სადღეგრძელოები სიყვარულზე
2011-07-02, 1:09 PM
ღმერთმა ადამიანს 3 კიდობანი გამოატანა და გააფრთხილა:დედამიწამდე არ გახსნაო!
სულმა წასძლია ადამიანს და ერთი გახსნა.
ამოფრინდა იქიდან სიცოცხლე და გაუფრინდა...
კიდევ წასძლია სულმა...
ამოფრინდა იქიდან სიყვარული და გაუფრინდა!
ჩამოიტანა 1 კიდობანი დედამიწაზე და გახსნა_
ამოფრინდა იქიდან იმედი, გულში ჩაუფრინდა და დღემდე მასთან ცოცხლობს!!!!!!!!!!!!!!

მოდით იმ ოცნებას გაუმარჯოს, როდესაც ტკბილად ჩაფიქრებულს შეგეკითხებიან, "რაზე ფიქრობ?" და უპასუხებ "არაფერზე". იმ არაფერს გაუმარჯოს რომელიც სხვისთვის არაფერია, შენთვის კი ყველაფერი.

ღვინოს ვსვამ და მე კი მაინც არ ვთვრები,
გულს ვიკლავ და მეკი მაინც არ ვკვდები
დარდი მჭამს და მე კი მაინც ვხალისობ
სხვა კი იტყვის ჩემძე_"ავად არისო".

სხვამ რა იცის რად არ ვთვრები, რა არ მკლავს,
იქნებ იმას გულის დარდიც არა ჰყავს,
მე რად ვუძლებ თუ გაძლება ძნელია.
ის სხვა იტყვის: _"წავა, არაფერია"

თურმე ხალხო მე ეს დარდი მახარებს
ვეღარ ვიგებ სად წავიდე, რა მხარეს
ღვინის დოქსაც ვნახავ გამოცლილია
სიყვარულში ისიც გამოცდილია.

ქართულ მიწა-წყალს გაუმარჯოს.

"საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა,
მიწა გაჰქონდა, მიწა ტკბილი, მიწა მარადი.
შენ, მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან
ქართულო მიწავ, ალბათ მიტომ დაპატარავდი"

მოდით სამ გულს გაუმარჯოს:
ხელის გულს,რომლითაც ჩვენ ჩვენს გულისწოერებს ხელით ვატარებთ,
ფეხის გულს,რომელმაც საყვარელ ადამიანთან მიგვიყვანა,
და იმ გულს,რომელშიც დაიბადა და მუდამ იცხოვრებს სიყვარული!!!

ერთ ლეგენდას მოვყვები, ალაბთ თქვენც იცით მაგრამ მაინც: დიდი ხნის წინ, როცა დედამიწაზე ყველაფერი სხვანაირად იყო მოწყობილი ეშმაკი მსოფლიოს ყველა კუთხეში აგროვებდა ლამაზ ქალებს და მშვენიერ მარგალიტებად აქცევდა მათ, ბოლოს იმდენი დაუგროვდა რომ მძივი გააკეთა, ერთხელაც კაცმა არ იცის რატომ (ალბათ უფლის ბრძანებით) გადაწყვიტა ეს მარგალიტები ისევ გაეფანტა მთელს დედამიწაზე და ისევ მშვენიერ ქალებად ექცია, გაატანა ეს მძივი არწივს და უთხრა ყველა ქვეყანაში თიო მარგალიტი ჩააგდეო, ასეც იქცეოდა არწივი, აგდებადა ყველა ქვეყანაში რომელსაც გადაუფრენდა ერთ მარგალიტს სულ მალე მოახლოვდა საქართველოს და ეს მძივი კლდის წვერს გამოედო და გაწყდა, მარგალიტების უმეტესობა, ჩვენს ქვეყანაში ჩამოვარდა და ისისნი ულამაზეს ქალებად იქცნენ
ხოდა მოდით ჩვენ ქალებს და ყველა ლამაზ მანდილოსანს გაუმარჯოსსს

იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც ეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლა და მაინც სიყვარული შეუძლია,
ვისაც სიყვარულზე წმინდა გრძნობა, არსად არასოდეს ეგულება,
ვისაც უსულგულოდ უღალატეს, მაგრამ მაინც დარცნენ ერთგულებად.
ვინც ბევრი ღამე მწარედ ფიქრში ან თამბაქოს კვამლში გაათია,
ვინც უსაზომო სიყვარული, მუჭისხელა გულში ჩაატია.
ვისაც ხვთაებრივი სახატები წვრილი კენჭებითაც აუგია
ვისაც საფიცარი სეუბღალეს, მაგრამ გულში სიავე არ გაუვლია,
ვისაც არაერთხელ დაუნგრიეს ლოცვით ნაშენები ეკლესია,
ვინც ქრისტესათვის ჯვარს ეცვა და გვირგვინს დაატარებს ეკლიანს,
ვისაც იმედები პურად ჰყოფნის, ვისაც მთელ ქვეყანაზე უვლია,
ვისაც სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს ვისაც შ ე ც ო დ ე ბ ა შეუძლია

მე მინდა დავწერო დედის სადღეგრძელოს შესახებ ლეგენდა, რომელსაც დედის სადღეგრძელოს წინ ამბობენ............
ერთხელ მეგობრები სანადიროდ წავიდნენ. ნადირობის მერე ნანადირევი შეწვეს სუფრა გაშალეს იქვე ტყეში და ქეიფი დაიწყეს............. უკვე საკმაოდ მთვრალები იყვნენ როდესაც მგზავრმა ჩამოიარა გზად და როგორც ქართველელთა წესია სუფრაზე მიიპატიჟეს.............. მგზავრიც მივიდა და თქვა ბევრი დრო არ მაქვს ამიტომ მხოლოდ ერთ სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ რომელიც ალბათ უკვე შესვით მაგრამ მე მაინც ვიტყვი: ქართველი დედის სადღეგრძელო მინდა დავლიოო........ სუფრის წევრებმა ერთმანეთს გადახედეს და დაშერცხვენილად ჩაილაპარაკეს არა არ შეგვისივიაო. მაშინ სტუმარი ადგა, ჭიქა უკან დააბრუნა და თქვა ასეთ სუფრაზე მე სადღეგრძელოს თქმას არ ვიკადრებო და წავიდა.............
ხოდა მოდი სანამ ჩვენს სუფრაზეც ჩამოუვლია ასეთ კაცს, ქართველი დედის სადღეგრძელო ვთქვათ, იმ დედის რომელიც შვილს ომში წასვლის წინ არიგებდა მირჩევნია შენი სიკვდილის ამბავი შევიტყო, ვიდრე უკან დამიბრუნდე შერცხვენილიო.................

მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს, იმ მოფერებასა და ალერსს, იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს თვალებს. მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს,იმ გრიგალებს და ნიავს, რომელსაც საალერსო სიტყვები გულიდან გულთან მიაქვს. მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს იდუმალ მოჩურჩულე ღამეს გაღებულ სარკმელთან,მოწყენილ გოგონას,წარსულზე რომ ეტყვის რამეს. იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს,იმ შენი ცხოვრების ორ გზას,ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს და კოცნას.

ორი უგრძნობი კოცნის სადღეგრძელო მინდა ვთქვა : როცა ახალშობილს დედა აკოცებს შვილი ვერ იგრძნობს, და როცა შვილი გარდაცვლილ დედას ეამბორება დედაც ვერ იგრძნობს.........ხოდა,ამ ორ უგრზნობ მარა ყველაზე წრფელ და სპეტაკ კოცნას გაუმარჯოს

მოდით მეც ერტ საგღეგრძელოს შემოგთავაზებტ, თქვენის ნებართვით....
სამოთხეში გადასასვლელად ნემსის სიწვრილის ხიდია გადასალახი...
ერთი მოხუცი ამ ხიდთან იდგა და გადასვლას ვერ ბედავდა...
ამ დროს გამოიარა ერტმა მთვრალმა კაცმა და თავისუფლად გადავიდა...
მოხუცმა უფალს მიმართა "მე არაფერი დამიშავებია, ერთი ღარიბი კაცი ვარ და ამ ხიდს ვერ გადავდივარ, ხოლო ის მთვრალი იყო და მაინც ასე თავისუფლად გადავიდაო"....
ღმერთმა კი უპასუხა "ის რო სვამდა სუფრასთან ჩემი სადღეგრძელო თქვაო"...
ხო და მოდით ამ ჩიქითუფალი დავლოცოთ...

modit siyvaruls gaumarjos pirvel siyvarils...
pirvel siyvaruls gaumarjos meores rom ar sajiroebs da meores pirvels rom ar gaixsenebs

ერთ ბიჩს ერთი გოგო თავდავიწყებით უყვარდა ისე უყვარდა რომ მისთვის მთელ სიცოცხლეს გაწირავდა მაგრამ ამის თქმას ვერ ბედავდა გავიდა დრო ბიჩმა გაიგო რომ ეს გოგონა თავის მეგობარს შეჰყვარებოდა და არ აპირებდა რომ გოგონასთვის ებრდოლა რადგან მეგობარს ხომ არ დაკარგავდა გოოგნამ გაიგო რომ ამ ორ ბიჩს უყვარდა მიიყვანა მთაზე და უთხრა ვინც ამ მთაზე პირველი ავა და ჩამოვა იმას შევიყვარებ და მთელი ცხოვრება მსთან ვიქნებიო ბიჩი რომელსაც გოგონა პირველი სჰეუყვარდა ადგილიდან არ დადრულა და მეგობარი გაუშვა გოგონას გაუკვირდა და ჰკითხა რატომ არ ახვედი ხომ ძალიან გიყვარვარო ბიჩმა უპასუხა ვერ ვუარყობ მართლაც ძალიან მიყვარხარ მაგრამ მე რომ არ წავედი ამით ორი რამ მოვიგე 1 ის რომ ვიცი ჩემი საყვარელი ადამიანი ძალიან კარგად ბიჩთან იქნება მეორე კი მე არ დამიკარგავს ჩემი საუკეტესო მეგობარიო მოდით იმ ადამიანს გაუმარჯოს ვინც მეგობრობისთვის სიყვარულზე იტყვის უარს და ამიტ მეგობარს გააბედნიერებს!!! icon_sad.gif icon_sad.gif icon_sad.gif icon_sad.gif

ცაში ღმერთს, მთებში სალოცავებს, მიწაზე ჩვენ და მიწის ქვეშ ჩვენს წინაპრებს გაუმარჯოს

ერთი ჩვეულებირივი ოჯახი იყო ძველად… სახლში დედაშვილი ცხოვრობდა.. დედამ შეამჩნია რომ თავისი შვილი კარგად არ იქცეოდა და ასეთი რამ უთხრა.. "შვილო, ამიერიდან რამდენ ცუდ საქციელს (ცოდვას) ჩაიდენ.. იმდენი ლურსმანი მიაჭედე იმ დიდ მუხასო.. შვილმაც დაუჯერა და ასე მოიქცა… დროთა განმავლობაში გამრავლდა ეს ლურსმები მუხის ხეზე.. დედა დანაღვლიანდა, ამის შემხედვარე შვილიც მიხვდა თავის დანაშაულს.. ახლა დედამ უთხრა რომ რამდენ კარგ საქციელსაც ჩაიდენო იმდენი ლურსმანი უკან ამოაძრე ხიდანო… რამოდენიმე ხნის შემდეგ შვილმა თავისი კეთილი ქმედებებით ყველა ლურსმანი ამოიღო… და როცა განთავისუფლდა მუხის ხე… მას დიდი ნაიარევი დარჩა… მოდით მიჭებო ისე გვეცხოვროს რომ დედის გულზე ერთი ნაიარევიც არ გაგვეჩინოს..

ძველთაგან სამი რაღაც აქვს საქართველოს და ქართველებს, პირველი ეს არის ჯვარი, მეორე ეს არის ხმალი და მესამე ეს არის ადამიანობა!! ჯვარი ეკლესიამ ჩაიბარა, ხმალი-ისტორიამ, ადამიანობა კი ვისურვებ, რომ ყველა ქართველმა ჩაიბაროს!! მოდით ამ ჭიქით ადამიანობას გაუმარჯოს!! icon_wink.gif

ერთხელ ანგელოზი ჩამოვიდა დედამიწაზე და დაინახა ხელჩაკიდებული გოგო და ბიჭი და მას სიყვარული უწოდა, შემდეგ ისევ ჩამოვიდა ანგელოზი და დაინახა მოჩურჩულე წყვილი და მას ერთგულება უწოდა... გავიდა დრო და ისევ ჩამოვიდა ანგელოზი და ორი მიტოვებული საფლავი დაინახა, მას მარადისობა უწოდა... მოდი იმ გრძნობას გაუმარჯოს, რომელიც სიყვარულით იწყება, ერთგულებით გრძელდება და მარადისობით მთავრდება

იმ ადამიანს გაუმარჯოს რომელიც გაივლის ტალახში ფოთოლს ნახავს აიგებს გაწმენდს და არ დააყვედრებს ტალახსჰი ნაპოვი ხარო icon_smile.gif

ვირი უდაბნოში მიდიოდა.ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე... მეოთხე დღეს ის ორ დიდ ქვევრს გადააწყდა-ერთი წყლით იყო სავსე, მეორე არყით. როგორ ფიქრობთ რომელი დალია? რათქმაუნდა წყალი. ასე, რომ, ნუ ვიქნებით ვირები, დავლიოთ არაყიicon_smile.gif) გაგვიმარჯოს

ერთ ლეგენდას მოვყვები, ალაბთ თქვენც იცით მაგრამ მაინც: დიდი ხნის წინ, როცა დედამიწაზე ყველაფერი სხვანაირად იყო მოწყობილი ეშმაკი მსოფლიოს ყველა კუთხეში აგროვებდა ლამაზ ქალებს და მშვენიერ მარგალიტებად აქცევდა მათ, ბოლოს იმდენი დაუგროვდა რომ მძივი გააკეთა, ერთხელაც კაცმა არ იცის რატომ (ალბათ უფლის ბრძანებით) გადაწყვიტა ეს მარგალიტები ისევ გაეფანტა მთელს დედამიწაზე და ისევ მშვენიერ ქალებად ექცია, გაატანა ეს მძივი არწივს და უთხრა ყველა ქვეყანაში თიო მარგალიტი ჩააგდეო, ასეც იქცეოდა არწივი, აგდებადა ყველა ქვეყანაში რომელსაც გადაუფრენდა ერთ მარგალიტს სულ მალე მოახლოვდა საქართველოს და ეს მძივი კლდის წვერს გამოედო და გაწყდა, მარგალიტების უმეტესობა, ჩვენს ქვეყანაში ჩამოვარდა და ისისნი ულამაზეს ქალებად იქცნენ
ხოდა მოდით ჩვენ ქალებს და ყველა ლამაზ მანდილოსანს გაუმარჯოსსს

ეს არის ქალის, ზოგადად სილამაზის სადღერძელო..
დამერწმუნებით ალბათ რომ, მცენარეებში ყველაზე ლამაზი არის ვარდი, ცხოველებში კი ლამაზს გამოვარჩევთ ცხენს "თეთრ რაშს", ადამიანში კი რა თქმა უნდა ქალი.. ხოდაა მოდით გაუმარჯოს ცხენზე ამხედრებულ ქალს, რომელსაც ვარდი უჭირავს ხელში.. icon_redface.gif
ხო კიდე ვიტყვი ერთ სადღეგრძელოს ნუ სიყვარულზე იყო პირველი და სიყვარულის მერე ცოტა გადავუხვევ და ერთს ვიტყვი პატარა ბავშვი დაიღუპება და მოხვდება სამოთხესი ხოდა აქ ყველას აქვს თავისი წყარო ყველას ვინც სამოთხეშია და ერთხელ ამ ბავშვთან მივა მოხუცი კაცი და სთხოვს წყალი დამალევინეო ბავშვს გაუკვირდება და ეტყვის დალიე მაგრამ აქ ხო ყველას ცვენი წყარო გვაქვსო და მოხუცი უპასუხებს: სამწუხაროდ მე ჩემიანებმა დამივიწყეს და ჩემი წყაროც დაშრაო და ეს შენი წყარო მანამდე არ დაშრება სანამ შენ ახლობლებს არ დაავიწყდებიო 06.gifკიდე ერთს ვიტყვი სამი სითხის სადღეგრძელოა 06.gif გაუმარჯოს გლეხს რომელიც ვენახში ოფლს დაღვრის გაუმარჯოს დედას რომელიც შვილის გამო ცრემლს დაღვრის და გაუმარჯოს ძმაკაცს რომელიც ძმაკაცის გამო სისხლს დაღვრის 06.gif

ჭადრის ძირში ისხდნენ პატარა გოგო და ბიჭი ჩამოიარა ღვთაებამ და თქვა ესენი მეგობრენი არიანო გავიდა დრო და ისევ ამ ჭადრის ზირში კიდევ ისხდნენ გოგო და ბიჭი გამოიარა ღვთაებამ და თქვა ესენი შეყვარებული არიანო და დიდი ხნის შემდეგ კვლავ გამოაიარა ღვთაებამ და ჭადრის ძირში დაინახა მოხუცი ქალი და კაცი და თქვა ესენი ერთმანეთს ენდობიანო 06.gif ხოდა მოდით მეგობრობით დაწყებულ სიყვარულით გაგრძელებულ და ნდობით დასრულებულ გრძნობას გაუმარჯოს 06.gif

რადგან დედა ვახსენე მე მინდა დავწერო დედის სადღეგრძელოს შესახებ ლეგენდა, რომელსაც დედის სადღეგრძელოს წინ ამბობენ............ერთხელ მეგობრები სანადიროდ წავიდნენ. ნადირობის მერე ნანადირევი შეწვეს სუფრა გაშალეს იქვე ტყეში და ქეიფი დაიწყეს............. უკვე საკმაოდ მთვრალები იყვნენ როდესაც მგზავრმა ჩამოიარა გზად და როგორც ქართველელთა წესია სუფრაზე მიიპატიჟეს.............. მგზავრიც მივიდა და თქვა ბევრი დრო არ მაქვს ამიტომ მხოლოდ ერთ სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ რომელიც ალბათ უკვე შესვით მაგრამ მე მაინც ვიტყვი: ქართველი დედის სადღეგრძელო მინდა დავლიოო........ სუფრის წევრებმა ერთმანეთს გადახედეს და დაშერცხვენილად ჩაილაპარაკეს არა არ შეგვისივიაო. მაშინ სტუმარი ადგა, ჭიქა უკან დააბრუნა და თქვა ასეთ სუფრაზე მე სადღეგრძელოს თქმას არ ვიკადრებო და წავიდა.............ხოდა მოდი სანამ ჩვენს სუფრაზეც ჩამოუვლია ასეთ კაცს, ქართველი დედის სადღეგრძელო ვთქვათ, იმ დედის რომელიც შვილს ომში წასვლის წინ არიგებდა მირჩევნია შენი სიკვდილის ამბავი შევიტყო, ვიდრე უკან დამიბრუნდე შერცხვენილიო......

იმ ორ უგრძნობ კოცნას გაუმარჯოს, პირველად დედა რომ აკოცებს ახალდაბადებულ შვილს და ჩვილი ვერ იგრძნობს და გარდაცვალების შემდეგ კუბოში მწოლიარე დედას რომ დაემშვიდობება შვილი შუბლზე კოცნით და ვერც ამ კოცნას იგრძნობს გარდაცვლილი დედა................ :'(


კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 18234 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.9/21
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]