ფენ შუი – ფერები
2011-09-25, 7:49 PM

ალბათ ყველას გაგიგიათ ეს ორი სიტყვა რომელიც ერთ მთლიანობას ქმნის… ვერ ხვდებით რაზეა ლაპარაკი? აა.. უკვე მიხვდით?? დიახ,დიახ ეს "ფენ-შუია” .. რა არის ფენ შუი? მოკლედ ამის საერთოდ გადმოცემა ძალიან ძნელია რაღა დაგიმალოთ.. მაგრამ თვითონ არსს თუ შეიცნობთ მიხვდებით რომ ფენ შუი ყველგან და ყველაფერშია…
ფენშუის აქვს ძალიან მარტივი პრინციპები და ლოგიკური ახსნა, მაგრამ წიგნებში უბრალოდ დაკანონებული რამეები წერია და არ არის ახსნილი ძირითადი პრინციპები,მაგრამ თუნდაც ამ უმნიშვნელო პრინციპების ცოდნის მერე ბევრად ნათელი ხდება საერთოდ რა არის და რას ეძახიან ფენშუის… ის ყველგანაა და ყველგან შეგიძლია დაინახო .ძალიან მარტივია : …მიუჩინე კონკრეტულ ნივთს მისთვის განკუთვნილი კონკრეტული ადგილი რომელიც გამაღიზიანებლად არ წარმოაჩენს თავს და არა მარტო ნივთები. ამიტომ დღეს მე მინდა გესაუბროთ ფენ შუიზე ,ოღონდ ფერების მხრივ.

არსებობს ესეთი დასახელების წიგნი "The Spiritual Feng Shui” (სულიერი ფენ შუი) სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფერების აზრს ფენ შუის მიხედვით.მაშ ასე : …


იისფერი
სიდიადე, სულიერება, სიბრძნე, ამბიცია, მოკრძალება, შორსმჭვრეტელობა და მშვიდობა


თეთრი
უმანკოება, უბიწოება, სულიერება, გულწრფელობა, გულუხვობა, რწმენა და სიმართლე


მწვანე
ფული, სიცოცხლე, სიდიდრე, ზრდა, წარმომავლობა, მკურნალობა, ხეები, ნაყოფიერება და ბუნება


ოქროსფერი
ელეგანტურობა, სიმდიდრე, ფუფუნება, ძალა, ხალისი, სხვებზე გავლენის მოხდენა და სიბრძნე


ვარდისფერი
მღელვარება, მეგობრობა, მშვიდობა, ბედნიერება, სიხარული და სიყვარული


ყავისფერი
მიწიერება, საიმედოობა, სითბო, ფლეგმატურობა, პრაქტიკულობა და დედამიწა


წითელი
ვნება, გულისთქმა, რომანტიკული სიყვარული, ძლიერება, სიმამაცე, გამბედაობა, სითბო, შეუპოვრობა და რეპუტაცია


შავი
გამჭრიახობა, ჭკუა, სიყალბე, სრულყოფა, ღირსება, დაცულობა, ძალა, ძალადობა, უსაფრთხოება და მფარველობა



ნარინჯისფერი

ენერგია, გართობა, მოტივაცია, სოციალიზაცია და კარგი გუნება-განწყობილება


ლურჯი
კრეატივი, ჭეშმარიტება, თვითგანვითარება, მყუდროება, გაგება, სიბრძნე, სულიერი ცოდნა, სიმშვიდე და ოკეანე


ყვითელი
იმედიანობა, გახსნილობა, ერთგულება, დაცვა, დარწმუნება, მიმზიდველობა, თავდაჯერებულობა, კომუნიკაცია, მზე და სინათლე

წყარო: მე არ მეღირსოს ფენ შუი თუ ჩემი არ იყოს :rules:
ასეა და ამგვარად… მემგონი გაიგეთ ამის შესახებაც ცოტა მაინც,ვიმედოვნებ დაგაინტერესათ :thanks: გმადლობთ ყურადღებისთვის ,მუდამ თქვენი
კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1296 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]