ტუპაკ ამარუ შაკური
2011-03-18, 11:55 PM

ტუპაკ ამარუ შაკური (ინგლ. Tupac Amaru Shakur) (დ. 16 ივნისი, 1971, ნიუ-იორკი, აშშ - გ. 13 სექტემბერი, 1996, ლას-ვეგასი, ნევადა) იყო ამერიკელი რეპერი, მსახიობი, აქტივისტი და მწერალი.

ის არის ცნობილი ფსევდონიმებით: 2Pac , Makaveli და Pac. იგი შეყვანილია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, ჰიპ-ჰოპ ალბომის ბეტსელერი; გაყიდული აქვს დაახლოებით 73 მილიონი ალბომი მსოფლიოში. დაახლოებით 44.5 მილიონი ალბომი გაიყიდა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. უმეტესი მისი სიმღერები არის გეტოს გაჭირვების, ძალადობის, რასიზმის, სოციალური პრობლემების შესახებ, ზოგიერთში იგი მტრობს მოძმე რეპერებს. საყოველთაოდ მიჩნეულია ყველა დროის საუკეთესო რეპერად. ჰიპ-ჰოპის პირველი შემსრულებელი მსოფლიოში, რომელსაც დაუდგეს ძეგლი. ვერცხლისფერი შვიდი ფუტის სიმაღლის ქანდაკება გაიხსნა 2005 წლის 13 სექტემბერს „Tupac Amaru Shakur Centre"-ში, სთოუნ მაუნთაინი, ჯორჯიას შტატი. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ მისი სიკვდილის შემდეგ გამოცემულმა ალბომების რიცხვმა გადააჭარბა მის სიცოცხლეშივე გამოცემულ ალბომების რაოდენობას. ალბომი „Me Against The World" პირველი იყო ისტორიაში, რომელიც გამოიცა პატიმრის მიერ. თუპაქი შესულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველა დროის ყველაზე წარმატებული რეპერი.


კარიერა

1990 წელს ის აიყვანეს ბექვოკალად ალტერნატიულ რეპ ჯგუფში — დიჯითალ ანდერგრაუნდში (Digital Underground). შაკურის სადებიუტო ალბომს, „2Pacalypse Now", კრიტიკით შეხვდნენ და მისი მკვდარი სვლა გამოწვეული იყო მისი საკამათო სიმღერის ტექსტებით. შაკური გახდა სხვადასხვა სასამართლო პროცესების სამიზნე და გამოცადა ლეგალური წინააღმდეგობები. ყველაზე აღსანიშნი ისაა, რომ იგი იყო ბრალდებული ქალბატონისადმი სექსულაური იერიშის მიტანაზე, 1993 წელს (თუმცა იგი უარყოფდა სარჩელს). ერთი დღით ადრე სანამ განაჩენს გამოუტანდნენ, შაკური დაჭრეს, მას ხუთჯერ ესროლეს მანჰეტენში, ხმის ჩამწერი სტუდიის ჰოლში. ამ ინციდენტის შემდეგ შაკურს გაეზარდა ეჭვი, რომ რეპ ინდუსტრიის სხვა ფიგურებმა იცოდნენ ამ სროლის შესახებ წინასწარ და არ გააფრთხილეს იგი. ამ კამათში იყო ნაპერწკალი დასავლეთისა და აღმოსავლეთის მტრობის. თერთმეტ თვიანი სასჯელის მოხდეის შემდეგ, შაკური გამოვიდა ციხიდან მერიონ „სიუჯ" ნაითის (Marion "Suge” Knight), დეს როუ რეკორდსის(Death Row Records) აღმასრულებელი მოხელის, მოწოდებით. სანაცვლოდ სამი ჩანაწერი ამ ლეიბლის(ხმის ჩამწერი სტუდიის) სახელით, თავისი მეხუთე, პირველი ორ-დისკიანი ალბომით ჰიპ-ჰოპის ისტორიაში, All Eyez on Me, ითვლებოდა როგორც ორი ალბომი. 1996 წლის 7 სექტემბერს შაკურს ესროლის რის შედეგადაც იგი 13 სექტემბერს გარდაიცვალა სუნთქვის უკმარისობით, University Medical Center-ში, ლას-ვეგასში.

დისკოგრაფია 

 ტუპაკ შაკურის დისკოგრაფია.

სტუდიური ალბომები

წელი ალბომი უმაღლესი ადგილი ჩარტში
[1][2][3][4][5]
სერტიფიცირება
[6][7][8]
აშშ აშშ რ’ნ’ბ RIAA CRIA
1991 2Pacalypse Now 64 13 ოქრო
1993 Strictly 4 My N.I.G.G.A.Z. 24 4 პლატინა
1994 Thug Life Vol. 1 (პროექტი Thug Life) 42 6 ოქრო
1995 Me Against the World 1 1 2× პლატინა
1996 All Eyez on Me 1 1 9× პლატინა პლატინა
1996 The Don Killuminati: The 7 Day Theory 1 1 4× პლატინა ოქრო

ალბომები, გამოსული გარდაცვალების შემდეგ

წელი ალბომი უმაღლესი ადგილი ჩარტში
[5][9][10]
სერტიფიცირება
[6][6][8]
აშშ აშშ რ’ნ’ბ RIAA CRIA
1997 R U Still Down? (Remember Me) 2 1 4× პლატინა
1998 Greatest Hits 2 1 9× პლატინა
1999 Still I Rise (ჯგუფთან Outlawz) 6 2 პლატინა ოქრო
2001 Until the End of Time 1 1 3× პლატინა 2× პლატინა
2002 Better Dayz 5 1 2× პლატინა 3× პლატინა
2003 Tupac Resurrection 2 3 პლატინა
2004 Loyal to the Game 1 1 პლატინა
2006 Pac's Life 9 3

ფილმოგრაფია 

წელი სათაური როლი შენიშვნა
1991 მხოლოდ უსიამოვნებები თვითონ ეპიზოდური როლი
1992 ჯუსი ბიშოპი სადებიუტო როლი
1992 დრექსელის კლასი თვითონ სეზონი 1
1993 განსხვავებული სამყარო პიკოლო სეზონი 6: ’მეგობარო, არ მიცნობ?’
1993 პოეტური ჯასტისი იღბლიანი ჯენეტ ჯექსონთან ერთად
1993 ცოცხალ ფერებში თვითონ სეზონი 5: აიკ ტერნერი და ჰუჩი
1994 წრეზე ჩიტუნა დუეინ მარტინთან ერთად
1995 მკვლელობა შემთხვევითი იყო თვითონ (არ არის მითითებული)
1996 ტყვია ტენკი გამოვიდა ტუპაკის სიკვდილიდან ერთი თვის შემდეგ.
1997 ჩიხში ეზეკიელ 'სპუნ' უიტმორი გამოიცა ტუპაკის სიკვდილიდან რამდენიმე თვის შემდეგ
1997 დანაშაულებრივი კავშირები დეტექტივი როდრიგეზი შაკურის უკანასკნელი კინოროლი.
2003 ტუპაკი: აღდგომა თვითონ ოფიციალური დოკუმენტური ფილმი
2009 ნოტორიოსი თვითონ (საარქივო მასალა) როლს ასრულებს ენტონი მეკი
20?? იცხოვრო რათა თქვა სცენარის ავტორი (დაიწერა 1995 წელს, ამჟამად მზადდება)

დოკუმენტური ფილმები 

ტუპაკის ცხოვრებაზე გადაღებული იქნა მოკლე და სრულ მეტრაჟიანი არაერთი ფილმი, რომელთა შემქმნელიც ცდილობდა საკუთარი თვალით მისი მოკლე ცხოვრებისეული გზის გაანალიზებას. ყველაზე მეტად აქედან აღსანიშნავია კინოაკადემიის ნომინანტი, Tupac: Resurrection , რომელიც 2003 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

  • Tupac Shakur: Thug Immortal (1997)
  • ტუპაკ შაკური - სიტყვები უკვდავია (ტელეგადაცემა) (1997)
  • ტუპაკ შაკური - სანამ გავიღვიძებ… (2001)
  • Tupac Shakur: Thug Angel: The Life of an Outlaw (2002)
  • ბიგი და ტუპაკი (2002)
  • ტუპაკი სამუდამოდ (2003)
  • ტუპაკი: აღდგომა (2003) (კინოაკადემიის ნომინანტი)
  • ტუპაკი წინააღმდეგ (2004)
  • ტუპაკი - ჰიპ ჰოპის გენიოსი (ტელეგადაცემა) (2004)
  • ამდენი ცრემლი, ამდენი ცრემლი (2006)
წყარო: http://ka.wikipedia.org
კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1524 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]