როგორ მივიპყროთ ყურადღება ?
2011-03-05, 0:00 AM

ფსიქოლოგებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი ადამიანის თვისებას, – როგორმე მიიპყროს ირგვლიმყოფების ყურადღება. გაიხსენეთ, როგორი შეშფოთება, სიცარიელე და თავდაუჯერებლობის გრძნობა გეუფლებათ, როდესაც მარტო რჩებით, განსაკუთრებით სტრესულ სიტუაციებში. მაგრამ ნურც იმას დაივიწყებთ, რომ საკმარისია, გამოჩნდეს ვიღაც, ვინც ყურადღებას მოგაქცევთ, რომ ყველაფერს საოცრად მალე მოეფინება ნათელი – აზრები თავის ადგილას ლაგდება და პრობლემების გადაჭრის გზებიც სწრაფად მოიძებნება. ალბათ, ამის გამო, ადამიანებმა თანდათან ისწავლეს სხვადასხვა საშუალებებით როგორ მიიქციონ გარშემომყოფების ყურადღება. არსებობს მოქმედებების რამდენიმე ტიპი, რომლებიც სწორედ აქეთკენაა მიმართული. მათი დიაპაზონი ვრცელია – პასიურიდან აგრესიულამდე. მათ შორის ძირითადია:

ტიპი პირველი – ~მე უბედური~
პასიური ტიპია. ამ ტიპის ადამიანი ისე იქცევა, რომ მოსაუბრე თავს ყოველთვის დამნაშავედ გრძნობს იმის გამო, თითქოს ძალიან ცოტას აკეთექს მისთვის. ~მე უბედური~ იმდენად ~უბედურია~, რომ არაფერს შეუძლია შეცვალოს მისი მდგომარეობა, ვინც და როგორც უნდა ეცადოს. სწორედ ეს მდგომარეობა ეხმარება მას, მიიპყროს თქვენი ყურადღება და მსგავსი აზრებით ~დაგტვირთოთ~.

ტიპი მეორე – ~გულგრილი~
ადამიანის ეს ტიპი განსხვავებულ ტაქტიკას იყენებს. ცდილობს რა, გაამძაფროს თქვენი ინტერესი, იგი პირდაპირ არასოდეს პასუხობს თქვენს შეკითხვებს, პროვოცირებას უკეთებს მათ და ცდილობს გვერდი აუაროს. მას იმ მომენტამდე მიჰყავს სიტუაცია, სანამ თქვენ მისი ~განსაკუთრებულობის~ გავლენის ქვეშ მოექცეოდეთ და გადაწყვეტდეთ, რადაც უნდა დაგიჯდეთ, გაარკვიოთ, რა საიდუმლოს მალავს იგი. ყოველივე ამის შემდეგ, შესაძლოა, კიდეც ~გაიხსნას~ – მაგრამ არა ბოლომდე!

მესამე ტიპი – ~დამკითხავი~
ეს უკვე მეტად აგრესიული ქმედებაა. ამ ტიპის ადამიანი არ ერიდება, მიიპყროს თქვენი ყურადღება მთელი რიგი კითხვებით. ამასთან ერთად, თქვენივე პასუხებიდან იგი ყოველთვის ეცდება, ღმოაჩინოს რაღაც უარყოფითი თქვენში, თქვენი ცხოვრების სტილში, მოქმედებაში, საბრძოლველად განწყობილი, გამორკვევის საშუალებასაც კი არ მოგცემთ და თავადაც ვერ შეამჩნევთ, ისე დაიწყებთ თავის მართლებას.

მეოთხე ტიპი – ~დამშინებელი~
ყველაზე რადიკალური ტიპია. ამ ტიპის ადამიანი ყველაზე ნათლად ბავშვებთან და შედარებით სუსტ პიროვნებებთან ურთიერთობისას ავლენს საკუთარ თავს. ის მოქმედებს, თავს ესხმის და ~გახსნილად~ აშინებს ადამიანს. ამავე დროს, ცდილობს, გამოიცნოს ~დასაშინებელი~ პიროვნება, რათა თავიდან აიცილოს გართულებები.


კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 879 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]