უკვდავი სასიყვარულო ისტორიები
2012-04-02, 9:26 PM

1.რომეო და ჯულიეტა

რა თქმა უნდა სიის სათავეში გახლავთ, შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სასიყვარულო ისტორია. ეს წყვილი გახდა თავად სიყვარულის სინონიმი. რომეო და ჯულიეტა გახლავთ უილიამ შექსპირის მიერ დაწერილი ტრაგიკული ნაწარმოები. წიგნი ორი თინეიჯერის შესახებ, რომელთა საგვარეულოები გადამტერებული იყვნენ. მათ ერთმანეთი პირველივე შეხვედრისთანავე შეუყვარდათ და შემდეგ დაქორწინდნენ, ისინი არ დაზოგავდნენ თავს ერთმანეთის გულისთვის. გაწირო საკუთარი თავი მეუღლისთვის, ეს ნამდვილი სიყვარულის ნიშანია და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტრაგიკულად მოკვდნენ მათი სიყვარული იცხოვრებს საუკუნეების განმავლობაში.

2.კლეოპატრა და მარკუს ანტონიუსი
ანტონიუსის და კლეოპატრას სიყვარულის ისტორია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და დამაინტრიგებელი ამბავი. მოგვიანებით კი ამ ორი ისტორიული პერსონაჟის სიყვარულის ისტორია დრამატულ ჟანრში დაიწერა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა უილიამ შექსპირის მიერ. ანტონიუსის და კლეოპატრას ურთიერთობა ნამდვილი გამოცდა იყო დიდი სიყვარულისა. მათაც ერთმანეთი შეუყვარდათ პირველივე დანახვისთანავე. ამ ორი პიროვნების ურთიერთობამ ეგვიპტის პოზიციები გაამყარა. მათი სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ დაჯაბნა იმ რომაელთა მოსაზრებები, რომლებიც აღშფოთებული გახლდნენ ეგვიპტის გაძლიერებით. ყოველი წინააღდეგობის მიუხედავად ისინი დაქორწინდნენ. ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ბრძოლისას, ანტონიუსმა შეიტყო ცრუ ინფორმაცია კლეოპატრას სიკვდილის შესახებ და საკუთარ ხმალზე დაეგო, ამ ამბავმა კი, შემდგომ კლეოპატრას სიკვდილი გამოიწვია. ნათქვამია, რომ დიდი სიყვარული დიდ დათმობებს მოითხოვს…

3.ლანსელოტი და გუინევერა
ტრაგიკული სასიყვარულო ისტორია სერ ლანსელოტისა და დედოფალი გუინევერასი არტურული ლეგენდების ყველაზე მეტად ცნობილი ნაწილია. ლანსელოტს შეუყვარდა დედოფალი გუინევერა, მეფე არტურის მეუღლე. მათი სიყვარული ნელ-ნელა იზრდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი ცდილობდა ლანსელოტისგან შორს დაეჭირა თავი, მაგრამ ამდენ სიყვარულს ვერ გაუმკლავდა და ის და ლანსელოტი საყვარლები გახდნენ. ერთ დღეს სერ აგრავიანი და სერ მორდრედი 12 რაინდთან ერთად შეიჭრა დედოფალთან, სადაც მათ შეუსწრეს გუინევერას და ლანსელოტს, ლანსელოტმა მოახერხა გაქცევა, მაგრამ სამწუხაროდ გუინევერას ასე არ გაუმართლა და მას მიუსაჯეს ცეცხლში დაწვა. ლანსელოტი დაბრუნდა და საკუთარი სატრფო გადაარჩინა, რამაც კონფლიქტი მოახდინა მრგვალ მაგდასთან და არტურის სამოფო ძლიერ დაასუსტა. ლანსელოტი გახდა განდეგილი, ხოლო გუინევერა კი მონაზონი.

4.ტრისტანი და იზოლდა
ეს ტრაგიკული სასიყვარულო ისტორია მრავალჯერ იქნა დაწერილი და მოთხრობილი სხვადასხვა ავტორების მიერ. ეს ისტორია მოხდა შუა საუკუნეებში, დაახლოებით მეფე არტურის დროს. იზოლდა გახლდათ ირლანდიის მეფის შვილი, რომელიც უნდა გათხოვილიყო მეფე მარკზე, რომელმაც გააგზავნა ტრისტანი ესკორტად, სწორედ ამ მოგზაურობისას შეუყვარდათ ერთმანეთი მათ, მაგრამ იზოლდა მაინც გათხოვდა მარკზე. საიდუმლო სიყვარულის შეტყობის შემდეგ მეფე მარკს მნიშვნელოვანი არაფერი მოუქმედებია, რადგან მას ნამდვილი სიყვარულით არ უყვარდა იზოლდა. როდესაც ტრისტანი ავად გახდა მან მეფეს თხოვა იზოლდა მოეხმო, რადგან მას შეეძლო ტრისტანის განკურნებამ. მეფემ კი უთხრა რომ თუ მოწვევაზე დათანხმდებოდა იზოლდა აუცილებლად ჩამოიყვანდა მას. მართალია იზოლდა დათანხმდა მაგრამ მეფემ იცრუა და ტრისტანს უთხრა, რომ იზოლდა არ ჩამოვიდოდა რამაც ტრისტანს სიცოცხლე მოუსწრაფა. იზოლდაც მალევე დაიღუპა სიყვარულის გამო.

5.პარისი და ელენა
ისტორია ტროელი ელესი და ტროას ომის გახლავთ ბერძნული ლეგენდა. ელენა ითვლება ულამაზეს ლიტერატურულ პერსონაჟად მთელ ლიტერატურაში. იგი იყო გათხოვილი სპართას მეფე მენელაუსზე. პარისს, ტროის პრინცს შეუყვარდა ელენა და მოიტაცა იგი, რის გამოც ბერძნებმა შეკრიბეს არმია, რომლის მეთაური გახლდათ მენელაუსის ძმა, აგამენონი. მათ გაანადგურეს ტროა და ელენა უკან წამოიყვანეს, მას შემდეგ იგი ცხოვრობდა ბედნიერად მენელაუსთან ერთად.

6.ორფეოსი და ევრიდიკე
ორფეოსის და ევრიდიკეს ისტორია არის ძველი ბერძნული მითი სიყვარულზე. ორფეოსს შეუყვარდა გათხოვილი ევრიდიკე, რომელიც ნიმფა გახლდათ. მათი სიყვარული გაღვივდა და გაძლიერდა. ამის შემდეგ არისთოესს შეუყვარდა ევრიდიკე, რომელსაც ცალმხრივი სიყვარულის გამო ხშირად სჯიდა. ერთხელაც ევრიდიკე გზად შხამიან გველებს გადაეყარა, ერთ-ერთმა მათგანმა მას ფეხზე უკბინა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. ამის გაგების შემდეგ ორფეოსმა არფაზე დაუკრა ძალიან სევდიანი მელოდია და სევდიანად იმღერა. მას შემდეგ რაც ამ სიმღერას ნიმფებმა მოუსმინეს ორფეოსს ურჩიეს მიწისქვეშეთში ჩასულიყო და ევრიდიკეს სიცოცხლისთვის ებრძოლა. ევრიდიკე ასეც მოიქცა და საკუთარი სიმღერა ჰადესს და პერსეფონეს მოასმენინა, რამაც მათი დაღონება გამოიწვია (ეს იყო პირველი და უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა), რის შედეგადაც მათ ორფეოსს უფლება მისცეს ევრიდიკეს გამოხსნისა, ოღონდ ერთი პირობით, რომ ორფეუსს არ უნდა გაეხედა ევრიდიკესკენ სანამ ისინი მიწისქვეშეთს არ დატოვებვდნენ. სამწუხაროდ ორფეუსს დაავიწყდა, რომ შეხედვის უფლება მას შემდეგ ჰქონდა, რაც ორივე მათგანი დატოვებდნენ მიწისქვეშეთს. ორფეოსმა ნაადრევად შეხედა ევრიდიკეს, რაც მისი გაუჩინარება გამოიწვია, ამჯერად სამუდამოდ…

7.ნაპოლეონი და ჟოზეფინა
ქორწინება 26 წლის ნაპოლეონისა მასზე უფროს ქალბატონზე, ჟოზეფინაზე საბაბი გახდა უამრავი ჭორისა და გაკიცხვისა. დასაწყისიდანვე მათი ურთიერთობა ცივი იყო, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ კი ნაპოლეონს ჟოზეფინა თავდავიწყებით შეუყვარდა, მაგრამ ამას არ შეუცვლია ჟოზეფინას შეხედულებები. სამწუხაროდ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი დაშორდნენ, რადგან ჟოზეფინას არ შეეძლო მიეცა ნაპოლეონისთვის ის რაც მას სურდა – მემკვიდრე.

8.ოდისევსი და პენელოპე
მხოლოდ ცოტა წყვილს თუ შეუძლია მსგავსი სიტუაციის გაძლება, რომელსაც ამ წყვილმა გაუძლო. ისინი ერთმანეთს დააშორეს და მათ მხოლოდ 20 წლის შემდეგ მოახერხეს გაერთიანება. ოდისევს ქორწილის შემდეგ მალევე გაიწვიეს ჯარში. მიუხედავად იმისა, რომ პენელოპას ჰქონდა მცირე იმედი ოდისევსის დაბრუნებისა მან უარი უთხრა 108 მამაკაცს, რომლებიც ცდილობდნენ ოდისევსი შეეცვალად.
ასევე ოდისევსმაც უარი განუცხადა ლამაზ ქალებს, რომელმაც ცოლის შეცვლა შესთავაზეს, იმის იიმედით, რომ იგი დაუბრუნდებოდა თავის მეუღლეს. დაიმახსოვრეთ ნამდვილი სიყვარულისთვის ლოდინი საჭიროა.

9.პაოლო და ფრანჩესკა
ეს ისტორია ცნობილი გახდა დანტეს წიგნიდან ღვთიური კომადია.იგი აგებულია ნამდვილ ამბავზე: ფრანჩესკა გათხოვილი იყო მალატესტაზე, რომელიც გახლდათ ცუდი პიროვნება, მაგრამ მას შეუყვარდა მისი ძმა პაოლო და გახდა მისი საყვარელი. მათი სიყვარული გაღვივდა მას შემდეგ, რააც მათ წაიკითხეს ლანსელოტის და გუინევერას შესახებ წიგნი. როდესაც ძმამ მათი სიყვარულის ამბავი გაიგო ორივე მათგანი მოკლა.

10.საჰა ჯაჰანი დამ მუმთაზ მაჰალი
1612 წელს თინეიჯერი გოგონა, არჯუმანდ ბანუ გათხოვდა 15 წლის მონღოლეთის მმართველზე საჰა ჯაჰანზე. გოგონამ გადაირქვა სახელი და დაირქვა მუმთაზ მაჰალი. მან მეფეს გაუჩინა 14 შვილი, რამაც მეფე მისი ერთგული გახადა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მეფემ დაიქირავა 20000 მუშა და 1000 სპილო რათა აეშენებინა თაჯ მაჰალი მისი მეუღლის საპატივსაცემულოდ, სამწუხაროდ მეფემ ვერ მოახერხა აეშენებინა შავი მარმარილოს მავზოლეუმი საკუთარი თავისთვის, რადგან მას საკუთარმა შვილმა უღალატა და თაჯ მაჰალში გამოკეტა, გარდაცვალების შემდეგ კი აქვე დაასაფლავა მისი მეუღლის გვერდით.
კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 2432 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]