2011-03-05, 0:25 AM | |
მდედრობით და მამრობით სქესებს შორის გაუგებრობისთვის თავის არიდება შესაძლებელია, თუ "სხეულის ენა” გესმით… პოსტში გაიგებთ ქალისა და მამაკაცის სექსუალური ჟესტების შესახებ, რომელთა ცოდნაც დაგეხმარებათ ყველა სიტუაციაში – საქმიანი შეხვედრით დაწყებული, რომენტიული ვახშმით დამთავრებული… არ გაგიკვირდეთ, თუ წაკითხულში საკუთარ თავს ამოიცნობთ. შესაძლებელია, იმასაც მიხვდეთ, რომ საწინააღმდეგო სქესის ქცევებს არასწორად აფასებდით. ქალისათვის დამახასიათებელი სექსუალური ჟესტებია : • იგრძნობს თუ არა მამაკაცის მზერას, მაშინვე დაიწყებს ტანსაცმლის\თმის გასწორებას (ცდილობს, ეს შეუმჩნევლად გააკეთოს), ან მხოლოდ თმაზე მსუბუქი შეხებით შემოიფარგლება. • სწრაფი მოძრაობით თავის გვერდით გაქნევა, სახიდან თმის მოსაშორებლად. (მოკლე თმიანი ქალებიც აკეთებენ ხოლმე ამ ჟესტს, ინსტიქტურად). • სიარულის დროს ზურგი და თავი სწორად უჭირავს (ყველას არ ეხება ეს ) მკერდი წინ აქვს წამოწეული და თეძოებს რითმულად ამოძრავებს. • დაჯდომის დროს, ფეხს ნელი მოძრაობით გადაიდებს მეორე ფეხზე და ისევ ნელი მოძრაობით ჩამოუშვებს. • დგომის დროს მისი ფეხები ერთმანეთთან ახლოს არასდროს დგას (ანუ ცოტათი "გაჩაჩხული” დგას რა ) • ხშირად, ჯდომის დროს, ერთი ფეხი მოკეცილი აქვს და მასზე ზის, რაც იმას ნიშნავს, რომ თავს თავისუფლად და კომფორტულად გრძნობს. • ხელების დემონსტრაცია – ხშირად აჩვენებს თავის ნაზ ხელებს მისი დაკვირვების ობიექტს. • დროგამოშვებით სჩვევია მკერდის წინ წამოწევა. • ახასიათებს ინტიმური მზერა, მსუბუქ ღიმილთან ერთად. • მსუბუქი ღიმილი, შემდეგ ქუთუთოების დახრა (კეკლუცობს). • ცდილობს ახლოს დაჯდეს სასურველ მამაკაცთან. • ლაპარაკის დროს, მამაკაცისგან განსხვავებით, წინ იწევა და დაბალი, ჩუმი ხმით საუბრობს. • მამაკაცისადმი დაინტერესებას გამოხატავს თვალებში ცქერით. • მამაკაცის თანდასწრებით სარკეში ყურების დროს, გამუდმებით ტრიალებს და ათვალიერებს თავის ფორმებს (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ დროს ტელეფონზე ლაპარაკობს) • მამაკაცის თანდასწრებით პომადის წასმის დემონსტრირება ( კერავს ) რაც შეეხება კაცისთვის დამახასიათებელ სექსუალურ ჟესტებს : • ფეხების ყოველთვის "გაჩაჩხული” აქვს. მიუხედავად იმისა, ზის თუ დგას.. განსაკუთრებით შემსამჩნევია, როდესაც ზის, თითქოს "ავლადიდების” დემონსტრირებას ახდენს • მისი მზერა მხოლოდ ქალის სახეს არ კმაყოფილდება. • ხელით ისწორებს თმას, ჰალსტუხს, საყელოს, სახელოს, ეხება ყელს, მოძრაობს წინ და უკან – როდესაც ქალის მზერას გრძნობს. • ახასიათებს ინტიმური მზერა თვალებში, 4-5 წამის შემდეგ თვალებს დაბლა ხრის • თუ თქვენს დანახვაზე თვალის გუგები უფართოვდება, ესეიგი მოსწონხართ მაგრამ თუ უვიწროვდება, შანსი არ გაქვთ… • ინტერესის ობიექტის დანახვისას, ემჩნევა გამოცოცხლება, მოდის ტონუსში (პრინციპში, ეგ ქალებსაც ახასიათებთ) • ქალის შეთვალიერებისას, მათი მზერა, პირველ რიგში, მიმართულია ფიგურისკენ, შემდეგ ჩაცმისკენ, და მხოლოდ ამის შემდეგ – მკერდისკენ ამბობენ, "ყველა ერთ ქვაბში არ იხარშებაო” , ასე რომ, თუ ყველა ჟესტში საკუთარი თავი ვერ ამოიცანით, არაუშავს. ეს ზოგადი ინფორმაციაა მხოლოდ და მხოლოდ. გმადლობთ | |
ნანახია: 1230 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |