მთავარი » ფაილები » საინტერესო

ქიმიურად ქალი და მამაკაცი
2011-03-04, 1:12 PM

Image Hosted by ImageShack.us

FEMINIUM (ფემინიუმი)

ელემენტი………………………….115
დასახელება……………………….მანდილოსანი
სიმბოლო……………………………Fm 
აღმომჩენი………………………….ადამი
ატომური წონა……………………60კგ (აგრეთვე მოიძებნება იზოტოპები 40-დან 150 კგ-მდე)
გავრცელება………………………..ფართოდ გავრცელებულია ყველგან

ფიზიკური თვისებები:
დნება გარკვეული ზემოქმედებისას. იოლად ფეთქებადია. ზოგ შემთხვევაში ზედაპირი დაფარულია დამცავი საღებავის თხელი ფენით.

ქიმიური თვისებები:
ძალიან კარგად შედის რეაქციაში Au-სთან, Ag-სთან, Pt-სთან და სხვა კეთილშობილ ლითონებთან. სწრაფად იჟღინთება ეთილის სპირტით. აქტიურობა ცვალებადია დღე-ღამის განმავლობაში.

სამრეწველო გამოყენება:
ფართოდ გამოიყენება დეკორატიულ მიზნებში, განსაკუთრებით – ძვირფას ავტომობილებში. წარმოადგენს ძალიან ეფექტურ მათეთრებელ, გამწმენდ და სარეცხ საშუალებას. გამოიყენება როგორც დამაწყნარებელი და დღის ბოლოს სტრესის მომხსნელი.

თვისობრივი რეაქცია:
იძენს მომწვანო შეფერილობას თუკი მის სიახლოვეში მდებარეობს უფრო მაღალი ხარისხის ეგზემპლარი.

უსაფრთხოების ზომები:
სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს არაკორექტული გამოყენებისას. ოფიციალურად იკრძალება ერთ ნიმუშზე მეტის შეძენა, თუმცა კი ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ეგზემპლარებს ერთმანეთისაგან იზოლირებულად ინახავთ, ისე, რომ მათ ურთიერთქმედება ვერ მოახერხონ.

Image 
Hosted by ImageShack.us

MALEIUM (მელინიუმი)

ელემენტი…………………….რიგითი ნომერი უცნობია (მაგრამ სურს იყოს ყოველთვის პირველი)
დასახელება………………………მამაკაცი
სიმბოლო………………………….Ml
ატომური წონა………………….80კგ (აგრეთვე მოიძებნება იზოტოპები 50-დან 200 კგ-მდე)
გავრცელება……………………..სოციალურ-სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, გავრცელებულია ოდნავ ნაკლებად ვიდრე Fm

ფიზიკური თვისებები:
ოთახის პირობებში მყარია. ადვილად რბილდება ფემინიუმის მაგნიტური მიზიდულობის ველში მოხვედრისას. იშვიათ და ძვირფას ნიმუშებს აქვთ უნარი მოიზიდონ კეთილშობილი ლითონები (Au, Ag, Pt).

ქიმიური თვისებები:
მუდმივად ცდილობს რეაქციაში შევიდეს ფემინიუმთან (რის შედეგადაც ხშირად მიიღება ელემენტი ბავშვიუმი (Infantium) – If, რომელიც ნახევარდაშლის პერიოდის შემდეგ გადაიქცევა Ml ან Fm-ად). დროთა განმავლობაში Fm-თან რეაქციაში შესვლა სულ უფრო და უფრო უძნელდება, როგორც ჩანს ეს ხდება დაჟანგვის გამო. დასავლეთის ქვეყნებში მოპოვებული მელინიუმის ოფიციალური ვალენტობა უდრის 1-ს. აღმოსავლეთში მელინიუმის ვალენტობა მერყეობს 2-დან 200-მდე. მაღალი სისუფთავის მქონე ნიმუშები იშვიათობას წარმოადგენს. ადვილად ფეთქებადი ხდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში If-თან ყოფნის შემთხვევაში. სრულ ინერტულობას იძენს ალკოჰოლით გაჟღენთისას.

სამრეწველო გამოყენება:
უცნობია. სავარაუდოდ გამოიყენება Fm-ისათივს Au, Ag, Pt და სხვა კეთილშობილი ლითონების საშოვნელად.

თვისობრივი რეაქცია:
საკუთარ Fm-თან ნებისმიერი სხვა Ml-ის რეაქციაში შესვლისას იწყებს არაკონტროლირებად ბირთვულ რეაქციას, რის შედეგადაც მეორე Ml-ი ხშირად სამუდამიდ იჟანგება; მაგრამ არსებობს ცნობები, რომ შვედეთის ზოგიერთ საიდუმლო ლაბორატორიაში იყო მიღებული Ml–Fm–Ml (Ml2Fm) ორგანული შენაერთი.

შენახვის წესები:
ყურადღება! დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში Fm-თან რეაქციის არქონისას კარგავს ბზინვარებას.


კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 195 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]