მთავარი » ფაილები » საინტერესო

მეფის დიდი შეცდომა
2011-03-04, 5:48 PM

linkoni 

აშშ-ს პრესიდენტს აბრაამ ლინკოლნს ძლიერ არიზიანებდა მთხოვნელები, რომელნიც თბილ ადგილს ეძებდნენ სახელმწიფო აპარატში.
მათ გასაგონად პრეზიდენტი ხშირად ჰყვებოდა ასეთ ამბავს:
ერთხელ რომელიღაც მეფე სანადიროდ გაემზადა და სახლის ვეზირს ჰკითხა: წვიმა იქნება თუ არაო? ვეზირმა მიუგო: საუკეთესო ამინდი იქნებაო. მეფეს, რომელიც თავისი ამალით სანადიროდ წავიდა, გზაში სახერადზე შემჯდარი გლეხი შეხვდა. გლეხმა გააფრთხილა მეფე, იწვიმებსო. მეფეს გაეცინა დაგზა განაგრძო. დაიწყეს თუ არა ნადირობა, კოკისპირული წვიმა წამოვიდა. სასახლეში დაბრუნებისთანავე გაადო ვეზირი და ბრძანა ის გლეხი მოეძებნათ.
მართლაც გლეხი მეფეს მოჰგვარეს.
_ მითხარი საიდან გაიგე რომ წვიმა მოვიდოდა? – ჰკითხა მეფემ.
_ მე კი არა ჩემმა ვირმა გაიგოო, თქვენო ბრწყინვალებავ, _ უპასუხა გლეხმა. წვიმის მოახლოებისას იგი ყურებს ცქვეტს ხოლმეო.
მეფემ გლეხი დაითხოვა. მისი ვირი კი ვეზირის ადგილას დანიშნა.
_ და ეს იყო მეფის დიდი შეცდომა, _ ამბობდა ლინკოლნი _ იმიტომ რომ ამის შემდეგ ყველა ვირი თხოულობს, რომ მას სახელმწიფო თანამდებობა მისცენ.


კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 144 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]