სიყვარული ახსნა
2011-03-26, 4:12 PM


სიყვარულის ახსნა- ეს მომენტი, ამაღელვებელი, დაუვიწყარი იმისთვის ვინც აღიარებს თავის გრძნობებს და იმისთვისაც ვინც არის აღიარების ობიექტი. როგორ დავგეგმოთ ეს მომენტი, ისეთად, რომ დიდხანს დაგვამახსოვრდეს, და ყველაზე მთავარი – მოგვცეს საჭირო შედეგი (მოლოდინში გათანგული "მეც მიყვარხარ” პასუხად?)
პოსტში შემოგთავაზებთ სიყვარულის ახსნის, რამდენიმე ვარიანტს.

მაშ ასე სიყვარულის ახსნის ხერხები.

1. კლასიკური.
ვახშამი სანთლის შუქზე, რომანტიული გარემო, სასიამოვნო მუსიკა, ვარდების თაიგული, შამპანიური და ნელი ცეკვის დროს ყურში ჩაჩურჩულებული ” მე შენ მიყვარხარ”
- ეს არის კლასიკური სიყვარულის ახსნის მთავარი დეტალები.


არ სჭირდება დიდი ფანტაზია, წინასწარი მომზადება და არც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული ( ნუ ეხლა უიშვიათეს კონიაკს და ვარდს თუ არ მოინდომებ და შერატონში არ გააქანებ) თან დამჯიერეთ ესეთ ვარიანტი უჭველი წაგების გარეშე მთავრდება.
მაგრამ კლასიკური სიყვარულის ახსნა შეიძლება მოგვეჩვენოს სტანდარტულად, მოსაწყენად და ადვილადგამოსაცნობად. დასკვნა: ეს ვარიანტი გამოდგება კონსერვატიული, და სერიოზული ნატურებისათვის და ვინც ასეთ "შაბლონურ” სიყვარული ახსნას ამჯობინებს.

2.რომანტიული.
თუ თქვენი სიყვარულის ობიექტი – გამოუსწორებელი რომანტიკოსია, რომელიც ღაპაღუპით ღვრის ცრემლებს მელოდრამის ყურებისას და პხრავს ოცნებებში გაფანტულად სენტიმენტალურ დეტალებზეც კი, აუხსენით მას სიყვარული რომანტიულ გარემოში.

ბუნებაში სეირნობა ფაიტონით, ვახშამი ძველ სასახლეში, მდინარეზე ნავით სეირნობა.. ხოლო სიყვარული შეგიძლიათ აუხსნათ თქვენს მიერ შედგენილი ლექსით, ან ნამღერი რომანსით. ხოლო მის წინ მოხრილი მუხლი და აციმციმებული თვალები უდიდეს მუხტს შემატებს ამ ყველაფერს.

3. ექსტრემალური
თუ თქვენი მეორე ნახევარი – ფეთქებადი ნატურაა, ემოციური, რომელიც ამოჯობინებს მწვავე შეგრძნებებს, მაშინ სიყვარულის ექსტრემალური ახსნა საუკეთესო ვარიანტი იქნება.

სიყვარულის ახსნა საჰაერო ბუშტზე ფრენისას, ან პარაშუტიდან გადმოხტომისას, ცათამბჯენის სახურავზე ან მიწისქვეშა გამოქვაბულში – მთავარია, რომ თქვენვე იყოთ ამ ექსტრიმისთვის მზად და არ დაგავიწყდეთ სამი ჯადოსნური სიტყვა : "მე შენ მიყვარხარ” ადრენალინის დიდი დოზის ქვეშ.

4. იდუმალი
თუ თქვენ მორიდებული ბრძანდებით და იცით, რომ თქვენს სატრფოს უყვარს სიურპრიზები, თქვენ ესეთი ახსნა გამოგადგებათ.

შეუკვეთეთ ბიგბორდი სიყვარულის ახსნით, ან შეუკვეთეთ სიმღერა რადიოში, გაუგზავნეთ მას ყვავილების კონა პატარა წერილით, გაუგზავნეთ ტორტი წარწერით "მე შენ მიყვარხარ”, გაუგზავნეთ სმს ან უბრალოდ მისი ფანჯრის ქვეშ ახალდათოვლილზე დაწერეთ. ესეთი სახის ახსნისათვის ბევრი ვარიანტია, აირჩიეთ თქვენი გემოვნების მიხედვით.

5. მოულოდნელი.
შეიძლება ასევე დაუგეგმავი ეწოდოს. არ საჭიროებს არავითარ წინასწარ მომზადებას და ფინანსურ ხარჯებს, ამის განხორციელებისათვის ამ სტატიიის წაკითხვაც არაა საჭირო ( კაით ეხლა გააგრძელეთ კითხვა). ისე, უმეტესად, ასე ხდება ხოლე- მოულოდნელად იხსნება სიყვარული. უბრალოდ თქვით ეს სამი ჯადოსნური სიტყვა, ნებისმიერ წუთს, როდესაც გაგიხარდებათ..

ოღონდ ერთი რჩევა – არ შეიძლება "გუშინ მაგარ ფილმს ვუყურე, უი მართლა მე შენ მიყვარხა, ხოდა ამ ფილმში… ” – ესეთმა საქციელმა შეიძლება "ის” გააღიზიანოს, და აფიქრინოს, რომ თქვენთვის ეს სიტყვები არაფერსაც არ ნიშნავს, ნუთუ ასე ადვილად ისვრიან ამ სიტყვებს?
დაუგეგმავის სიყვარულის ახსნისასაც უნდა გამოაჩინოთ თქვენი გრძნობების სიღრმე და ჭეშმარიტება.

და კიდევ ერთი რჩევა, მიუხედავად იმისა, როგორ გადაწყვეთ თქვენ აუხსნათ "მას” სიყვარული, არავითარ შემთხვევაში არ დააძალოთ მოგცეთ დადებითI პასუხი. დაადეთ ტაბუ "და შენ გიყვარვარ” , "და შენ რას გრძნობ” და ა.შ. ამ დროს თქვენ უხსნით მას სიყვარულს – და ეს არ ხდის მეორეს აუცილებელს, რომ თქვენს სიმპატიებს იმავე დღესვე უპასუხოს. ბოლოს და ბოლოს, სიყვარულში გამოტყდომით, ადამიანს უხერხულ მდგომარეობაშიც აგდებ – და უფრო მეტად არ გაუუარესოთ მას სიტუაცია, ზედმეტი კითხვებით.

მე კი მთელი სულით და გულით წარმატებებს გისურვებთ.

ეხლა კი პოსტის ბოლოს კითხვა, რას ფიქრობ დღენადელ თაობასა და სიყვარულის ურთიერთკავშირზე?

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 2047 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]