მამაკაცის 5 შეცდომა, რომელიც ქალს აშინებს
2011-06-26, 4:29 PM


ზედმეტად ”ტკბილია”

ქალებს ძალიან უყვართ კომპლომენტები. უყვართ, როცა ისმენენ, როგორი მომხიბვლელები არიან. მაგრამ ურთიერთობის დასაწყისში, სჯობს, არ გადააჭარბოთ: გროტესკული აღფრთოვანება, დათაფლული კომპლიმენტების ნიაღვარი, ყველა ხუმრობაზე სიცილი გამაღიზიანებელია. თქვენზე აუცილებლად არასასურველი ”დასკვნა” გაკეთდება. არადა გამოსავალი მარტივია: კომპლიმენტი მხოლოდ მაშინ თქვით, როცა ქალი ამას მართლა იმსახურებს.

ზედმეტად აქვს აკვიატებული სექსი
ქალები კარგად ცნობენ ფლირტის ყველა გამოვლინებას და თავისებურებას. იმის გაცნობიერება, რომ მამაკაცს ფიზიკურად სურს ის, ქალს არ განიზიდავს. მაშინ უფრო შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს, თუ ეს სურვილი კავალერს არ აღენიშნება. მაგრამ მოვლენების ფორსირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თორემ ქალი დარწმუნებული იქნება, რომ კაცი მისი სხეულის რომელიმე ”ღირსებამ” მოხიბლა და არა რთულმა და ფაქიზმა შინაგანმა სამყარომ. რა უნდა ქნათ? გამუდმებულ ზეწოლას უნდა შეეშვათ. ის თვითონ მოახერხებს და მიგანიშნებთ, რომ სიახლოვისთვის მზადაა.

მომაბეზრებელია
ახალმა მეგობარმა ქალმა შეგატყობინათ, რომ დღევანდელი საღამოს მარტო გატარება მოგიხდებათ. თვითონ კორპორატიულ წვეულებაზე მიდის, რომელსაც, რა თქმა უნდა, კოლეგა-მამაკაცებიც დაესწრებიან. გვიანია, მაგრამ მისგან არაფერი ისმის. იწყებთ ნერვიულობას, ურეკავთ ყოველ ათ წუთში და ათას შეტყობინებას აგზავნით. ფიქრობთ, რომ ამას დიდი სიყვარულის ნიშნად ჩაგითვლით? საეჭვოა.

სიმართლესთან უფრო ახლოა, რომ თქვენი ქცევა არანორმალური და მომაბეზრებელი მოეჩვენება. ბოლოს და ბოლოს, ახლახან დაიწყეთ შეხვედრა. ამიტომ პირველ ხანებში უნდა დაელოდოთ, როდის დარეკავს თვითონ. ურთიერთობის ამ ეტაპზე აუცილებელია იმის აღირება, რომ ორივე მხარეს საკუთარი ცხოვრება, ახლობლების წრე და ინტერესები აქვს. ცუდი ამაში არაფერია. თანდათანობით ერთად მეტ დროს გაატარებთ.

ზედმეტად ხელმომჭირნეა
ქალების ნაწილი თანდათან მიეჩვია, რესტორანში ფული თავად გადაიხადოს. თუმცა პირველ შეხვედრებზე, ის ყოვეთვის აკვირდება, მზადაა თუ არა მამაკაცი, ეს თვითონ გააკეთოს. არავინ გაძალებთ, ქალი ისეთ ადგილას წაიყვანოთ, სადაც ერთი ბოთლი ღვინო თქვენი თვიური ხელფასის ნახევარი ღირს. გადაიხადეთ ვახშმისთვის. ქალი ხომ ქვეცნობიერად მამაკაცში დამცველს და მომპოვებელს ეძებს?! რამდენიმე ხნის შემდეგ ის თვითონ დაიწყებს დამოუკიდებლობის დემონსტრირებას და თვითონ შემოგთავაზებთ ხარჯის გაყოფას. მაგრამ პირველსავე პაემანზე ხარჯის გაყოფის შეთავაზება იმით დამთავრდება, რომ შეხვედრა უკანასკნელი იქნება.

ზედმეტად საუბრობს ”ყოფილებზე”
არც ერთი ქალი არ აიტანს მამაკაცს, რომელიც წინა სიყვარულის ახლის დახმარებით დავიწყებას ცდილობს. ამიტომ არანაირი საუბარი ყოფილ შეყვარებულზე, როგორი საოცარი და საყვარელიც (ანჩხლი და ისტერიული) არ უნდა იყოს ის, არ წამოიწყოთ.
კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1051 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]