მთავარი » ფაილები » საინტერესო

სიბრძნის სავალი ბილიკები ნაწილი II
2011-04-07, 6:57 PM

თავი 4.  თანაზიარობა – ცხოვრების იდუმალი მადლი

34.ცხოვრების დიდი იდუმალებათაგან ერთ-ერთი: ფასი მხოლოდ იმას აქვს, რას სხვისთვის გვიკეთებია.(ლუის კეროლი (1832-1898)

35.მაშ, რისთვის ვარსებობთ, თუ ერთმანეთს ცხოვრების ტვირთი არ შევუმსუბუქეთ? (ჯორჯ ელიოტი (მერი ენ ევანსი) (1819-1880)

36.კეთილი სიტყვა იქნებ მოკლეც იყოს და იოლი სათქმელიც. ოღონდ მისი გამოძახილი კი დიდხანს ჩაგვესმის ხოლმე… (დედა ტერეზეა (1910-1997)

37.სინაზე და გულმოწყალებას სისუსტისა დ უხერხემლობის ნიშანი კი არა, ძალისა და სიმტკიცის გამოვლინებაა. (ქალილ ჯიბრანი (1883-1931)

38.ზოგი დიდად კვალს ტოვებს, ზოგიც – მხოლოდ მცხირე სიკეთის თესვას ახერხებს… არც მათ ცხოვრებას ჩაუვლია ფუჭად. (შარლოტ გრეი (დაიბ.1937)

39.რასაცა გასცემ, შენია, რას არა – დაკარგულია. (რუსთაველი)

40.სიკეთე სიბრძნეზე ძვირად ფასობს – თუ ამას მიხვდი, სიბრძნეც ესაა. (თეოდორ ისააკ რუბინი)

41.კაცის საუნჯეც ისაა, თუ რამ სიკეთე უკეთებია. (მუჰამედი (დაახლ.570-632)

42.არაფერი დაგიშავდება, აუცილებელზე ოდნავ მეტ სიკეთეს თუ გასცემ. (სერ ჯეიმზ მ.ბარი(1860-1937)

43.კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო:  – აბა დღეს მე ვის რა ვარგე? (ილია(1837-1907)

44.ვინ მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია. (რუსთაველი)

45.ღმერთი მასშია, ვისაც უყვარს, და არა მასში ვინც უყვართ… ( ბევერლი სილზი(დაიბ.1929)

46.კეთილი გულით მოძღვნილი მცირედიც შეიწირების. (რუსთაველი)

47.ვიცი, ცხოვრების გზას მხოლოდ ერთხელ გავივლი, და თუ რამ სიკეთის ქმნა შემიძლია ან მოყვასისთვის ხელის გაწვდენა, ახლა მაცალოს განგებამ და ძალაც მომცეს – ამქვეყნად მეტი ვეღარ მოვალ… (უილიამ პენი (1644-1718)

48.ერთმანეთშ თუ არ დავეხმარებით, სხვა ვინ გვიშველის? (ბარბარა მენდრელი (დაიბ.1948)

თავი 5. სიბრძნის გზა მწუხარებაზე გადის..

49. …მწუხარების გზაზე გადადგმული ყოველი ნაბიჯი სიბრძნეს გვაახლოებს. (ბალვერი)

50.ტკივილი დიდი მასწავლებელია – ცრემლის წვეთი მეტს დაგანახებს, ვიდრე ჭოგრიტი; მწუხარებაა სიბრძნის მეგზური… (ლორდი ბაირონი (1788-1824)

51.ზოგჯერ წყალობა ტკივილის, დანაკარგისა თუ იმედგაცრუების სახით გვეძლევა ხოლმე; ამიტომაც გვმართებს დათმენა და მაშინ თვალიც აგვეხილება. (ჯოზეფ ედისონი(1672-1719)

52.ჭეშმარიტ სინათლეს კაცი ბნელში პოულობს და ყველაზე მეტად მასთან ურვა გვაახლოებს. (მაისტერ ეკჰარტი(დაახლ.1260-1327)

53.ტაკარა მზე ოაზისსაც უდაბნოდ აქცევს: მხოლოდ ვაება დაგვანახებს, რას ადევს ფასი; საკუთარ თავსაც ოდენ მაშინ ვცნობთ. (არაბული ანდაზა)

54.ცივმა ზამთარმა საკუთარ თავში ძალმოსული ზაფხული მაპოვნინა.(ალბერ კამიუ (1913-1960)

54.მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული… (ვაჟა-ფშაველა (1861-1915)

თავი 6 ძალა და შეუპოვრობა

55.საუკეთესო გამოსავალი სწორი გზით სიარულია. (რობერტ ფროსტი(1874-1963)

56.ტალღების ძალა მათ სიჯიუტეშია. (ჯილა გური)

57.ცხივრება ყველასთვის მძიმეა – და რა მერე? უბრალოდ სიმტკიცემ და თვითრწმენამ არ უნდა გვიღალატოს, გვჯეროდეს საკუთარი მოწოდებისა და ნებისმიერ ფასად ვუერთგულოთ მას. (მარი კიური(1867-1934)

58.სულის სიმტკიცე ის კი არაა, არასოდეს დაეცე – საქმე ისაა, დაცემულმა წმოდგომის ძალა იპოვო. (კონფუციუსი(ძვ.წ.551-479)

59.ცხოვრების ზღვაში სალ კლდესავით უნდა გამაგრდე, გინდაც ტალღები გეხლებოდნენ ყოველი მხრიდან… (ჰაზრათ ინაიათ ხანი (1882-1927)

60….თუკი გულით გსურს ყველაფერს მიაღწევ; მოთმინება, სიბეჯითე, მუყაითი შრომა და თავდადებაა საჭირო მხოლოდ, და რწმენაც თუ თან გდევს, შეუძლებელი არფერია.(მარგო ჯოუნზი (1913-1955)

61.ჯაფის,ცრემლისა და სიკვდილისთვის გაგვაჩინა ღმერთმა, და დღეყოველ ბრძოლა შენი ერთნაირად გადამწყვეტია – გინდაც საომრდ დაფდაფებით არ გაცილებდნენ და არც ფარით თუ ფარზე მობრუნებულს ყიჟინით გხვდებოდნენ. ( რობერტ ლუის სტივენსონი (1850-1894)

62.თუ ჩემპიონობა გინდა, ერთი რაუნდით სხვაზე მეტი უნდა გაქაჩო. (ჯეიმზ ჯ. კორბეტი(1866-1933)

63.ჩვენ განა ცვრიან ბალახზე დავიარებით – ჩვენი გზა მთის კლდოვანი ბილიკია, ოღონდ მას მაღლა, მზისკენ მივყავართ… (რუთ ვესტჰაიმერი(დაიბ.1928)

64.არაფერია სინაზეზე უფრო ძლიერი; არაფერია იმგვარად ნაზი, ვით ნაღდი ძალა. (წმ.ფრანსის დე სალი(1567-1622)

65.ფესვი ნაქარიშხლარ მუხას უფრო უმაგრდება. (ჯორჯ ჰერბერტი (1593-1633)

66.ნე გეგონებათ, სხვა არავინ მოხვედრილა ვითომდა გამოუვალ მდგომარეობაში – როგორც ფრანს ქარი, განსაცდელი ჩვენც ძალას გვმატებს; ადრეც ათასებს განუცდიათ იგივე და არ დაცემულან – ჩვენ რაღა ღმერთი გაგვიწყრება?! (დ.რი რ. ბრაში)

67.როცა გგონია – ბიჯსაც ვეღარ გადავდგამო, ჯერ მხოლოდ იმ გზის შუაში ხარ, რომლის გავლის ძალაც შეგწევს. (გრელანდიური ანდაზა)

68.ძალას და რწმენას მუდამ სადღაც სხვაგან ვეძებდი, არადა – თურმე აგერ ჩემში ყოფილა… (ანა ფროიდი (1895-1982)

69.ნუ აჩქარდები, არ ამჩატდე, მტკიცედ იდექი; დათმენაშია ზეგარდმო ნიჭი. (გრაფი დე ბუფონი)

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 266 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]