მთავარი » ფაილები » საინტერესო

რა ხდება მსოფლიოში?(სამი საინტერესო ამბავი)
2011-04-07, 6:49 PM

უძველესი „სარეკლამო პროსპექტი"

როგორც ჩინეთში გამომავალი ელექტრონული გაზეთი (China’s People’s Daily Online) იტყობინება, ჩინელმა არქეოლოგებმა ქაღალდზე ნაბეჭდი მსოფლიოს უძველესი ცნობილი „სარეკლამო პროსპექტები" აღმოაჩინეს. გასახვევი ქაღალდის ორი ნაჭერი, რომელიც თითქმის 700 წლის წინანდელი პერიოდით თარიღდება, როგორც ჩანს, პიგმენტების შესახვევად იყო განკუთვნილი, რომლებიც ზეთის საღებავებისთვის გამოიყენებოდა, ჩინეთის პროვინცია ხუნანში მდებარე ერთ-ერთი საფლავიდან ამოიღეს. „ქაღალდის მარჯვენა კუთხეში, ზემოთ, 70 ჩინური იეროგლიფით აღიწერებოდა რაღაც გარკვეული ნივთის სახეობა, ხარისხი და თავისებურება, აგრეთვე იმის ადგილმდებარეობაც იყო მითითებული, სადაც ამ ნივთის შეძენა შეიძლებოდა", — ნათქვამია გაზეთში. სარეკლამო განცხადების ენა საოცრად ჰგავს თანამედროვე რეკლამების ტექსტებს. კერძოდ, ასეთი რამის წაკითხვაც კი შეიძლება: „სხვა ზეთის საღებავებთან შედარებით, ჩვენი ნაწარმის ელფერი განუმეორებელია". იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ ევროპაში ქაღალდის გამოყენება XII საუკუნიდან დაიწყეს და რომ გუტენბერგმა ბეჭდვა მხოლოდ XV საუკუნეში გამოიგონა, გაზეთი შენიშნავს: „შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ქაღალდის წარმოება ჩინეთში ახ. წ. 105 წლიდან დაიწყო, როდესაც ჩაი ლუნმა პირველმა შექმნა ქაღალდის ფურცელი; ხოლო რაც შეეხება ბეჭდვას — ჩინეთში ხის საბეჭდი ფორმა IX საუკუნეშივე არსებობდა".

2)რატომ არიან მამაკაცები უფრო დღემოკლენი

მამაკაცების ცხოვრება საშინელებაა: მამაკაცი უფრო ადვილად ავადდება და უფრო ადრე კვდება". ასეთი უღიმღამო სურათი დახატეს ავსტრიის ქალაქ ვენაში გამართული, მამაკაცების ჯანმრთელობისადმი მიძღვნილი, პირველი მსოფლიო კონგრესის ორგანიზატორებმა. როგორც გერმანული გაზეთი „ზიუდოიჩე ცაიტუნგი" იუწყება, ისინი შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ მამაკაცები, საშუალოდ, ქალებზე ხუთი წლით ნაკლებს ცოცხლობენ. რატომ არიან მამაკაცები უფრო დღემოკლენი? ერთი მიზეზი ის არის, რომ ისინი უფრო ბევრს ეწევიან და გადაჭარბებულად სვამენ. სხვა დიდი რისკ-ფაქტორებია ზომაზე მეტის ჭამა და უმოძრაობა — როგორც იტყობინებიან, შუა ხნის მამაკაცთა 70 პროცენტი ჭარბწონიანია. გარდა ამისა, ბევრი მათგანისთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული სამსახურისა და სხვა ოჯახური მოვალეობების გაწონასწორება. ავადმყოფობის შემთხვევაში მამაკაცები უფრო ნაკლებად აკითხავენ ექიმს ანდა იშვიათად მიმართავენ პროფილაქტიკურ ზომებს. ამ კონგრესის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზიგფრიდ მერინმა, ასე შეაჯამა არსებული ვითარება: „მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც რომ არასახარბიელოა".

3)პორნობიზნესი

«დღესდღეობით პორნოგრაფია უფრო შემოსავლიანია, ვიდრე პროფესიონალური ფეხბურთი, კალათბურთი და ბეისბოლი ერთად აღებული. ამერიკაში ყოველწლიურად ხალხი უფრო მეტ ფულს პორნოგრაფიაში იხდის, ვიდრე კინოს ბილეთებში და ყველა წარმოდგენასა და შოუში ერთად აღებული, — აღნიშნულია ჟურნალ „ნიუ-იორკ ტაიმზში", — ამერიკის შეერთებულ შტატებში პორნობიზნესი ყოველწლიურად მთლიანობაში 10 მილიარდი დოლარიდან 14 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული; მასში შედის პორნოგრაფიული არხები, საკაბელო და სატელიტური ტელევიზიით და სასტუმროს ნომრებში გაშვებული პორნოგრაფიული ფილმები, ინტერნეტის ვებ-საიტებზე არსებული პორნოგრაფიული მასალა, სექსი ტელეფონით, „სექსსათამაშოები"და… პორნოგრაფიული ლიტერატურა». სტატიაში შემდეგ ნათქვამია: „თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ პორნოგრაფია 10 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ბროდვეიზე განლაგებული თეატრების შემოსავალი 600 მილიონს აღწევს, მაშინ პორნოგრაფია მეორეხარისხოვანი კი არა, უმთავრესი ბიზნესია". მაგალითად გასულ წელს ჰოლივუდში 400 ახალი ფილმი გადაიღეს, მაშინ როცა პორნობიზნესის მწარმოებლებმა — 11 000 პორნოგრაფიული ვიდეოფილმი. მაგრამ ამერიკაში ძალიან ცოტა თუ აღიარებს, რომ პორნოგრაფიას უყურებს. «დღეს პორნობიზნესისნაირი ბიზნესი არ არსებობს, — აღნიშნულია „ტაიმზში", — მას არავინ უყურებს, მაგრამ მისი ჩვენება არასდროს წყდება»

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 114 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]