მთავარი » ფაილები » საქართველო

საქართველო ნაწილი 3
2011-02-20, 5:38 PM

განათლება

უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები და განათლების ცენტრები:

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა
ვალუტა ლარი (GEL)
ფისკალური წელი კალენდარული წელი
სავაჭრო ორგანიზაციები WTO და სუამი
სტატისტიკა
მშპ რანგი 126-ე (2005) [1]
მშპ (მუპ) $18.16 მილიარდი (2006)
მშპ ზრდა 9.4% (2006)
მშპ/სულზე $3,900 (2006)
მშპ სექტორით სოფ.-მეურნეობა (17.2%), მრეწველობა (27.5%), მომსახურება (55.3%) (2005 დაახ.)
ინფლაცია 10% (2006)
მოსახლეობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 54% (2001)
სამუშაო ძალა 2.04 მილიონი (2004)
სამუშაო ძალა პროფესიით სოფ.მეურნეობა (40%), მრეწველობა (20%), მომსახურება (40%) (1999 დაახ.)
უმუშევრობა 12.6% (2004 დაახ.)
მთავარი მრეწველობა ფოლადი, ავიაცია, მანქანათხელსაწყოები, ელექტროხელსაწყოები, მაღაროები (მანგანუმი და სპილენძი), ქიმიური, ხე-ტყე, ღვინო
სავაჭრო პარტნიორები
ექსპორტი $1.5 მილიარდი (2008)
მთავარი პარტნიორები თურქეთი 17.6%, აზერბაიჯანი 13.7%, უკრაინა 9.0%, კანადა 8.8%, სომხეთი 8.3%, ბულგარეთი 7.2%, აშშ 6.8% (2005)
იმპორტი $6.0 მილიარდი (2008)
მთავარი პარტნიორები თურქეთი 15.3%, უკრაინა 10.9%, აზერბაიჯანი 10.0%, გერმანია 7.2%, რუსეთი 7.0%, ჩინეთი 4.9% (2005)
საჯარო ფინანსები
სახელმწიფო ვალი $1.76 მილიარდი (2006 დაახ.)
შემოსავლები $1.43 მილიარდი (2005 დაახ.)
გასავლები $1.56 მილიარდი (2005 დაახ.)
ეკონომიკური დახმარება ODA $150 მლნ (2000 დაახ.)


დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე გრძელდება საბაზრო რეფორმები. ეკონომიკის მთავარი დარგებია სოფლის მეურნეობა (ჩაი, ციტრუსი, ხილი, თამბაქო, ღვინო), მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ჰიდრორესურსები. დიდი ყურადღება ეთმობა საკურორტო-ტურისტული კომპლექსის აღდგენას, რომელიც ადრე ყოველწლიურად 2 მლნ ადამიანს ემსახურებოდა. სოფლის მეურნეობის პროდუქცია (ყურძენი, ჩაი, ციტრუსები); მთავარი სავაჭრო პარტნიორებია რუსეთი (18 %), თურქეთი (14 %), აზერბაიჯანი (12 %) და აშშ (6 %). • ერთობლივი ეროვნული პროდუქტი: სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა 32; 1 სულ მოსახლეზე — 860 $. • ვალუტა — ქართული ლარი (GEL).


საბანკო-საფინანსო და დაზღვევის სისტემები

დიდი მამულიშვილი, ილია ჭავჭავაძე, საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკის ხელმძღვანელობის პერიოდში, ჯერ კიდევ 1883 წლიდან გაზეთ «ივერია»-ში აქვეყნებს, ხსენებული ორგანიზაციის, საზოგადოებრივი მუშაობისა და ღვაწლის შემაჯამებელ ოქმებს (რუბრიკაში «შინაური მიმოხილვა»). ეს უკანასკნელი კი საფუძველი ხდება პირველი ქართული საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის — პირველი საჯარო წარდგინებისა. ილია მიზანმიმართულად მუშაობდა საბანკო მომსახურების კულტურის საქართველოში დამკვიდრების საკითხებზე. ასსზე მეტი წლის შემდეგ, XX საუკუნის 90-იან წლებში, დამოუკიდებლობის დაბრუნებიდან — დღემდე, საქართველოს საბანკო — საფინანსო ჯგუფები, მათი მოღვაწეობა და მიღწევები წარმოადგენს კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ფასეულობას სტაბილური, სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე.

დღეს საქართველოს ეკონომიკის სექტორში მუშაობს რამდენიმე ძლიერი კომერციული ბანკი და ბანკების ასოციაცია:

არასაბანკო საკრედიტო-სადეპოზიტო ორგანიზაციები და საფინანსო-საკრედიტო მხარდაჭერის პროგრამები:

დაზღვევის სისტემა:

სახელმწიფო ინსტიტუტები:

შეიარაღებული ძალები


2007 წლის მონაცემებით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 37000 მდე სამხედრო მოსამსახურე. სახმელეთო ჯარები (35000), სამხედრო-საჰაერო ძალები (1300), სამხედრო-საზღვაო ძალები (400). რეზერვში ირიცხებოდა 60000 ადამიანი. შეიარაღებაში იმყოფებოდა 235-მდე ტანკი, 250-მდე საბრძოლო შეჯავშნული მანქანა, 240-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და ნაღმსატყორცნი, 80-მდე საზენიტო რაკეტო კომპლექსი, 15 თვითმფრინავი და 50 შვეულმფრენი,(ასევე 40 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი), 25 საპატრულო კატარღა და მცირე ხომალდი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება შერეული პრინციპით-სავალდებულო გაწვევით და კონტრაქტის საფუძველზე. 2007 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოეყო დაახლოებით 1 მლრდ. დოლარი.



დამოუკიდებლობის აღდგენა
საქართველოს ისტორია
საქართველოს სამეფო თამარ მეფის დროს, XII საუკუნე

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
უძველესი ისტორია
კოლხეთის სამეფო
იბერიის სამეფო
ლაზიკა-ეგრისის სამეფო
ძველი და ახალი ისტორიები
ტაო-კლარჯეთის სამეფო
აფხაზეთის სამეფო
ჰერეთის სამეფო
ქართლის სამეფო
კახეთის სამეფო
იმერეთის სამეფო
ერთიანი ქართული სახელმწიფო
ქართლ-კახეთის სამეფო
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
უახლესი ისტორია
საქ. დემოკრ. რესპუბლიკა
საქართველოს სსრ
საქართველოს რესპუბლიკა

საქართველოს პორტალი
  •  •  

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების მემარჯვენე საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო" (სპიკერი: ზვიად გამსახურდია). იმავე წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული ბ-ნი ზვიად კ. გამსახურდია (1939—1993). იმავე სესიაზე რესპუბლიკას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა", დამტკიცებულ იქნა ახალი სახელმწიფო სიმბოლიკა და სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის ერთადერთ კითხვას: „გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" დადებითი პასუხი გასცა ქვეყნის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა, მათ შორის აფხაზებმაც. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი". იმავე დღეს აშშ-ის კონგრესმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად სცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.

სამხედრო გადატრიალება

1991 წლის 26 მაისის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ. რადიკალური ოპოზიციის მოქმედების შედეგად, 1991 წლის 22 დეკემბრიდან თბილისში დაიწყო სამხედრო გადატრიალება, რაც დასრულდა 1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტ გამსახურდიას სამშობლოდან გაძევებით. ხელისუფლების სათავეში მოექცა სამხედრო საბჭო, რომელმაც იმავე წლის მარტში ძალაუფლება გადასცა ე. წ. „სახელმწიფო საბჭო"-ს (თავმჯდომარე: ე. შევარდნაძე).

ქვეყანაში დამყარდა ედუარდ შევარდნაძის რეჟიმი, რომლის 12-წლიანი მმართველობა აღინიშნა ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზების დაკანონებით და ა. შ. პირველი პრეზიდენტის და მის მხარდამჭერთა წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ციხეებში აღმოჩნდა რამდენიმე ათეული პოლიტიკური პატიმარი.

საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი მძლავრი ტალღის აგორებამ 1988 წელს, შემდეგ კი საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია მის ავტონომიურ წარმონაქმნებში, რასაც შედეგად მოჰყვა სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირება (19891993) და სეპარატისტული რეჟიმების ჩამოყალიბება აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში (შიდა ქართლში). 1993 წლის სექტემბერში სამშობლოში დაბრუნებულმა ზვიად გამსახურდიამ (ჩეჩნეთის დედაქალაქიდან იგი სამეგრელოში ჩაფრინდა) სცადა აფხაზეთის გადარჩენა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, მაგრამ ე. შევარდნაძემ მოიწვია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდები ადმირალ ბალტინის მეთაურობით და დახმარების შემთხვევაში რუსეთს აღუთქვა საქართველოს დსთ-ში შეყვანა. ამან გადაწყვიტა კანონიერი პრეზიდენტისა და მისი ხელისუფლების ბედი. სამეგრელოს მაღალმთიან, ტყიან მასივში გახიზნული პრეზიდენტი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 1993 წლის 31 დეკემბერს.

ვარდების რევოლუცია - შევარდნაძის გადადგომა


2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების მიზეზით გამოწვეულ საერთო-სახალხო მღელვარების ფონზე, იმდროინდელმა ოპოზიციამ, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით მოახდინა „ვარდების რევოლუცია", რამაც 2003 წლის 23 ნოემბრის შევარდნაძის გადადგომა გამოწვია.


კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 323 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]