასრულამდე რამდენიმე კვირით ადრე ჰიტლერი ქიმიური აირით თავდასხმის მსხვეპლი შეიქნა. იგი დროებით ორივე თვალით დაბრმავდა და წინა პომერანიის ქალაქ პაზევალკის ლაზარეთში გადაიყვანეს. ლაზარეთის აქტების ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ჰიტლერის სიბრმავე გერმანიის პირველ მსოფლიო ომში დამარცხების ფაქტზე მომხდარი ჰისტერიული რეაქციის შედეგიც შეიძლება ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში იგი სამხედრო ფსიქიატრის მიერ იქნა გამოკვლეული და ამ უკანასკნელის დიაგნოზით, როგორც ფსიქოპატი, ლაზარეთიდან იქნა გათავისუფლებული.

ჰიტლერის სულიერი მდგომარეობის იდენტურ შეფასებას ვხვდებით ჰაიდენის ნაშრომში, სადაც ეს უკანასკნელი ციტირებას უკეთებს ჰიტლერის ასმეთაურს: "ამ ჰისტერიკს მე არასოდეს არ გავხდი უნტეროფიცერს!” ასე რომ ჰიტლერის ომში არ დაწინაურებას არაფერი საერთო არ უნდა ჰქონდეს მის ავსტრიულ წარმოშობასთან. სებასტიან ჰაფნერის სიტყვებით ბრძოლის ველზე მიღებული ცოდნა "ერთადერთი განათლება” იყო, რომელიც ჰიტლერმა ოდესმე მიიღო.
აღმავლობა
პირველი პოლიტიკური ნაბიჯები

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ჰიტლერი დარჩა არმიაში და დაბრუნდა მიუნხენში. 1919 წლის ივლისში ის დანიშნული იქნა რაიხსტანგის ჯაშუშად.

ჰიტლერი მხარს უჭერდა ანტისემიტიზმს, ნაციზმს, ანტიკაპიტალიზმს, ანტიმარქსიზმს და ცდილობდა პოლიტიკაში შეეტანა ახალი იდეა ებრაელების წინააღმდეგ. დრექსლერი აღფრთოვანებული იყო ჰიტლერის ორატორული ნიჭით და ამიტომაც გადაწყვიტა, რომ თავის პარტიაში მიეღო. ჰიტლერი შეუერთდა "დაპ–ს" 1919 წლის 12 სექტემბერს. ჰიტლერმა გაიცნო დიტრიხ ეკარტი, პარტიის ერთ–ერთ დამაარსებელი, რომელიც იქცა ჰიტლერის დამრიგებლად, ასწავლიდა მას, როგორ უნდა ჩაეცვა, როგორ უნდა ელაპარაკა, როგორ უნდა წარდგენილიყო აუდიტორიის წინაშე. პარტიის პოპულარობის მიზნით, მისმა წევრებმა გადაწყვიტეს სახელი შეეცვალათ და მას ნაციონალ–სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია უწოდეს. 1921 წლისთვის ჰიტლერი დიდ გავლენას ახდენდა ხალხზე. ამავე წლის თებერვალში, ჰიტლერი სიტყვით გამოვიდა დაახლოვებით 6000 ადამიანის წინაშე მიუხენში. მას ჰქონდა ორატორობის გასაოცარი ნიჭი, რის შედეგადაც მალე მოიპოვა ხალხის კეთილგანწყობა. 1921 წლის 29 ივლისში, ადოლფი დანიშნეს ნაციონალურ–სოციალისტური პარტიის ფიურერად.
პუტჩი და საპყრობილე
«ნსდაპ»-ის ხელახალი დაარსება და აღმასვლა
გზა კანცლერობისაკენ
დიქტატორი
დიქტატურის დამყარება
რასობრივი და გამანადგურებელი პოლიტიკა

ჰიტლერის პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო მისი ებრაელთა ამოჟლეტაზე მიზანმიმართული ანტისემიტიზმი და რადიკალური სოციალდარვინიზმი. თავისი პირველი საჯარო გამოსვლებიდან დაწყებული სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იგი მუდამ თავს ესხმოდა ებრაელებს და სხვა "რასობრივად ნაკლულ” ერებს, რომელთა შორისაც ის გულისხმობდა ბოშებს, პოლონელებს და რუსებს. მისი სოციალდარვინიზმი პირველ რიგში ეხებოდა სხეულით ისე სულით ავადმყოფებს, როგორც "სიცოცხლისათვის არასაჭირო” ელემენტებს. იგი მსოფლიო ისტორიას ხედავდა, როგორც "ძლიერისა” და "სუსტის” ბრძოლას, რომელშიც "მაღალხარისხოვანი რასებს” უნდა ამოუჟლიტათ "დაბალხარისხოვნები”. 1929 წელს «ნსდაპ»-ის პარტიულ კრებაზე ნიურნბერგში მან თქვა: "თუ გერმანია წლიურად ერთ მილიონ ბავშვს შობს და 700-იდან 800 ათასამდე სუსტს თავიდან მოიშორებს საბოლოოდ შედეგად მივიღებთ ძალთა ამაღლებას.” (გერმ.: „Würde Deutschland jährlich eine Million Kinder bekommen und 700.000 bis 800.000 der Schwächsten beseitigt, dann würde am Ende das Ergebnis vielleicht sogar eine Kräftesteigerung sein.")

ასეთი და უამრავი მსგავსი შინაარსის გამონათქვამები ადასტურებენ ჰიტლერის სწრაფვას თავისი რასისტული და სოციალდარვინისტული მსოფლმხედველობის განსახორციელებლად. იგი მისი პოლიტიკის ხერხემალი იყო და არა "გვერდითი ასპექტი”, როგორც ბევრი ამამორჩეველი 1933 წელს ფიქრობდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ მსოფლიო ომში 12.000 გერმანელი ებრაელი დაიღუპა იგი წარმოუდგენელი სიძულვილით წერდა «მაინ კამპფში»: " ომის დაწყებისას და მის განმავლობაში, რომ თორმეტი, თხუთმეტი ათასი ეს ერის წამბილწველი ებრაელი მომწმლავი აირით გაგვეგუდა, ისე როგორც ეს ასობით ათას ჩვენს საუკეთესო მუშას ბრძოლის ველზე დაემართა, მაშინ ეს ფრონტზე გაღებული მილიონობით მსხვერპლი უქმად არ ჩაივლიდა.” მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე მისი ბრძანებით სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დეფიციტს წარმოადგენდა ფრონტიდან მასობრივად იხსნებოდა და ებრაელთა საკონცენტრაციო ბანაკებში დეპორტირებას ხმარდებოდა. თავის პოლიტიკურ ანდერძში ჰიტლერი "რასობრივი კანონების პუნკტუალურ ასრულებას” ითხოვდა.
ებრაელთა დევნა
ეუთანაზია

1939 წლის ოქტომბერში ჰიტლერმა ხელი მოაწერა ბრძანებას ე.წ. «ტ-4 აქციის» შესახებ. ამ ბრძანებით მან ხელი შეუწყო "ეუთანაზიას” ანუ სულიერად და ფიზიკურად დაავადებული მახინჯი ადამიანების განადგურებას, რომელთა არსებობაც, მესამე რაიხის იდეოლოგიური ენით რომ ვთქვათ, "ცხოვრებისათვის არასაჭირო” იყო. «ტ-4 აქციის» რეალიზირება დაევალა "ფიურერის კანცელარიას” და მის ხელმძღვანელს ფილიპ ბოულერს. ბოულერის ბრძანებით ფსიქიატრიული დაწესებულებები, საავადმყოფოები და სამკურნალო სანატორიუმები ადამიანთა ფიზიკურად გასანადგურებელ ბანაკებად იქნა გადაკეთებულნი. მხოლოდ მაშინდელი მესამე რაიხის ტერიტორიაზე 190.000-მდე სულიერად და ფიზიკურად ინვალიდი ადამიანი იქნა მოკლული - მომწამვლელი აირით, საწამლავით, დახვრეტით და შიმშილით.

გერმანიის ორივე ეკლესიის, კათოლიკურისა და პროტესტანტულის წარმომადგენლები - მაგ.: მიუნსტერის ეპისკოპოსი, კარდინალი გრაფი კლემენს აუგუსტუს ფონ გალენი - მკაცრად აკრიტიკებდნენ და ილაშქრებდნენ ეუთანაზიის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დანაშაულებრივი ქმედებები ნაცისტებს სააშკარაოზე არ გამოჰქონდათ ისინი პრაქტიკაში მაინც ტარდებოდნენ.
შეიარაღებისა და ექსპანსიის პოლიტიკა 
ვაიმარის რესპუბლიკის დემოკრატი პოლიტიკოსების მსგავსად ჰიტლერის უპირველესი საგარეო პოლიტიკური ამოცანა ვერსალის ხელშეკრულების

გაუქმება იყო. თუმცა, განსხვავებით დემოკრატებისაგან ჰიტლერი ამ მიზნის მისაღწევად ახალ სამხედრო კონფლიქტს დასაშვებად მიიჩნევდა. ახალ ომამდე საქმე არ მისულა. ევროპის სახელმწიფოებმა გერმანიასთან ახალი სამხედრო და ეკონომიკური ხელშეკრულებები გააფორრმეს (მაგ.: ინგლის-გერმანიის საზღვაო ხელშეკრულება, გერმანია-პოლონეთის 1934 წლის თავდაუსხმელობის პაქტი და სხვ.).

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდა 1934 წელს, რაინის ოლქის დაკავება 1935 წელს და «რაიხსვერის» ვერსალის ზავის პირობებით გათვალისწინებულ რაოდენობაზე მეტად გაზრდა წარმოადგენდა ზავის პუნქტების უხეშ დარღვევას, თუმც ამას ევროპის ქვეყნების მხრიდან პროტესტი არ მოჰყოლია.
ჰიტლერი და მეორე მსოფლიო ომი

ებრაელთა განადგურების გარდა ჰიტლერის მეორე მთავარი ამოცანა იყო გერმანიის მსოფლიო იმპერიად გადაქცევა. ამ მხრივ იგი არა მარტო პირველი მსოფლიო ომის დანაკარგების გაბათილებას, არამედ აღმოსავლეთში უზარმაზარი ტერიტორიების დაპყრობას და კოლონიალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ესწრაფვოდა. ჰიტლერის მიზნების განხორციელება სამხედრო კონფლიქტის გარეშე წარმოუდგენელი იყო და ამიტომაც იგი მთელი ძალისხმევით ემზადებოდა მისთვის. ნაციზმსა და ბოლშევიზმს შორის არსებული გადაულახავი ანტაგონიზმი ხელს უწყობდა კონფლიქტის გამწვავებას და რაკი ჰიტლერის აგრესია ძირითადად სსრკ-ის წინააღმდეგ იყო მიმართული ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი თავდაპირველად ფიურერში საბჭოეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ბუნებრივ მოკავშირეს ხედავდა.

გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის დაპყრობის შემდეგ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წამყვანი პოლიტიკური წრეები გერმანიასთან ომის გარდაუვალობას მიხვდნენ და დაიწყეს კავშირის კაბმა სსრკ-თან. ჰიტლერმა, რომელსაც სურდა თავიდან აეცილებინა ორ ფრონტზე ომი, ყველსათვის მოულოდნელად 1939 წლის 23 აგვისტოს თავდაუსხმელობის პაქტი დადო სტალინთან. ფიურერისათვის ეს პაქტი სხვა არაფერი იყო თუ არა დროის მოგება. იგივე მიზნები ამოძრავებდა სტალინსაც, რომელიც თავის მხრივ გადამწყვეტი ომისათვის ძალების მოკრებას საჭიროებდა. პაქტის შემდეგ ჰიტლერს გზა გაეხსნა საფრანგეთის, ინგლისისა და პოლონეთის წინააღმდეგ საომრად.
ომის დაწყება
ომის მიმდინარეობა
დასასრული ბუნკერში

1945 წლის მარტში პარკინსონით დაავადებულმა ჰიტლერმა წითელი არმიის საჰაერო დაბომბვებისაგან თავი ფიურერის ბუნკერს შეაფარა. 19 მარტს მან გასცა ე..წ. "ნერონის ბრძანება", რომელის მიხედვითაც უკანდახეულ გერმანელ მებრძოლებს ომს გადარჩენილი ინფრასტრუქტურა უნდა გაენადგურებინათ. ფიურერის ამ ბრძანების შესრულებას ხელი შეიარაღების მინისტრმა ალბერტ შპეერმა შეუშალა. 1945 წლის 22 აპრილს ჰიტლერი პანიკაში ჩავარდა, როცა მისთვის ნათელი გახდა დამარცხების გარდაუვალობა. მან საკუთარი შტაბის დიდი ნაწილი გაათავისუფლა და მიუხედავად ბორმანის, კაიტელის და გიოტინგის მრავალჯერადი თხოვნისა უარა განაცხადა ბერლინის დატოვებაზე. თავის შეფ-ადიუტანტს იულიუს შაუბს ჰიტლერმა დაავალა მისი დოკუმენტების და კორენსპონდენციის რაიხსკანცელარიაში, ბუნკერში, მიუნხენში და ობერზალცბერგზე განადგურება.

მომდევნო დღეებში ჰიტლერის ინტერესის ერთადერთი თემა თვიმკვლელობისათვის საუკეთესო საშუალების ამორჩევა იყო. მისი ბრძანებით ბუნკერში მყოფ ყველა პირს კალიუმის ციანიდის ამპულა დაურიგდა. 1945 წლის 29 აპრილს ჰიტლერმა იქორწინა ევა ბრაუნზე და მომდევნო დღეს 30 აპრილს ახლადშეუღლებულებმა 14:30-ზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. ორივემ კალიუმის ციანიდის ამპულები დაღეჭეს, ხოლო ჰიტლერმა ამასთან ერთად საფეთქელში ტყვია დაიხალა.

ფიურერის ბრძანების მიხედვით მისი და ევა ბრაუნის გვამები მარტინ ბორმანმა, ჰიტლერის კამერდინერმა ჰაინც ლინგემ, ადიუტანტმა ოტო გიუნშემ და ფიურერის დავცის რამდენიმე პირმა რაიხსკანცელარიის ეზოში ბომბის აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ერთ-ერთ ორმოში მოათავსეს, ბენზინი გადაასხეს,დაწვეს და შემდგომ მიწით დაფლეს. მაისის პირველ რიცხვებში საბჭოთა სპეცჯგუფმა ჰიტლერისა და ევა ბრაუნის დანახშირებული გვამები ამოთხარეს და რენტგენის სურათების და კბილების სქემის მიხედვით ამოიცნეს. სსრკ გვამების პოვნას ათწლეულების მანძილზე პოლოტიკური მოსაზრებებით საიდუმლოდ ინახავდა. ცივი ომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 70-იან წლების დასაწყისში ჰიტლერისა და ევა ბრაუნის გვამები, რომლებიც მაგდებურგში ერთ-ერთ საბჭოთა ყაზარმის ეზოში იყო დამარხული, კგბ-ის მაშინდელი შეფის ანდროპოვის ბრძანებით დაფერფლილ იქნა და ფერფლი მდ. ელბაში იქნა გადაყრილი.
ჰიტლერი თანამედროვე პოლიტიკურ სპექტრში
თანამედროვე გერმანელი ავტორები ჰიტლერზე
ვიდერშტანდი

ომის დაწყებისთანავე მესამე რაიხის იატაქვეშეთში სამოქალაქო, პოლიტიკური და სამხედრო საწინააღმდეგო მოძრაიბა ჩამოყალიბდა, რომელსაც «ვიდერშტანდი» (გერმ.: Widerstand) ეწოდებოდა. გერმანიის კომუნისტური პარტია, მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაცია «წითელი კაპელა» და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია ჯერ კიდევ 1933 წლიდან ცდილობდნენ «ვიდერშტანდის» ორგანიზირებას და კოორდინირებას. პოლიტიკური ორგანიიზაციების გარდა ცალკეული მოქალაქეებიც იჩენდნენ პირად ინიციატივას. მაგ.: და-ძმა შოლი, რომლებმაც მიუნხენში პლაკატებითა და პროკლამაციებით მოსახლეობას დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდეს. 1942 წლის მიწურულს ისინი გამცემის წყალობით «გესტაპომ» დააპატიმრა. და-ძმა შოლი და მათი ნამამოააზრეები ორგანიზაცია
კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1481 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]