მეტი ვიდრე სექსი
2011-05-19, 1:34 AM



ფილმში მთავარი გმირების როლს ასრულებენ ნატალი პორტმანი იგივე ნატალია ჰერშლაგი (Natalie Hershlag) და კრისტოფერ ეშტონ ქატჩერი (Christopher Ashton Kutcher). ნატალი „შავი გედის" შემდეგ აღიარეს, როგორც საუკეთესო დრამატურგი მსახიობი ქალი, რომანტიკულ კომედიაში კი ეშტონ ქატჩერს პირველად გაუწია პარტნიორობა, რამაც მეტ–ნაკლებად გაამართლა, ვიზუალურად კი ნამდვილად უხდებიან ერთმანეთს.

ფილმი ცალსახად ეხება საკითხს – რამდენად შესაძლებელია გქონდეს სტაბილური სექსი და არ გადაიზარდოს ის გრძნობებში? მხოლოდ „მეგობრულ" სექსზე აგებული ურთიერთობა მარტივი და უპრობლემოა; არც მზრუნველობას მოითხოვს, არც ზედმეტ ჩახუტებას; ასეთ ურთიერთობაში არაა ჩხუბი და გაუგებრობით გამოწვეული უთანხმოებები.

მაგრამ საფრთხე მაშინვე იჩენს თავს, როგორც კი კრიტიკული დღეების დროს ბიჭი გოგოზე იწყებს ზრუნვას, თან ჩუქნის CD-ზე ჩაწერილი სიმღერების „მენსტრუაციულ კრებულს":))) ასევე სარისკოა წყვილს გათენებამდე ჩახუტებულებს ეძინოთ, მითუმეტეს – ტანსაცმლიანებს!:P ფილმში საკმაოდ ბევრი სასაცილო მომენტია. ორიგინალური იყო პაემანზე ყვავილების ბუკეტის ნაცვლად სტაფილოების კონა საჩუქრად :დ

პ.ს. საერთო ჯამში, კარგი ფილმია. ეროტიკანარევი, რომანტიზმში გადაზრდილი კომედია ნამდვილად შეძლებს, საათ-ნახევარის განმავლობაში გაგახალისოთ.

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1041 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]