კაცის ხასიათი ღიმილის მიხედვით
2011-03-04, 6:26 PM


ამჯერად კიდევ ერთი კვლევითი ექსპერიმენტის დასკვნებს გთავაზობთ. ჩვენ ხომ გამუდმებით ვუკირკიტებთ "იდუმალი სუბიექტების” ჟესტებს, გამოხედვას, ქცევას, კოცნას და მათში მთელი ისტორიის ამოკითხვას ვცდილობთ. ჰოდა, ახლა განტოლების კიდევ ერთი უცნობი წევრის – ღიმილის – ჯერია… დაკვირვებულ მანდილოსანს მეგობარი მამაკაცის ხასიათის განსაზღვრა თურმე სიცილის მანერითაც შეუძლია.

1. თუ მამაკაცი თვალდახუჭული და თავგადაწეული იცინის, ცხოვრებით ტკბობას ეტანება. მეგობარი ქალი მხოლოდ მაშინ სჭირდება, როცა სურს, ვინმეს მარცხის სიმწარე გაუზიაროს.

2. მამაკაცი სიცილის შეკავებას ცდილობს და პირზე ხელს იფარებს, თუმცა შინაგანად სიცილისგან თრთის. ძნელია ასეთი ადამიანის წონასწორობიდან გამოყვანა. თუ ვინმე შეიყვარა, კუბოს კარამდე უერთგულებს. გვერდით ასევე ერთგული მეგობარი სჭირდება.

3. მამაკაცი პირღია გულიანად ხარხარებს _ ცხოვრება მხოლოს სიხარულს ანიჭებს. შესანიშნავი თანამგზავრია დასვენების დროს, მაგრამ საკმაოდ პრიმიტიულია და სერიოზული დისკუსიები მალე ბეზრდება. ხანდახან უხეშიც კი ხდება.

4. მამაკაცი საიდუმლოდ იღიმება. ასეთი ადამიანი მომხიბვლელია და… ცივსისხლიანი. განსაკუთრებით საშიშია, თუ ტუჩის მარჯვენა კუთხით იღიმება _ შეიძლია, თვალის დაუხამხამებლად მოგატყუებთ.

5. მამაკაცი ძალიან მიმზიდველად იღიმება ტუჩის მარცხენა კუთხით. ამ ტიპის მამაკაცი პატიოსანი და მომთმენია. მისი იმედი შეგიძლიათ ყველაფერში გქონდეთ.

6. ძალიან ხმამაღლა იცინის, გვერდით მყოფს ხელს მხარზე ან ფეხზე ურტყამს _ ეგოისტია. მხოლოდ ლამაზ ქალებს ეტანება, ვინაიდან მათთან ურთიერთობა მის პატივმოყვარეობას აკმაყოფილებს. ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს და ძალიან ბრაზობს, თუ ამას ვერ ახერხებს…
მოკლედ, ძვირფასი მეცნიერების ძალისხმევით _ იმ მრავალუცნობიან განტოლების ამოსახსნელად, რომელსაც "მამაკაცი” ჰქვია _ მიღებულია კიდევ ერთი "უცნობის” "გაუვნებელყოფის” ინსტრუქტაჟი. ეს იმედია, გაგვიადვილებს ამოხსნას.


კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 895 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]