რა უნდა ვიცოდეთ ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისთვის
2011-06-26, 4:38 PM


ნუ გექნება საიდუმლო
რაიმე ამბის შენიღბვა საიდუმლოს საშუალებით, ადამიანებს ერთმანეთისადმი  ნდობას უკარგავს, წარმოშობს ეჭვს, დაძაბულობას.   საბოლოოდ, ადამიანი, ვისგანაც რაღაცს მალავენ, თავს მოტყუებულად და გაბრიყვებულად გრძნობს. ამგვარი დამოკიდებულება კი აზიანებს ჯანსაღ ურთიერთობებს და   ნეგატიურად მოქმედებს პიროვნულ განვითარებაზე.

თავიდან აიცილე მოულოდნელობები
მოულოდნელობები და უსიამოვნიო სურპრიზები სხვებში გაოგნებას იწვევს, ირღვევა სიახლოვე და  ურთიერთობები არაპროგნოზირებადი ხდება.

არ მოიტყუო
როდესაც მშობლები იტყუებიან, შვილებიც  იტყუებიან.მოგვიანებით ეს ზრდასრულ ასაკშიც იჩენს თავს.  პარტნიორებს შორის ტყუილის დროს კი შეუძლებელი ხდება ერთმანეთის ახლოს გაცნობა და სიახლოვის შენარჩუნება. თუ არსებობს ტყუილი, პრობლემები აუცილებლად იჩენს თავს.

 ნუ იეჭვიანებ
ეჭვი ხელს უშლის ყურადღებას, ურთიერთობებზე კონცენტრაციას და პრობლემების მოგვარებას. ეჭვი ყველა დისფუნქციური სისტემის საფუძველია. ურთიერთობების გაფუჭების გარდა, ეჭვი აფერხებს პიროვნულ ზრდასა და განვითარებას, პრაქტიკულად  სპობს ყველანაირ სიახლოვეს .

ნუ იმართლებ თავს
თავის მართლება – ეს არის მცდელობა, რაციონალური ახსნა მოუძებნო რაიმე პრობლემას და თავიდან აიცილო პასუხისმგებლობა რაიმე ქცევის გამო. ეს კი, რა თქმა უნდა, უარყოფითად  მოქმედებს სისტემის სხვა წევრებზე.

ნუ შეიქმნი ილუზიებს
ჯანსაღი ურთიერთობებს  მხოლოდ რეალური საფუძველი აქვს. სიმართლეს ყოველთვის თვალი უნდა გაუსწორო – იქნება ეს პარტნიორის ნარკოდამოკიდებულება, თუ უბრალოდ, შვილისთვის სასწავლებლის შერჩევა.



როდესაც ოჯახის წევრები და წყვილები ამ წესებს იცავენ, ბევრად უფრო ადვილად უმკლავდებიან გარეშე პრობლემებს და ცხოვრებისეულ მოულოდნელობებს!

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 932 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]