მთავარი » ფაილები » საინტერესო

ყველაზე უაზრო კითხვები
2011-03-05, 0:27 AM

თითქმის ყველაზე სულელური კითხვები,

  • ვირჯინის კუნძულებზე (Virgin Islands) ბევრი ქალიშვილია?
  • არსებობს კრემატორიუმში ფასდაკლება, თუკი რამდენჯერმე ისარგებლებ მათი მომსახურეობით?
  • შეიძლება თევზს მოწყურდეს?

  • ავადდებიან თუ არა ვამპირები შიდსით?
  • ერთობა თუ არა ჩვილი ბავშვი ჩვილობით ისე, როგორც მოზარდი მოზარდობის პერიოდით?
  • კაციჭამია ცხოველი მარტო კაცებს ჭამს (სახელის გამო) თუ ქალსაც?
  • როგორ უნდა დარწმუნდე იმაში, რომ პატიოსნება ყოველთვის საუკეთესო ვარიანტია, თუკი სხვა გზებიც არ სცადე
  • როგორ იწერება ნული რომაული რიცხვებით?
  • რამდენი კვირაა სინათლის წელიწადში?

  • თუკი ტეფლონი არაფერს იკრავს, ტაფაზე როგორღა აკრობენ?
  • რამდენი ლიტრი რძეა "რძიან გზაში”?
  • თუკი სადღესასწაულო სანთლების ქარხანაში ცეცხლი გაჩნდება, იქ მომუშავეები "Happy Birthday”-ს სიმღერას დაიწყებენ?
  • თუ ადამიანი მოძრაობს ბგერის სიჩქარით, ვოქმენის ხმას გაიგებს?
  • თუკი პანტომიმის მსახიობი თვითმკვლელობას გადაწყვეტს, იარაღს მაყუჩს გაუკეთებს?
  • თუკი სარკეში იცვლება გამოსახულების მარჯვენა და მარცხენა მხარე, რატომ არ იცვლება ზედა და ქვედა?

  • სინქრონულ ცურვაში ერთი მოცურავე თუ დაიხრჩობა, სხვებიც დაიხრჩობიან?
  • თუკი თეთრი ღვინო თევზს უხდება, თეთრი ყურძენი სუშის მოუხდება?
  • თუკი კანონი კრძალავს ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომას, ბარებს რატომ აქვთ ავტომობილების სადგომი?
  • უკუსვლით თუ იძუნძულე, წონაში მოიმატებ?
  • თუკი ცდილობ, რაღაც წარუმატებლად გააკეთო და ეს გამოგივა, საბოლოოდ წარმატება გამოდის?
  • ხელახლა თუ დაიბადები, ორი ჭიპი გექნება?

  • ახლა, როცა მაიკროსოფტი ამხელა კომპანიაა, არ ჯობია მაკროსოფტი ერქვას?
  • ამერიკელები ქორწილისას ბრინჯს ისვრიან ნეფე-პატარძლის მიმართულებით. ლოგიკურად, აზიელები ჰამბურგერებს ისვრიან?
  • თუკი არსებობს სინათლის სიჩქარე (თვალი) და ბგერის სიჩქარე (ყური), ხომ უნდა არსებობდეს სურნელის სიჩქარეც (ცხვირი)?
  • წიწილების აზრით, როგორი გემო გვაქვს ჩვენ?
  • რას ითვლიან ცხვრები, როცა ვერ იძინებენ?
  • თუკი საწოლი ოთახიდან საწოლს გაიტან, რა ერქმევა ოთახს?

  • როცა თოვლი დნება, სად იკარგება თეთრი ფერი?
  • სად არის ძველი ზელანდია?
  • რატომ არ მოკლა ნოემ კიდობანში ყოფნისას ის ორი კოღო?
  • მართალია, რომ კანიბალები არ ჭამენ კლოუნებს, რადგან სასაცილო გემო აქვთ?
  • თუკი ბრმები მუქ სათვალეს ატარებენ, ყრუებს რატომ არ აქვთ ყურსაცვამები?
  • კატებს და ძაღლებს ბეწვი რომ არ ჰქონდეთ, მაინც ვიყოლიებდით სახლში?

  • რატომ ცეკვავენ ბალერინები ფეხის წვერებზე? არ ჯობია, უფრო მაღალი მოცეკვავეები მოძებნონ?
  • რატომაა ჰოთდოგი შეკვრაში 10 ცალი და ფუნთუშა მხოლოდ 8?
  • რაში იყენებს ღორი დაგრეხილ კუდს?
  • თუკი ჯანდაბაში მოხვდები და ვინმეზე გაბრაზდები, რას ეტყვი, სად წასულხარო?
  • როცა ყველს (cheese) სურათს უღებენ, რას წარმოთქვამს?
  • როცა ძროხები დიდხანს იცინიან, თვალებიდან რძე მოსდით?

  • რატომ აქვს ავტომობილებს ამხელა მაქსიმალური სიჩქარე, თუკი კანონი კრძალავს?
  • რატომ ვრეცხავთ პირსახოცს, ჩვენ ხომ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ მას, როცა სუფთა ვართ?
  • ვინ ახდენს ძაღლის საკვების დეგუსტაციას იმის გასარკვევად, რამდენად გემრიელი და ვარგისია?
  • როცა ფანქრით დაწერილ სიტყვას ვშლი, სად მიდის?
  • როცა ხალხი შიმშილისას წონას კარგავს, სად მიდის ის წონა?
  • როცა საათი გამოიგონეს, საიდან გაიგეს რომელი საათი იყო და რა დროზე უნდა დაეყენებინათ?

  • რატომ არ აქვს ტარზანს წვერი?
  • რატომ არ სურს მსოფლიოში ყველაზე მსუქან ადამიანს, გახდეს ჰოკეის მეკარე?
  • რატომ ჰქვია პერიოდს ტურისტების სეზონი, თუკი ტურისტს ვერ მოკლავ?
  • რატომ არ აქვს სახელი მუხლის უკანა მხარეს?
  • როცა ჰელოუინისთვის ზეწარს გადაიცვამ, მოჩვენება უფრო ხარ თუ ლეიბი?
  • თუკი შავი ყუთი არასდროს ზიანდება, რატომ არ აკეთებენ მთელ თვითმფრინავს იმავე მასალისგან?

  • კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
    ნანახია: 269 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]