ილია ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმი
2011-03-17, 7:51 PM

ილია ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმი სწორედ იმ სახლშია განთავსებული, სადაც ცნობილმა მწერალმა, პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა (1902 – 1097). სახლი ილიამ 1900 წელს შეიძინა. დღემდე ხელუხლებლად შემორჩა 1900 – 1902 წლებში არქიტექტორ სვიმონ კლდიშვილის მიერ მიშენებული საპარადო ფასადი და მისაღები ოთახის კედლის ბუხარი.
ექსპოზიცია ილიას პირადსა და ეპოქალურ ნივთებს აერთიანებს. მწერლის სამუშაო ოთახში გარემო დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების მიხედვით თითქმის უცვლელადაა აღდგენილი.
ილიას შემოქმედების თაყვანისმცემლებს მუზეუმში გამეფებული სიმყუდროვე ხიბლავთ. საოცრად თბილი გარემო სტუმრებს XX საუკუნის დასაწყისში აბრუნებს და ,,დროში მოგზაურობისგან” გამოწვეული შთაბეჭდილებები კიდევ დიდხანს არ ნელდება.

მუზეუმი მუშაობს ყოველდღე კვირისა და ორშაბათის გარდა 11:00 – დან 17:00 – საათამდე
მისამართი: გ. ჩუბინაშვილის N22
ტელ: (+995 32) 95 02 60

ილიას კაბინეტი

 
 
კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 967 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]