ქართველთა წარმოშობა, მითი თუ რეალობა?!
2011-04-07, 6:40 PM

ქალდეველების ქვეყანა, სხვანაირად ამ ქვეყანას ქარდუს ეძახდნენ… აქედან წარმოიშვა სიტყვა- ქართველი… ანუ ქალდუელი, ქარდუელი, სიტყვამ განიცადა ცვლილება და ჩამოყალიბდა ასე-ქართველი…

ქალდეველები (ბაბილონურად Kaldu; ებრ. כשדים-ქასდიმ; ძვ.-ბერძნ. Χαλδαίοι) — სემიტ-ბერძნ სამხრეთ ბაბილონის მკვიდრი არამეული მოდგმის ხალხი, ცხოვრობდა ქალდეს ანუ ქალდუს ქვეყანაში, რაც უძველესი ცივილიზიაციის ერთ-ერთი აკვანია სამხრეთში, ტიგროსსა და ევფრატს შორის ძვ. წ, აღ-ით VII საუკუნეში. აქ ჩამოყალიბდა ახალი ბაბილონური დინასტია მესოპოტამია. (შუამდინარეთი) ბერძნები და რომაელები დასაბამიდან იცნობდნენ ქალდეველ ასტროლოგებს, ვარსკვლავთმრიცხველებს, მოგვებს, მათი აღმოსავლური სიბრძნის სალაროს. ნეოპლატონიზმი მაღალ შეფასებას აძლევდა ქალდეველთა ორაკულს, მისნობას, მაგიას, მითოლოგიურ სამყაროს. ბერძნები ქალდეველებს ბაბილონელებად მიიჩნევდნენ.

შეუძლებელია ქალდეველთა კულტურის, ენის, რაობის მიმოხილვა ძველ ქართულ ტომთა ისტორიისგან დამოუკიდებლად. ამ გარემოებას მეცნიერებამ ადრევე მიაქცია ყურადღება. (ლენორმანი და სხვა). ძალზე საგულისხმოა, რომ [საქრთველო]]ში, სვანეთში შემორჩენილია სოფელ-სიმაგრე ქალდე, აგრეთვე ცნობილი წარმართული სიმღერა ქვიან ქალდზე—იავ ქალდი. ბევრი სიტყვა და მითი გვაძლევს საფუძველს ვილაპარაკოთ ამ ძველი ცივილიზაციების კავშირსა და ნათესაობაზე. იმავე სოფელ-სიმაგრე ქალდეს მიდამოებში ვარსკვლავთმრიცხველთა გვარი დღემდეა ხალხში ცნობილი. ("ცაში ვარსკვლავებს ითვლიანო”, იტყვიან სოფ. ქალდეს მახლობელი ლალხორის მკვიდრთა გვარზე). ” კვირის” სვანური სახელია "ნაგაზი” — ნამგზავრი, გზაგავლილი, რაც ზოდიაქოს გზაზე მნათობის გავლაზე მეტყველებს. ასევე თქმები : "ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული”, ” ეტლიანია”, "გზიანია”, ვარსკვლავებს ეთამაშება” (ლამაზ ქალზე).

ვერსიები:
ქალდე, ქალდეა, ჰალდეა, მთვარის ღმერთია (ბაბილონური მითოლოგიით) ქალდური სამების პირველი წევრია (ვანის წარწერებში), მეორე წევრი შეესიტყვებოდა ასურთა ბინს (ცას, სვანურად "მშვილდს”). და მაშასადამე მზეს. მეცნიერთა ვარაუდით, აქედან წარმოებული ქალდეველი ქართველის სინონიმია: ორივე მთვარის შესატყვისია. ქალდეა, ქართი, სვანურად "თბილისია”, იგივე "ქალდის” ქართული ფორმა. უფრო სარწმუნოა მეორე ცოცხალი საბუთი. მთვარის ღვთაებას ქალდის ძველ ქართულში მრავალი შესატყვისი მოეძებნება, კერძოდ სვანურში: სოფელ ქალდე (ხალდე) დღესაც კლდე-სოფელია სვანეთში და იქ მროკავი, მძლავრი მამაკაცების გუნდი დღესაც მღერის წარმართულ ჰიმნს: "იავ ქალდი და ბებუცია…” უთუოდ მთვარის ჰიმნია. ძველი ქართული გვარი ქალდანი დღესაც ცოცხალია. ქალდეველთა ტომობრივ სახელში ალბათ ისმის "ქალ, ქალი”, რაც შუმერულადაც ქალს ნიშნავდა. მეორე ნაწილში ზოგი მკვლევარი ხედავს დევს, ე.ი. "ქალდეველი”. "ქალდევის” შესატყვისი გამოდის, რაც აღმოსავლურ მითებში სრულიად ბუნებრივია, მათ შორის, ქართულშიც.

წყარო: ka.wikipedia.org


-ქართველები ქალდუსა და შუამდინარეთში…
ქართველების უწინდელი ქვეყანა , ქალდუს ქვეყანაა, სხვანაირად ამ ქვეყანას ქარდუს ეძახდნენ… აქედან წარმოისვა სიტყვა- ქართველი… ანუ ქალდუელი, ქარდუელი, სიტყვამ განიცადა ცვლილება და ჩამოყალიბდა ასე-ქართველი…
ოთხი ათასი წლის წინ ქრისტემდის, ქალდუდან ქართველები გამოდევნეს , სემის მოდგმის ხალხმა, რომლებსაც ბაბილონელებს ეძახდნენ…
ქართველებმა ამის შემდეგ, ქალდუს დასავლეთ-სამხრეთით, ისევ ტიგრის და ევფრატის შუა, ადგილობრივ ქართულ ტომთან მიტანელებთან ერთად დააარსეს ძლიერი სახელმწიფო მიტანელებისა, მათი სატახტო ქალაქი იყო ხარრანი, მეთხუთმეტე საუკუნეში ქრისტემდის მეფე ტუშრატამ, დიდი სახელი მოუპოვა თავის სამეფოს… ის ებრძოდა ბაბილონელებს და მოკავშირე იყო ეგვიპტელებისა, რომელთა ფარაონს ტუშრატას ასული ყავდა ცოლად…
მეცამეტე საუკუნეში ქრისტემდე , მიტანელების ძლიერება ასურელებმა შემუსრეს(ისინიც სემის მოდგმის ხალხი იყო)
ქართველები შუამდინარეთში მისდევდნენ მიწის დამუშავებას , მადნეულის შემუშავებას(ბრინჯაო) , მეჯოგეობას… უფროს ღმერთად მიაჩნდათ მთვარე, რომელსაც თაყვანს ცემდნენ…

-ქართველები სხვა ადგილებში, მეთოთხმეტე საუკუნიდან-მეექვსე საუკუნემდე ქრისტემდის…

ა. ხეთები: ეს ქართველთა ტომი ბინადრობდა, ევფრატის მარჯვენა ნაპირზე და კაბადოკიაში, ხეთების სახელმწიფო მეტად გაძლიერდა მეცამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ქრისტემდე. სატაჰტო ქალაქად ჰერჰემიში ქონდათ. ხეთებს ქონდა საკუთარი ხატოვანი მწერლობა, რომლის ზოგიერთმა ნიმუშმა ჩვენამდის მოაღწია… შესანისნავია ხეთების მეფე ხეთასარი, რომელმაც 1296 წელს ქრისტემდე, ეგვიპტის ფარაონ რამზეს მეორესთან(1317-1250) მშვიდობის ხელშეკრულება დაწერა. ამ ხელშეკრულებაში ხეთასარი იხსენიება ხეთის დიდ მთავრად, ძლიერ ხეთასარად, ხელშეკრულების ძალით ხეთები და ეგვიპტელები ვალდებული ხდებოდნენ , საერთო მტერთან შეკავსირებულად ეომართ, ერთმანეთის საზღვარი არ გადაელახად და სხვა… ხეთასარი რამზესს ეწვია ეგვიპტეში , ფარაონმა მისი ასული ცოლად შეირთო და ამით კიდევ უფრო განამტკიცა კავშირი ეგვიპტელებსა და ხეთებს შორის..

ბ. მუსკები ანუ მესხები. ხეთების დასუსტების შემდეგ მეტორმეტე საუკუნეში ქრისტემდე. გაძლიერდა მეორე ქართული ტომი -მესხები (მუსკები, მეშეხები) ეჭირათ ევფრატის დასავლეთი ადგილები მდინარე ღალისამდე… მესხები ამ დროს ითვლებოდნენ მდიდარ , განათლებულ და ძლიერ ხალხად… მესხებს ქონდათ ტამდენიმე პატარ-პატარა სამეფო და მრავალი ქალაქი, ისინი მისდევდნენ მადნეულის დამუშავებას , მეჯოგეობას და მეღვინეობას … მესხებმა ძალიან შეავიწროვა თავისი მეზობელი ასურეთის სახელმწიფო რომელთაც წაართვეს რამდენიმე ადგილი, ბოლოს ასურებმა სძლიეს მესხებს და ხარჯი შეაწერეს…

გ. კასკები (კოლხები-კახები). მათი ძლიერება შემუსრა ასურეთის მეფემ 1100 წელს ქრისტემდის. და ისინი მესხებთან ერთად ასურელების მოხარკეები გახდნენ…

დ. ტაბალნი ანუ თუბალნი (სხვანაირად- თიბარი, თიბერი, იბერი, ივერი…) ეს ქართული ტომი ოცდაოთხი სამეფოსაგან შესდგებოდა, რომლებიც შემოსეულ მტერს ყოველთვის შეკავშირებულად ხვდებოდნენ, მათი ქვეყანა მთაგორიანი ადგილი იყო, მისდევდნენ მეჯოგეობას, 718 წელს ქრისტემდის ეს ტომი ასურეთის მეფემ დაიმორჩილა და ხარკი შეაწერა, თუმცა ასურები მის შინაურ საქმეებში არ ერეოდნენ… ტაბალთა მეფე ამბარისი , საიდუმლო კავშირით შეეკრა ურარტუს(ქართული ტომი) მეფეს რუსას ასურეთის ბატონობის წინააღმდეგ, მაგრამ ორივე თავისუფლების მძებნელი მეფე დამარცხებული იქმნენ 714-709 წლებში…

ე. ნაირი. ამ ქართული ტომის ქვეყანა შედგებოდა მრავალ სამთავროთაგან და მდებარეობდა ვანის და ურმიის ტბების და ტიგრის შუა. ნაირის ქვეყანა ასურებმა დაიპყრეს მესხებთან და კასკებთან ერთად მეთერთმეტე საუკუნეში ქრისტემდის…

ვ. ურარტუ (დაარქვეს ასერებმა, არარატის სახელწოდების მიხედვით) ეს ქართული ტომი არარატის ძირში ცხოვრობდა ვანის ტბასთან, გოგჩის ტბასთან… თავის თავს ურარტუელები ქალდებს ანუ ქალდუელებს უწოდებდნენ … ქალდუელები თავისი ცოდნით და სწავლით , სარწმუნოებით, ხუროთმოძღვრებით,სალაშქრო და სამეურნეო წესებით გამოირჩეოდნენ , მათ მხარეში დარჩა ურარტული წარწერები ლურსმუნი (სოლური) . ამ წარწერების ენა ქართულია… ქალაქი ვანი შემდეგში ქალდუელთა სატახტო ქალაქი იყო (ერქვა ტუფსა) მათმა მეფემ იშპუინმა შემოიღო დამწერლობა მშობლიურ ენაზე… ურარტუელები ისე გაძლიერდნენ , რომ ასურებსაც კი ავიწროვებდნენ , მათ მესხებს და ტუბალებს კავშირი ქონდათ ასურების წინააღმდეგ , მაგრამ დამარცხდენ 714-709

ინდო-გერმანელების და სხვათა შემოსევა
მთელი მეექვსე საუკუნის ქრისტემდის, განმავლობაში, გრძელდებოდა ინდო-გერმანული ველური ტომების სკვითების და მიდიელების შემოსევა იმ ადგილმამულებზე რომლებიც ქართულ ტომებს ეკუთვნოდათ…
607 წელს ქრისტემდის , ასურეთის სამეფო დაიმორჩილა მიდიის მეფემ კიაქსარმა და მთელი ქართული ტომებიც მის მბრძანებლობის ქვეშ მოექცნენ, ურარტუს ქართული ტომის ნაწილი დარჩა სამშობლოში და შეერია ინდო-გერმანულ ტომებს-აქედან წარმოიშვა სომეხთა ერი…
დანარჩენმა ტომებმა კი ამჯობინეს გადასახლება არაქსის , მტკვრის, რიონის, ენგურის და მათი შენაკადების აუზებში…
ესეიგი დასახლდნენ აქ…

ქართველები აწინდელ თავის სამშობლოში
მეშვიდე საუკუნიდან -მეოთხე საუკუნემდის ქრისტემდე, ქართველები სახლობდნენ -მტკვრის, რიონის, ჭოროხის, ენგურის და ცხენისწყლის ხეობებში…
პირველად მოვიდნენ აწინდელ საქართველოში სვანები და დღევანდელ სამეგრელოში დასახლდნენ… შემდეგ მოვიდნენ კასკები(ანუ კოლხები და კახები) მდინარე მტკვრის სათავიდან ჭოროხი მარცხენა მხარესშავი ძღვის სანაპიროზე დასახლდა მათი მონათესავე ხალხი, რომლებსაც მოსკინიკები ანუ სხვანაირად ჭანები და ლაზები, მეორე მათი ნაწილი დასახლდა იქ, სადაც შემდგომ კოლხეთი ეწოდა, მესამე მათი ნაწილი , გაჰყვა მტკვრის მიმდინარეობას. და დასახლდა იორის და ალაზნის მიდამოებში ამ ნაწილს კახები ეწოდა… შემდეგ გადმოსახლდნენ მესხები , რომლებმაც დაიჭირეს მტკვრის და არაგვის აუზები მათ ქვეყანას დაერქვა მცხეთა…
მცხეთა-ეს იშიფრება ასევე ,როგორც მირონ ცხებული ხეთა…
შემდეგ გადმოვიდნენ ტიბერნი… და ასე შემდეგ…
იმედია მიხვდით , რომ ეგ გადმოსვლამეშვიდე საუკუნის ურარტუეთა ნაწილის გადმოსვლას არ უკავსირდება ეს ხდებოდა დროთა განმავლობაში, ურარტუელები უბრალოდ შეუერტდა მათ… უი რა მრჩებოდა:))) ტიბერების ნაწილი, რომლებიც კოლხებისა და ლაზების გულში დახსახლდნენ, (გული-გურ) მათ გურულები ეწოდა…

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1103 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]