ქართული ენის ისტორია
2011-03-12, 7:41 PM



დღევანდელ დღეს ჩვენთვის მთავარია ვიცოდეთ ჩვენს ენაზე გამართულად ლაპარაკი, თუმცა მგონი ისიც მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ საიდან მოდის ის, ევოლუციის რა ეტაპებს გავიდა, საით მიგვყავს იგი გაუმართავი საუბრით და რა საინტერესო ფაქტები უკავშირდება მას.

ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა, რაც სხვა ყველაფერთან ერთად,ნიშნავს რომ ნებისმიერი არაქართველი ვალდებულია ეცადოს მის შესწავლას, თუ იგი საქართველოს მოქალაქეა. ქართულ ენაზე ლაპარაკობს 4 მილიონამდე ადამიანი საქართველოს საზღვრებში. ასევე აზერბაიჯანის, თურქეთისა და ირანის ტეროტორიებზე გვხვდება ქართული ენის რამოდენიმე დიალექტი, რომლებსაც იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველები რამოდენიმე საუკუნის მანძილზე არსებობას უნარჩუნებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენა მცირე ერის სახელმწიფო ენაა, მისი ურთულესი ბგერების გაგება მთელი მსოფლიოს მასშგაბით შეიძლება. ამჟამად, ყველაზე ვრცელი ქართული დიასპორა რუსეთშია, შესაბამისად საქართველოს საზღვრებს გარეთ ყველაზე მეტი ხალხი ამ ქვეყანაში ლაპარაკობს ქართულად.



წარმომავლობა

ქართული ენის წარმოშობის შესწავლას, უძველეს დროში გადავყავართ. ქართული ენის ასოებისა და ჩვეული ნიშანთვისებების გაუთავებელი შედარებით ამა თუ იმ უძველეს ენასთან და ამ შედარებებისგან გამოტანილი დასკვნების თანახმად, ქართული ენა მიიჩნევა უძველესი "ქართველური ენის” შთამომავლად. ზემოთხსენებული ენა კი ჩვ.წ-მდე 2000 წლით თარიღდება. ძველ ენათა სწავლულების თანახმად, ქართველური ენა მოგვიანებით გაიყო ორ ნაწილად, სვანური და ქართული, რომელიც მოგვიანებით გაიყო 3 ნაწილად: მეგრული, ლაზური და ქართული. ისტორიული ფაქტების მიხედვით, ქართული ენის შემდგომი ნაკვალები ჩვ.წ-მდე მე-3 საუკუნეში ჩანს, ფარნავაზის მეფობის პერიოდში. სწორედ ფარნავაზის დროს, შეიქმნა პირველი ქართული ანბანი(ასომთავრული). ანბანის შექმნასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა, რის მიხედვითაც ფარნავაზმა ნახა ხილვა, სადაც მის წინაშე მონაცვლეოდნენ ასოები.
ასომთავრული ანბანის ნიმუშები აღმოჩენილია უძველეს ეკლესიებზეც. ასომთავრულით დაიწერა უდიდესი ლიტერატურული ჰაგიოგრაფიული ძეგლი შუშანიკის წამება, რომელიც თარიღდება მე-5 საუკუნით.

ამ ტიპის ანბანი დიდი ხნის მანძილზე დარჩა ხმარებაში, მაგრამ მე-9 საუკუნეში ქართულ ენაში შემოვიდა ნუსხური დამწერლობა. მიუხედავად იმისა, რომ ნუსხური მე-9 საუკუნიდან შემოდის, პირველი ნიმუშები მე-10 საუკუნეში გვხვდება. ეს ნიმუშები მოიცავს კიდევ ერთ ჰაგიოგრაფიულ ძეგლს "აბო ტფილელი”.

მე-11 საუკუნეში ქართული დამწერლობა კიდევ ერთხელ, ამჟამად ბოლოჯერ, შეიცვალა მხედრულით. მხედრული გამოდგა სხვა ყველა დამწერლობაზე სრულყოფილი. მხედრულის სრულყოფილება გამოიხატება მის შედარებით სიმარტივესა და ეკონომიურობაში. ამ ტიპის ანბანში ასოების რაოდენობა ემთხვევა ბგერების რაოდენობას, რაც მას მნიშვნელოვნად ამარტივებს. მხედრულს ანუ ქართულ ანბანს არანაირი მსგავსება გააჩნია სხვა ენებთან, უფრო მეტიც, იგი არის მსოფლიოშო არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი.




დიალექტები

ქართული ენა მოიცავს 17-მდე ნაცნობ დიალექტს, ისინი ძირითადად 2 ჯგუფში არიან განაწილებული, ესენია: დასავლური და აღმოსავლური. ისინი ერთმანეთისგან შემდეგი ასპექტებით განსხვავდებიან: მორფოლოგიურად, სინტაქსურად, ფოლოგიურად და ლექსიკონით. მიოუხედავად ასეთი განსხვავებებისა, ნებისმიერი დიალექტი აგებულია სტანდარტული ენის სტრუქტურაზე. რამოდენიმე დიალექტის ჩამოყალიბებაზე გავლენა მეზობელი ქვეყნების(აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი) ენებმა მოახდინეს. ალბათ ყველას გსმენიათ ინგილო, ესეც არის ერთ-ერთი დიალექტი რომელზეც აწ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები საუბრობენ. ეს ტერიტორია მდებარეობს ალაზნის ხეობის ნაწილზე. კიდევ ერთი "დამტვრეული ქართულის” სამშობლოა კლარჯეთი- ტერიტორია შეტყაპუნებული თურქების მიერ  . მე-3 ობიექტი უცხოურ-ქართული დიალექტისა არის ფერეიდნული ქართული. ხალხი რომელიც ამ ენაზე საუბრობს ცხოვრობს ირანის ტერიტორიაზე. ისინი წარმოადგენენ მე-17 საუკუნეში შაჰ-აბასის მიერ გადასახლებული კახელების შთამომავლობას. ქართული დიალექტების ჩამოყალიბებაზე უცხოელებთან ერთად, რა თქმა უნდა, ქართველებიც "ზრუნავდნენ”. ჩვენი ქვეყნის მთიან რეგიონებში ხალხი ისეთ დონეზე ამარტივებს ქართულ ენას, რომ მათ თავიანთი დიალექტები შექმნეს.

ლიტერატურა

ჰაგიოგრაფიული ნაშრომების გარდა ქართულ კალამს შეუქმნია მრავალი შედევრი, რომელთაც აწიარება ჰპოვეს მთელ მსოფლიოში. ყველა "ხმაურიანი” გამოდგა მე-12 საუკუნის "ვეფხისტყაოსანი”. ეს პოემა აღიარებულია ევროფის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად. იგი ითარგმნა მრავალ ენაზე, მაგალთად ფრანგულზე, ესპანურზე, გერმანულზე,ინგლისურზე, ივრითულზე (ებრაული), რუსულზე, იაპონურზე, ჩინურზე და ა.შ. "ვეფხისტყაოსანი” ასევე იყო ერთ-ერთი პირველი ნაბეჭდი ნაწარმოები, ბიბლიასთან ერთად, საქართველოს ისტორიაში 1712 წელს.

საინტერესო ფაქტები

* ქართული ენა არის მსოფლიოში 120 ადგილზე მასზე მოლაპარაკე ხალხის რაოდენობის მიხედვით (რაოდენობა ითვლება მხოლოდ ეთნიკური ქართველებით ანუ 4 მილიონამდე)
* ქართულ ენაში არ არსებობს მდედრობითი ან მამრობითი "ის”.
* ქართული ზმნა ყოველთვის გულისხმობს თავის თავში ერთ, ორ ან სამ სუბიექტს. (მაგალითად გაუგზავნის ( ის, მას, მას) ეს ერთი სიტყვა სხვა ენაში მთელ წინადადებას მოიცავს)
* 1705 წელს, მოსკოვში მეფე არჩილ 2-ის მითითეებით ნუსხური და ხუცური ანბანებით დაიბეჭდა "დავითნი”. 1712 წელს, კი ვახტანგ 6-ის მიერ დაარსებულ სტამბაში, როგორც უკვე ვთქვი, დაიბეჭდა "ვეფხისტყაოსანი”, "ბიბლია” და "ახალი აღთქმა”.

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 980 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]