უცხოელ მწერალთა აფორიზმები და სენტენციები
2011-03-04, 11:51 PM | |
მორიგი აფორიზმები და სენტენციები იხილეთ გაგრძელებაში 1. პლოტონი- ტალახი ლამაზ სამკაულს უფრო ნაკლებ სვრის, ვიდრე ცუდი ყოფაქცევა. 2. ჟუკოვსკი- როდესაც გავიხსენებ, რომ ადამიანი ვარ, სულით ავმაღლდები ხოლმე. 3. რაფაელი- უმჯობესია კაცმა არა იცოდეს რა , ვიდრე ცუდად იცოდეს ის, რაც იცის. 4. პრუტკოვი- ბევრი ადამიანი ძეხვსა ჰგავს: რითაც გასტენავ , იმისი მქონებელია. 5. პონტანუსი- ვისაც სიყვარული შეუძლია ის მოხუცი არ არის. 6. როინი- რაც უნდა სულელი იყოს ადამიანი, იმდენი ჭკუა კიდევ ექნება , რომ სხვას ავნოს. 7. რიჩარდი- გამოიზოგე დრო: დრო-ქარგაა, რომელზედაც იქსოვება სიცოცხლე. 8. სტასოვი- კეთილს ყველა აქებს, მაგრამ რა არის ადამიანისათვის კეთილი, ის ბევრმა არ იცის. 9. სმაილსი- ზრდილობა ადამიანის ხასიათის საუკეთესო სამკაულია. 10. სომერი- რა გრძელია ღამე მღვიძარე მწუხარებისა. 11. სტობე- ბიწი თვით უმშვენიერეს სახესაც ამახინჯებს. 12. სული- ადამიანი კი არ ატარებს დროს, დრო ატარებს ადამიანს. 13. სციიპიონი- გაქცეულ მტერს ღირს, რომ ოქროს ხიდი გაუდო. 14.ტოლსტოი-ის კაცი, რომელიც ტანჯვის ატანას არის შეჩვეული , უბედური არ იქნება. 15. ფავარტი- სანათური კრიტიკისა უნდა ანათებდეს და არ სწვავდეს. 16. ვებერი- განათლებული ბარბაროსი ყოველ ბარბაროსზე უბოროტესი არსებაა. 17. ევრიპიდე- ჭეშმარიტი ვაჟკაცობა- სიფრთხილეა. 18. ვერგილიუსი- ვინც ხბო მოიპარა, ის ხარსაც მოიპარავს. 19. კალდერონი- გაქცევა -ეგეც ერთი ხერხია გამარჯვებისა. 20. თრაზიბულე- სულელი კაცი თუ არ აქე, უღმერთობას დაგწამებს. 21. კარი- სიყვარული თუ ჩვეულებად გადაიქცა, მას სიკვდილი აღარ უწერია. 22. კატონი- ვისაც გული წმინდა აქვს, იმას სახეც უბრწყინავს. 23. კუზენი- მართლმსაჯულება ლაგამია კაცობრიობისა და სიყვარული მოყვასის მიმართ. 24. ლემონტეი- სადაც არ არის მართლმსაჯულება , იქ ბუნაგია და არა მამული. 25. ლუი XVI- ცოტა ცოდნა ენაა ცდომილებისა , დიდი ცოდნა კი ჭეშმარიტებისა. 26. მანცონი- კეთილმყოფელ კაცს მტერი თავის დღეში არ მოაკლდება. 27. მარატი- გამოცდილება პირველი და უკეთესი ოსტატია ადამიანის გონებისა. 28. მენცელი- თარგმანი ყვავილია , შუშის ქვეშ მოქცეული. 29. მილერი- ეჭვიანი კაცის სიყვარული უფრო სიძულვილსა ჰგავს. | |
ნანახია: 1121 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |