მთავარი » ფაილები » საინტერესო

ცხოვრების მიზანი
2011-03-04, 11:45 PM



ადამიანს ყოველთვის აქვს ცხოვრების მიზანი და ამ მიზნის შესრულებისთვის იგი მზადაა, მთებიც კი გადმოაბრუნოს, მაგრამ რამდენჯერ გაუწბილებია ბედისწერას ადამიანი? მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, რამდენჯერ ჩაფუშულა ის, რისთვისაც ადამიანი იღვწოდა? და იქნებ ეს ყოველივე მხოლოდ მირაჟი, ფუჭი მიზნები იყო, რომელთაც არასოდეს უწერიათ განხორციელება? ასეთი კითხვებით აღორიაქებულს, ალბათ, არაერთ ადამიანს უთენებია ღამეები პასუხის ძებნაში. დღეს კი საკუთარ მიზნებში გარკვევის კიდევ ერთი პატარა შანსი მოგვცეს ფსიქოლოგებმა. ტესტი, რომელსაც ამჯერად გთავაზობთ, სწორედ ამ მიზნისთვისაა შექმნილი და, ალბათ, ყოველი ჩვენგანი მრავალ საინტერესოს გაიგებს საკუთარი თავის შესახებ. ტესტის კითხვებს უპასუხეთ მხოლოდ "დიახ” ან "არა", რომლებიც თავის მხრივ მიგანიშნებენ, რომელ კითხვაზე უნდა გადახვიდეთ. საბოლოოდ ტესტ-ლაბირინთი ოთხი შესაძლო პასუხიდან ერთ-ერთთან მიგიყვანთ, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ. 1. ყოველდღიურად იყენებთ უბის წიგნაკს? დიახ – გადადით მეორე კითხვაზე; არა – გადადით მეათე კითხვაზე. 2. როდისმე შეხვედრიხართ მოჩვენებას, უცხოპლანეტელს და ა. შ.? დიახ – მე-2 კითხვა; არა – მე-3 კითხვა. 3. მოგწონთ მოდური ჩაცმულობა? დიახ – მე-12 კითხვა; არა – მე-2. 4. ხშირად დადიხართ წინაპართა საფლავზე? დიახ – მე-5 კითხვა; არა – მე-13. 5. ხომ არ გაგჩენიათ სურვილი, რომ უმჯობესი იყო, სხვა ქვეყანაში დაბადებულიყავით? დიახ – მე-13 კითხვა; არა – მე-6. 6. თვლით, რომ ძლიერი პიროვნება ხართ? დიახ – მე-15 კითხვა; არა – მე-7. 7. ხართ თუ არა რომელიმე სპორტული კლუბის თავგამოდებული გულშემატკივარი? დიახ – მე-8 კითხვა; არა – მე-15. 8. სად დაამთავრეთ საშუალო სკოლა (ქალაქი – ~დიახ~, სოფელი – ~არა~)? დიახ – მე-16 კითხვა; არა – მე-9. 9. საკუთარი მიზნების შესრულებისთვის მზად ხართ, სერიოზულ დანაშაულზე წახვიდეთ? დიახ – იხ. პასუხი 2; არა – გადადით პირველ კითხვაზე (რომელიმე კითხვაზე თქვენ არაგულწრფელად უპასუხეთ). 10. თქვენი თვალთახედვით, სიცხე სჯობს სიცივეს? დიახ – მე-11 კითხვა; არა – მე-3. 11. ხშირად გეუფლებათ ერთმანეთის საწინააღმდეგო სურვილები? დიახ – მე-4 კითხვა; არა – მე-12. 12. ხშირად გქონიათ თუ არა ცხოვრებაში გაუზიარებელი სიყვარული? დიახ – მე-18 კითხვა; არა – მე-4. 13. როგორ თვლით, განსაკუთრებული სურვილის და მონდომების შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია, 200 წელი იცოცხლოს? დიახ – მე-18 კითხვა; არა – მე-6. 14. გჯერათ მართლაც ზებუნებრივი სასწაულების? დიახ – მე-6 კითხა; არა – მე-19. 15. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მზად ხართ, ერთდროულად იმუშაოთ რამდენიმე სამსახურში? დიახ – მე-8 კითხვა; არა – მე-20. 16. ლექსებს ან პროზაულ ნაწარმოებებს ხომ არ წერთ? დიახ – 22-ე კითხვა; არა – მე-17. 17. მზად ხართ, სხვა ადამიანებისთვის სიცოცხლეც კი გასწიროთ? დიახ – იხ. პასუხი # 1; არა – იხ. პასუხი # 2. 18. პირველი სექსუალური კონტაქტი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გქონდათ? დიახ – მე-19 კითხვა; არა – მე-14. 19. როდესაც საჭიროა, თქვენ თვითონვე აკეთებთ სახლში რემონტს? დიახ – მე-15 კითხვა; არა – მე-20. 20. ხშირად დადიხართ მუზეუმებში ან თეატრში? დიახ – 24-ე კითხვა; არა – 21-ე. 21. გიზიდავთ სხვა სამყაროები? დიახ – გაეცანით # 3 პასუხს; არა – გადადით მე-17 კითხვაზე. 22. ოცნებობთ, რომ დიდი ადამიანი გამოხვიდეთ? დიახ – 24-ე კითხვა; არა – 22-ე. 23. გიყვართ ცხოველები? დიახ – 24-ე კითხვა; არა – 22-ე კითხვა. 24. როგორ ფიქრობთ, გაქვთ ავანტიურისტული მისწრაფებები? დიახ – გაეცანით # 4 პასუხს; არა – გაეცანით # 3 პასუხს. ტესტის პასუხები პასუხი 1-ლი. პირდაპირ რომ თქვათ თქვენ, ~მარტორქა~ ხართ, რომელიც ჯიქურ მიიწევს თავისი მიზნებისაკენ და წინააღმდეგობების გადალახვას ~შუბლით~ აპირებს. თქვენი ასეთი მიზანსწრაფულობა ერთგვარად სახიფათოცაა ოჯახის წევრებისა და გარშემომყოფებისათვის. რაც უნდა იყოს, თქვენ ზოგჯერ უნდა მოერიდოთ პირდაპირ მოქმედებებს და უნდა გახსოვდეთ, რომ შესაძლოა ისეთ წინააღმდეგობებსაც წააწყდეთ, სადაც ~შუბლს გაიტეხავთ~. პასუხი 2. თქვენთვის ყველაზე შესაფერისი, ალბათ, მაინც ~კომპრომისია~. სურვილით, შესაძლოა, ძალიან ბევრი რამ გსურთ, მაგრამ იმასაც კარგად გრძნობთ, რომ მათი რეალიზაცია ზოგჯერ არც თუ რეალურია და ამ შემთხვევაში ცხოვრების დინებას მიჰყვებით. რასაკვირველია, ეს ყოველივე ძალიან ახლოსაა საღ აზრთან, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ამ ~საღი აზრით~ საკუთარ უმოქმედობასაც ამართლებთ. თქვენს ცხოვრებაში უაცილებლად იყო და იქნება მიზნები, რომელთა განხორციელებისთვის ძალისხმევაა საჭირო და თქვენი მთავარი ამოცანაა, სწორად განსაზღვროთ, როდისაა აქტიური მოქმედებების და როდის – ~საღი აზრის~ მოხმობის დრო. პასუხი 3. არავითარი წინააღმდეგობა, არავითარი მისწრაფებები. თქვენ მშვიდად მიჰყვებით ცხოვრების დინებას და არც ცდილობთ რაიმეს შეცვლას. ესაა მხოლოდ, ხანდახან გარკვეულ მოქმედებებს ასრულებთ და გვერდს უვლით აშკარა წინააღმდეგობებს. ვერაფერს ვიტყვით, ასეთი ცხოვრება მშვიდი და ძალდაუტანებელია, მაგრამ საკითხავია: რამდენად საინტერესოა იგი? ასეა თუ ისე, თქვენი ცხოვრება მოსაწყენია და მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენად საინტერესოს და აქტიურს გახდით მას. პასუხი 4. თქვენ შინაგანად ძალიან იტანჯებით და ტანჯვის მიზეზი თქვენი, ასე ვთქვათ, ~მიწიერი მიზნებია~ – საჭმელ-სამელი, კომფორტი, დროსტარება. ყოველივე ამისთვის თქვენ ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავთ, მეტ-ნაკლებად ისრულებთ კიდეც მიზნებს, მაგრამ თავს მაინც დაუკმაყოფილებლად გრძნობთ. ამის მიზეზი კი მართლაც ძალიან უბრალოა: მიმოიხედეთ ირგვლივ, იგრძენით და, რაც მთავარია, დაიჯერეთ, რომ მატერიალურ ღირებულებათა გარდა, სხვა ღირებულებებიც არსებობს და მაშინ ყველაფერი შეიცვლება…

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 145 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]