მანამ მოვკვდები
2011-08-07, 1:21 PM

კეთილმა ადამიანებმა ქევანამ და თამარამ დამტაგეს ტეგ თამაშში "სანამ ცოცხალი ვარ”…

ერთი სიცოცხლე არ მეყოფა ალბათ იმის გასაკეთებლად რაც მინდა, არც რეალობა მომცემს საშუალებას ჩემი ირეალური ოცნებები შევასრულო… მოკლედ ოცნებებისთვის ხელის შემშლელების მეტი რა არის :დ  თუმცა მიჩტაც ნი ვრედნო და მთავარია გულით ვირწმუნო რომ ამ ყველაფერს ახდენა უწერია… მოკლედ რაც მალე დავწერ ამ პოსტს მით მეტი დრო დამჩება მოსაფიქრებლად როდის გავუდგე გზას :დ

სანამ ცოცხალი ვარ ან მანამ მომკვდარვარ აუცილებლად ვნახავ დრაკულას სასახლეს!

აუცილებლად წავალ ლონდონში და წვიმაში გავილუმპები მის ქუჩებში

აუცილებლად მოვინახულებ ყველაზე დიდ და ლამაზ სასაფლაოებს ^^ სადაც ჩავალ ეგრევე იქაურ სასაფლაოზე გავვარდები :დ:დ:დ

მოვინახულებ უამრავ მუზეუმებს ^^ მათ შორის museum of death ^^ რომელსაც სავარაუდოდ ცალკე პოსტს მივუძღვნი : )

გავათენებ ღამეებს მიტოვებულ სახლებში ^^

ვიმოგზაურებ ფურგონით ^^ მანქანა-სახლით <3

კიდევ უფრო ბევრ სასახლეებს და სიძველეებს მოვინახულებ… ^^ სანამ არ დავბრმავდები ამდენი სილამაზის გადამკიდე :დ

აუცილებლად ვიცხოვრებ ასეთ ადგილას ასეთ სახლში ცოტა ხნით მაინც ^^ <3

საბოლოოდ სიკვდილის წინ გავიხსენებ ყველა იმ იდუმალ, მისტიკურ და სხვა ასეთ კარგ სიტყვებიან ადგილებს სადაც ვყოფილვარ და მიმოგზაურია ^^ <3<3<3

პ.ს. სხვათაშორის პოსტის დასაწერად რომ მოვემზადე მეგონა უფრო პრაგმატული სურვილები მექნებოდა… მაგრამ პრაგმატულობის დედაც როცა სიცოცხლე ერთხელ გვეძლევა! ან იქნებ სულაც არ გვეძლევა ერთხელ?! მაგრამ მოდი ნუ გავრისკავთ! : ))))) ძირს პრაგმატულობა და რუტინა! წინ ოცნებებისკენ : ))))))

ვტაგავ: ფსიქეს (რომელსაც ვიცი გულის სიღრმეში უყვარს თავისი ბლოგი: ), სვითის,  შეილას, ზურიუსს და თევზს. ^^
და ტრადიციულად მათაც ვისაც უნდა ამ პოსტის დაწერა ^^

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1116 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]