მთავარი » ფაილები » საინტერესო

ყალბი თუ ნამდვილი ?!
2011-03-04, 1:35 PM

Image Hosted by ImageShack.us

ამბობენ, რონ ნამდვილი ბრილიანტი თვითონ ირჩევს, ვინ უნდა დაამშვენოს. სვაროვსკის ბრილიანტი კი ყველასთვის ხელმისაწვდომია. მას თითქმის ყველა ატარებს, სვაროვსკის თვლებით რთავენ სამოსს შანელისა და დიორის სახლის დიზაინერები, მისი ნათურები ამშვენებს პარიზში ვერსალს, ხოლო ლონდონში უინძორების სასახლეებს. მათ არა მიწიერი ბრწყინვალება აქვთ და იმითაც გამოირჩევა, რომ მასზე მტვერი არ ფიქსირდება.

ყალბ ბრილიანტებს სვაროვსკიმდე გაცილებით ადრე, მე-18 საუკუნეშიც ამზადებდნენ კერძოდ, ჟორჟ სტრასი და მას თაღლითად თვლიდნენ, ხოლო სვაროვსკის შექმნილი ქვები ხელოვნების ნიმუშად აღიარეს. მისი ალმასები ნამდვილ ბრილიანტებს უწევს მეტოქეობას და მათი დამზადების საიდუმლო კვლავ იდუმალებითაა მოცული.

სვაროვსკის ქვები მართალაც უნიკალურია. ათეული წლების შემდეგაც არ კარგავს ბრწყინვალებას და ცისარტყელასავით ანათებს.

მისი ბროლის ჭაღები მსოფლიოში ყველაზე ცნობილ საოპერო თეატრებშია.

სვაროვსკის ქარხანა ყოველწლიურად 20 მილიარდ ქვას უშვებს, ამ ქვებით კაბებს, ფეხსაცმელება და ჩანთებს ამკობენ. ამზადებენ საყურეებს, ყელსაბამებს, სამაჯურებს.. ქარხნის არცერთმა მუშამ არ იცის და ვერც ხედავს, სხვები რას აკეთებენ. ქვის დამზადების საიდუმლო მხოლოდ სვაროვსკების დინასტიისათვის არის ცნობილი.

 

სვაროვსკიმ დაწახნაგების აპარატის გარდა, გამოიგონა ბროლის ფორმულა, რომელსაც ბრილიანტის ბრწყინვალება ჰქონდა. იგი ევროპელ წარჩინებულებსაც მოეწონათ, რადგან ბრილიანტებს არ ჩამოუვარდებოდა და მათზე იაფი იყო.

დანიელ სვაროვსკიმ და მისმა სამმა ვაჟმა ბროლის წარმოების ისეთ საიდუმლოს მიაგნეს, რაც ბოჰემიისა და ვენეციის ყველაზე ცნობილმა მოხელეებმაც ვერ შეძლეს.

დანიელ სვაროვსკი 1952 წელს გარდაიცვალა, შვილებს ბროლის მოხარშვის ყველა საიდუმლო გაანდო. მისმა შთამომავლობამ ფერადი კრისტალების შექმნაც შეძლო. დღეს სვაროვკები ავსტრიაში სიმდიდრით მეორე ოჯახია. დანიელის გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ მისმა შთამომავლობამ გამომგონებლის სახელზე ზღაპრული მიწისქვეშა სამყარო შექმნეს, რომელსაც მთის ბროლის სასახლეს ეძახიან.

მთის ბროლის სასახლე ნამდვილი კალეიდოსკოპივითაა. იგი უზარმაზარ გამოქვაბულშია _ შვიდოთახიანი ლაბირინთია კიბეებითა და დერეფნებით, იქ ცისფერ ცაზე სვაროვსკის ვარსკვლავები ბრწყინავს, 590 სამკუთხა სარკით კი სრული ილუზია იქმნება იმისა, რომ ბროლის კრისტალში ზიხარ.

ავსტრიაში, ტიროლში ბევრი ლეგენდაა გავრცელებული მიწისქვეშა სასახლეზე, რომელსაც ფერიები იცავენ.


კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 270 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]