მთავარი » ფაილები » საინტერესო

ყველაზე პოპულარული ტყუილები ანუ „დღეს ყველაზე კარგად გამოიყურება“
2011-03-04, 11:52 PM


ყველაზე პოპულარული ტყული ყოფილა: „ მე შენ მიყვარხარ".

„მოტყუება არ გაბედო.." – ხშირად ვარიგებთ, უფრო სწორედ, ვუთითებთ ბავშვებს, თუმცა მათი თანდასწრებით იმდენს ვიტყუებით… ასეა თუ ისე, საშუალოდ, ადამიანი დღეში 40-ჯერ იტყუება, წელიწადში ტყუილის რაოდენობა აღწევს 14600–ს – ასეთია ბრიტანეთის კვლევის რეზულტატები. და თუ 60 წელს აქტიურად გავატარებთ – მაშინ, სულ ცოტა, 876000 ჯერ მოვიტყუებით!!! და კიდევ ერთი აღმოჩენა… თურმე მამაკაცები ქალებთან შედარებით 20 პროცენტით უფრო ხშირად იტყუებიან. ერთი სტიყბით, ვატყუებთ ნათესავებს, ახლობლებს, კოლეგებსა და … თქვენ წარმოიდგინეთ საყვარელ ადამიანსაც კი.

გული არ დაგწყდეთ, ლაპარაკია ძირითადად, უმნიშვნელო ტყუილებზე, რომელთა მიზანი, როგორც წესი, გარშემომყოფთა დამშვიდებაა. როგორც გაირკვა, და როგორც ვაღიარე, ყველაზე ხშირად ჩვენ ვატყუებთ ჩვენს საყვარელ ადამიანებსა და კოლეგებს სამსახურში.

უმეტესად გვხვდება შემდეგი გამონათქვამები :„ყველაფერი მშვენივრადაა", ან „მე კარგად ვარ". ამას გარდა, პოპულარული ფრაზებია: „მიხარია თქვენი ნახვა", „სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი თქვენთვის მეპასუხა", საცობში მოვყევი", „ტრანსპორტმა დააგვიანა", „დენი არ იყო", „რამდენიმე წუთში გადმოგირეკავ", „ძალიან გემრიელია", "მობილური დამიჯდა”, "მაგვიანდება, საცობში ვარ”, "მობილური არ იჭერდა”, "შეცდომით ჩამიწერია შენი ნომერი”, "სწორედ ისაა, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი”,

და მაინც, რამდენად ხშირად ვატყუებთ ადამიანები ერთმანეთს და რა მიზეზით? არადა ყველაფერი მარტივად და ბუნებრივად ხდება. იმისთვის, რომ ადამიანს ტყუილის თქმა აიძულო, ხანდახან მოკითხვაც კი კმარა. როდესაც ვკითხულობთ მეგობრის თუ ახლობლის ამბავს, პასუხი ასეთია: კარგად ვარ, არა მიშავს! რაც ხშირად ტყუილია. თუმცა უნდა ვაღიარო, განსაკუთრებული კრიმინალი ასეთ ტყუილში არ არის. ყველაზე ხშირად ადამიანები იმისთვის იტყუებიან, რომ მეორე ადამიანს არ აწყენინონ.

შესაბამისად, გამოკითხვამაც აჩვენა, რომ მამაკაცები უფრო ხშირად ცოლსა და საყვარელ ქალს ატყუებენ, რომ მეგობრებთან ერთად გაძვრნენ ბარში ან მშვიდად უყურონ ფეხბურთს. ახლა კი, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე ეს მაჩვენებლი საკმაოდ გაიზრდება. რაც შეეხებათ ქალებს, ისინი ტყუილს შეძენილი ტანსაცმლის ფასების გამო ამბობენ ან იმ სასმელის რაოდენობას მალავენ, რომელიც დააგემოვნეს, ტყუიან ასევე წონის გამო, გარკვეულს ნაწილს ურჩევნია დამალოს თავისი ფინანსური მდგომარეობის დეტალები, რის გამოც უხდებათ ტყუილის თქმა.

როგორც ირკვევა, ვიტყუებით დაუფიქრებლად, არც დანაშაულის გრძნობა გვაქვს და არც სინდისის ქენჯნა. ზოგჯერ კი,გული გვწყდება, როცა თავს მოტყუებულად ვგრძნობთ! და მაინც რა სჯობს მტკივნეული სიმართლის ცოდნა თუ უმნიშვნელო ტყუილი? როგორც ჩვენ ვამბობთ ხოლმე, მარგებელი ტყუილი ანუ ტყუილი სიბრალულის გამო, სიკეთის გამო და ა.შ. მაგრამ მაინც თუ სიმართლის თქმა არ გეხერხება?! მაშ, რა უნდა ქნა – მოიტყუო თუ არა?

თუმცა ერთი გასათვალისწინებელია, ბავშვებთან სჯობს სამართლიანად, პატიოსნად და თანმიმდევრულად მოვიქცეთ. პატარებს ჯერ არ შეუძლიათ უფროსების სამყაროში გარკვევა, რადგან მათტვის თავგზის აბნევა ძალიან ადვილია.
გთავაზობთ, ყველაზე პოპულარული ტყუილს. ნუსხა ბრიტანელი მეცნიერების ხანგრძლივი კვლევის შედეგად ასე გამოიყურება…..

ყველაფერი კარგადაა…გამიხარდა შენი ნახვა…ფული არ წამომიღია…მე დაგირეკავ…აუ, მართლა, ვერ გავიგე რომ მირეკავდი…ჩვენ აუცილებლად უნდა შევხვდეთ, კიდევ ერთხელ… გზაში ვარ…არა, ამ კაბაში არ ხარ სქელტრაკა…საცობში (პრობკაში) – ვარ…რა სმს-ი?…. ტელეფონი არ იჭერდა… რა თქმა უნდა, მე შენ მიყვარხარ…სერვერი გაითიშა…მაღვიძარამ არ დარეკა…ანგარიში საფოსტო ყუთშია…აკუმულატორი დამიჯდა…მგზავრობა გადაიდო… 2 წუთში გადმოგირეკავ…ძაან გემრიელია…დღეს საღამოს სავარჯიშოდ მივდივარ… ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ…საათი გამიჩერდა…მეორე ხაზზე მირეკავენ…მთელი დღე თათბირებზე ვეგდე…ეს ისაა, რაც ყოველთვის მინდოდა…არასწორად ჩავიწერე შენი ნომერი… დღეს ყველაზე კარგად გამოიყურები… დღეს გვიანობამდე ვმუშაობ…და მე სულ ბოლოს მივუსწარი…მანქანა ვერ დავქოქე…

P.S. ზოგჯერ კი, საკუთარ ტყუილსა თუ საქციელზე თავადვე გვეცინება… ალბათ, სულ უბრალო მიზეზის გამო, ან არ გამოგვდის ან გვამჩნევენ და ხვდებიან, რომ ვიტყუებით, უფრო სწორედ ვატყუებთ!!!
კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 141 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]