ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი
2011-05-10, 11:14 PM

ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი – ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო შეჯიბრი. ღონისძიება ტარდება 1930 წლიდან მოყოლებული 4-წლიანი შუალედით, გარდა 1942 და 1946 წლებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულა. მოქმედი ჩემპიონია ესპანეთი.

ჩემპიონატში საკვალიფიკაციო რაუნდები სამ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობს. ტურნირის ფინალურ ფაზაში მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში 32 ეროვნული გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს.

დღემდე ჩატარებული 19 ჩემპიონატიდან მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ შეძლო მსოფლიო თასის მოპოვება. ამჟამინდელი ლიდერია ბრაზილია – გაიმარჯვა რა ხუთ ტურნირში, მას მოჰყვება იტალია ოთხი გამარჯვებით, შემდეგ გერმანია სამი გამარჯვებით. ორჯერ გაიმარჯვეს ურუგვაიმ და არგენტინამ, ხოლო თითო გამარჯვება აქვთ ინგლისის, საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებებს.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოში, 2006 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაახ. 715.1 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალყურს ტელევიზორით.[1]


ისტორია

წინაისტორია და პირველი ჩემპიონატი 

ფეხბურთის ისტორიაში პირველი საერთაშორისო შეხვედრა შედგა 1872 წელს გლაზგოში, შოტლანდისა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებს შორის[2] (დასრულდა ანგარიშით 0–0), პირველი საერთაშორისო ტურნირი კი 1884 წელს, რომელსაც დიდი ბრიტანეთის საშინაო ჩემპიონატი ეწოდა.[3] ფეხბურთის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა XIX საუკუნის მიწურულს და სპორტის ეს სახეობა შეტანილ იქნა 1900 და 1904 წლების ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა გამარჯვებულებზე მედლები არ გაიცემოდა.

ახალდაარსებულმა ფიფა-მ, 1906 წელს, შვეიცარიაში ჩაატარა პირველი საერთაშორისო ტურნირი ქვეყნების გუნდებს შორის, თუმცა ორგანიზაციის ოფიციალური ისტორიის თანახმად ტურნირი „ჩავარდა".[4]

1908 წელს, ლონდონში შედგა მორიგი ოლიმპიური თამაშები, სადაც ფეხბურთი უკვე ოლიმპიადის ოფიციალური სახეობა იყო. ოქროს მედლები ინგლისის ნაკრებმა მოიპოვა. შეჯიბრში მხოლოდ მოყვარულები მონაწილეობდნენ, აქედან გამომდინარე, მას უფრო შოუს სახე ჰქონდა, ვიდრე ტურნირისა.

1909 წელს, ტურინში, შოტლანდიელმა ბარონეტმა სერ თომას ლიპტონმა ჩაატარა თავისივე სახელობის თასის გათამაშება, სადაც არა ეროვნული ნაკრებები, არამედ ინდივიდიალური კლუბები მონაწილეობდნენ, თუმცა თითოეული მათგანი ერთ კონკრეტულ ქვეყანას წარადგენდა. ეს ტურნირი ზოგჯერ იხსენიება, როგორც მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი.[5] ტურნირში გამოდიოდნენ პრესტიჟული პროფესიონალური კლუბები იტალიიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, თუმცა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ უარი განაცხადა კლუბების გაგზავნაზე. სამაგიეროდ, ლიპტონმა მიიწვია დასავლეთ ოკლენდის გუნდი, დარემის საგრაფოდან. დასავლეთ ოკლენდის გუნდმა მოახერხა ტურნირში გამარჯვება, ორი წლის შემდეგ კი – ტიტულის წარმატებით დაცვა.

1914 წელს, ფიფა-მ თავის თავზე აიღო ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ჩატარების ორგანიზება.[6] 1920 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შედგა ტურნირი ფეხბურთში – მსოფლიოს პირველი საერთაშორისო საფეხბურთო შეჯიბრი, რომელიც ბელგიის ნაკრებმა მოიგო.[7]

ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული საფეხბურთო ტურნირების გამო, ფიფა-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა საკუთუთარი საერთაშორისო ჩემპიონატი ოლიმპიადის „ფარგლებს გარეთ". 1928 წლის 28 მაისს, ამსტერდამში, ფიფა-ს კონგრესმა მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესახებ.[8] ჩემპიონატის პირველი გათამაშების მასპინძელ ქვეყნად დასახელდა ურუგვაი.

შერჩეული ქვეყნების ფედერაციებს გაეგზავნათ მოწვევა ნაკრებების გამოგზავნის შესახებ, თუმცა მასპინძელ ქვეყნად ურუგვაის არჩევა ევროპული ქვეყნებისათვის, ატლანტის ოკეანის გავლით, გრძელ და ძვირადღირებულ მგზავრობას მოითხოვდა, ამიტომაც თავდაპირველად, არც ერთ ევროპულ ქვეყანას ფიფა-სათვის მოწვევაზე თანხმობა არ მიუცია. საბოლოოდ, ურუგვაიში ბელგიის, საფრანგეთის, რუმინეთისა და იუგოსლავიის ნაკრებები ჩავიდნენ. ჯამში, ჩემპიონატში ცამეტი ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა: შვიდი სამხრეთ ამერიკიდან, ოთხი ევროპიდან და ორი ჩრდილოეთ ამერიკიდან.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრები შედგა 1930 წლის 13 ივლისს და დასრულდა საფრანგეთისა და აშშ-ის ნაკრებების გამარჯვებით, რომლებმაც შესაბამისად, მექსიკა 4–1 და ბელგია 3–0 დაამარცხეს. პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში გაიტანა ფრანგმა ლუსიენ ლორანმა.[9] ფინალში, ურუგვაიმ, 93,000 მაყურებლის წინაშე დაამარცხა არგენტინის ნაკრები, ანგარიშით 4–2 და გახდა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გამარჯვებული.[10]

მეორე მსოფლიო ომამდე

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დაარსების შემდეგ, ზაფხულის 1932 წლის ოლიმპიურ თამაშებზე (მასპინძელი ლოს-ანჯელესი) ფეხბურთი არ შეუტანიათ, რაც აშშ-ში ფეხბურთის ნაკლებ პოპულარობით იყო განპირობებული. ფიფა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ასევე ვერ შეთანხმდნენ მოხალისე ფეხბურთელთა სტატუსზეც.[11] შედეგად, 1932 წლის ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირი არ ჩატარებულა. ფეხბურთი ოლიმპიადას 1936 წელს დაუბრუნდა, თუმცა ამ დროისათვის ოლიმპიური ფეხბურთი, უკვე უფრო პრესტიჟული მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე, ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა.

ჩემპიონატის პირველი წლების სიძნელეები, უპირველეს ყოვლისა ტრანსკონტინენტალური მგზავრობის პრობლემა, კიდევ უფრო გაამწვავა ევროპაში დაწყებულმა მეორე მსოფლიო ომმა. ომის გამო გაუქმდა 1942 და 1946 წლების ჩემპიონატები.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 

1950 წელს (მასპინძელი ბრაზილია), ჩემპიონატში პირველად მიიღეს მონაწილეობა ინგლისელებმა. ბრიტანულმა გუნდებმა ფიფა 1920 წელს დატოვეს, იმ მოტივთ, რომ არ სურდათ იმ ქვეყნების გუნდებთან თამაში, რომელთანაც ისინი ომში იყვნენ ჩაბმულები,[12] თუმცა 1946 წელს, ფიფა-ს მოწვევით კვლავ დაუბრუნდა ორგანიზაციას.[13] ამავე წელს, ჩემპიონატს დაუბრუნდნენ პირველი გათამაშების გამარჯვებულები – ურუგვაელებიც, რომლებმაც წინა ორ ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადეს. ურუგვაელებმა მასპინძელი ბრაზილიის დამარცხების შემდეგ კვლავ მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული.




მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები და მასპინძლები.

1934 წლიდან 1978 წლამდე, თითოეულ ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობდა, გარდა 1938 წლისა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ავსტრია გერმანიამ დაიპყრო და 1950 წლისა, როდესაც ტურნირში მონაწილეობა ინდოეთის, შოტლანდიისა და თურქეთის ნაკრებებმა არ მიიღეს.[14]

32-გუნდიანი ფორმატი

მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 1982 წელს 24,[15] 1998 წელს კი – 32 გუნდამდე გაიზარდა,[16] რითაც მეტი გუნდის გამოყვანა გახდა შესაძლებელი აფრიკიდან, აზიიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან. შესაბამისად, იმატა მათმა წარმატებებმაც: მეოთხედფინალში გასვლა მოახერხეს მექსიკამ (1986), კამერუნმა (1990), სენეგალმა და აშშ-მ (ორივე 2002), განამ (2010). 2002 წელს მეოთხე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა სამხრეთ კორეის ნაკრებმა.

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობდა 200, 2006 წლისაზე – 198, ხოლო 2010 წლისაზე – 204 ქვეყნის ნაკრები.[17]

თასი




ფიფა-ს მსოფლიო თასი გერმანულ მარკაზე

1930-1970 წლებში ჩემპიონატის გამარჯვებულები ჟიულ რიმეს სახელობის (ფიფა-ს პრეზიდენტი) თასით ჯილდოვდებოდნენ. 1970 წელს, ბრაზილიამ, მოიპოვა რა ჩემპიონის წოდება მესამეჯერ, თასი სამუდამოდ დაისაკუთრა. თუმცა, 1983 წელს თასი მოიპარეს.[20]

1970 წლის შემდეგ შეიქმნა ახალი თასი. ფიფა-ს ექსპერტებმა, შვიდი სხვადასხვა ქვეყნიდან, განიხილეს 53 წარმოდგენილი მოდელი, საბოლოოდ, არჩევანი შეჩერდა იტალიელ სილვიო გაზანიგას ვერსიაზე. თასის სიმაღლეა 36 სმ, დამზადებულია 18-კარატიანი ოქროსაგან, იწონის 6.175 კგ-ს. გამოსახულია ადამიანის ორი ფიგურა, რომელთაც ხელებში გლობუსი უჭირავთ. ქვედა ნაწილზე ამოტვიფრულია გამართული ჩემპიონატების წლები და გამარჯვებულები, დაწყებული 1974 წლიდან.[21]

მსოფლიო თასი გამარჯვებულებს დროებით, მომდევნო გათამაშების ჩატარებამდე ენიჭებათ, თუმცა სამუდამოდ რჩებათ თასის ოქროთი მოჭედილი რეპროდუქცია.[22]

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ სამ ადგილზე გასული გუნდის წევრები (ფეხბურთელები და მწვრთნელები) ჯილდოვდებიან მედლებით: ოქროსი (გამარჯვებულები), ვერცხლის (ფინალისტები) და ბრინჯაოსი (მესამე-ადგილოსნები). 2002 წლის ჩემპიონატზე მედლებით დაჯილდოვდა მეოთხე ადგილზე გასული მასპინძელი სამხრეთი კორეის ნაკრებიც. 1978 წლამდე მედლებს მხოლოდ თერთმეტი ფეხბურთელი იღებდა. 2007 წლის ნოემბერში ფიფა-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 1930-1974 წლების ჩემპიონატების გამარჯვებული ნაკრებების ყველა წევრი ოქროს მედალს მიიღებდა.[23][24][25]

მასპინძლები 

შერჩევის პროცესი

მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიის ადრეულ პერიოდში ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას ფიფა-ს კონგრესი არჩევდა. სიშორის გამო, ევროპული ქვეყნებისათვის დიდი პრობლემა იყო ნაკრების სამხრეთ ამერიკაში გაგზავნა, და პირიქით. მაგალითად, ჩემპიონატის პირველ გათამაშებაში მხოლოდ ოთხი ევროპული ქვეყანა მონაწილეობდა.[30] 1934 და 1938 წლის ჩემპიონატები ევროპაში გაიმართა. საფრანგეთში ჩატარებულ გათამაშებას ბოიკოტი გამოუცხადეს არგენტინამ და ურუგვაიმ.[31]

ყველა მსოფლიო ჩემპიონატი

წელი ჩატარების ადგილი
ფინალი
თამაში მესამე ადგილისთვის
გამარჯვებული ანგარიში მეორე ადგილი მესამე ადგილი ანგარიში მეოთხე ადგილი
1930
ვრცლად
ურუგვაის დროშა ურუგვაი ურუგვაის დროშა
ურუგვაი
4 - 2 არგენტინის დროშა
არგენტინა
აშშ-ის დროშა
აშშ
[32] იუგოსლავიის დროშა
იუგოსლავია
1934
ვრცლად
იტალიის დროშა იტალია იტალიის დროშა
იტალია
2 - 1
დ.დ
ჩეხოსლოვაკიის დროშა
ჩეხოსლოვაკია
გერმანიის დროშა
გერმანია
3 - 2 ავსტრიის დროშა
ავსტრია
1938
ვრცლად
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი იტალიის დროშა
იტალია
4 - 2 უნგრეთის დროშა
უნგრეთი
ბრაზილიის დროშა
ბრაზილია
4 - 2 შვედეთის დროშა
შვედეთი
1950
ვრცლად
დროშა: ბრაზილია ბრაზილია ურუგვაის დროშა
ურუგვაი
[33] ბრაზილიის დროშა
ბრაზილია
შვედეთის დროშა
შვედეთი
[33] ესპანეთის დროშა
ესპანეთი
1954
ვრცლად
შვეიცარიის დროშა შვეიცარია დასავლეთ გერმანიის დროშა
დასავლეთი გერმანია
3 - 2 უნგრეთის დროშა
უნგრეთი
ავსტრიის დროშა
ავსტრია
3 - 1 ურუგვაის დროშა
ურუგვაი
1958
ვრცლად
დროშა: შვედეთი შვედეთი ბრაზილიის დროშა
ბრაზილია
5 - 2 შვედეთის დროშა
შვედეთი
საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
6 - 3 დასავლეთ გერმანიის დროშა
დასავლეთი გერმანია
1962
ვრცლად
ჩილეს დროშა ჩილე ბრაზილიის დროშა
ბრაზილია
3 - 1 ჩეხოსლოვაკიის დროშა
ჩეხოსლოვაკია
ჩილეს დროშა
ჩილე
1 - 0 იუგოსლავიის დროშა
იუგოსლავია
1966
ვრცლად
დროშა: ინგლისი ინგლისი ინგლისის დროშა
ინგლისი
4 - 2
დ.დ
დასავლეთ გერმანიის დროშა
დასავლეთი გერმანია
პორტუგალიის დროშა
პორტუგალია
2 - 1 საბჭოთა კავშირის დროშა
სსრკ
1970
ვრცლად
მექსიკის დროშა მექსიკა ბრაზილიის დროშა
ბრაზილია
4 - 1 იტალიის დროშა
იტალია
დასავლეთ გერმანიის დროშა
დასავლეთი გერმანია
1 - 0 ურუგვაის დროშა
ურუგვაი
1974
ვრცლად
დროშა: დასავლეთი გერმანია დას. გერმანია დასავლეთ გერმანიის დროშა
დასავლეთი გერმანია
2 - 1 ნიდერლანდის დროშა
ნიდერლანდი
პოლონეთის დროშა
პოლონეთი
1 - 0 ბრაზილიის დროშა
ბრაზილია
1978
ვრცლად
დროშა: არგენტინა არგენტინა არგენტინის დროშა
არგენტინა
3 - 1
დ.დ
ნიდერლანდის დროშა
ნიდერლანდი
ბრაზილიის დროშა
ბრაზილია
2 - 1 იტალიის დროშა
იტალია
1982
ვრცლად
დროშა: ესპანეთი ესპანეთი იტალიის დროშა
იტალია
3 - 1 დასავლეთ გერმანიის დროშა
დასავლეთი გერმანია
პოლონეთის დროშა
პოლონეთი
3 - 2 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
1986
ვრცლად
მექსიკის დროშა მექსიკა არგენტინის დროშა
არგენტინა
3 - 2 დასავლეთ გერმანიის დროშა
დასავლეთი გერმანია
საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
4 - 2
დ.დ
ბელგიის დროშა
ბელგია
1990
ვრცლად
იტალიის დროშა იტალია დასავლეთ გერმანიის დროშა
დასავლეთი გერმანია
1 - 0 არგენტინის დროშა
არგენტინა
იტალიის დროშა
იტალია
2 - 1 ინგლისის დროშა
ინგლისი
1994
ვრცლად
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ბრაზილიის დროშა
ბრაზილია
0 - 0
(3 - 2) პენ.
იტალიის დროშა
იტალია
შვედეთის დროშა
შვედეთი
4 - 0 ბულგარეთის დროშა
ბულგარეთი
1998
ვრცლად
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
3 - 0 ბრაზილიის დროშა
ბრაზილია
ხორვატიის დროშა
ხორვატია
2 - 1 ნიდერლანდის დროშა
ნიდერლანდი
2002
ვრცლად
სამხრეთ კორეის დროშა სამხ. კორეა &
დროშა: იაპონია იაპონია
ბრაზილიის დროშა
ბრაზილია
2 - 0 გერმანიის დროშა
გერმანია
თურქეთის დროშა
თურქეთი
3 - 2 სამხრეთ კორეის დროშა
სამხრეთი კორეა
2006
ვრცლად
დროშა: გერმანია გერმანია იტალიის დროშა
იტალია
1 - 1
(5 - 3) პენ.
საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
გერმანიის დროშა
გერმანია
3 - 1 პორტუგალიის დროშა
პორტუგალია
2010
ვრცლად
სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთი აფრიკა ესპანეთის დროშა
ესპანეთი
1 - 0
დ.დ
ნიდერლანდის დროშა
ნიდერლანდი
გერმანიის დროშა
გერმანია
3 - 2 ურუგვაის დროშა
ურუგვაი
2014
ვრცლად
დროშა: ბრაზილია ბრაზილია





2018
ვრცლად
დროშა: რუსეთი რუსეთი[34]





2022
ვრცლად
კატარის დროშა კატარი[34]





საუკეთესო გუნდები 

გუნდი გამარჯვებული მეორე ადგილი მესამე ადგილი მეოთხე ადგილი
ბრაზილიის დროშა ბრაზილია 5 (1958, 1962, 1970, 1994, 2002) 2 (1950, 1998) 2 (1938, 1978) 1 (1974)
იტალიის დროშა იტალია 4 (1934, 1938, 1982, 2006) 2 (1970, 1994) 1 (1990) 1 (1978)
გერმანიის დროშა გერმანია[35] 3 (1954, 1974, 1990) 4 (1966, 1982, 1986, 2002) 4 (1934, 1970, 2006, 2010) 1 (1958)
არგენტინის დროშა არგენტინა 2 (1978, 1986) 2 (1930, 1990) - -
ურუგვაის დროშა ურუგვაი 2 (1930, 1950) - - 3 (1954, 1970, 2010)
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 1 (1998) 1 (2006) 2 (1958, 1986) 1 (1982)
ინგლისის დროშა ინგლისი 1 (1966) - - 1 (1990)
ესპანეთის დროშა ესპანეთი 1 (2010) - - 1 (1950)
ნიდერლანდის დროშა ნიდერლანდი - 3 (1974, 1978, 2010) - 1 (1998)
ჩეხოსლოვაკიის დროშა ჩეხოსლოვაკია - 2 (1934, 1962) - -
უნგრეთის დროშა უნგრეთი - 2 (1938, 1954) - -
შვედეთის დროშა შვედეთი - 1 (1958) 2 (1950, 1994) 1 (1938)
პოლონეთის დროშა პოლონეთი - - 2 (1974, 1982) -
ავსტრიის დროშა ავსტრია - - 1 (1954) 1 (1934)
პორტუგალიის დროშა პორტუგალია - - 1 (1966) 1 (2006)
იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია - - 1 (1930) 1 (1962)
აშშ-ის დროშა აშშ - - 1 (1930) -
ჩილეს დროშა ჩილე - - 1 (1962) -
ხორვატიის დროშა ხორვატია - - 1 (1998) -
თურქეთის დროშა თურქეთი - - 1 (2002) -
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ - - - 1 (1966)
ბელგიის დროშა ბელგია - - - 1 (1986)
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი - - - 1 (1994)
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა - - - 1 (2002)


მონაწ.
ჩემპიონატზე
გუნდი
18 ბრაზილიის დროშა ბრაზილია
16 გერმანიის დროშა გერმანია
იტალიის დროშა იტალია
14 არგენტინის დროშა არგენტინა
13 მექსიკის დროშა მექსიკა
12 ინგლისის დროშა ინგლისი
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ესპანეთის დროშა ესპანეთი
11 ბელგიის დროშა ბელგია
შვედეთის დროშა შვედეთი

ევროპაში ჩატარებული ცხრა ჩემპიონატიდან მხოლოდ ერთში გაიმარჯვა არა-ევროპულმა გუნდმა - ბრაზილია 1958 წელს. ევროპის გარეთ ჩატარებულ ჩემპიონატებში მხოლოდ სამხრეთ ამერიკული გუნდები იმარჯვებენ. მხოლოდ ორ გუნდს ამ ორი რეგიონის გარეთ ჰქონდა შესაძლებლობა შეჯიბრის ნახევარფინალისთვის მიეღწია: აშშ (1930) და სამხრეთი კორეა (2002).

მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო თასის ჩემპიონატის ფინალური მატჩები ტარდება სამხრეთ აფრიკაში (11 ივნისი - 11 ივლისი, 2010).

მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირები

გოლი ბომბარდირი
15 ბრაზილიის დროშა რონალდო
14 გერმანიის დროშა გერდ მიულერი, გერმანიის დროშა მიროსლავ კლოზე
13 საფრანგეთის დროშა ჟუსტ ფონტენი
12 ბრაზილიის დროშა პელე
11 გერმანიის დროშა იურგენ კლინსმანი, უნგრეთის დროშა შანდორ კოჩიში
10 არგენტინის დროშა გაბრიელ ბატისტუტა, პერუს დროშა თეოფილო კუბილიასი, პოლონეთის დროშა გჟეგოჟ ლიატო, ინგლისის დროშა გარი ლინეკერი, გერმანიის დროშა ჰელმუტ რანი



კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1159 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]