მთავარი » ფაილები » საინტერესო

რა ჩავიცვა? – ყველა გოგოს პრობლემა
2011-06-05, 11:22 PM
ყოველ დილას მაღვიძარას მაგივრად ჩემი დის კითხვა მაღვიძებს – რა ჩავიცვა? ნამძინარევ თვალებს ძალით ვახელ და ამ მეათასედ წარმოთქმულ წუწუნს ნაპერწკლებს ვაყრი. საცვლების ამარა ტუჩებმოკუმული დგას, მერე თვალებს ეშმაკური ღიმილი უნათებს, კარადიდან გადმოყრილ ტანსაცმლის გროვას უკანვე ტენის და ჩემს გარდერობში იწყებს ქექვას…

მერე რა პრობლემაა? – გაიკვირვებდით ალბათ, – იქნებ შენთან იპოვოს რამე… ვთვლი, რომ ჩემი ტანსაცმელი მე გამომხატავს და ვერ ვიტან, როცა სხვის ტანზე ინაცვლებს – კი ბატონო, წიკია! რა ვუყოთ მერე? ავდგეთ და ჩვენი გარდერობი შევიქმნათ. თანაც ისე, რომ რაიმე ახლის ყიდვისას აუცილებლად გავითვალისწინოთ უკვე ნაყიდი ნივთები, აქსესუარები და სამოსი. სწორედ ესაა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, როცა უამრავი ტანსაცმლიდან კონკრეტული დღისთვის ვერ ხერხდება მაისურის ქვედაბოლოსთან შეხამება, ფეხსაცმელები არ მიდის შარვალზე, ქამრის ფერი არ უხდება ჩანთისას და სხვა უამრავი ჩვენთვის (გოგოებისთვის) მნიშვნელოვანი წვრილმანი…

ზემოთხსენებული არაა ნორმა და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სამოსის შერჩევისას ყველაფერი იდეალურად უნდა შეუხამოთ ერთმანეთს. აი, თუნდაც ეს ჩაცმულობა შეაფასეთ:

როგორც ხედავთ, სხვადასხვა სტილისა და ფერის (თუმცა უმეტესწილად "მონათესავე” ფერის) ტანსაცმელი და აქსესუარებია შერწყმული. არაა აუცილებელი ფერი ფერს და სამოსის ერთი ნაწილი მეორეს "აკვდებოდეს”. დეტალების არაორდინალური შეხამებით შეძლებთ განსხვავებულად გამოიყურებოდეთ ;-)

ჩაცმასთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ, იქნებ გამოგადგეთ:

 

პ.ს. ერთმა ჭკვიანმა ებრაელმა თქვა: "მე ისეთი მდიდარი არ ვარ, რომ იაფიანი ვიყიდოო”

ასე, რომ ტანსაცმლის გამოუყენებლ გროვაზე პრაქტიკული რამდენიმე ხელი ხარისხიანი და გემოვნებიანი სამოსია! ;)

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 258 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]