მთავარი » ფაილები » საინტერესო

უდიდესი საინვესტიციო აფიორა
2011-03-04, 12:33 PM

მარჯვენა მხარეს ბერნარდ მეიდოფი.
ბერნარდ ლორენს "ბერნი” მეიდოფი (Bernard Lawrence "Bernie” Madoff) დ. 29 აპრილი, 1938, ნიუ-იორკი) — ამერიკელი საქმოსანი, საფონდო ბირჟის NASDAQ ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც აღიარა ისტორიაში უდიდესი საინვესტიციო აფიორის ორგანიზება.

2009 წლის 12 მარტს მეიდოფმა აღიარა დანაშაული 11 მუხლით მიყენებულ ბრალდებებში, რომელიც მოიცავდა პონცის სქემით ასობით ინვესტორის მოტყუებას. ინვესტორთა დანაკარგები ფედერალური გამომძიებლების გამოთვლით $65 მილიარდს აღემატება. ბრალდების წაყენების შემდეგ მადოფი საკუთარ პენტჰაუსში შინა პატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა დანაშაულის აღიარების შემდეგ ის საპყრობილეში გადაიყვანეს. ამ დანაშაულისთვის მას მოუწევს სასჯელის მოხდა მთელი სიცოცხლე და დაახლოებით $170 მილიარდის რესტიტუცია.

მეიდოფის საინვესტიციო სკანდალი NASDAQ–ის ყოფილი თავმჯდომარის – ბერნარდ მეიდოფის ბიზნესთან დაკავშირეული სკანდალი. სკანდალმა თავი იჩინა იმის შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მეიდოფის ბიზნესი სინამდვილეში საფინანსო პირამიდა იყო. 2008 წლის 11 დეკემბერს ფედერალურმა პოლიციამ დააპატიმრა მეიდოფი და მას ბრალი დასდო სისხლის სამართლის 11 დანაშაულში. ასევე მას ადანაშაულებენ მსოფლიოში უდიდესი საფინანსო პირამიდის შექმნაში. ფედერალური ბრალდების თანახმად, მეიდოფმა თავის ფონდში 65 მილიარდი აშშ-ის დოლარი მიიღო, თუმცა 1980–იანი წლებიდან მის ფონდს ჩაბარებული თანხის ინვესტიცია არ გაუკეთებია. მადოფმა დააფუძნა უოლ სტრიტის ფირმა Bernard L. Madoff Investment Securities LLC 1960 წელს და იყო მისი თავმჯდომარე დაპატიმრების დღემდე.


კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 244 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]