ზიგმუნდ ფროიდი
2011-04-05, 9:46 PM

ავსტრიელი ნევროლოგი, ფსიქოანალიტიკური სკოლის
დამფუძნებელი. ფროიდმა ცხოვრების დიდი ნაწილი ვენაში
გაატარა, ამიტომ მისი სახელი მჭირდოდაა დაკავშირებული
ამ ქალაქთან. ცხოვრების ბოლოს, ნაცისტებისაგან დევნილს,
ლონდონში მოუხდა გადასახლება, სადაც გარდაიცვალა 1939
წელს.

ფროიდის ფსიქოანალიტიკური კონცეფცია ორ ძირითად
პრინციპს ეფუძნება:
1. ფსიქიკურ მოვლენებს აქვთ საზრისი. ისინი არ ხდება შემთხვევით, მექანიკურად
_ თუ შეცდომით ვამბობ სახელს, არასწორად ვწერ სიტყვას, ვხედავ აბსურდულ
სიზმარს, სახლში მრჩება გასაღები _ ყოველივე ამას აქვს საზრისი, რომლის ახსნაც
შეიძ ლება;
2. ჩვენი ფსიქიკური ცხოვრების უდიდესი ნაწილი მიმდინარეობს არაცნობიერად;
ძალიან ხშირად არ ვიცით, რა გვამოძრავებს, რატომ განვიცდით ამა თუ იმ ემოციას,
რატომ ვმოქმედებთ ასე და არა – სხვაგვარად. იმიტომ, რომ ცნობიერება ჩვენი ფსიქიკის
მხოლოდ მცირე ნაწილია. ჩვენს ფსიქიკურ ცხოვრებაში განმსაზღვრელ როლს
არაცნობიერი ასრულებს. როგორც ფროიდი აჯამებს, `ჩვენ არ ვართ ბატონ-პატრონები
საკუთარ სახლში~.

ფსიქოანალიტიკური თეორიის ეს ორი პრინციპი, ისევე როგორც ანალიზის სხვადასხვა
ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც არაცნობიერის აღმოჩენა შეგვიძლია,
ფროიდ მა გადმოსცა შრომებში: `სიზმრების ინტერპრეტაცია~ (1900), რომელშიც
სიზმარი განხილულია როგორც `სამეფო გზა არაცნობიერისაკენ~; `ყო ველდღიური
ცხოვრების ფსიქოპათოლოგია~ (1901) – ავტორი ასაბუთებს, რომ ჩვენი ყოველდღიური
ცხოვრება ყოველ ფეხის ნაბიჯზე ავლენს არაცნობიერ მოტივაციათა კვალს; `სამი
ესსე სექსუალობის თეორიის შესახებ~ (1905) _ აქ ფროიდი გადმოსცემს სექსუალობის
შესახებ საკუთარ თეორიას, რომლის ცენტრშიც დგას ოიდიპოსის კომპლექსი – ეროტიკულ-
აგრესიულ ლტოლვათა ერთობლიობა, რომელსაც ბავშვი განიცდის საკუთარი
მშობლების მიმართ.
ფროიდის დიდი მნიშვნელობა აზროვნების ისტორიაში დაკავშირებულია აგრეთვე
მის მიერ ნორმასა და ნორმიდან გადახრას შორის კავშირის ახლებურად გააზრებას-
თან. თუ ფროიდამდე არანორმალური ქცევა განიხილებოდა მოვლენად, რომელსაც
არაფერი ჰქონდა საერთო ნორმასთან, მისი დამსახურებაა იმ კანონზომიერებათა ძიება, რომლებიც საფუძვლად უდევს როგორც ნორმალურ, ისე არანორმალურ ფსიქიკურ
პროცესებს. ამით მკვლევარმა დასაბამი მისცა ფსიქიკური დაავადებების, საზრისის
მქონე ფენომენებად განხილვას.
20-იან წლებში ფროიდმა ფსიქიკის ახალი სქემა შეიმუშავა, რომელიც სამნაწილიანია:
იგი (გერმ. Eს, ინგ. Iდ), მე (გერმ. Iცჰ, ინგ., Eგო) და ზე-მე (გერმ. Üბერ-Iცჰ, ინგ.,
შუპერ-ეგო).
ეს სქემა ადამიანის ფსიქიკის წარმოდგენის კიდევ ერთი მცდელობაა, ის
ავსებს უფრო ადრინდელ, ასევე სამნაწილიან სქემას, რომელიც ცნობიერისაგან, წინარეცნობიერისაგან
და არაცნობიერისგან შედგებოდა.
ფროიდი შეეცადა, საკუთარი ფსიქოანალიტიკური თეორია გამოეყენებინა კულტურისა
და საზოგადოების ზოგადი თეორიის ასაგებად. ამას მიუძღვნა შემდეგი
შრო მები: `ტოტემი და ტაბუ~(1913), `ერთი ილუზიის მომავალი~ (1927), `კულტურით
დაუკმაყოფილებლობა~ (1929) და სხვ., რომლებშიც მოცემულია სოციალური ინსტიტუტების
გენეზისის ახსნის მცდელობა.
ფროიდის კონცეფციამ უზარმაზარი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ XX საუკუნის
ფსიქოლოგიასა და, ზოგადად, თეორიულ აზროვნებაზე, არამედ ხელოვნებისა და
კულტურის განვითარებაზეც. ფროიდის თეორიისაგან დავალებულ თეორეტიკოსთა
და შემოქმედთა სიაში არიან: კარლ-გუსტავ იუნგი, ჰერბერტ მარკუზე, კლოდ ლევისტროსი,
სალვადორ დალი, ჯეიმზ ჯოისი, თომას მანი, დ. ჰ. ლოურენსი, ალფრედ ჰიჩკოკი,
ვუდი ალენი და მრავალი სხვა.

ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრების ქრონოლოგია:

1856 წლის 6 მაისი — პატარა ქალაქ ფრეიბერგში (მორავია) დაიბადა სიგიზმუნდ შლომო ფროიდი.
1859 — ფროიდების ოჯახი საცხოვრებლად გადადის ლაიფციგში.
1860 — ფროიდების ოჯახი საცხოვრებლად გადადის ვენაში.
1865 — ფროიდი სასწავლებლად შედის გიმნაზიაში, რომელიც მდებარეობს ვენურ კვარტალში ლეოპოლდშტადტი.
1873 — გიმნაზიის გამოსაშვებ კლასში ფროიდი კითხულობს გეტეს თხზულებას „ბუნების შესახებ" და სოფოკლეს ტრაგედიას „მეფე ოიდიპოსი". იგი იღებს გადაწყვეტილებას, შეისწავლოს მედიცინა ვენის უნივერსიტეტში.
1877 — ფროიდის პირველი მეცნიერული ნაშრომის გამოქვეყნება — „გველთევზების სასქესო ორგანოების შესახებ".
1878 — ოიზეფ ბრეიერთან მეგობრობის დასაწყისი.
1879 — ერთწლიანი სამსახური ჯარში.
1881 — ღებულობს დოქტორის ხარისხს.
1882 — ნიშნობა მარტა ბერნეისთან; იწყებს მუშაობას ვენის საქალაქო საავადმყოფოში.
1884 — იკვლევს ავადმყოფების კოკაინით მკურნალობის შესაძლებლობებს.
1885 — სტაჟირება პარიზში შარკოსთან. შარკო წარმატებით იყენებს ჰიპნოზის ტექნიკას და წინ წამოაყენებს ისტერიის ახსნის ახალ მიზეზებს.
1886 — ფროიდი კერძო პრაქტიკას იწყებს ვენაში; ქორწინება მარტა ბერნეისზე.
1887 — ფროიდი სპეციალიზირდება ნერვული დაავადებების მკურნალობაზე ელექტროთერაპიისა და ჰიპნოზის გამოყენებით.
1891 — ნაშრომში „აფაზიის შესახებ" ფროიდი მეტყველების დარღვევას, რომელიც დაკავშირებულია ტვინის პათოლოგიებთან.
1893 — „ანნა ო."-ს შემთხვევა; იოზეფ ბრეიერი და ფროიდი ერთად აანალიზებენ პაციენტების ნერვოზებს. ზოგჯერ ფროიდის დასკვნები ეფუძნება ბრეიერის მონათხრობებს.
1895 — ბრეიერისა და ფროიდის ბოლო საერთო სტატიაში „ისტერიის კვლევა" აღწერილია „ანნა ო."-ს შემთხვევა. შემდგომშო ფროიდი მუშაობს დამოუკიდებლად.
1896 — პირველად გაიჟღერა ტერმინმა „ფსიქოანალიზი"; გარდაიცვალა ფროიდის მამა.
1897 — ფროიდი დაკავებულია თვითანალიზით, რომელმაც მიიყვანა იგი ნერვოზების ტრავმატული ბუნების იდეებთან, ბავშვური სექსუალობის და ოიდიპოსის კომპლექსის აღმოჩენამდე.
1899 — დეკემბერში გამოდის „სიზმრები" (გამოცემის მონაცემებში მითითებულია 1900 წელი). ფროიდის ეს წიგნი შეიცავს თავისი საკუთარი და პაციენტების სიზმრების ანალიზს.
1901 — გამოქვეყნდა „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია".
1902 — ჩამოყალიბდა ფსიქოლოგიური საზოგადოება, რომელიც იკრიბებოდა ოთხშაბათობით.
1905 — „სამი ნარკვევი სექსუალობაზე", „ისტერიის ანალიზის ფრაგმენტი" (დორას შემთხვევა), „იუმორი და მისი კავშირი არაცნობიერთან".
1906 — მეგობრობის დასაწყისი ნიჭიერ შვეიცარიელ ფსიქიატრთან კარლ გუსტავ იუნგთან.
1908 — პირველი საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური კონგრესი ზალცბურგში.
1909 — მეგობრებისა და მოსწავლეების თანხლებით ფროიდი მიემგზავრება აშშ-ში ფსიქოანალიზზე ლექციების წასაკითხად.
1912 — წიგნში „ტოტემი და ტაბუ" ფროიდი წამოაყენებს იდეას, რომ კულტურისა და რელიგიის საფუძველი არის სექსუალური ინსტინქტების განდევნის მექანიზმები.
1914 — იუნგის მიერ კავშირის გაწყვეტა ოფიციალურ ფსიქოანალიტიკურ მიმდინარეობასთან.
1915 — ლექციების კურსი ვენაში „შესავალი ფსიქოანალიზში".
1919 — შეისწავლის ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცების ფსიქოლოგიას.
1920 — ქალიშვილ სოფის გარდაცვალება;

წიგნში „კმაყოფილების პრინციპის მეორე მხარეს" წამოყენებულია ახალი ცნება „სწრაფვა სიკვდილისკენ" — ინსტინქტი, რომელიც კონფლიქტში მოდის სიცოცხლის ინსტინქტთან.
1921 — გამოქვეყნდა „მასების ფსიქოლოგია და მე-ს სფეროს ანალიზი".
1923 — წიგნში „ეგო და იდი" ფროიდი პირველად აღწერს სრულად ფსიქიკის სტრუქტურას — „ეგო", „სუპერ-ეგო", „იდი"; ექიმები ფროიდს დიაგნოზს უსვამენ: პირის ღრუს კიბო; საყვარელი შვილიშვილი, 4 წლის ჰაინცის სიკვდილით გამოწვეული დეპრესია.
1925 — მეგობრობის დასაწყისი ბერძენ ქალთან მარია ბონაპარტთან.
1926 — წიგნში „განდევნა, სიმპტომები და შიშები" წამოყენებულია ახალი თეორია შიშისა, როგორც „ეგო"-ს დაცვის მექანიზმი.
1927 — გამოქვეყნდა „ერთი ილუზიის მომავალი". ფროიდი აცხადებს, რომ არ ღებულობს არცერთ რელიგიას და ამტკიცებს თავის ათეიზმს.
1930 — ნაშრომში „უკმაყოფილება კულტურით" ფროიდი მსჯელობს ადამიანის მოთხოვნილებების და საზოგადოების მოთხოვნების დრამატულ შეუსაბამობაზე.
1932 — მიმოწერა აინშტაინთან, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა სათაურით „რატომ ომი?".
1933 — ბერლინში ფაშისტები წვავენ ფროიდის წიგნებს ლოზუნგით „სექსუალური ცხოვრების სულის დამანგრეველი გადაფასების წინააღმდეგ და ადამიანის სულის კეთილშობილებისთვის"; ავსტრიის შეერთება გერმანიასთან;
1936 — ფროიდის 80 წლის იუბილე. ბრიტანეთის სამეფო საზოგადოება ირჩევს მას წევრ-კორესპონდენტად.
1938 — ფროიდი მეუღლესთან და ქალიშვილ ანნასთან ერთად საცხოვრებლად გადადის ლონდონში, რაშიც მას დაეხმარა მარია ბონაპარტი. ფროიდი განაგრძობს პაციენტების მიღებას და მუშაობს წიგნზე „ადამიანი მოსე და მონოთეისტური რელიგია".
1939 წლის 23 სექტემბერი — ფროიდი გარდაიცვალა ლონდონში.

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1198 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]