ყველაზე უჩვეულო სასამართლო პროცესები
2011-03-05, 0:40 AM



უჩვეულო და სასაცილო სასამართლო პროცესებს დღესდღეობით სერიოზულობით ეკიდებიან. სასამართლოში სარჩელის შეტანა შესაძლებელია ღმერთზე, ტელევიზიაზე, მიზეზი შეიძლება იყოს ინტიმური ცხოვრების გახალისება, ან სულაც ნასას კოსმოსური პროგრამისადმი უარყოფითი დამოკიდებულება.

ცნობილი ფაქტია, რომ 2007 წლის სექტემბერში ნებრასკას შტატის გუბერნატორმა ერნი ჩემბერსმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი ღმერთის წინააღმდეგ, რადგან იგი ხალხს თავს ატეხდა სტიქიურ უბედურებებს, კატასტროფებს. ეს და სხვა ბევრი კაზუსი, რომელიც ქვეყნდება Times-ში, აჩვენებს, რომ იუმორის გრძნობა ისეთ სერიოზულ ადამიანებსაც გააჩნიათ, როგორებიც არიან იურისტები.

2004 წელს ვინმე ტიმოთი დამუშელმა ვისკონსინის შტატიდან სარჩელი შეიტანა ადგილობრივი ტელევიზიის წინააღმდეგ იმ მიზეზით, რომ მისი ცოლი გასუქდა, ბავშვები კი გადაიქცნენ ტელევიზორის პულტის უსულო მონებად. მან განაცხადა, რომ "მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ლოთობის და ცოლი გასუქების მიზეზი არის ის, რომ 4 წლის განმავლობაში ყოველდღე ტელევიზორს ვუყურებდით". ამ საქმის მწარმოებელმა იურისტებმა ვერ შეძლეს საქმის უმაღლეს სასამართლოში გადატანა.

ბრაზილიელი ქალბატონი შეეცადა გაესამართლებინა თავისი საყვარელი სასიყვარულო ურთიერთობაში განცდილი ფიასკოს გამო. მან ბრალი დასდო თავის 38 წლის საყვარელს, რომ მას არ სურდა სექსის დროს ქალისთვის სიამოვნების მინიჭება, თითქოს იგი გადაბრუნდა და ხვრინვა ამოუშვა. თემამ დიდი გამოხმაურება პოვა პრესაში, თუმცა სასამართლომ არ მიიღო აღნიშნული სარჩელი.

გერმანელი სახელმწიფო ადვოკატი იურგენ გრეფი აწარმოებდა ბონელი პენსიონერის საქმეს, რომელმაც მიიღო შეტყობინება 287 მლნ ევროს გადასახადის გადახდის თაობაზე, როცა მისი წლიური შემოსავალი შეადგენდა მხოლოდ 17 000 ევროს. ადვოკატმა საქმე გადაწყვიტა საგადასახადო ორგანოებში ერთი, სტანდარტული წერილის გაგზავნით. კანონის თანახმად, მას ჰონონარი ეკუთვნოდა გადასახადის დაწეული თანხის რაოდენობიდან, რამაც შეადგინა 440 243 ევრო. ჰონონარის გადახდა მოუწია სახელმწიფოს.

1974 წელს იორკშირის სასამართლომ განიხილა ვინმე რეჯინალდ სეჯვიკის საქმე, რომელსაც ბრალი ედებოდა კლეკჰიტონის ვაგზლის მოპარვაში. ამტკიცებდნენ, რომ მოპასუხემ, იგივე მესამე მხარის მიერ დაქირავებულმა მუშამ, "დაანგრია" მიტოვებული ვაგზლის ქვის შენობა, გამოიტანა სამშენებლო მოედნიდან 24 ტონა რელსი და სარკინიგზო გზა "არაკეთილსინდისიერი განზრახვით". აღელვებულმა ბრალდებულმა აღიარა ყველა ჩადენილი მოქმედება, მხოლოდ როგორც აღნიშნული საქმიანობისთვის დაქირავებულმა მუშამ. ადვოკატმა მისთვის მიაღწია გამასამართლებელ განაჩენს, თუმცა საიდუმლო მესამე მხარის -დანგრევის ინიციატორის ვინაობა უცნობი დარჩა.

2005 წელს მასაჩუსეტსის შტატის სააპელაციო სასამართლომ უარი განაცხადა "სახიფათო სექსუალური პოზების შესახებ" ოფიციალური გადაწყვეტილების მიღების შესახებ სარჩელის განხილვაზე. ვიღაც უცნობი მამაკაცი ბრალს სდებდა საყვარელს ფიზიკური ზიანის მომტანი მოქმედების განხორციელებაში სექსის დროს. ქალი შეეცადა გაეოცებინა პარტნიორი სექსის დროს და შედეგად მას სამედიცინო-ქირურგიული დახმარება დაჭირდა. სასამართლომ გამიტანა ვერდიქტი, რომ ნამდვილად "გაუაზრებელი მოქმედებების" ზემოქმედების კვალის შესწავლა დაზიანებულ ორგანოზე შეუძლებელი იყო.

2005 წელს რუსმა ასტროლოგმა მარინა ბაიმ შეიტანა სარჩელი ნასას წინააღმდეგ 165 მლნ. დოლარზე "მთელი სამყაროს ბალანსისთვის მოტანილი ზიანისთვის". კერძოდ მან ბრალი დასდო კოსმოსური ზონდის Deep Impact მისიას, რომელიც აგროვებდა სამეცნიერო მასალას კომეტებზე. (ზონდიდან უნდა გამოყოფილიყო სპეციალური აპარატი, შეჯახებოდა კომეტას და აეფეთქებინა ის), მან მომავალ აფეთქებას უწოდა "ტერორისტული აქტი მსოფლიოს წინააღმდეგ". სარჩელის დაკმაყოფილებაზე მან უარი მიიღო.

შარშან ინდოეთის სასამართლო რთული ამოცანის წინაშე დადგა: ელემენტებიანი ვიბრო-პრეზერვატივები სექს-სათამაშოდ ჩაეთვალათ თუ კონტრაცეპციულ საშუალებად. მწარმოებელი ამტკიცებდა, რომ პრეზერვატივი სახელწოდებით "კრეშჩენდო" კონტრაცეპციული საშუალება იყო და ხელს უწყობდა ერის ჯანმრთელობას, ოპონენტების აზრით კი კრეშჩენდო სექს-სათამაშო იყო. კამათის მიზეზი კი მარტივია, რადგან სექს-შოპების ასორტიმენტი ინდოეთში მკაცრად არის აკრძალული.

2006 წელს შანხაელი ყმაწვილი აღმოჩნდა იურიდიულ გაურკვევლობაში, რადგან მან გაყიდა თავისი სული ონ-ლაინ აუქციონზე. მეპატრონეებმა ქსელიდან ამოიღეს ეს რეკლამა, გამყიდველი კი დაამშვიდეს, რომ როგორც კი "სულის პატრონი" წარმოადგენს წერილობითი ფორმით თანხმობას უზენაესი ძალებისგან, ლოტი ისევ გამოვა გასაყიდად.

2004 წელს სასამართლო მოხელე ფრანკ დალესანდრო ცდილობდა მიეღო მშობლიური ქალაქისგან ანაზღაურება ზიანისთვის, რომელიც მან მიიღო საკუთარ ტუალეტში, მის ქვეშ უნიტაზი აფეთქდა. 5 მლნ დოლარად იგი მზად იყო ქალაქის კომუნალური სამსახურისთვის ეპატიებინა ზიანი. ჩინოვნიკის კომენტარმა, მტკივნეული ფიზიოთერაპიის შესახებ, უჩვენა მისი იუმორის გრძნობა და ულევი ოპტიმიზმი: "რომ იცოდეთ ეს როგორი ჰემოროია".

2006 წელს ნევადას უმაღლესი სასამართლო განიხილავდა ლას-ვეგასში მიღებულ კანონს სტრიპტიზის შესახებ. კანონი უკრძალავდა სტრიპტიზიორებს ცეკვის დროს მაყურებელთა "მოფერებას და ალერსს სექსუალური აღგზნების განზრახ მისაღწევად". მოწინააღმდეგენი ამტკიცებდნენ, რომ ტექსტი შეიცავს "გაურკვეველ აზრებს" და არის არაკონსტიტუციური, ამიტომ მისი ძალაში შესვლა არ შეიძლება. გამოცდილი იურისტები დიდხანს ბჭობდნენ, სტრიპტიზიორების რომელი ქცევა იყო წინასწარ განზრახული და რომელი არ იყო - მუხლზე ჩამოჯდომა, ბარძაყზე ნაზი მოფერება თუ მკერდით შემთხვევით შეხება? სასამართლომ კანონი ჩათვალა სამართლიანად და იურიდიული ძალის მქონედ, რადგან სასამართლო ორგანოებს მშვენივრად შეუძლია განზრახული და შემთხვევითი მოქმედებების გარჩევა.
კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1085 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]